განაჩენი

სისხლის სამართლის 18.11.2019
საქმის ნომერი
330100119002935201
თარიღი
18.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/1520-19

(გამოძიების №0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე

სხდომის მდივნები - ნათია კოპალიანი, ანა ზაბახიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ-----------ძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ--–-------–----------ი (დაბადებული - 1----–-–--------------ერს, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ს------–-----------–--------------–-------------- -ში);

 

ადვოკატები - ა-–-------------------ძე, რ---------–----ე, ნ-----------–---–ი

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

 

თარჯიმნები - ე-–------------ი, ვ-----–-------------ი, ფ------------------ა

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

მ--–-------–----------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, რომელიც შეიცავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 20,927054 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“. 2----–-–----------------–ს, საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–ოს თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მ--–-------–----------ის პირადი და თბილისში, ს-----------–-–--------------–------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ისინი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

2.3. მ--–-------–----------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:

 

2.4. მოწმე ვ-–-----------–----–---–მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში. 2----–-–-------------ს, კონფიდენციალური პირისგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მ--–-------–----------ი ახდენდა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას, ასევე აქტიურ მოხმარებას. შეადგინა პატაკი და აცნობა ხელმძღვანელობას, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება.

 

2.5. მოწმე გ-------–--------–---–მა განმარტა, რომ არის საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის უფროსი გამომძიებელი. მოცემულ საქმეზე, თანამშრომელმა ვ-–-----------–----–---–მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ფ-------–აში მცხოვრები მ--–-------–----------ი უკანონოდ ინახავდა და მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას, შესაბამისად, გ-------–--------–---–მა დაიწყო გამოძიება და ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, მონაწილება მიიღო ბრალდებულის პირად ჩხრეკაში, მოწმეთა გამოკითხვაში, ასევე დანიშნა ექსპერტიზები და სხვა. პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქალაქ რ-------ში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბრალდებული ტაქსიდან ჩამოვიდა მეგობარ ქალთან ერთად. ლ-----------ესა და გ-------------–---–თან ერთად ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ბრალდებულის ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს სიგარეტის ღერი, მარჯვენა ჯიბიდან კი 3 ცალი პაკეტი, გაურკვეველი ნივთიერებით. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას იღებდა თარჯიმანი. როგორც შემდგომ გაიგო, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან ასევე ამოღებულ იქნა სასწორი და გაურკვეული სახის ნივთიერება, რაც შემდგომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება. ბრალდებულს პრეტენზია არ განუცხადებია, თუმცა ოქმებს არ მოაწერა ხელი გაურკვეველი მიზეზით. მხოლოდ აცხადებდა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნოდა და არ აინტერესებდა რაც ხდებოდა.

 

2.6. მოწმე გ-------------–---–მა განმარტა, რომ არის საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის უფროსი ინსპექტორი. მოცემული საქმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მ--–-------–----------ის პირად ჩხრეკასა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რადგან 2----–-–------------ის ოპერატიული ინფორმაციის თანახმად ის იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება უნდა ჰქონოდა პირადად და სახლში. გ-------------–---–მა ბრალდებულს ქურთუკის წინა, მარცხენა ჯიბიდან ამოუღო სიგარეტის ღერი, სპეციფიური სუნით, ხოლო წინა, მარჯვენა ჯიბიდან თეთრ ქაღალდის პაკეტში მოთავსებული პოლიეთილენის პაკეტის 3 ცალი ე.წ. ,,ბაში“, მათ შორის 1 ცალი მოლურჯო და 2 ცალი მოვარდისფრო ფერის. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა თარჯიმნის მონაწილეობით. პირადი ჩხრეკის ოქმს ბრალდებულმა არ მოაწერა ხელი და რამდენადაც ახსოვს უთხრა, რომ ამოღებული ნარკოტიკი მას არ ეკუთვნოდა. აღნიშნულის შემდეგ ჩატარდა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა და მ--–-------–----------ის ოთახიდან, ლ-----------ის მიერ, ამოღებულ იქნა შავი ფერის ე.წ. ,,ბაში“ და პატარა სასწორი, ჩხრეკას დაესწრო ბრალდებულის მამა. ვიდეო ჩაწერა არ უწარმოებია.

 

2.7. მოწმე ლ-----------ემ განმარტა, რომ არის საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის დეტექტივი. 2----–-–-------------ს სამსახურში მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ მ--–-------–----------ი იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, რასაც სახლშიც ინახავდა. დაიწყო გამოძიება და ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები თარჯიმანთან, გამომძიებელ გ-------–--------–---–თან და თანამშრომელ გ-------------–---–თან ერთად, რა დროსაც მათ, ქ. რ-------ში მონაწილება მიიღეს ბრალდებულის პირად ჩხრეკაში. ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა განმარტავდა, რომ არ სურდა გაჩხრეკილიყო, რადგან კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. გამომძიებლის მიერ თარჯიმნის საშუალებით ბრალდებულს განემარტა უფლებები. მ--–-------–----------ის ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა 1 ღერი სიგარეტი, მასში მოთავსებული სპეციფიური სუნის მქონე ნივთიერებით, ხოლო მარჯვენა ჯიბიდან თეთრ ქაღალდში მოთავსებული 3 ცალი შეკვრა, აქედან 2 ცალი მოვარდისფრო და 1 ცალი მოცისფრო ფერის, მასში მოთავსებული ნივთიერებით. ბრალდებულმა მიზეზის მითითების გარეშე, უარი განაცხადა ოქმზე ხელის მოწერაზე. დაკავების შემდეგ ლ-----------ე, გ-------------–---–თან ერთად, მივიდა მის საცხოვრებელ სახლში, სადაც მათ დახვდნენ ბრალდებულის მშობლები და მეუღლე, ასევე მიწვეული იქნა თარჯიმანი და გარეშე პირი. მეუღლისა და მამის მითითებით შევიდნენ ბრალდებულის ოთახში და კომოდიდან ლ-----------ემ ამოიღო სასწორი და შავი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში გახვეული ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება. მოწმემ განმარტა, რომ თარჯიმანი თარგმნიდა მიმდინარე მოქმედებებს. ოქმს ხელი მოაწერეს მონაწილე პირებმა, მათ შორის თარჯიმანმა, გარეშე პირმა და ბრალდებულის მამამ.

 

2.8. მოწმე ნ---------------–---–მა განმარტა, რომ არის საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის უფროსი გამომძიებელი. მოცემული საქმის ფარგლებში, პატაკის საფუძველზე, მონაწილეობა მიიღო მ--–-------–----------ის ბინის ჩხრეკაში, რომელსაც ასევე ესწრებოდა ბრალდებულის მამა. ამ უკანასკნელის მიერ მითითებული - მ--–-------–----------ის საძინებელ ოთახში მდგარი კომოდიდან ამოღებული იქნა 1 შეკვრა ნივთიერება და ელექტრო სასწორი. საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა თარჯიმანი, მონაწილე პირებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ და ხელი მოაწერეს ოქმს. რამდენადაც ახსოვს, ამოღებულ სასწორზე, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღმოჩენილი იქნა ნარკოტიკული საშუალების კვალი.

 

2.9. მოწმე მ----–----------–---მა განმარტა, რომ გამომძიებლის თხოვნით, რ-------ში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მონაწილეობა მიიღო მ--–-------–----------ის პირად ჩხრეკაში, როგორც თარჯიმანმა. ბრალდებულის ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 1 ღერი სიგარეტი, ხოლო მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა 2 ცალ პოლიეთილენის პაკეტის ნაჭერში მოთავსებული უცნობი ნივთიერებები. გამომძიებლის მიერ გაცნობილი უფლებები მან უთარგმნა ბრალდებულს, მას პრეტენზია არ განუცხადებია, თუმცა ხელი არ მოაწერა ოქმს ისე, რომ მიზეზი არ განუმარტავს. განაცხადა, რომ ნივთები მისი არ იყო. დალუქვა არ ახსოვს, თუმცა ოქმს მოაწერა ხელი. დაკავებისას ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია. თარჯიმნად მუშაობის პერიოდში, ხელშეკრულების გარეშე მუშაობდა ერთ-ერთ კომპანიაში და სერთიფიკატი არ გააჩნია.

 

2.10. მოწმე პ------------–---–--ემ განმარტა, რომ არის საქართველოს შსს ს-----------------------–---------------------------ის უფროსი ექსპერტი. 2----–-–-----------ს, შეტყობინების საფუძველზე, დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულისგან სტერილური ჩხირებით აიღო ნერწყვის ნიმუში და დალუქვის შემდეგ გადასცა გამომძიებელს. ბრალდებულისგან წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია.

 

2.11. საქართველოს შსს ს----------------------–---------------------------ის ექსპერტებმა თ-------------–---–მა და მ----------–-ამ დაადასტურეს მათ მიერ 2----–-–-----------ს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც:

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 2----–-–----------------–ს მ--–-------–----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული:

- 2 ცალ მოვარდისფრო ფერის და 1 ცალ მოლურჯო ფერის თერმულად დამუშავებულ პოლიეთილენის სულ 3 ცალ ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის მქონე მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით - 4,72 გრამი, 4,89 გრამი და 4,70 გრამი, საერთო წონით - 14,31 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ ნივთიერება ,,ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საერთო წონა შეადგენს - 8,7507 გრამს.

- 1 ცალ უფილტრო სიგარეტში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის, მომწვანო-მოყავისფრო ფერის მცენარეული მასა, წონით - 0,79 გრამი, შეიცავს მცენარე კანაფისათვის დამახასიათებელ კანაბინოიდურ კომპონენტებს: ტეტრაჰიდროკანაბინოლს, კანაბინოლს და კანაბიდიოლს, ასევე ნივთიერება ნიკოტინს. ნიკოტინი არ წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას. წარმოდგენილ მცენარეულ მასაში ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის წონა შეადგენს - 0,00041 გრამს.

- 2----–-–-----------ს, მ--–-------–----------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული,1 ცალ შავი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში (თერმულად დამუშავების ნიშნებით) მოთავსებული, მოყავისფრო ფერის სპეციფიკური სუნის ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით - 18,57 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ წონა შეადგენს - 12,1758 გრამს.

- შავი ფერის ელექტრო სასწორის შიდა და გარე ზედაპირზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ - 0,000554 გრამის ოდენობით.

წარმოდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს - 20,927054 გრამს.

მოწმე თ-------------–---–მა დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზისთვის წარდგენილი პაკეტების და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, ხოლო მ----------–-ამ განმარტა, რომ მის მიერ ჩატარებული იქნა დასკვნის მეორე ნაწილი, შესაბამისად, ნივთიერებები გადაეცა გახსნილ მდგომარეობაში.

 

2.12. მოწმე ნ-----------–---–მა განმარტა, რომ არის სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს ბ----–----------------------------------------ის ექსპერტი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ 2----–-–--------------ერს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმად:

გენეტიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პაკეტში, შტრიხკოდით: ,,F----------” და წარწერით ,,ნ/ს-ის შემცველი ნივთიერება“ მოთავსებულ შავი ფერის პოლიეთილენის ფრაგმენტებზე (ობ. N1) გენეტიკური ინდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

პაკეტში, შტრიხკოდით ,,F----------” და წარწერით ,,ნ/ს-ის შემცველი ნივთიერება“ მოთავსებულ ქაღალდის ხელსახოცზე არსებული ბიომასალის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის 1 წილი მ--–-------–----------ის (ობ. N2; პაკეტი წარწერით: ,,ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე აღებული ბრალდებულ 1--- წ. დაბ. მ--–-------–----------ის პირის ღრუდან“) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

ამავე პაკეტში მოთავსებულ მოცისფრო (ობ. N3) და მოვარდისფრო (ობ. N4) პოლიეთილენის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი მ--–-------–----------ის (ობ. N5) გენეტიკური პროფილის იდენტურია.

 

2.13. ბრალდებულმა მ--–-------–----------მა განმარტა, რომ რ-------ში გადაადგილდებოდა ტაქსით, რომელშიც მასთან ერთად იჯდა მგზავრი - ქალი. მათ მიუახლოვდა ,,პ-------ს“ მოდელის ავტომანქანა და 5-6-მა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა ძალით გადაიყვანეს ავტომანქანიდან და ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ 10-15 წუთით ჩასვეს ,,პ-------ს“ ფირმის ავტომანქანაში, შემდეგ კი გადაიყვანეს მათთან მისული გამომძიებლის ავტომანქანაში. საერთო ჯამში შეგროვდა 10-მდე პოლიციელი, მათ მ--–-------–----------ს მოუწოდეს ამოეღო კანონსაწინააღმდეგო ნივთი, რაზეც ბრალდებულმა უპასუხა, რომ ასეთი არაფერი ჰქონდა. ამასთან დაადეს ხელბორკილი, შემდეგ დაინახა, რომ სხდომაზე დაკითხულმა მელოტმა გამომძიებელმა ხელსახოცში შეხვეული რაღაც ნივთი ჩაუდო ქურთუკის მარცხენა ჯიბეში, შემდეგ ხელები ააწევინეს ზემოთ და დაუწყეს ჩხრეკა. მხოლოდ ხელსახოცის ამოღების შემდეგ დაინახა, რომ მასში იყო 3 ცალი პატარა პოლიეთილენის პაკეტი. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოთქვა პრეტენზია, თუმცა დაადასტურა, რომ მისგან ამოღებული სიგარეტის ღერში არსებული მარიხუანა ეკუთვნოდა მას. ჩხრეკისას უფლებები არ განუმარტავთ, ამასთან თარჯიმანი არ უთარგმნიდა არაფერს. წაიყვანეს განყოფილებაში და 0600 საათზე მოათავსეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც გააშიშვლეს და კიდევ ერთხელ გაჩხრიკეს. ბრალდებულმა განმარტა, რომ მანქანაში მასთან ერთად მჯდომი ქალბატონი არ გადაუყვანიათ და ტაქსი მისი ჩხრეკისას წასული იყო. ფ-------–აში ცხოვრობს მამასთან ერთად, ერთ ეზოში. როგორც იცის სახლის ჩხრეკისას მის მეუღლეს ჰკითხეს სად იყო მათი ,,გარდერობი“, შემდეგ მის ტანსაცმელში ჩადეს ნარკოტიკული საშუალება და ახლიდან ამოიღეს, აღნიშნული დაინახა მისმა მეუღლემ. სახლიდან ამოღებული სასწორი არასდროს უნახავს და მასთან შეხება არასდროს ჰქონია. ამასთან მამამისს, დედამისსა და მის მეუღლეს შეუძლიათ დაადასტურონ, რომ ჩხრეკამდე სასწორი მათ სახლში არ ჰქონიათ და საიდან გაჩნდა, არ იციან.

 

2.14. 2----–-–------------ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ვ-–-----------–----–---–ის პატაკის თანახმად, მის მიერ მიღებულია ოპერატიული ინფორმაცია, რომ მ--–-------–----------ი არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და სისტემატიურად ეწევა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას. იმავე ინფორმაციის თანახმად, ის თავის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას.

 

2.15. 2----–-–--------------ლის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა მ--–-------–----------ს პირად ნივთებთან ერთად, მისი ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა 1 ცალი სიგარეტის ღერი, სპეციფიური მძაფრი სუნის მქონე ნივთიერებით, ხოლო ქურთუკის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მოთეთრო ფერის ქაღალდის ნაჭერში შეხვეული 3 თავმომწვარ პოლიეთილენის პაკეტის ნაჭერში დაფასოებული ნივთიერება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის მიერ შესწორება ან განცხადება არ ფიქსირდება, თუმცა შესრულებულია წარწერა, რომ ოქმი განაჩენთან ერთად ეთარგმნა მისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე, თარჯიმან მ----–----------–---ის მიერ, რასაც ერთვის მისივე ხელმოწერა.

 

2.16. 2----–-–-----------ის ს----------------------–---------------------------ის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის მეორე განყოფილების დასკვნის თანახმად, კლინიკური გამოკვლევის შედეგად დგინდება, რომ: მ--–-------–----------ი კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, ხოლო ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება: ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი. ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტი არ დადგინდა.

 

2.17. 2----–-–-----------ის სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა თბილისში, ს------– ფ-------–აში, თ---------–---------------ში მდებარე მ--–-------–----------ის საცხოვრებელ სახლში. სახლის ჩხრეკისას მის საძინებელი ოთახში არსებული კომოდის მე-2 თაროდან ამოღებულ იქნა შავი ფერის პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული გაურკვეველი ნივთიერება, ასევე შავი ფერის ელექტრო სასწორი.

 

2.18. 2----–-–-----------ის ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ბრალდებულ მ--–-------–----------ისგან ნებაყოფლობით იქნა აღებული ნერწყვის ნიმუში, ოქმი ხელმოწერილია ასევე თარჯიმნის მიერ.

 

2. 19. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულება.

 

2.20. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია და შესაბამისად სასამართლო მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.

 

2.21. ამდენად, სასამართლო შეაფასებს სასამართლოში წარმოდგენილ, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების რელევანტურ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.

 

2.22. სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა - გ-------–--------–---–მა, გ-------------–---–მა და ლ-----------ემ, ასევე თარჯიმანმა მ----–----------–---მა დაადასტურეს, რომ ჩხრეკისას ბრალდებულს ქურთუკის წინა, მარცხენა ჯიბიდან ამოუღეს სიგარეტის ღერი, სპეციფიური სუნით, ხოლო წინა, მარჯვენა ჯიბიდან თეთრ ქაღალდის პაკეტში მოთავსებული პოლიეთილენის პაკეტის 3 ცალი ე.წ. ბაში, რაც ასევე დადასტურებული იქნა შესაბამისი პირადი ჩხრეკის ოქმით.

 

2.23. სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოქმი არ იქნა ხელმოწერილი ბრალდებულის მიერ, მასზე შესრულებულია ე.წ. ნეიტრალური მოწმის - თარჯიმან მ----–----------–---ას შენიშვნა - ,,ოქმი ვუთარგმნე განჩინებასთან ერთად მისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე თარჯიმანმა - მ----–----------–---ამ“, რასაც აწერს ხელს.

 

2.24. სასამართლო სხდომაზე ასევე გამომძიებლებმა - გ-------------–---–მა, ლ-----------ემ და ნ---------------–---–მა დაადასტურეს, რომ ჩხრეკა ჩაატარეს მ--–-------–----------ის საძინებელ ოთახში და უშუალოდ ლ-----------ემ კომოდიდან ამოიღო სასწორი და შავი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში გახვეული ნივთიერება. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმში აღწერილი ფაქტები, ხელმოწერით დაადასტურეს მონაწილე პირებმა, მათ შორის თარჯიმანმა, გარეშე პირმა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ბრალდებულის მამამ. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, რომ მას გამომძიებლებმა, როგორც პირადი ისე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ის მონაწილეობას არ იღებდა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში და ამის შესახებ მისივე გადმოცემით ცნობილია მეუღლისგან, რომელმაც თითქოსდა დაინახა, ნარკოტიკული საშუალების ბრალდებულის ტანსაცმელში ჩადება.

 

2.25. საქართველოს შსს ს----------------------–---------------------------ის 2----–-–-----------ის დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ მ--–-------–----------ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ და შესაბამის ექსპერტიზისთვის წარდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ საერთო წონამ შეადგინა - 20,927054 გრამი. ამასთან ექსპერტიზის დასკვნა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ შავი ფერის ელექტრო სასწორს შიდა და გარე ზედაპირზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი - 0,000554 გრამის ოდენობით.

 

2.26. ასევე მნიშვნელოვანია, სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს ბიოლოგიური ექსპერტიზის 2----–-–--------------რის დასკვნა, რომლის თანახმად მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებზე გენეტიკური ინდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, პაკეტში (შტრიხკოდით ,,F----------”) მოთავსებულ პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ქაღალდის ხელსახოცზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის 1 წილი მ--–-------–----------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ასევე, იმავე პაკეტში მოთავსებულ მოცისფრო და მოვარდისფრო პოლიეთილენის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი მ--–-------–----------ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. აღნიშნული კი ეჭვგარეშე ადასტურებს, ბრალდებულის აღნიშნულ ნივთიერებებთან უშუალო შემხებლობას.

 

2.27. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ იმ შემთხვევაში თუ გამომძიებლები ჩხრეკას არ აწარმოებდნენ ხელთათმანებით, რაც ოქმში არ არის მითითებული, შესაძლებელია მ--–-------–----------ის სხეულის დათვალიერების დროს მათ ხელზე მოხვედრილიყო ბრალდებულის გენეტიკური პროფილი, რაც თავის მხრივ, მათი მხრიდან, მექანიკურად, რამდენიმე წუთში, შესაძლებელია გადავიდა შესაფუთ მასალაზე ნივთმტკიცების შეფუთვისას. ადვოკატის მსგავსი მოსაზრება ძალიან არარეალურია, ამასთან ამ კუთხით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაცვის მხარის მიერ ბიოლოგიური ექსპერტის წინაშე, მის მიერ დასმულ მრავალ კითხვას შორის, არ გაჟღერებულა მსგავსი შინაარსის კითხვა, რათა შესაბამისი სპეციალისტის მიერ მომხდარიყო ასეთი შესაძლებლობის დადასტურება ან უარყოფა. იმავე მიზეზით ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია სიგარეტის ღერიდან მოთეთრო ფერის ქაღალდის ნაჭერზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალის გადასვლის შესახებ. მითუფრო იმ პირობებში, როცა ბრალდებულის გენეტიკური პროფილი ასევე აღმოჩენილია პირადი ჩხრეკის შდეგად ამოღებული მოცისფრო და მოვარდისფრო პოლიეთილენის ფრაგმენტებზე. ამრიგად, პოლიეთილენის აღნიშნულ ფრაგმენტებს სიგარეტის ღერთან პირდაპირი შეხება არ ჰქონიათ და შესაბამისად ვერ მოხდებოდა მ--–-------–----------ის პირადი ნივთების გენეტიკური კვლების ერთმანეთში შერევა, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობს დაცვა.

 

2.28. გარდა ამისა, დაცვის მხარე სადავოდ ხდის ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე გადაგზავნილ კონკრეტული პაკეტების ლუქზე არსებულ ხელმოწერებს, კერძოდ მასზე გამომძიებელ კ. ბ----–---–-ს ხელმოწერას. ამ კუთხით საინტერესო იქნებოდა უშუალოდ ქიმიკოს-ექსპერტის მოსაზრება, რომელმაც ჩაატარა ქიმიური ექსპერტიზა და კვლევის შემდეგ ახლიდან დალუქა საკვლევი ობიექტი და შესაბამისად მოაწერა ხელი. თუმცა, დაცვის მხარის მიერ მსგავსი კითხვა არ გაჟღერებულა ექსპერტის წინაშე, რაც ნათელს მოჰფენდა ადვოკატის ეჭვებს. აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ექსპერტების განმარტებით, მათ საკვლევი ობიექტები დალუქულ მდგომარეობაში ჩაბარდათ, ადვოკატის მიერ გაჟღერებული კითხვები კი არ გამორიცხავს ბრალდებულ მ--–-------–----------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

2.29. დაცვის მხარე ასევე ცდილობს ბრალდებული გაამართლოს იქიდან გამომდინარე, რომ მ--–-------–----------ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა მხოლოდ ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი, რაც თითქოსდა გამორიცხავს ჰეროინის უკანონო შეძენა-შენახვას. იმავეს ცდილობს იმ ფაქტით, რომ პირადი ჩხრეკის მიზნით შეჩერებისას ბრალდებული მეგობარ ქალთან ერთად მიდიოდა სასტუმროში, ამ დროს კი ბრალდებულს არ შეიძლებოდა ჰქონოდა მძაფრი არასასიამოვნო (ლპობის) სუნის მქონე ნივთიერება, რადგან ადვოკატის შეფასებით ეს არაკომფორტულია. ცხადია მსგავსი სახის შეფასებები ვერ იქნება გაზიარებული.

 

2.30. სასამართლო კომენტარს და შეფასებას არ გაუკეთებს დაცვის მხარის რიგ პოზიციებს. მათ შორის განმარტებებს, რომ პოლიციელების მიერ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ჩატარებამდე, მ--–-------–----------ის დაკავების შესახებ მამამისისთვის შეტყობინება, შეიცავს გარკვეულ რისკებს - ნარკოტიკული საშუალების გადამალვის ან/და განადგურების კუთხით, ასევე მ--–-------–----------ის ქურთუკის ამოღებასა და მასზე კვლევის ჩატარების შესახებ, ასევე დაცვის მხარის ეჭვებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან შესაძლოა ხდება სისტემური დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას და გასანადგურებელი ნარკოტიკული საშუალების არა განადგურებას, არამედ მომავალში სხვა საქმეში მეორეულ გამოყენებას, ანუ კონკრეტული პირებისათვის ,,ჩადებას“. გარდა ამისა, დაცვის მხარე განმარტავს, რომ პოლიციის კონკრეტული თანამშრომლები, წინასწარ დაიმედებულნი იყვნენ, რომ სახლის ჩხრეკამდე ოთახში დადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, თუმცა ამ ვითარებაში საერთოდ გაურკვეველია, პირადი ჩხრეკის შემდეგ, რა საჭიროებას წარმოადგენდა სახლში ნარკოტიკული საშუალების ჯერ ჩადება და მერე ამოღება.

 

2.31. სასმართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას საგამოძიებო მოქმედებისას თარჯიმნის უფლების დარღვევის შესახებ, იმაზე მითითებით, რომ მას არ გააჩნია უმაღლესი ფილოლოგიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ვერ შეძლებდა მისი მოვალეობის შესრულებას, რითიც უნდა ახსნას ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა ჩხრეკისას არ დააფიქსირა პროტესტი. კერძოდ, ადვოკატი განმარტავს, რომ თარჯიმანმა ვერ შეძლო ბრალდებულის მიერ გაცხადებული პროტესტის თარგმნა ქართულად და სწორედ ამიტომ გახდა გაუგებარი პოლიციის თანამშრომლებისთვის ბრალდებულის პროტესტის შინაარსი.

 

2.32. ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ მ--–-------–----------მა შეიძინა და შეინახა პირადად, და მის საძინებელ ოთახში განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 20,927054 გრამი ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინი“, რომელიც 2----–-–----------------–ს, ამოღებულ იქნა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ.

 

2.33. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

 

2.34. სასამართლომ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე, გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548; 22/01/2015; §41).

 

4.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის დაუფლებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა.

 

4.5. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა კი გამოიხატება იმაში, რომ მათი ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში, სხეულში ან სხვაგვარად. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება ,,ჰეროინი“, იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰერიონი“ 0,2 გრამამდე ოდენობით ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, 0,2-1 გრამი (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო 1 გრამზე მეტი ოდენობა მიიჩნევა განსაკუთრებით დიდ ოდენობად. შესაბამისად დგინდება, რომ მ--–-------–----------ის მიერ შეძენილი და შენახული, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი - 20,927054 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, მიეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

 

4.6. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ მ--–-------–----------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, ჯამში - 20,927054 გრამი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მიუთითებს, რომ მ--–----- ა-–----------ს პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დადგენილა.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს მ--–-------–----------ს, უალტერნატივოდ ისჯება 8-20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

 

6.5. ამდენად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე ამოღებული და უკანონო ბრუნვაში მოხვედრილი ნარკოტიკული საშუალებების სახეობას - ,,ჰეროინი“, რომლებიც შესულია სამოქალაქო ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიაში, ამასთან, ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, რომელიც მკვეთრად აღემატება განსაკუთრებით დიდი ოდენობისათვის განსაზღვრულ ზღვარს და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მ--–-------–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვროს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის ე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის არა მინიმალური, არამედ მინიმალურ და შუა ზღვარს შორის არსებული სასჯელი, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად - ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი არის პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

 

6.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–-------–----------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 5 წლით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

7.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: მ--–-------–----------ის პირადი და ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ასევე მ--–-------–----------ის ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ--–-------–----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

 

2. მ--–-------–----------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

3. მ--–-------–----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–--------------ლიდან.

 

4. ნივთიერი მტკიცებულებები: მ--–-------–----------ის პირადი და ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ასევე მ--–-------–----------ის ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე