განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 3-----------------
N1/--20
განაჩენი
საქართველოს სახელით
03.02.2020 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ალიკა ლეგაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ნატო ტორიაშვილი
ბრალდებულ - მა------ რა---------ის
ადვოკატ - მი----- მუ------–--ლის
თარჯიმან - შა---–- რა----–--ვის
მონაწილეობით ღია ს----------–-- სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული :მა------ რა---------ი ;
მამის სახელი:რა-------;
დაბადებული: 18.08.1----–--–-;
პირადი ნომერი: 4----------;
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე.
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: : ყვარლის რაიონის სოფელი ჩა----–--------.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი და 1261 მუხლის პირველი ნაწილი.
მა------ რა---------ს ბრალი ედება მასში, რომ
1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 08 დეკემბერს ყვარლის რაიონის სოფელ ჩა----–--------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მა------ რა---------მა მეუღლეს ირ--- მა--------ვას სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად(პირველი ეპიზოდი).
2. ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 11 დეკემბერს შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელის მა----- ოქ----–--ლის მიერ მა------ რა---------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0-----, რომლის თანახმადაც მას აეკრძალა ყვარლის რაიონის სოფელ ჩა----–--------–- მცხოვრებ მეუღლესთან ირ--- მა--------ვასთან ყველანაირი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მა------ რა---------მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 16 დეკემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში მეუღლის მიმართ განახორციელა ირ--- მა--------ვასათვის არასასურველი სატელეფონო ზარები(მეორე ეპიზოდი).
დანაშაულის პირველი ეპიზოდის ჩადენისათვის მა------ რა---------ს 2019 წლის 10 დეკემბერს წარედგინა 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება და 2019 წლის 11 დეკემბერს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მიერ აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვადად განესაზღვრა 30 დღე, გირაოს თანხის სრულ უზრუნველყოფამდე შეეფარდა პატიმრობა. 2019 წლის 11 დეკემბერს გირაოს თანხა უზრუნველყოფილ იქნა ომ--- სა-----ვის მიერ და ბრალდებული გათავისუფლდა პატიმრობიდან.
ბრალდებულ მა------ რა---------ის მიერ ჩადენილ იქნა ახალი განზრახი დანაშაული, რომლისთვისაც წარედგინა დაზუსტებული ბრალი 2019 წლის 20 დეკემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით. აღკვეთის ღინისძიება გირაო შეეცვალა დაპატიმრებით. წინასასამართლო სხდომაზე 2020 წლის 22 იანვარს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეცვალა გირაოთი, რომელიც უზრუნველყოფილი არ ყოფილა.
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 08 დეკემბერს ყვარლის რაიონის სოფელ ჩა----–--------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მა------ რა---------მა მეუღლეს ირ--- მა--------ვას სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად(პირველი ეპიზოდი).
1.2. 2019 წლის 11 დეკემბერს შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელის მა----- ოქ----–--ლის მიერ მა------ რა---------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0-----, რომლის თანახმადაც მას აეკრძალა ყვარლის რაიონის სოფელ ჩა----–--------–- მცხოვრებ მეუღლესთან ირ--- მა--------ვასთან ყველანაირი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მა------ რა---------მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 16 დეკემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში მეუღლის მიმართ განახორციელა ირ--- მა--------ვასათვის არასასურველი სატელეფონო ზარები(მეორე ეპიზოდი).
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების ას---- რა---------ის, შა--------- მა--------ვის, ფა------- რა---------ის, ამ------ რა---------ის გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულ ირ--- მა--------ვას გამოკითხვის ოქმები, დაკავების ოქმი, მა------ რა---------ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ოქმი N0-----, ს----------–-- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა------ რა---------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა ცოლის ირ--- მა--------ვას მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ბრალდებულ მა------ რა---------ის მიმართ 2019 წლის 11 დეკემბერს შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელის მა----- ოქ----–--ლის მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0-----, რომლის თანახმადაც მას აეკრძალა ყვარლის რაიონის სოფელ ჩა----–--------–- მცხოვრებ მეუღლესთან ირ--- მა--------ვასთან ყველანაირი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მა------ რა---------მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 16 დეკემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში მეუღლის მიმართ განახორციელა ირ--- მა--------ვასათვის არასასურველი სატელეფონო ზარები.
შემაკავებელი ორდერი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც ადგენს პოლიციის თამანშრომელი და რომლის მიხედვით იკრძალება გარკვეული სახის ქმედებების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. შემაკავებელი ორდერის დარღვევა კი იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დამრღვევის მიმართ.
საქმის მასალების მიხედვით დადასტურებულია, რომ ირ--- მა--------ვა არის ბრალდებულის ოჯახის წევრი და მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია არის შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა, რასაც ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მოქმედებაში.
2.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების ას---- რა---------ის, შა--------- მა--------ვის, ფა------- რა---------ის, ამ------ რა---------ის გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულ ირ--- მა--------ვას გამოკითხვის ოქმები, დაკავების ოქმი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა------ რა---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა ცემა. ცემა თავისთავად გამოიხატება ადამიანის სხეულზე რამდენჯერმე დარტყმაში.
ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა------ რა---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის, ამ შემთხვევაში ცოლის ირ--- მა--------ვას მიმართ ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა------ რა---------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა და ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
მა------ რა---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული ისჯება - ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
1261 მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მა------ რა---------ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი. ამასთანევე არსებობს ყველა პირობა, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნას ისეთი ღონისძიება როგორიცაა პირობითი მსჯავრი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მა------ რა---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2(ორი) წელი.
2. მა------ რა---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 3811 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1(ერთი) წელი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასაჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მა------ რა---------ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2(ორი) წელი.
4. მა------ რა---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმდეს.
5. მა------ რა---------ს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო:
1) 2019 წლის 8 დეკემბრის 20:05 საათიდან 2019 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით.
2) 2019 წლის 19 დეკემბრის 02:40 საათიდან 2020 წლის 22 იანვრის ჩათვლით.
6. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
7. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
8. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე