გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2020
საქმის ნომერი
010210017002211927
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N010210017002211927

საქმე N2-4951/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 იანვარი, 2020 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - როინ კახიძე

სხდომის მდივანი - თენგიზ ბოლქვაძე

მოსარჩელე - სს ,,ლ------ კ-------–-"

წარმომადგენელი - მ---- დ-------.

მოპასუხე - მ----- შ----–---, მ---- მ----, ნ----------–- ვ---–----- და ც------ შ-------.

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

- დაეკისროს მოპასუხე მხარეებს სოლიდარულად, თანხის უკან დაბრუნება, როგორც ძირითადი ვალის ასევე ჯარიმისა და პროცენტის ნაწილში, სრულად კერძოდ: LC/A/92133 სესხზე დარიცხული დავალიანება ჯამში შეადგენს 3518,76 ლარს. აქედან ძირი თანხაა - 2255,45 ლარი, სარგებელი 1087,02 ლარი, ხოლო ჯარიმა 176,29

- მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 105 ლარი.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

 

2014 წლის 30 წლის მ----- შ----–--- და სს. ლ------ კ-------–ს“ შორის გაუფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს გაენსაზღვრა სასესხო ლიმიტი 20500 ლარის ოდენობით. 2015 წლის 2 ივლის მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, სესხად აიღო 24 თვის ვადით 5000 ლარის ოდენობით კრედიტი, ხოლო წლიური სარგებელი განისაზღვრა 31%-ით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით მ----- შ----–---- სესხზე სოლიდარულ მოვალეებად წარმოდგენილ იქნენ მ---- მ----, ნ----------–- ვ---–----- და ც------ შ-------, რომლებსაც გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში გაუფორმდათ სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებები.

მოპასუხე მხარეებმა ვალდებულების შესრულება დაიწყეს ხელშეკრულების პირობების დაღვევებით რაც გამოხატული იყო ვადაგადაცილებებით სესხის დაფარვა, ხოლო 2016 წლის ოქტომბრის თვიდან საერთოდ შეწყვიტეს ს.ს ,,ლ------ კ-------––-“ თანხების შემოტანა, რის გამოც მივმართეთ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმის წარმოების სამსახურს, თუმცა უშედეგოდ მოპასუხე მხარეებმა უარყვეს ვალდებულების არსებობა და გააპროტესტეს. შესაბამისად ვერ მოხდა აღნიშნულ პირებზე დავალიანების დაკისრება. სესხის მონაწილე მხარეები არა ერთხელ იყვნენ გაფრთხილებულნი წერილებით, ასევე სატელეფონო ზარების მეშვეობით დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ მოპასუხეები დღემდე თავს არიდებენ ვალდებულების შესრულებას და ცდილობენ ზიანი მოგვაყენონ თავიანთი უმოქმედობით. ორგანიზაციამ ყველა რესურსი და შესაძლებლობა ამოწურა მოპასუხე პირებთან, შესაბამისად მოითხოვა მოპასუხეების მიმართ თანხის დაკისრება. დავალინების სრული მოცულობა ჯამში 3518.76 ლარი, აქედან სესხის ძირითად თანხას შეადგენს 2255,45 ლარს, სარგებელს 1087,02 ლარს, ხოლო ჯარიმა 176,29 ლარი.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე მ----- შ----–---მ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც სარჩელს ნაწილობრივ ეთანხმება, კერძოდ; ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში არ ეთანხმება, რადგან მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოპასუხე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლს.

2.1. მოპასუხე მ---- მ---- სარჩელს არ ცნობს და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშული თანხა გადასახდელი აქვს მ----- შ----–---ს, ასევე ორაზროვანი განმარტება მისცა სასამართლოს თავდებობის შესახებ ხელშეკრულებაზე მის ხელმოწერასთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოოდ თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობა სადაოდ არ გაუხდია.

2.2. მოპასუხეებს - ნ----------–- ვ---–-----ს და ც------ შ-------ს სარჩელის მიმართ შესაგებლი არ წარმოუდგენიათ, არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1 ფაქტი,2014 წლის 30 აპრილს მ----- შ----–---სა და სს ,,ლ------ კ-------–ს’’ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, 2015 წლის 2 ივლისს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მ----- შ----–---ს 24 თვის ვადით ასესხა 5 500 ლარი. სესხს სარგებელის სახით ყოველწლიურად უნდა დარიცხოდა სესხად გაცემული თანხის 31 %.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ა) LC/C/685261 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება

ბ) LC/A/92133 სესხის ხელშეკრულება

3.1.2. სესხი უნდა დაფარულიყო მხარეების მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადახდის გრაფიკი;

 

3.1.3. 2014 წლის 2 მაისს სს ,,ლ------ კ-------–სა“ და მ---- მ----ს შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, ხელშეკრულების 2-ე პუნქტის თანახმად მ---- მ----მ აიღო ვალდებულება და თანახმაა 2014 წლის 30 აპრილს მ----- შ----–---სა და სს ,,ლ------ კ-------–ს’’ შორის გაფორმებულ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შესრულება მსესხებელთან ერთად სოლიდარულად, მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მოთხოვნის გარეშე. ამავე ხელშეკრულების 6-ე პუნქტით მ---- მ----მ იკისრა ვალდებულება სახელშეკრულებო მოთხოვნის სრულად შესრულება. ლიმიტის მოცულობა შეადგენს 20500 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ;

 

3.1.4. 2015 წლის 2 ივლისს სს ,,ლ------ კ-------–სა“ და ც------ შ-------ს შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ც------ შ-------მ სს. ,,ლ------ კ-------–-ს’’ წინაშე იკისრა მ----- შ----–---- სესხის დაფარვაზე პასუხისმგებლობა. ხელშეკრულების 2-ე მუხლის თანახმად ც------ შ-------მ აიღო ვალდებულება და თანახმაა 2014 წლის 30 აპრილს მ----- შ----–---სა და სს ,,ლ------ კ-------–ს’’ შორის გაფორმებულ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შესრულება მსესხებელთან ერთად სოლიდარულად, მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მოთხოვნის გარეშე. ამავე ხელშეკრულების 6-ე პუნქტით მან იკისრა ვალდებულება სახელშეკრულებო მოთხოვნის სრულად შესრულება. ლიმიტის მოცულობა შეადგენს 20500 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ;

 

3.1.5 2014 წლის 2 მაისს სს ,,ლ------ კ-------–სა“ და ნ----------–- ვ---–-----ს შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ----------–- ვ---–-----მ სს. ლ------ კ-------–-ს. წინაშე იკისრა მ----- შ----–---- სესხის დაფარვაზე პასუხისმგებლობა. ხელშეკრულების 2-ე პუნქტის თანახმად ნ----------–- ვ---–-----მ აიღო ვალდებულება და თანახმაა 2014 წლის 30 აპრილს მ----- შ----–---სა და სს ,,ლ------ კ-------–ს’’ შორის გაფორმებულ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შესრულება მსესხებელთან ერთად სოლიდარულად, მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მოთხოვნის გარეშე. ამავე ხელშეკრულების 6-ე პუნქტით მან იკისრა ვალდებულება სახელშეკრულებო მოთხოვნის სრულად შესრულება. ლიმიტის მოცულობა შეადგენს 20500 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება სოლიდარული ვალდებულების შესახებ;

 

3.1.6. მოპასუხემ-მ----- შ----–---მ დაარღვია ვალდებულებები, რის გამოც როგორც მსესხებელი, ასევე თავდები პირები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულნი, მიუხედავად ამისა, მათ ვალდებულება არ შეასრულეს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ა) გაფრთხილების წერილები N43 N47 N46 N48

ბ)საფოსტო გზავნილები N-C010002823369, N-C010002823370

გ) კორესპონდენცია საქართველოს ფოსტისა და სს “ლ------ კ-------–ს“ შორის. გზავნილის რეესტრის შესახებ დოკუმენტის N11212133

დ) სარჩელი,ე) ახსნა-განმარტებები;

 

3.1.7 სს ’’ლ------ კ-------–მა“ მიმართა ქ. ბათუმის აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმის წარმოების სამსახურს, საქმის წარმოების დაწყების მიზნით

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ა) განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ

ბ)გადახდის რეკვიზიტები

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს პირგასამტეხლოს ოდენობა და სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხი.

დადგენილია და მხარეებიც არ დაობენ მასზედ, რომ მოსარჩელესა და მ----- შ----–---ს შორის არსებობდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება და სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც გაიცა სესხი 5000 ლარი, სესხის თანხა უნდა დაბრუნებულიყო გადახდის გრაფიკი მიხედვით. სს “ლ------ კ-------–მა გააფორმა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება ც------ შ-------სთან, მ---- მ----სთან, და ნ----------–- ვ---–-----სთან. მხარეებს გაეგზავნათ წერილები სესხის დროულად და ჯეროვნად შესრულების შესახებ. ასევე სს “ლ------ კ-------–მა“ მიმართა ქ. ბათუმის აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმის წარმოების სამსახურს, საქმის წარმოების დაწყების მიზნით.

მოპასუხეები ც------ შ-------, მ---- მ---- და ნ----------–- ვ---–----- სოლიდარულად აგებენ თუ არა პასუხს მოსარჩელის წინაშე ან არის თუ არა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მოთხოვნილი ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.

სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_საქართველოს კონსტიტუცია;

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად. განსახილველ საქმეში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეებს სესხისა და გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ასევე სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე ეკისრებათ სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა, თუმცა ისინი ნაკისრ მოვალეობას არ ასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ თუ მ----- შ----–---მ მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ვადაში არ დაფარა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. ანალოგიურად ვალდებულების დარღვევად უნდა შეფასდეს სოლიდარული მოვალეების მიერ სესხის გადაუხდელობა. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოსარჩელის მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოსარჩელე მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება გენერალური საკრედიტო-სასესხო და სოლიდარული პასუხისმგებლობის ხელშეკრულებებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ფორმას. აქედან გამომდინარე, ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.

დადგენილია, რომ სს ლ------ კ-------–-“ სესხის გამცემი სუბიექტია. მისი საქმიანობის საგანია სარგებელის პირობით სესხის გაცემა და გარკვეული მოგების მიღება. თავის მხრივ მ----- შ----–---ს სჭირდებოდა თანხის სესხად მიღება. მათი ინტერესები დაემთხვა, რის შედეგადაც მხარეებს შორის წარმოიშვა სესხის სამართლებრივი ურთიერთობა, რაზეც 2014 წლის 30 აპრილს მათ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, ასევე, როდესაც სს „ლ------ კ-------–-ს“ ორგანიზაციამ შეამოწმა მსესხებლის მ----- შ----–---- მოქმედი ბიზნესი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდეგნის შემდეგ დაიდო სესხის ხელშეკრულება 2015 წლის 02 ივლისს, სადაც სესხად აიღო 24 თვის ვადით 5000 ლარის ოდენობით კრედიტი, ხოლო წლიური სარგებელი განისაზღვრა 31-% ით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით მ----- შ----–---ს სესხზე სოლიდარულ მოვალეებად წარმოდგენილ იქნენ მ---- მ----, ნ----------–- ვ---–----- და ც------ შ-------, რომლებსაც გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში გაუფორმდათ ხელშეკრულებები. მოპასუხე მხარეებმა ვალდებულების შესრულება დაიწყეს ხელშეკრულების პირობების დარღვევებით რაც გამოხატული იყო ვადაგადაცილებებით სესხის დაფარვა, ხოლო 2016 წლის ოქტომბრის თვიდან საერთოდ შეწყვიტეს ს.ს ,,ლ------ კ-------––-“ თანხების შემოტანა, რის გამოც მხარემ მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმის წარმოების სამსახურს, თუმცა უშედეგოდ მოპასუხე მხარეებმა უარყვეს ვალდებულების არსებობა და გააპროტესტეს. შესაბამისად ვერ მოხდა აღნიშნულ პირებზე დავალიანების დაკისრება. სესხის მონაწილე მხარეები არა ერთხელ იყვნენ გაფრთხილებულნი წერილებით, ასევე სატელეფონო ზარების მეშვეობით დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით, მაგრამ მოპასუხეები დღემდე თავს არიდებენ ვალდებულების შესრულებას. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნაა მოხდეს მოპასუხეების მიმართ თანხის დაკისრება. დავალაინების სრული მოცულობა ჯამში 3518.76 ლარია, აქედან სესხის ძირითად თანხას შეადგენს 2255,45 ლარს, სარგებელს 1087,02 ლარს, ხოლო ჯარიმა 176,29 ლარი.

შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.3. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხი. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. ხელშეკრულების დადებისა და თანხის სესხად გადაცემის შემდეგ მოსარჩელეს უფლება აქვს მოპასუხეს მოსთხოვოს სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნება იმ ვადაში და პირობებით, რაზეც ხელშეკრულებით იყვნენ შეთანხმებულნი. თავის მხრივ მოპასუხე ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება შესრულოს ჯეროვნად, ანუ ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი - სესხად მიღებული თანხა მოსარჩელეს დაუბრუნოს ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების შესაბამისად. მას ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება.

დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. ასევე დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი".

დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ მხარეებს შორის 2014 წლის 30 აპრილის მათ შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება და 2015 წლის 2 ივლისის სესხის ხელშეკრულება, შეიცავს დათქმას სესხის ძირ თანხაზე სარგებელის დარიცხვის თაობაზე. მხარეები შეთანხმებულნი არიან, წლიურად 31 %-ის დარიცხვაზე. მოპასუხეს გრაფიკით ძირ თანხასთან ერთად უნდა გადაეხადა ყოველთვიური პროცენტის გადასახადიც. ეს ვალდებულება საქ. სსკ-ის 361-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ჯეროვანი შესასრულებელი ვალდებულებაა და იგი მოპასუხეს ისე უნდა შეესრულებინა, როგორც ამაზე ხელშეკრულებაში იყვნენ შეთანხმებულნი. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და სარგებელი არ გადაიხადა.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით ,,მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია”.

დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ ხელშეკრულება დადებული იყო 24 თვის ვადით. დადგენილ ვადაში სესხად მიღებული თანხა მოპასუხემ მოსარჩელეს არ დაუბრუნა რის გამოც მოსარჩელემ ხელშეკრულება შეწყვიტა და სასამართლო წესით მოითხოვა სარგებლის დაკისრება.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სარგებელის გადახდის ვალდებულება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. საქ. 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი ზუსტად ის სარგებელია, რაც წინამდებარე საქმეში მხარეებს აქვთ შეთანხმებული სარგებელის გადახდის სახით.

ამდენად მოთხოვნა მოპასუხემ სარგებელი გადაიხადოს, საფუძვლიანი მოთხოვნაა და უნდა დაკმაყოფილდეს. გადასახდელი სარგებელის ოდენობაა 1087,02 აშშ ლარი.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ სესხის თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის ჯარიმას ნარჩენი სესხის 0.2 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

დადგენილია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება და სესხი მასზე დარიცული პროცენტით არ გადაიხადა გრაფიკის მიხედვით. შესაბამისად მას გადასახდელი აქვს პირგასამტეხლო 176,29 ლარი. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა.

სასამართლო ამ ნაწილში ვერ გაიზიარებს შესაგებელში მითითებულ არგუმენტს - შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს თაობაზე, რადგან ჯარიმის სახით 176,29 ლარის მოთხოვნა, არ არის მაღალი, სხვა საფუძვლებზე სასამართლო ვერ იმსჯელებს, რადგან მოპასუხეს შესაგებელში მითითებული არ აქვს.

6.7 სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლით თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464 -ე მუხლით სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მ----- შ----–---სთან დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება დადო მ---- მ----სთან, ნ----------–- ვ---–-----სთან და ც------ შ-------სთან მათ იკისრეს ვალდებულება მ----- შ----–---სთან ერთად პასუხი აგონ სესხის ხელშეკრულების პირობების სრულად შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 463-ე და 464-ე მუხლმა დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოთ იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც აიღეს ვალდებულება და განაცხადეს თანხმობა.

მ----- შ----–---- მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევისა და სესხის დაფარვის შეწყვეტის გამო, რაც მოსარჩელეს მ----- შ----–---ს მიმართ აქვს მოთხოვნა, უნდა გავრცელდეს სოლიდარული ვალდებულების მონაწილე პირების მიმართაც. მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ბანკს იძულებითი აღსრულების მცდელობა მსესხებლის მიმართ. ამ მხრივ ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე ბუნდოვანებას და მისი შინაარსიც ასე უნდა განიმარტოს. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც მ----- შ----–----, ასევე მ---- მ----ს, ნ----------–- ვარშანიძის და ც------ შ-------ს მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს.,, ლ------ კ-------–-ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

1.1. მოპასუხეებს - - მ----- შ----–---ს, მ---- მ----ს, ნ----------–- ვ---–-----ს და ც------ შ-------ს მოსარჩელის სს ,,ლ------ კ-------–-ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3518,76 ლარის გადახდა. (საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 2255,45. სარგებელი - 1087,02 და პირგასამტეხლო - 176,29 ლარი).

2. მოპასუხეებს - - მ----- შ----–---ს, მ---- მ----ს, ნ----------–- ვ---–-----ს და ც------ შ-------ს მოსარჩელის სს ,,ლ------ კ-------–-ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის - 105 ლარის გადახდა;

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№30);

გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე როინ კახიძე