განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1/816-19
(№021240619002)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 იანვარი, 2020 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე პროკურორი ლევან ჯალაღანია,ბრალდებული ა-–---–--------–---ი, დაბადებული 1----–-–-----------, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, ქვრივი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------------------------–---–--–------------;
ადვოკატი: იონა კიკვაძე,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111 109 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი - გაზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ.
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
გ----------------------------–--–--–-------აში ა-–---–--------–---თან ერთად ცხოვრობდა მისი ქალიშვილი მ-------------–---ი და სიძე ბ-------–--–-–---–ი. 2019 წლის 23 ივნისს ღამის საათებში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბ-------–--–-–---–მა საცხოვრებელ სახლში ყოფნისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს მ-------------–---ს. ამის შემდგომ შეურაცხყოფის მიყენება გააგრძელა სახლის გარეთ ეზოს ჭიშკართან. ქალიშვილის შეურაცხყოფით განაწყენებულმა ა-–---–--------–---მა, შურისძიების მიზნით, სათავსოდან გამოიტანა სამზარეულოს დანა და საცხოვრებელი სახლის ჭიშკრის სიახლოვეს ბ-------–--–-–---–ს მუცლის არეში მიაყენა ერთჯერადი დაზიანება, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე "Bulychevy v. Russia" ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასასმართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 353994/97, 34; Bykov.v Russia, no 7378/02,5).
წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, გარდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე შეაფასა ის მტკიცებულებები, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ არსებით სხდომაზე და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
მოწმე მ--------–----------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისა და 2019 წლის 12 აგვისტოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: “ბ-------–--–-–---–ის გვამზე, გამოკვლევით, აღინიშნება ერთი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა მუცლის წინა კედელზე მარცხნივ, შემავალი მუცლის ღრუში, დასწვრივი კოლინჯის და მუცლის აორტის ნაწილობრივი დაზიანებით. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. მოწმის განმარტებით, ბ-------–--–-–---–ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, გამოწვეული მაგისტრალური სისხლძარღვის-მუცლის აორტის ტრამვული დაზიანების შედეგად განვითარებული სისხლდენით. შპს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნვერსიტეტო კლინიკის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N15161-ის მონაცემებით სიკვდილი დადგა 24.06.19წ 04.22 სთ. ჭრილობა რომელიც შევიდა მუცლის ღრუში, დააზიანა მსხვილი ნაწლავი, მან ნაწილობრივ დააზიანა მუცლის აორტა. სიკვდილი გამოიწვია მწვავე სისხლნაკლებობამ. ჭრილობის ზომა 0,8 იყო სიგრძე და 0,3 სიგანე. სხვა რაიმე დაზიანება გვამს არ აღენიშნებოდა და არც სამედიცინო დოკუმენტებში იყო აღნიშნული. მუცლის ღრუში იყო დიდი რაოდენობით სისხლი, კონკრეტულად რა დრო იყო საჭირო ამ ოდენობის სისხლჩაქცევისთვის ვერ აზუსტებს.
მოწმე ნ--------–----ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე მან ჩაატარა ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზა, რომლის თანახმად, დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით ... ერთი ც. ხისტარიანი დანა მუქი ფერის ლაქებით საცხოვრებელი სახლთან არსებული სათავსოდან ფოტო N1 მოთავსებული დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები ( ობ.N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ბ-------–--–-–---–ს ( პბ. N33; პაკეტი, წარწერით; სისხლი 1 შპრიცი ბ-------–--–-–---–ის გვამი) ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის ( ობ.N2) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ა-–---–--------–---ს ( ობ. N35 პაკეტი, წარწერით; ა-–---–--------–---ის სისხლის ნიმუში) მინორული წილი წარდგენილია პარციალურად და იდენტიფიკაციის არაინფორმატიულია; პაკეტში, წარწერით „ ერთი ც. ქვა მუქი ფერის ლაქებით ფოტო N2 „ მოთავსებულ ქვაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები ( ობ. N3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ბ-------–--–-–---–ს ( ობ. N33); პაკეტში წარწერით: „ა-–---–--------–---ის ტანსაცმელი ქამარი“ მოთავსებულ; შარვალზე, მარჯვენა ტოტის წინა ზედა მესამედში ( ობ. N4) მარცხენა ტოტის უკანა შუა ნესამედში ( ობ. N5) და წინა მარცხენა ჯიბის კიდეზე ( ობ. N5ა) არსებული მოყვითალო-მოყავისფრო და მოწითალო-მოყავისფრო ლაქები, შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ. N4-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა-–---–--------–---ს ( ობ.N35). ობ. N5ა-ს გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ-------–--–-–---–ს ( ობ. N33)0 ობ. N5-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს, განსხვავდება მ-------------–---ის ( ობ. N34; პაკეტი, წარწერით: მ-------------–---ის სისხლის ნიმუში...“) გენეტიკური პროფილისგან და წარმოადგენს ბ-------–--–-–---–სა (ობ. N33) და მ-------------–---ის ( ობ. N34) ბიოლოგიურ ნათესავს. ობ. N5-ის პროფილის მინორული წილი ეკუთვნის ა-–---–--------–---ს ( ობ. N35) მაისურზე, ქვედა კიდესა და მიმდებარედ , მარცხენა გვერდით ნაკერზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N6) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ხოლო წინა ზედაპირზე, ზედა ნახევარში არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. N7), სისხლი არ აღმოჩნდა. ობ. N6-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ-------–--–-–---–ს ( ობ. N33) პაკეტში წარწერით.. „ ა-–---–--------–---ის ფეხსაცმელი “ მოთავსებულ მარჯვენა ფეხსაცმელზე არსებული მუქი მოყავისფრო ლაქა ( ობ. N8) სისხლი არ აღმოჩნდა. მარცხენა ფეხსაცმელზე ცხვირის არეში მოყავისფრო ლაქები (ობ. N9) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ბ-------–--–-–---–ს (ობ. N33)პაკეტში, წარწერით.. „ მ-------------–---ის ტანსაცმელი “ მოთავსებულ მოკლე შარვალსა (ობ. N10,11) და მაისურზე (ობ.N13) არსებული მოყავისფრო ლაქები, სისხლი არ აღმოჩნდა. ობ. N10,11-ზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ამავე შარვალზე, მონაცრისფრო ლაქებზე არსებული ბიომასალის (ობ. N12) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ.N10-ის გებეტიკურ პროფილში ვლინდება ბ-------–--–-–---–ისა (ობ. N33) და მ-------------–---ის (ობ. N34) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო ა-–---–--------–---ის (ობ. N35), არ ვლინდება. ობ. N11,12-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მ-------------–---ს (ობ. N34), მინორულ წილში ვლინდება ბ-------–--–-–---–ის (ობ. N33) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო ა-–---–--------–---ის (ობ. N35) არ ვლინდება; პაკეტში წარწერით.. „ ბ-------–--–-–---–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი“ მოთავსებულ პერანგზე (ობ. N15), წყვილ ფეხსაცმელსა (ობ. N16,17) და ქამარზე (ობ. N18) არსებული მოყავისფრო ლაქები და მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ბ-------–--–-–---–ს (ობ. N33). ამავე პაკეტში მოთავსებული ჯინსის შარვალი, ბიოლოგიური კვლევისთვის უვარგისია; პაკეტში, წარწერით... „ანაწმენდები ა-–---–--------–---ის მარჯვენა და მარცხენა ხელებიდან და სახიდან“ მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N19-21) და პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდი მ-------------–---ის მარჯვენა და მარცხენა ხელებიდან და სახიდან“ მოთავსებულ ანაწმენდებზე ( ობ. 22-24), სისხლი არ აღმოჩნდა; პაკეტში, წარწერით... „ ანაწმენდი აღებული ბ-------–--–-–---–ის გვამის მარჯვენა და მარცხენა ხელებიდან“ მოთავსებული ანაწმენდები (ობ. N25,26) შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ. N25,26-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ-------–--–-–---–ს (ობ. N33); პაკეტში, წარწერით... „ ა-–---–--------–---ის ფრჩხილების გადანაჭრები: მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N27,28) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა-–---–--------–--- (ობ. N35) პაკეტში, წარწერით... „მ-------------–---ის ფრჩხილების გადანაჭრები“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე მარჯვენა ხელიდან არსებული ბიომასალის (ობ. N29) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ფრჩხილების ფრაგმენტებზე მარცხენა ხელიდან არსებული ბიომასალის (ობ. N30) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-------------–---ს (ობ. N34) ობ. N29-ის პროფილის მინორული წილი წარმოდგენილია პარციალურად და იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია; პაკეტში, წარწერით...„ ბ-------–--–-–---–ის ფრჩხილების გადანაჭრები ( გვამი)...“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე მარჯვენა ( ობ. N31) და მარცხენა ( ობ. N32) მტევნებიდან აღმოჩნდა ადამიანის სისხლი. ობ. N31-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და ობ. N32-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ-------–--–-–---–ს ( ობ. N33). ობ. N31-ის პროფილის მინორულ წილში, მ-------------–---ისა ( ობ. N34) და ა-–---–--------–---ის ( ობ. N35) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ დანის ტარიდან გაკეთდა საერთო ანაწმენდი. პროფილი იყო შერეული მაჟორული წილის და შესაძლებელი იყო იდენთიფიკაცია, ხოლო მინორული წილი იმდენად მცირე იყო, რომ იდენთიფიკაცია შეუძლებელი იყო. დანის ტარზე არსებული მაჟორული ნაწილი ეკუთვნის ა-–---–--------–---ს.
მოცემულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ირგვლივ დაიკითხა გამომძიებელი ვ----–----–---ე, რომელმაც განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი მ-------------–---თან ერთად. აღნიშნული სახლის სათავსოდან ხელმარჯვნივ მაგიდაზე ნანახი იქნა ხისტარიანი დანა, დანის ტარზე აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. მ-------------–---მა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მიუთითა ეზოს გარეთ ორ მეტრში მამამისსა და მის მეუღლეს შორის კონფლიქტი გაგრძელდა და დაჭრაც სწორედ იქ მოხდა, ნანახი იქნა ქვა, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქა. მან დააკავა ა-–---–--------–---ი, ასევე ამოიღო ტანსაცმელი, რომელიც მას დაკავების დროს ეცვა.
3. სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ”ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი”. სიცოცხლის უფლება დაცულია საქართველოს კონტიტუციის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.
სიცოცხლის უფლება დაცულია ასევე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის პირველ ფაქტობრივ წინაპირობად უნდა განისაზღვროს, რომ ხელყოფა მიმართული იყო ცოცხალ ადამიანზე, ხოლო მეორე ფაქტობრივი წინაპირობაა - სიცოცხლის დამთავრებისა და სიკვდილის მომენტის დადგენა. ვინაიდან ყველა სახის მკვლელობა მატერიალური შემადგენლობისაა, იგი დამთავრებულია სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან, ამასთან ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობის ჩადენისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქ-მედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის - სიკვდილის დადგომა და, ამასთანავე, მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა და აღმოცენდეს, მაგალითად, შურისძიების, ეჭვიანობის ან/და შელაპარაკების ნიადაგზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით, კერძოდ - პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას ან, შესაძლებელია, დამნაშავეს არ სურდეს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას.
საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის (მათ შორის) 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება (მათ შორის) აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბ-------–--–-–---–ი იყო ბრალდებულის სიძე და ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად. აღნიშნული საკითხი სადავო არ გამხდარა არც მხარეთა მიერ. ამდენად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ბრალად წარდგენილი ქმედების მაკვალიფიცირებელი ნიშანი - ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლით დადგენილია განზრახი დანაშაულის ცნება, რომლის თანახმად, მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით განზრახვა არსებობს არა მხოლოდ მაშინ, როდესაც პირს პირდაპირ სურს რაიმე შედეგის დადგომა, არამედ, განზრახვა არსებობს მაშინაც, როდესაც პირი ითვალისწინებს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, განზრახვა ასევე არსებობს მაშინაც, როდესაც პირი ითვალისწინებს შედეგის დადგომის შესაძლებლობას, არ სურს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება შედეგის დადგომას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის თეორიაში, დანაშაულის შემადგენლობა განისაზღვრება როგორც სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ობიექტური და სუბიექტური ნიშნების ერთობლიობა, რომელიც ახასიათებს ქმედებას, როგორც კონკრეტრულ დანაშაულს. ზოგიერთი დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს განსაზღვრული მოტივი ანუ შინაგანი მამოძრავებელი ფსიქიკური მიზეზი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის არსებული უთანხმოება გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი და დანით (რომელიც გამოიტანა სათავსოდან) მიყენებული ჭრილობის არსებობა უდავოდ ადასტურებს, რომ ა-–---–--------–---ს ჰქონდა ბ-------–--––---–ის მოკვლის სურვილი და თავისი მოქმედებით მიაყენა კიდეც მას სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები. ამასთან დაზიანებების ხასიათის, ხარისხისა და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული უდავოდ ითვალისწინებდა სასიკვდილო შედეგის დადგომის გარდაუვალობას.
სსსკ-ს 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111109 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ა-–---–--------–---ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, არ არის ნასამართლევი და არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, არის 76 წლის, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით დანაშაულის ჩადენის მიზეზი გახდა ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობა, რაც უკავშირდებოდა სიძისა და ქალიშვილის თანაცხოვრებას. სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის აღიარებას, ასაკს, და მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათის, დამდგარი მძიმე შედეგის, აგრეთვე სსკ-ს 111 109 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ისედაც მკაცრი სანქციის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---–--------–---ს სასჯელის მიზნების მიღწევისთვის უნდა განესაზღვროს სასჯელის მინიმუმი.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
ა-–---–--------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-–---–--------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ა-–---–--------–---ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 24 ივნისიდან.
ა-–---–--------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: ერთი ცალი ხისტარიანი დანა, რომელიც გადაგზავნილის ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზაზე, ხოლო ერთი ცალი ქვა, რომელიც ინახება გამომძიებელთან ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ბ-------–--–-–---–ისაგან აღებული სხვადასხვა ბიოლოგიური ნიმუში, ა-–---–--------–---ისაგან აღებული სხვადასხვა ბიოლოგიური ნიმუში, მ-------------–---ისგან აღებული სხვადასხვა ბიოლოგიური ნიმუში, რომელიც ინახება გამომძიებელთან ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურთები ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
რაშიდ მამედოვისაგან ამოღებული ბ-------–--–-–---–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც გადაგზავნილია ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზაზე, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.
მ-------------–---ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, ასევე ა-–---–--------–---ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც გადაგზავნილია ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეებს ან ოჯახის სრულწლოვან წევრებს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე