განაჩენი

სისხლის სამართლის 04.02.2020
საქმის ნომერი
340100120003393507
დავის ტიპი
177 2 ა
თარიღი
04.02.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 3-----------------

N1/ 1-20

განაჩენი

საქართველოს სახელით

04 თებერვალი 2020 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ალიკა ლეგაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორის - შალვა ნიკვაშვილის

ბრალდებულ - იო---- ზუ-----–--ლის

ადვოკატ - ნო–------ ქე-–----–--ლის

მონაწილეობით ღი- სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------

ბრალდებული:იო---- ზუ-----–--ლი ;

მამის სახელი: არ---–-;

დაბადებული: 03.09.1----

პირადი ნომერი: 1----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ახ-–----

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი.

იო---- ზუ-----–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, იო---- ზუ-----–--ლი გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარე გი- ნი----–--–--ლის კუთვნილი ნაკვეთიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სამ სულ ცხენს, რითაც დაზარალებულ მი----– ქე-–---ძეს მიადგა 3000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

იო---- ზუ-----–--ლი 2019 წლის 19 ნოემბერს 22:30 საათზე დააკავეს ჩადენილი ქმედებისათვის და 2019 წლის 21 ნოემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილია „ა“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, იო---- ზუ-----–--ლი გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარე გი- ნი----–--–--ლის კუთვნილი ნაკვეთიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სამ სულ ცხენს, რითაც დაზარალებულ მი----– ქე-–---ძეს მიადგა 3000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ქურდობა, რანაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, ფორმა N1, შეტყობინება N3068775, დაზარალებულ მი----– ქე-–---ძის გამოკითხვის ოქმები, მოწმე სი---- ზუ-----–--ლის გამოკითხვის ოქმი, მოწმე ლე--- ზუ-----–--ლის გამოკითხვის ოქმი, ვა-–---- ჩე------–--ლის პატაკი და გამოკითხვის ოქმი, მოწმე იო--- ზუ-----–--ლის აღიარებითი ჩვენება, გი- ნი----–--–--ლის ნაკვეთის დათვალიერების ოქმი, ცხენების ამოღების ოქმი, ცხენების ამოცნობის ოქმები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ იო--- ზუ-----–--ლმა ჩაიდინა 2019 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარე გი- ნი----–--–--ლის კუთვნილი ნაკვეთიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სამი სული ცხენის ქურდობა, რითაც დაზარალებულ მი----– ქე-–---ძეს მიადგა 3000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

ქურდობა ხელყოფს საკუთრების უფლებას, რაც გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში და ფარულობაში. მისი ფარულობიდან გამომდინარე იგი სხვა დანაშაულობებისაგან, რომლებიც სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებაში გამოიხატება, შედარებით ნაკლებად საფრთხის შემცველია ადამიანისათვის, რადგან დამნაშავე ერიდება როგორც ნივთის მესაკუთრესთან ისე ნებისმიერ პირთან კონტაქტს, არ ანხორციელებს ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას, არ იყენებს თავის სამსახურეობრივ უფლებამოსილებას.

ქურდობა ხორციელდება უმეტეს შემთხვევაში ნივთის მესაკუთრის დაუსწრებლად, შესაძლებელია იგი განხორციელდეს ნივთის მესაკუთრის დასწრებით, მაგრამ მისგან ფარულად. ქურდობა ყოველთვის პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი. დანაშაულის სუბიექტია პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული, შერაცხადი პირი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ იო--- ზუ-----–--ლმა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სამართლებრივი შეფასება

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ იო--- ზუ-----–--ლმა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

იო---- ზუ-----–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება. დაზარალებულს დაუბრუნდა მოპარული ცხენები და მას პრეტენზია ბრალდებულის მიმართ არ გააჩნია. ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

იო---- ზუ-----–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ იო--- ზუ-----–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნის გამოყენებული იქნას პირობითი მსჯავრი, რაც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას.

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

იო---- ზუ-----–--ლის გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 3000 (სამი ათასი) ლარი, რომელიც გადახდილი არ ყოფილა.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი იქნა ცხენები, რომლებიც ხელწერილით ჩაბარდა დაზარალებულს და რომელიც ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დუბრუნდეს მასვე.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258- 259-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. იო---- ზუ-----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3(სამი) წელი.

 

2. მსჯავრდებულ იო---- ზუ-----–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 19 ნოემბრის 22:30 საათიდან 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

 

3. იო---- ზუ-----–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმდეს.

 

4. მსჯავრდებულზე მეთვალყურეობა, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ პერიოდში, დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულმა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს პრობაციის ბიუროს.

 

5. ნივთიერი მტკიცებულება:-ამოღებული ცხენები, რომლებიც ხელწერილით ჩაბარდა მი----– ქე-–---ძეს (პ/ნ 0----------), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მასვე.

 

6. განაჩენი გამოცახდებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

7. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე