განაჩენი

სისხლის სამართლის 04.02.2020
საქმის ნომერი
340100119003370869
დავის ტიპი
126 1
თარიღი
04.02.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 3-----------------

№1/2---19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 თებერვალი, 2020 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ

ალიკა ლეგაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის შალვა ნიკვაშვილის

ბრალდებულ - ავ--------– ხუ--–--ლის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: ავ--------– ხუ--–--ლი;

მამის სახელი: თე------;

დაბადებული: 1----–-–-----------------;

პირადი ნომერი: 1----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონ;ე

რეგისტრირებული: გუ--------ს მუნიციპალიტეტი, სოფელი გუ--------;

ფაქტობრივად მცხოვრები: გუ--------ს მუნიციპალიტეტი, სოფელი გუ--------;

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

კვალიფიკაცია: ავ--------– ხუ--–--ლს ბრალი ედება მასში, რომ

 

1. ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. გურჯაანში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს ავ--------– ხუ--–--ლმა, თავის საცხოვრებელი სახლის წინ, სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა ხა------ მე-----–--ლს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 8 ნოემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. გურჯაანში, თამარ მეფის ქუჩაზე, ავ--------– ხუ--–--ლმა, შურისძიების ნიადაგზე, სახის არეში დაარტყა ხელი და---- მ---–-–---–- რომელსაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოწვია.

 

ავ--------– ხუ--–--ლს, 2019 წლის 26 ნოემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

1. 2019 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. გურჯაანში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს ავ--------– ხუ--–--ლმა, თავის საცხოვრებელი სახლის წინ, სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა ხა------ მე-----–--ლს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

2. 2019 წლის 8 ნოემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. გურჯაანში, თამარ მეფის ქუჩაზე, ავ--------– ხუ--–--ლმა, შურისძიების ნიადაგზე, სახის არეში დაარტყა ხელი და---- მ---–-–---–- რომელსაც მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოწვია..

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

1. ცემა ან ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

(ხა------ მე-----–--ლის ეპიზოდი)

 

სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ხა------ მე-----–--ლის და და---- მა--–-–--ლის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების - ლე--–- ხუ--–--ლის, ნო----- მი-----–--ლის, ლე--–- ჯა----–--ლის, ილ-- რა----–--ლის გამოკითხვის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ავ--------– ხუ--–--ლმა სახისა და არეში რამდენჯერმე დაარტყა ხა------ მე-----–--ლს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს.

 

სხვაგვარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერადი ძალმომრეობის აქტში. როგორიც შეიძლება იყოს ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა.

 

მათ შორის შეგვიძლია განვიხილოთ ავ--------– ხუ--–--ლის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება - მუშტის მრავალჯერადი დარტყმა სახის არეში.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ავ--------– ხუ--–--ლმა ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. (ხა------ მე-----–--ლის ეპიზოდი)

 

2. ცემა ან ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

(და---- მა--–-–--ლის ეპიზოდი)

 

სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ხა------ მე-----–--ლის და და---- მა--–-–--ლის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების - ლე--–- ხუ--–--ლის, ნო----- მი-----–--ლის, ლე--–- ჯა----–--ლის, ილ-- რა----–--ლის გამოკითხვის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ავ--------– ხუ--–--ლმა შურისძიების ნიადაგზე, სახის არეში დაარტყა ხელი და---- მ---–-–---–-, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს.

 

სხვაგვარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერადი ძალმომრეობის აქტში. როგორიც შეიძლება იყოს ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა.

 

მათ შორის შეგვიძლია განვიხილოთ ავ--------– ხუ--–--ლის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედება - დარტყმა სახის არეში.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ავ--------– ხუ--–--ლმა ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. (და---- მა--–-–--ლის ეპიზოდი)

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ავ--------– ხუ--–--ლმა ჩაიდინა:

1. ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ხა------ მე-----–--ლის ეპიზოდი)

2. ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (და---- მა--–-–--ლის ეპიზოდი)

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ავ--------– ხუ--–--ლის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ავ--------– ხუ--–--ლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ავ--------– ხუ--–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

ავ--------– ხუ--–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ავ--------– ხუ--–--ლის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის ორი ეპიზოდი.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჩადენილია ანალოგიური ხასიათის დანაშაულის ორი ეპიზოდი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ავ--------– ხუ--–--ლის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელის ეფექტური სახე.

 

გარდა ამისა, ავ--------– ხუ--–--ლი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან. ავ--------– ხუ--–--ლი ამ ეტაპისთვის ნასამართლევი არ არის არცერთი კატეგორიის დანაშაულისათვის. რის გამოც, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნას ისეთი ღონისძიება როგორიცაა პირობითი მსჯავრი.

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ავ--------– ხუ--–--ლს გუ--------ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო - 1000 (ათასი) ლარი, რომელიც 2019 წლის 16 დეკმბერს უზრუნველყოფილ იქნა ავ--------– ხუ--–--ლის მიერ ფულადი თანხით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.ავ--------– ხუ--–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი. (ხა------ მე-----–--ლის ეპიზოდი).

 

2. ავ--------– ხუ--–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი. (და---- მა--–-–--ლის ეპიზოდი).

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, ავ--------– ხუ--–--ლს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

4. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

5. ავ--------– ხუ--–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1(ერთი) თვის ვადაში ავ--------– ხუ--–--ლს (პ/ნ 1----------) დაუბრუნდეს მისსავე აღკვეთის ღონისძიება - გირაოს უზრუნველსაყოფად 2019 წლის 16 დეკემბერს გადახდილი თანხა 1000 (ათასი ლარი) ლარი (სისხლის სამართლის საქმე N0-----------).

 

6. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

7. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე