განაჩენი

სისხლის სამართლის 15.08.2019
საქმის ნომერი
140100119003016306
თარიღი
15.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119003016306

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/223-19 15 აგვისტო, 2019 წელი

ქ.გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ო----- ხ--------–---–ის,ადვოკატ - ქ------- გ------ის,ბრალდებულ - ლ---- ნ-–--–-–---–ის

 

მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011010419005 საქმე ლ---- გ-------- ძე ნ-–--–-–---–ი (დაბადებული 19---–-–------------------ პირადი №------------ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, არასრული-საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: გორის რაიონის სოფელ ა---–-----–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ლ---- ნ-–--–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 14 მარტს, შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ, ლ---- ნ-–--–-–---–ის მიმართ, 30 დღის ვადით, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რითაც მას ყოფილ მეუღლესთან, ნ--ა ჯ-----–---–თან, აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. აღნიშნულის მიუხედავად, 2019 წლის 28 მარტს, ლ---- ნ-–--–-–---–მა მობილური ტელეფონით, რომლის ნომერია: 5----------- დაურეკა ნ--ა ჯ-----–---–ს მობილური ტელეფონის ნომერზე: 5----------- და დაელაპარაკა მას, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებუილებები.

წინასასამართლო სხდომაზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა ლ---- ნ-–--–-–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ლ---- ნ-–--–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით, 2019 წლის 14 მარტს გამოცემული შემაკავებელი ორდერით, ნ--ა ჯ-----–---–ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, ნ--ა ჯ-----–---–ის მობილური ტელეფონის ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების დათვალიერების ოქმით, საკონტროლო ზარის განხორციელების შესახებ ოქმით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ლ---- ნ-–--–-–---–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ლ---- ნ-–--–-–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინ--იებს ჩადენილს.

ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს, კერძოდ: იმ ფაქტს, რომ მართალია ბრალდებული ლ---- ნ-–--–-–---–ი ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისას აღრიცხვაზე იმყოფებოდა პრობაციის ბიუროში და კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს, რაც ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, მაგრამ სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სახის სასჯელის გამოყენება, ვინაიდან გასათვალისწინებელია დანაშაულის ჩადენის ხერხი, საშუალება, ბრალდებულის შემდგომი ქცევა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის შემდეგ, მისი მისწრაფება შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. შესაბამისად, სასჯელის მიზნის მიღწევა შესაძლებელია ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეფარდებით.

ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინ--ია ჩადენილი დანაშაული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას და მიაჩნია, რომ აღნიშნული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით, დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ---- ნ-–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ---- ნ-–--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით და თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

ლ---- ნ-–--–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

ლ---- ნ-–--–-–---–ს პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 15 აგვისტოდან.

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახისა და ყოველდღიური ხანგრძლივობის განსაზღვრა უზრუნველყოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შალვა კაკაურიძე