განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100119003139525
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/379-19 11 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ----- კ----–-ას,ბრალდებულ - ა----–- ჯ---------ის,ადვოკატების - შალ----------------, მ--- ჯ---–----ის,თარჯიმან - ნ----- ა–----–---ის
მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №028300619001 საქმე ა----–- ი--- ძე ჯ---------ის (დაბადებული 19---–-–-----------, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, არასრული საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: კასპის რაიონი სოფელ ჩ-----–---–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 ივნისის და 2019 წლის 29 ივნისის ეპიზოდები);
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ა----–- ჯ---------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსწინებული შედეგი 2019 წლის 15 ივნისის და 2019 წლის 29 ივნისის ეპიზოდები).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 15 ივნისს, ა----–- ჯ---------მა კასპის რაიონის სოფელ ჩ-----–----–-- მეუღლეს ი----- ბ---------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი და მოქაჩა თმებზე, რის შედეგადაც ი----- ბ---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე, კასპის რაიონის სოფელ ჩ-----–----–-- ა----–- ჯ---------მა მეუღლეს ი----- ბ---------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - სახის არეში ერთხელ და ტანის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ი----- ბ---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქმის არსებითი განხილვი---, ბრალდებულმა ა----–- ჯ---------მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა, ხოლო დაცვის მხარემ უარი განაცხადა მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა გამოკვლევაზე.
ა----–- ჯ---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ა----–- ჯ---------ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 ივნისის და 2019 წლის 29 ივნისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაული.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნი--- სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ა----–- ჯ---------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნია მის მიმართ, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, პიროვნების (არ არის ნასამართლევი) და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, ა----–- ჯ---------ს საბოლოო სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის პირობით ჩათვლაც სრულად უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა----–- ჯ---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 ივნისის და 2019 წლის 29 ივნისის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 ივნისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 ივნისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა----–- ჯ---------ს, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 წელი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ ა----–- ჯ---------ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
3. პირობით მსჯავრდებულ ა----–- ჯ---------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ა----–- ჯ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5. ა----–- ჯ---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 30 ივნისიდან 2019 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: შალვა კაკაურიძე