განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2019
საქმის ნომერი
140100119003181538
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119003181538

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/436-19 02 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ----- კ----–იას,ადვოკატ - გ------- ჯ-------–---–ის,ბრალდებულ - ვ------- ა---------–-–---–ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011250719002 საქმე ვ------- ი-–--- ძე ა---------–-–---–ის (დაბადებული 1----–-–----------------–-, პირადი №------------ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, მცხოვრები: ქ.ქარელში, ვა–----–----–--------ში) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს, 2019 წლის 20 ივნისის და 2019 წლის 22 ივნისის ეპიზოდები);-

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ვ------- ა---------–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2018 წლის აგვისტოს და 2019 წლის 20 ივნისის ეპიზოდები); მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2019 წლის 22 ივნისის ეპიზოდი).

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის აგვისტოს თვეში, დღის საათებში, ქ.გორში, ცხინვალის გ-------–--–--------–- მდებარე გ---–----- თ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში, ვ------- ა---------–-–---–მა შელაპარაკების ნიადაგზე მეუღლის ზ----- გ------–--ის მიმართ განახორციელა ძალადობა - სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, რა დროსაც ზ----- გ------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის აგვისტოს თვეში, ვ------- ა---------–-–---–ი ქ.მარნეულიდან ტელეფონით დაუკავშირდა მეუღლეს - ზ----- გ------–--ეს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ზ----- გ------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2019 წლის 20 ივნისს, ვ------- ა---------–-–---–ი ქ.გორიდან ტელეფონით დუკავშირდა ყოფილ მეუღლეს - ზ----- გ------–--ეს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ზ----- გ------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2019 წლის 22 ივნისს, ვ------- ა---------–-–---–ი ქ.მარნეულიდან ტელეფონით დაუკავშირდა ყოფილ მეუღლეს - ზ----- გ------–--ეს და დაემუქრა ქონების განადგურებით და სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ზ----- გ------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

წინასასამართლო სხდომაზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა ვ------- ა---------–-–---–მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ვ------- ა---------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოცხრილით, ტელეფონის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ვ------- ა---------–-–---–ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს, 2019 წლის 20 ივნისის და 2019 წლის 22 ივნისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულები.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ვ------- ა---------–-–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნია მის მიმართ, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, პიროვნების (არ არის ნასამართლევი) და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, ვ------- ა---------–-–---–ს საბოლოო სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის პირობით ჩათვლაც სრულად უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ------- ა---------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს, 2019 წლის 20 ივნისის და 2019 წლის 22 ივნისის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 20 ივნისის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 ივნისის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 22 ივნისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს და 2019 წლის 20 ივნისის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ვ------- ა---------–-–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 წელი.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ ვ------- ა---------–-–---–ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.

3. პირობით მსჯავრდებულ ვ------- ა---------–-–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. ვ------- ა---------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

5. ვ------- ა---------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 25 ივლისიდან 2019 წლის 02 ოქტომბრის ჩათვლით.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შალვა კაკაურიძე