განაჩენი

სისხლის სამართლის 04.02.2020
საქმის ნომერი
340100119003374896
დავის ტიპი
177 2 ა
თარიღი
04.02.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003374896

№1/247-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 თებერვალი, 2020 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

სოფიკო ბერიძის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ - რ------–--------–---ის

ადვოკატ - ლ--–-------–-–---–ის

თარჯიმან - რ--------------–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)

 

ბრალდებული: რ------–--------–---ი

მამის სახელი: მ----------

დაბადებული:------–-–--------------

პირადი ნომერი:------------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ლ----------------–----–----------------–-------–-

ფაქტობრივად მცხოვრები: ლ----------------–----–----------------–-------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

კვალიფიკაცია: რ------–--------–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში და 1 ნოემბერს, ლ----------------–----–----------------–-------ში მდებარე ა----------–--------ას და ა---------–--------ის საცხოვრებელ სახლში, რ------–--------–---ი, რომელიც ბინაში აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ფულად თანხას, სამ ბეჭედს და საყურეებს, რამაც გამოიწვია 8100 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

რ------–--------–---ს 2019 წლის 31 ნოემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში და 1 ნოემბერს, ლ----------------–----–----------------–-------ში მდებარე ა----------–--------ას და ა---------–--------ის საცხოვრებელ სახლში, რ------–--------–---ი, რომელიც ბინაში აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ფულად თანხას, სამ ბეჭედს და საყურეებს, რამაც გამოიწვია 8100 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ დაზარალებულ ა----------–--------ას, მოწმეების - ა---------–--------ის, ლ--–---------ას, თავად ბრალდებულ რ------–--------–---ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნივთების ამოღების ოქმით, ამოცნობის ოქმით, პირადი ჩხრეკის ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ რ------–--------–---ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ა----------–--------ას ფულად თანხას.

 

ქურდობა ნიშნავს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას. ამასთან, აღნიშნული დანაშაულის მახასიათებელი ნიშანია მისი ფარული ხასიათი. გარდა ამისა, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ------–--------–---მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ დაზარალებულ ა----------–--------ას, მოწმეების - ა---------–--------ის, ლ--–---------ას, თავად ბრალდებულ რ------–--------–---ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ რ------–--------–---ის ქმედებით ა----------–--------ას მიადგა 8100 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ------–--------–---მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ რ------–--------–---მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

რ------–--------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია, მისი ქმედების შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

რ------–--------–---ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

რ------–--------–---ი არ არის წარსულში ნასამართლევი. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ------–--------–---თან მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს რ------–--------–---ის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათები. რომლის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. რ------–--------–---ს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პირადი თავდებობა.

2. საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია ორი ბეჭედი და ფულადი თანხა 200 დოლარი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ------–--------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი. რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი.

 

მსჯავრდებულ რ------–--------–---ის მიმართ კონტროლის და დახმარების განხორციელება დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს. რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

აღკვეთის ღონისძიება პირადი თავდებობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ორი ბეჭედი და ფულადი თანხა 200 დოლარი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: დავით ნარიმანიშვილი