განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2019
საქმის ნომერი
080100118002447943
დავის ტიპი
126 1
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002447943

საქმე N1/430-18 (N041030318008)

ქ-------ის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი 2019 წელი ქ. ქ-------ი

 

ქ-------ის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე ც-–-ნო კ---აძე

სხდომის მდივანი პ----ა ბ-------ძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ--ო ზ-------–-ილი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ--ა თ-----რაზის ასული მ-------იანი - დაბადებული 1978 წლის 07 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6---1008306, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ.ქ-------ი, ს---–--- - ს--ას გამზირი N41, ბინა N10

 

ადვოკატი - მ----ბ წ---–-ია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

დისპოზიცია: სხვაგვარი ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

2. სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 03 მარტს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ-------ში, ს---–--- - ს--ას გამზირ N41-ის სადარბაზოში, მ--ა მ-------იანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ------და გ--–------–იანს, კერძოდ, ჩოგანი ჩაარტყა მარჯვენა წარბისა და მარჯვენა ხელის არეში, ხოლო მარცხენა საფეთქელში ჩაარტყა მუშტი, რის შედეგადაც გ------და გ--–------–იანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გ------და გ--–------–იანმა განმარტა, რომ მ--ა მ-------იანი არის მისი მეზობელი და მასთან აქვს დაძაბული ურთიერთობა, 12 წლის წინ მომხდარი შემთხვევის გამო. უშუალოდ შემთხვევის დღეს, 03 მარტს, ის თავის შვილთან, დისშვილთან და მეგობარ დ--–ი ს---იასთან ერთად იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქვე მაღაზიასთან გააჩერა ავტომანქანა. მაღაზიაში შევიდა დ--–ი ს---ია, ხოლო მისი შვილი და დისშვილი წავიდნენ მეგობართან. თავად დარჩა ავტომანქანაში და ელოდებოდა დ--–ი ს---იას, რა დროსაც გაიგონა თუ როგორ ილანძღებოდა მ--ა მ-------იანი მისი შვილის და დისშვილის მისამართით. დაზარალებულის განმარტებით, მან იმ მომენტში თავი შეიკავა პასუხის გაცემისაგან და არჩია თავის შვილთან გაერკვია ყველაფერი. სახლში მისვლის შემდეგ, სადარბაზოდან გაიგონა ხმამაღალი ხმა, გააღო კარი, გავიდა სადარბაზოში და შეეცადა გაერკვია საქმის ვითარება. როგორც შემდეგ მისთვის გახდა ცნობილი, მისმა შვილმა მ--ა მ-------იანს უწოდა ,,დებილი“, რაზედაც ამ უკანასკნელმა უთხრა რომ „დებილები“, „ძროხები“ და „ბოზები“ იყვნენ მთელი მოდგმა, რის შემდეგაც აიღო ჩოგანი და დაარტყა მას სახეში, ასევე საფეთქელთან ჩაარტყა მუჭი, რა დროსაც მან განიცადა ძალიან ძლიერი ტკივილი. აღნიშნულ ხმაურზე გამოვიდნენ მის ზემოთ, მესამე სართულზე მცხოვრები მეზობლები. თავად მას მ--ა მ-------იანისთვის არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ამის შემდეგ ბრალდებული და დაზარალებული გააშველეს მესამე სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა, ალექსანდრე გამეზარდაშვილმა და მესამე სადარბაზოში მცხოვრებმა გელა ზაქარიაძემ.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ--–ი ს---იამ განმარტა, რომ ის და გ------და გ--–------–იანი არიან მეგობრები, შემთხვევის დღეს გ------და გ--–------–იანთან, გ------დას შვილთან და დისშვილთან ერთად იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მაღაზიასთან გ------და გ--–------–იანმა გააჩერა ავტომანქანა. მოწმის განმარტებით, იგი შევიდა მაღაზიაში და უკან დაბრუნებულს გ------და გ--–------–იანმა უთხრა, რომ მ--ა მ-------იანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის შვილის და დისშვილს, თუმცა იმ მომენტისათვის ამაზე რეაგირება არ მოუხდენია. ისინი წავიდნენ გ------და გ--–------–იანთან ყავის დასალევად. სახლის შესვლის შემდეგ გაიგონეს მ--ა მ-------იანის ლანძღვა გ------და გ--–------–იანის მისამართით. გ------და გ--–------–იანმა გააღო კარი და უთხრა, რომ თავი დაენებებინა მათთვის და არ უნდოდა მასთან არანაირი ურთიერთობა, რა დროსაც მ--ა მ-------იანმა მოუქნია ბ----------ნის ჩოგანი და ჩაარტყა მარცხენა თვალში, ასევე ხელზე, რომელიც გაულურჯდა. მოწმის განმარტებით, ხმაურზე მესამე სართულიდან ჩამოვიდა მისი მეუღლე და ასევე მეზობელი ა-–--–აც, რომლებმაც მ--ა მ-------იანი აიყვანეს თავის საცხოვრებელ ბინაში, იმავე სადარბაზოს მეოთხე სართულზე, საიდანაც ეს უკანასკნელი ისევ აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. მან გ------და გ--–------–იანის დასახმარებლად გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მოწმე მიუთითებს, რომ ნ-----–ა მ-------იანი არის მ--ა მ-------იანის დედა, რომელიც იმ დღეს ადგილზე არ იმყოფებოდა, რადგან არ ცხოვრობს მ--ა მ-------იანთან ერთად სახლში და ცხოვრობს ცალკე.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-–--–ა გ--–----იამ განმარტა, რომ 2018 წლის 03 მარტს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგონა მისი მეზობლების გ------და გ--–------–იანის და მ--ა მ-------იანის ჩხუბი, სადარბაზოში ჩამოვიდა და დაინახა, რომ მ--ა მ-------იანი იდგა გ------და გ--–------–იანის საცხოვრებელი ბინის კართან, ხელში ეჭირა ჩოგანი, რომელიც მოუქნია გ------და გ--–------–იანს და ჩაარტყა წარბის არეში, რის გამოც, გ------და გ--–------–იანი წაყვანილი ჰყავდათ კლინიკურ საავადმყოფოში. მიუთითებს, რომ მ--ა მ-------იანს იმ დღეს არანაირი დაზიანება არ ჰქონია.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შს ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლის გ------ი გ------აძის ჩვენებით, 2019 წლის 03 მარტს, ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება გ------და გ--–------–იანის ცემის ფაქტზე. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ გამოიკითხა მოწმეები, დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზები. მოწმეთა გამოკითხვებით, დადგინდა რომ მ--ა მ-------იანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ------და გ--–------–იანს. პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დროს მ--ა მ-------იანს წარდგენილი ჰქონდა ბ----------ნის ჯოხი, რომელიც იყო დაზიანებულ მდგომარეობაში და ასევე კ-----–ის ნატეხი, რომელზეც იგი მიუთითებდა, რომ აღნიშნული კ-----–ის ნატეხი გ------და გ--–------–იანმა ესროლა მისი საცხოვრებელი სახლის კარს და დააზიანა იგი. გადაუდებელი აუცილებლობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამოღებულ იქნა როგორც ბ----------ნის ჯოხი, ასევე კ-----–ის ნატეხი, რომელიც დაილუქა მ--ა მ-------იანის მონაწილეობით და შეს--ამისად შედგა ამოღების ოქმი. გამოძიებით დადგენილია, რომ ჩხუბის ფაქტს შეესწრნენ ამავე სადარბაზოში მცხოვრები მ--ა მ-------იანის და გ------და გ--–------–იანის მეზობლები - დ--–ი ს---ია და ა-–--–ა გ--–----ია, სხვა პირები აღნიშნული ფაქტის შემსწრეები არ ყოფილან. გამოძიების მიმდინარეობისას ასევე შემოწმდა მ--ა მ-------იანის ნასამართლეობა და მოპოვებული იქნა განრიდების შესახებ ინფორმაცია, რომლითაც ირკვევა, რომ ანალოგიურ ფაქტთან დაკავშირებით ის ერთხელ უკვე იყო განრიდებული.

გამოძიების დაწყების ბარათით, ფორმა N1 დადგენილია, რომ 2018 წლის 03 მარტს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით, ქ. ქ-------ში ს---–----ს--ას გამზირ N41-ში, გ------და გ--–------–იანის მიმართ, მ--ა მ-------იანის მიერ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.

 

03.03.2018 წლის ამოღების ოქმის თანახმად: ქ.ქ-------ში დ.ა----–----ლის გამზირ N117 ში მ--ა მ-------იანისგან ამოღებულ იქნა ერთი ცალი ხის ბ----------ნის ჯოხი, რომელსაც ხელის მოსაკიდი აქვს მოტეხილი, მ--ა მ-------იანის თქმით აღნიშნული ბ----------ნის ჯოხი ტარში გადატყდა იმ დროს, როდესაც მან გ------და გ--–------–იანს ის დაარტყა. მ--ა მ-------იანისგან ასევე ამოღებულ იქნა ოთხკუთხედი ფორმის კ-----–ის ნატეხი, რომელიც მისი თქმით, მას ესროლა გ------და გ--–-ხეთ--–---მა და მოარტყა მარჯვენა თვალის წარბში.

ზემოაღნიშნული ბ----------ნის ჯოხი მის მოტეხილ ტართან ერთად მოთავსდა ერთ პოლიეთილენის პარკში და დაილუქა N3-/5/1/1 ლუქის ბეჭდით (პაკეტი N1) კ-----–ის ნატეხი დაილუქა პოლიეთილენის პარკში N3-/5/1/1 ლუქის ბეჭდით (პაკეტი N2);

 

30.07.2014 წლის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილია, რომ სისხლის სამართლის N041120614003 საქმეზე შეწყდა გამოძიება მ--ა მ-------იანის მიმართ.

 

03.03.2018 წლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია: შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ქ-------ში ს---–--- - ს--ას გამზირი N41/10-ში მეოთხე სართულზე, მესაკუთრეა მ--ა მ-------იანი. სადარბაზოს კიბიდან ხელმარცხნივ და ლიფტიდან ხელმარჯვნივ მდებარეობს აღნიშნული ბინის ერთფრთიანი, ხის თეთრი კარი, რომელსაც გარედან აქვს ს--ოქლომე და სახელური გატეხილ მდგომარეობაში, რაზეც მ--ა მ-------იანმა განმარტა, რომ აღნიშნული სახელური წლების წინ დაუზიანდა თვითონ. კარი იღება გარედან შიგნით, შიგნიდან კარს აქვს ანალოგიური ლითონის სახელური, რომელიც არის გატეხილი და ანალოგიურად აღნიშნულზე მ--ა მ-------იანმა განმარტა, რომ იგი წლების წინ დაუზიანდა თვითონ. შიგნითა მხრიდან კარს აქვს რკინის ურდული, რომლის წინა ნაწილი არის დეფორმირებული და მ--ა მ-------იანის განმარტებით იგი კარებზე გარედან ფეხების დარტყმით მიმდინარე წლის 03 მარტს დაუზიანა გ------და გ--–------–იანმა, როდესაც იგი ცდილობდა კარის შემტვრევას. დეფორმირებულ ადგილას ურდულს ამოძრობილი აქვს საღებავი.

ოქმს ერთვის ფოტოილუსტრაცია.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-----818 დასკვნით დადგენილია: 03.03.18 წ 22:45 – 22:55 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მ--ა მ-------იანს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-----818 დასკვნით დადგენილია: 04.03.18 წ 00:07-00:19 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. გ------და გ--–------–იანს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----ა თ------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ დაზიანებები, რომლებიც აღენიშნებოდა გ------და გ--–------–იანს შეეძლო მიეყენებინა მკვრივი და ბლაგვი ზედაპირის მქონე საგანს, და აქედან გამომდინარე ამბობს, რომ ბ----------ნის ჩოგანი არის მკვრივი და ბლაგვი, რომელსაც შეეძლო აღნიშნული დაზიანებების მიყენება.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა მ--ა მ-------იანმა განმარტა, რომ ცხოვრობს ქ.ქ-------ში ს---–----ს--ას გამზირზე N41 ბინაში, დაზარალებული გ------და გ--–------–იანი არის მისი მეზობელი, რომელიც ცხოვრობს აღნიშნულ ბინაში მე-2 სართულზე, ერთმანეთს 12 წელია არ ელაპარაკებიან. 2018 წლის 3 მარტს გაიგონა თუ როგორ ეძახდა გ------და გ--–------–იანი მას უცენზურო სიტყვებს, უყვიროდა და ლანძღავდა, ის ამ დროს იმყოფებოდა მის საცხოვრებელ ბინაში. გ------და გ--–------–იანმა შეუმტვრია მისი საცხოვრებელი სახლის ხის კარი, შეუვარდა სახლში და თმებში ჩაავლო ხელი, კარს დღემდე აღენიშნება დაზიანებები, ხელში ეჭირა კ-----–ის ნატეხი, რომელიც დაარტყა მას მარცხენა თვალის არეში. თვითონ აიღო იქვე არსებული ბ----------ნის ჯოხი და დაარტყა, რათა მოეგერიებინა გ------და გ--–------–იანი. ხმაურზე გამოვიდა წინა მეზობელი შ------ა ქ-------------ი, თუმცა მალევე შებრუნდა სახლში. სახლში იმ დროს იმყოფებოდა მისი მცირეწლოვანი შვილი და დედამისი ნ-----–ა მ-------იანი. აღნიშული კონფლიქტის მიზეზად ბრალდებული მიიჩნევს გ------და გ--–------–იანის შვილის მიერ დედისთვის მიტანილ ენას, თითქოსდა მასზე რაღაც შეუარცხმყოფელი თქვა ბრალდებულმა, რის საფუძველზეც გამოვიდა მწყობრიდან გ------და გ--–------–იანი და მიუვარდა სახლში მას. ბრალდებულმა განმარტა, რომ გ------და გ--–------–იანს აქვს მისი პირადი სიძულვილი, უნდა რომ გადავიდეს სხვაგან საცხოვრებლად და ყოველნაირ ღონეს ხმარობს მის შესავიწროვებლად.

 

დაცვის მხარის მოწმეები:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–ა მ-------იანმა განმარტა, რომ არის მ--ა მ-------იანის დედა და ცხოვრობს მასთან ერთად, ხოლო გ------და გ--–------–იანი ცხოვრობს ამავე ბინის სადარბაზოს მეორე სართულზე. 2018 წლის 03 მარტს, საღამოს 8 საათზე შემოესმა უშვერი სიტყვებით ლანძღვა, გ------და გ--–------–იანი ლანაძღავდა მის შვილს, შეუნგრია მათ საცხოვრებელი ბინის კარი, მის შვილს მ--ა მ-------იანს წვდა თმებში და კ-----–ის ნატეხი ჩაარტყა თვალში. მისმა შვილმა აიღო ბ----------ნის ჯოხი და თავის დაცვის მიზნით დაარტყა გ------და გ--–------–იანს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ------ა ქ-------------მა განმარტა, რომ მ--ა მ-------იანი და გ------და გ--–------–იანი არიან მისი მეზობლები, რომლებთანაც აქვს ჩვეულებრივი მეზობლური დამოკიდებულება და რომელიმეს მიმართ არ გააჩნია არანაირი კერძო ინტერესი, ის მათთან მიმართებაში შემოიფარგლება მხოლოდ გამარჯობით. 2018 წლის 03 მარტს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგონა ხმაური და ჩაკეტა კარები, რადგან შეეშინდა, როდესაც გაიხედა ე.წ. ,,ჭუჭრუტანაში“ დაინახა, რომ მ--ა მ-------იანის კარებთან იყო ჩხუბი და გ------და გ--–------–იანი უყვიროდა მ--ა მ-------იანს, ეუბნებოდა, რომ გამოსულიყო გარეთ და უბრახუნებდა კარზე. რამდენიმე წუთში ხმაური შეწყდა. მიუთითებს, რომ მან მ--ა მ-------იანი ნახა რამდენიმე დღის შემდეგ და მას თვალთან ეტყობოდა სილურჯე.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს--–---ე გ------იამ განმარტა, რომ მ--ა მ-------იანი და გ------და გ--–------–იანი არიან მისი მეზობლები, რომლებთანაც აქვს ჩვეულებრივი მეზობლური დამოკიდებულება და რომელიმეს მიმართ არ გააჩნია არანაირი კერძო ინტერესი. 2018 წლის 03 მარტის დღეს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში, მისი სართულის კიბეებზე, მან დაინახა თუ როგორ ადიოდა გ------და გ--–------–იანი მეოთხე სართულზე, ყვირილით და ჩხუბით, ხოლო ვის ეჩხუბებოდა აღარ უნახავს. რამდენიმე დღის შემდეგ შეამჩნია, რომ მ--ა მ-------იანს თვალთან ჰქონდა ჩალურჯებული და სხვა დაზიანება ჰქონდა თუ არა არ შეუმჩნევია. მოწმე მიუთითებს, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი მ--ა მ-------იანს და გ------და გ--–------–იანს ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია, სხვაგვარი ძალადობისთვის რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში (ხელის გარტყმა სახეში) ან საერთოდ არ იყოს დაკავშირებული დარტყმასთან (მაგალითად თმებით თრევა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვ.)აუცილებელია, რომ მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, თუმცა არ უნდა მოყვეს სხვა მძიმე შედეგი. ცემის ან სხვაგვარი ძალადობის შედეგი 6 დღემდე უნდა გაქრეს. ამ დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფაკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს, იგი შეიძლება ჩადენილ იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით.

 

დაცვის მხარის არგუმენტაციას ბრალდებულ მ--ა მ-------იანის უდანაშაულობის თაობაზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან იგი მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებულის მიმართ პასუხისმგებლობის არიდებისაკენ და არ შეეს--ამება სასამართლო განხილვისას გამოკვეთილ და ცალსახად დადასტურებულ მტკიცებულებებს. დაცვის მხარე თავის დასკვნით სიტყვაში უთითებს, რომ მ--ა მ-------იანი არის მსხვერპლი გ------და გ--–------–იანის და მისი სამეგობრო, სადაქალო წრის, რომლებიც სისტემატურად ამცირებენ და შეურაცხყოფენ მას. მომხდარი ფაქტის დღესაც ელემენტარული, ბავშვის მიერ მიტანილი ენის საფუძველზე აღმოცენდა მასშტაბური კონფლიქტი, გ------და გ--–------–იანი შეუვარდა სახლში მ--ა მ-------იანს, რომელიც იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, კარი დაკეტილი ჰქონდა ურდულით, რომელიც ფეხისა და ხელების ცემით შეუმტვრია გ--–------–იანმა და ხელში მომარჯვებული კ-----–ის ნატეხი ჩაარტყა თვალში, შემდეგ თმებში სწვდა. მ--ა მ-------იანმა ვერაფრით მოახერხა თავის დაღწევა და აღნიშნულის გამო ჩაარტყა იქვე არსებული ბ----------ნის ჯოხი. ბრალდებულის სახლის ხის კარის ურდულს ეტყობა გარედან შიგნით შენგრევის კვალი, რაც ფიზიკური ზემოქმედების შედეგია და რაზეც საქმის გამომძიებელმა თავის ჩვენებაშიც ისაუბრა. დაცვის მხარე უთითებს, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე არის შეთხზული ისტორია, ეჭვის დონზე დაწყებული გამოძიება, რომელიც უნდა გადაწყდეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასარგებლოდ. დაცვის მხარე უთითებს, რომ მ--ა მ-------იანი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რაც ბრალის გამომრიცხავი გარემოებაა და უნდა მოხდეს მისი გამართლება.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოცემულ არგუმენტაციას მ--ა მ-------იანის უდანაშაულობის შესახებ ვინაიდან საქმის განხილვისას დაკითხულმა დაზარალებულმა და მოწმეებმა ერთხმად დაადასტურეს, მ--ა მ-------იანის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, მათი ჩვენებები ურთიერთთანხვედრილია, შეეს--ამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, თანმიმდევრულად ასახავს 2018 წლის 03 მარტს მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტს და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა შ.თ------ემ, სრულად დაადასტურა მის მიერ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, რომლითაც დადგენილია გ------და გ--–------–იანის სხეულზე, კერძოდ კი ,,გ------და გ--–------–იანს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს“. დასკვნასთან მიმართებით ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ მკვრივი-ბლაგვი საგანი შესაძლებელია იყოს ბ----------ნის ჯოხიც.

 

სასამართლოს არასარწმუნოდ და ტენდენციურად მიაჩნია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ბრალდებულის დედა და ახლო ურთიერთობაში მყოფი პირები არიან და შეს--ამისად მ--ა მ-------იანის გამართლების ინტერესს ემსახურება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2018 წლის 03 მარტს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ-------ში, ს---–--- - ს--ას გამზირ N41-ის სადარბაზოში, მ--ა მ-------იანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ------და გ--–------–იანს, კერძოდ ჩოგანი ჩაარტყა მარჯვენა წარბისა და მარჯვენა ხელის არეში, ხოლო მარცხენა საფეთქელში ჩაარტყა მუშტი, რის შედეგადაც გ------და გ--–------–იანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დას--უთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დას--უთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დას--უთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--ა მ-------იანმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა: სხვაგვარი ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

4. სასჯელის გამოყენების დას--უთება:

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად მ--ა მ-------იანის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს არასაპატიმრო სასჯელი ჯარიმა, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, არაადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ მ--ა მ-------იანის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, წარსულ ცხოვრებას.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შეს--ამისად უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:

 

ამოღებული ხის ბ----------ნის ჯოხი მოტეხილ ტართან ერთად და კ-----–ის ნატეხი, რომლებიც ინახება შს ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ--ა მ-------იანი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

მ--ა მ-------იანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

მ--ა მ-------იანის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქმეზე ს--ოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება: ამოღებული ხის ბ------ტონის ფარი მოტეხილ ტართან ერთად და კ-----–ის ნატეხი, რომლებიც ინახება შს ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქ-------ი, ნ----------ის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქ-------ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ც-–-ნო კ---აძე