გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/706-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 იანვარი, 2020 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’
წარმომადგენელი - დ---------------ე;
მოპასუხე - ო----- ყ------–-–---–ი, თ----- ბ------ე (მონაწილეობის გარეშე), ნ------- ბ------ე (მონაწილეობის გარეშე);
დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
თ----- ბ------ეს, ნ------- ბ------ესა და ო----- ყ------–-–---–ს სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ 2018 წლის 22 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს - 24 200.76 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 16 000 ლარი, პროცენტი - 5 126.82 ლარი და პირგასამტეხლო - 3 073.94 ლარი.
თ----- ბ------ეს, ნ------- ბ------ესა და ო----- ყ------–-–---–ს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით -726.02 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარი.
ყადაღა დაედოს მოპასუხეების თ----- ბ------ის, ნ------- ბ------ისა და ო----- ყ------–-–---–ის საბანკო ანგარიშებს 24 200.76 ლარის ფარგლებში, საქართველოში ლიცენზირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში, გარდა სს „ს----------–--------ისა“.
აეკრძალოს მოპასუხე ო----- ყ------–-–---–ს კუთვნილი უძრავი ქონების მდებარე: ქ--–--------––--ე, ქუჩა ს--------ე, N1---, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N6-.0-.5--.0-- და ქ--–--------––--ე, ქუჩა ს--------ის ქუჩის მიმდებარედ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N6-.0-.5--.3-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 22 მაისს სს „ს----------–--------ს“ და თ-----ი ბ------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თ-----ი ბ------ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 16 000 ლარის ოდენობით, წლიური 22.8% სარგებლის დარიცხვით, 24 თვის ვადით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირაგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული ტანხის 0.5%-ის ოდენობით, ხოლო დამატებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერთჯერადად 10 ლარის ოდენობით.
2018 წლის 22 მაისის საკრედიტო ხელსეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს „ს----------–--------ს“ და ნ------- ბ------ეს შორის 2018 წლის 22 მაისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.
ასევე 2018 წლის 22 მაისის საკრედიტო ხელსეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს „ს----------–--------ს“ და ო----- ყ------–-–---–ს შორის 2018 წლის 22 მაისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.
აღნიშნული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად სოლიდარული თავდების პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 32 000 ლარით.
სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით სოლიდარულმა თავდებებმა ივალდებულეს ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება.
სს "ს----------–--------ის" მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად, კერძოდ ბანკმა მსესხებელ(ებ)ზე გაცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელსეკრულებით გათვალსიწნებული პირობებისა და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლების მიერ დაირღვა კრედიტით სარგებლობის პირობები, რაც გამოიხატა ტანხის გადაუხდელობაში. 2019 წლის 22 ივლისის სემდეგ შეწყდა გადახდები, აღნიშნულს ადასტურებს საკრედიტო ხელშეკრულება და ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
თ----- ბ------ეს, ნ------- ბ------ესა და ო----- ყ------–-–---–ს მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხიებების საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებიათ სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ. მათ მიერ დარღვეულ იქნა გრაფიკი, რის გამოც მოპასუხეებს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხათ პირგასამტეხლო ბანკის სასარგებლოდ.
ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის მოპასუხეებს თ----- ბ------ეს, ნ------- ბ------ესა და ო----- ყ------–-–---–ს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 2018 წლის 22 მაისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დღევანდელი მდგომარეობით ერიცხება დავალიანება - 24 200.76 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 16 000 ლარი, პროცენტი -5 126.82 ლარი და პირგასამტეხლო - 3 073.94 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხის 16 000 ლარის გადახდა გარკვეული საშეღავათო ვადით ვინაიდან ო----- ყ------–-–---–ის ქონება არ იქნება საკმარისი ბანკის ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 22 მაისს სს „ს----------–--------ს“ და თ-----ი ბ------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N C--------------------------, რომლის თანახმადაც თ-----ი ბ------ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 16 000 ლარის ოდენობით, წლიური 22.8% სარგებლის დარიცხვით, 24 თვის ვადით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირაგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით, ხოლო დამატებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერთჯერადად 10 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 20-28);
3.1.2. 2018 წლის 22 მაისის საკრედიტო ხელსეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს „ს----------–--------ს“ და ნ------- ბ------ეს შორის 2018 წლის 22 მაისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.
ასევე, 2018 წლის 22 მაისის საკრედიტო ხელსეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს „ს----------–--------ს“ და ო----- ყ------–-–---–ს შორის 2018 წლის 22 მაისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.
აღნიშნული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად სოლიდარული თავდები პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 32 000 ლარით.
სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით სოლიდარულმა თავდებებმა ივალდებულეს ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება- ნ------- ბ------ე (იხ. ს.ფ 31-36);
- სოლიდარული თავდებობის ხელსეკრულება - ო----- ყ------–-–---–ი (იხ. ს.ფ 37-41);
3.1.3. სს "ს----------–--------ის" მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად, კერძოდ ბანკმა მსესხებელ(ებ)ზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალსიწნებული პირობებისა და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლების მიერ დაირღვა კრედიტით სარგებლობის პირობები, რაც გამოიხატა თანხის გადაუხდელობაში. 2019 წლის 22 ივლისის სემდეგ შეწყდა გადახდები, აღნიშნულს ადასტურებს საკრედიტო ხელშეკრულება და ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (იხ. ს.ფ 42-43);
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის მოპასუხეებს თ----- ბ------ეს, ნ------- ბ------ესა და ო----- ყ------–-–---–ს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 2018 წლის 22 მაისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დღევანდელი მდგომარეობით ერიცხება დავალიანება - 24 200.76 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 16 000 ლარი, პროცენტი -5 126.82 ლარი და პირგასამტეხლო - 3 073.94 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 22.10.2019წ. ცნობა დავალიანების შესახებ;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ს----------–--------ის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-317-ე, 361-ე, მე-400, 416-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 867-868-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებლებზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ო----- ყ------–-–---–ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა მოპასუხე თ----- ბ------ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელეს გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას 2018 წლის 22 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 16000 ლარი, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს და თავდებს). სხდომაზე გამოცხადებულმამოპასუხემ ცნო სარჩელი მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 2018 წლის 22 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 5126,82 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრიათ სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეთა მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, სს ''ს----------–--------სა'' და თ----- ბ------ეს შორის 2018 წლის 22 მაისს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ს----------–--------სა'' და მეორეს მხრივ ნ------- ბ------ესთან და ოტარ ყ------–-–---–თან სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხეებმა ო----- ყ------–-–---–მა და ნ------- ბ------ემ - იკისრეს ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 32000 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2018 წლის 22 მაისის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანების და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 3073,94 ლარი უნდა შემცირდეს 1000 ლარამდე.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულების მე- 5 მუხლის 5.2. და მე-11 მუხლის 11.2 პუნქტში მითითებულია: პირველი ინსტანციის სასამართლოს ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად
გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. შესაბამისად, მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის" სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად და სარჩელის ცნობის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარეს თ-----ი ბ------ეს, ნ-------ი ბ------ეს და ო-----ი ყ------–-–---–ს 2018 წლის 22 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით (გადახდილი ბაჟი 726,02 ლარი), სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 183,80 ლარის გადახდა ასევე, 50 ლარის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ბაჟის გადახდა. ხოლო 480 ლარის გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხე თ----- ბ------ეს და ნ------- ბ------ეს ბანკის სასარგებლოდ გადასახდელად, რადგან არ ცნეს სარჩელი. 62,2 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ს----------–--------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე მხარეს თ-----ი ბ------ეს (პ/ნ 0----------), ნ-------ი ბ------ეს (პ/ნ0----------) და ო-----ი ყ------–-–---–ს (პ/ნ 0----------) სს ,,ს----------–--------ის" (ს/კ2--------) სასარგებლოდ 2018 წლის 22 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ - 22126,82 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 16000 ლარი, პროცენტი – 5126,82 ლარი, პირგასამტეხლო - 1000 ლარი.
2. მოპასუხე თ-----ი ბ------ეს (პ/ნ0----------), ნ-------ი ბ------ეს (პ/ნ0----------) და ო-----ი ყ------–-–---–ს (პ/ნ0----------) მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის" (ს/კ2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 233,80 ლარის გადახდა (183,80+50).
- დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად 62,22 ლარი.
- მოპასუხეებს ნ------- ბ------ეს და თ----- ბ------ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის" (ს/კ2--------) სასარგებლოდ 480 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი