განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4135-19 (№------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 იანვარი 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ--------–--–------–-–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ს-------------------------------- - დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–-----------–-----–----------–------------–-
ადვოკატი - ც----------–---------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი
თარჯიმნები- ვ-----–-----------------------------------------–-------------
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ს--------------------- გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების - 0,8149 გრამი ჰეროინისა და 0,0082 გრამი მორფინის (ფუძე) შემცვლელი ნივთიერებები, საიდანაც 2019 წლის 7 ივნისს, ს--------------------- ქ. თბილისი, ფ-------–-- დასახლებაში ქ----–-----–-------- 600 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება - 0,0529 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, რაც ამოღებული იქნა 2019 წლის 07 ივნისს, შ---–--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ ქ. თბილისი, 3----------–--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ქ----– ტ--–-----ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
1.2. ს--------------------- 2019 წლის 8 ივლისს, ქ. თბილისი, ფ-------–-- დასახლებაში ქ----–-----–-------- 600 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება - 0,762 გრამი ჰეროინისა და 0,0082 გრამი მორფინის (ფუძე) შემცველი ნივთიერება, რაც ამოღებული იქნა 2019 წლის 8 ივლისს, შ---–--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ ქ.თბილისი, სოფელი ფ-------–-----------–-- ქუჩისა და რ--------- გზატკეცილის კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ქ----–-----–-----------
2019 წლის 30 ივლისს შ-----------------–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქ. თბილისში გ--------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნა ს------- ჯ---------ი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულისა და მოწმეთა ჩვენებები; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული კრებსითი ამონაბეჭდები, შესაბამ,ისი მასალები და DVD დისკები; ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განჩინება და სხვ.) ერთობლიობა ს------- ჯ---------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
მხარეთა მიერ ყველა მტკიცებულება მიჩნეული იქნა არასადავო მტკიცებულებებად, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები აღარ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს--------------------- ჩაიდინა:
2.1. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
2.2. ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
3.1. ს------- ჯ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება.
3.2. ს------- ჯ---------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას (გარდა უკანონო შეძენა-შენახვისა, დადგენილია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი), უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების სახეობას, აგრეთვე ბრალდებულის პიროვნებას (ს------- ჯ---------ი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს დანაშაულს). ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული, სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ს------- ჯ---------ის მიმართ საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, ს------- ჯ---------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს------- ჯ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს------- ჯ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ს------- ჯ---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 30 ივლისიდან.
ს------- ჯ---------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ს------- ჯ---------ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ნარკოტიკული საშუალება და შესაფუთი მასალა (ინახება შ---–--------–---------------–----------–-–-------------------–ი) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- 2 (ორი) ცალი ლაზერული დისკი (რომელთაგან ერთი ცალი დისკი ერთვის სს საქმეს, ხოლო ერთი ცალი გადაგზავნილია ექსპერტიზაზე) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
- ს.ჯ---------ისგან ამოღებული მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა (ინახება შ---–--------–---------------–----------–-–-------------------–ი) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ნაჭყებია