განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3739-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ-------- ტ----–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ--–------- თ------------ ძე ფ------–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 3---------ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ა-–--–---–------- მ--- შესახვევი #1-, ბინა #--–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
ადვოკატი - ლ---- მ-------–---–-
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 02:30 საათზე, თ---–--–-- გ----–---–-- ქ---- კ--------. ბინა #1-6-ში, ვ--–------- ფ------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - ე---------- ვ-------–---–-------–---–ს. კერძოდ, მარჯვენა მუშტი დაარტყა სახის არეში. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა - ე---------- ვ-------–---–--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, პატრულ-ინსპექტორების - გიორგი იორამაშვილის და ნინო ღვინიაშვილის დაკითხვის შემდეგ, რომლებმაც ჩვენებებში დაადასტურეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა ვ--–------- ფ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ე---------- ვ-------–---–--------–---–ის გამოკითხვის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, შემაკავებელი ორდერის ოქმს, ძალადობის კვალის ამსახველ ფოტოსურათებს და შესაბამის ოქმს, ასევე საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ვ--–------- ფ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
უდავო მტკიცებულებები:
ოჯახში ძალადობა
2.4. 2019 წლის 4 ივლისს, ,,112-ში“ შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორი ე---------- ვ-------–---–--------–---–ი აცხადებდა, რომ ყოფილმა მეუღლემ, ვ--–------- ფ------–---–მა, თ---–--–-- გ----–---–-- ქ---- კ--------, ბინა #1-6-ში მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2.5. მსხვერპლის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. გამოძიების დაწყებისთანავე გამომძიებელმა ა-----------–-----–---–-- გამოკითხა მსხვერპლი ე---------- ვ-------–---–--------–---–ი, რომელმაც დაადასტურა შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია.
2.6. დაზარალებულ ე---------- ვ-------–---–--------–---–ის 04.07.2019წ. გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წელს არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვ--–------- ფ------–---–თან. თანაცხოვრების დაწყებიდან მალევე, ვ--–------- ფ------–---–მა გამოავლინა აგრესილი ხასიათი და ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშიებით დაიწყო სისხლისსამართლებივი დევნა ვ--–------ ფ------–---–ის მიმართ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო. გირაოს პირობებში მყოფი ვ--–------- ფ------–---–ი, 2019 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში, მივიდა დაზარალებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: თ---–--–-- გ----–---–-- ქ---- კ--------, #1-6-ში და საყვედურობდა თუ რატომ დაასმინა სამართალდამცავ ორგანოში. იგი შევიდა დაზარალებულის საძინებელ ოთახში, უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა უცენზურო სიტყვებით, ხელი მოკიდა მარცხენა მკლავზე და ძალის გამოყენებით საწოლიდან წამოაყენა, შემდეგ კი მარჯვენა ხელის მუშტი ძლიერად დაარტყა სახის არეში. დარტყმა იყო იმდენად ძლიერი, რომ დაზარალებულს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დარტყმის შედეგად შეუსივდა ცხვირი, სილურჯე აღენიშნებოდა, როგორც ცხვირის არეში, ასევე მკლავზე, სადაც ხელი ძლიერად ჩაავლო.
2.7. დაზარალებულ ე---------- ვ-------–---–--------–---–ის გამოკითხვის შემდეგ გამომძიებელმა ა-----------–-----–---–-- მოახდინა მსხვერპლის ტანზე, ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში, ფიზიკური ძალადობის ამსახველი დაზიანების ფოტოგრაფირება. საქმეზე დართული ფოტოსურათებით ნათლად ჩანს დაზარალებულის სხეულზე, კერძოდ, სახის და მხრის მიდამოში ფიზიკური ძალადობის ობიექტური ნიშნები.
2.8. სამედიცინო ექსპერტიზის 04.07.2019 წლის დასკვნით, ე---------- ვ-------–---–-------–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით.
2.9. უდავო მტკიცებულებით: შემაკავებელი ორდერის #0----- ოქმით, რომელსაც ხელს აწერს ე---------- ვ-------–---–---------–---–ი, დეტალურად არის აღწერილი მსხვერპლის მიერ გადმოცემული ინფორმაცია ინციდენტთან დაკავშირებით, აღნიშნულია, რომ 4 ივლისის ფაქტი, არ ყოფილა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის პირველი შემთხვევა, მოძალადე ხშირად აყენებს შეურაცხყოფას, ფიზიკურ ძალადობას ადგილი ჰქონდა 2019 წლის მარტის თვეშიც, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე 2019 წლის 4 იანვარს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი.
2.1-.ბრალდებულმა ვ--–------- ფ------–---–მა დასკვნით და საბოლოო სიტყვაში აღიარა დანაშაული და დაადასტურა 2019 წლის 4 ივლისის ძალადობის ფაქტი.
2.11. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ უდავო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა ვ--–------- ფ------–---–მა 2019 წლის 4 ივლისს ფიზიკურად იძალადა - ე---------- ვ-------–---–-------–---–ზე. ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.12. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
3.3. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ვ--–------- ფ------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ვ--–------- ფ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.
4.2. ვ--–------- ფ------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ძალადობის სიძლიერე: მსხვერპლს მარცხენა მხრის შუა მესამედში აღენიშნება არცთუ მცირე ზომის სისხლნაჟღენთი, ცხვირზე მუშტის დარტყმის შედეგად განუვითარდა სისხლდენა. 2019 წლის 4 ივლისს, ფიზიკური ძალადობის ჩადენის დროს, მოძალადე იმყოფებოდა გირაოს პირობებში, ს--------- რაიონული სასამართლოს 2--------- წლის განჩინების საფუძველზე იგივე მსხვერპლის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. შემაკავებელი ორდერის #0----- ოქმის მიხედვით, მოძალადე დაზარალებულს ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე 2019 წლის 4 იანვარს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნეს მიღებული პასუხისმგებლობის შემდეგი დამამძიმებელი გარემოებები:
ა. დანაშაული ჩადენილია ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მიერ, მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება;
ბ. დანაშაული ან მასთან დაკავშირებული დანაშაულები ჩადენილ იქნა არაერთხელ;
გ. დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია;
დ. დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის მიმართ ან ბავშვის თანდასწრებით;
ე. დანაშაული ჩადენილი იყო ორი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად;
ვ. დანაშაულს წინ უსწრებდა ან თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა;
ზ. დანაშაული ჩადენილი იყო იარაღით ან იარაღის მუქარის გამოყენებით;
თ. დანაშაულმა მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს;
ი. დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კუმულაციურად როგორც შიდა კანონმდებლობით, ასევე კონვენციით გათვალისწინებული რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება:
5.3.1. მიდრეკილება ოჯახში ძალადობის ჩადენისკენ: 2019 წლის 4 ივლისის ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა 2019 წლის 17 მარტს, იგივე მსხვერპლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენა მძიმე ხერხით - სახის არეში რამდენიმე დარტყმით. ასევე წარსულში, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი.
5.3.2. მიუხედავად იმისა, რომ ს--------- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის განჩინებით ვ--–------- ფ------–---–ის მიმართ სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე, ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იყო გირაო, 2019 წლის 4 ივლისს, დაარღვია გირაოს პირობა და კანონი და კვლავ ფიზიკურად იძალადა ყოფილ მეუღლეზე, ე---------- ვ-------–---–--------–---–ზე.
5.3.3. დანაშაულის ხერხი - ძალადობა იყო იმდენად ძლიერი, რომ მსხვერპლს მარცხენა მხრის შუა მესამედში აღენიშნება არცთუ მცირე ზომის სისხლნაჟღენთი, გარდა ამისა, ცხვირზე მუშტის დარტყმის შედეგად განუვითარდა სისხლდენა.
5.4. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე. ადვოკატის მოთხოვნაში მითითება დამნაშავის მხრიდან დანაშაულის აღიარებაზე, მტკიცებულებების უდავოობაზე და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, მასზე მატერიალურად დამოკიდებული პენსიონერი მამა, დამამძიმებელი გარემოებების და სამომავლო რისკების შეფასების გარეშე, უპირობოდ ვერ გახდება სასჯელის ისეთი სახის და ზომის გამოყენების საფუძველი, რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. სასამართლო ხაზს უსვამს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნას: ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. განსახილველი საქმე არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე. უდავო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2019 წლის 4 ივლისის ფაქტი არ ყოფილა პირველი შემთხვევა, ვ. ფ------–---–ი ადრეც ძალადობდა ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. პრევენციული ხასიათი ვერ იქონია სხვა ფაქტზე დაწყებულმა სისხლისსამართლებრივმა დევნამ და გამოყენებულმა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებამ, გირაოს გამოყენებიდან რამდენიმე თვეში ბრალდებულმა კვლავ იძალადა ყოფილ მეუღლეზე.
5.5. ოჯახში ძალადობის ჩადენისკენ მიდრეკილებამ გაზარდა დანაშაულის განმეორების რისკი, თანაზომიერმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ვ--–------- ფ------–---–ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით.
5.6. სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნა მიღებული ს--------- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის განაჩენი, რომლის მიხედვით ვ--–------- ფ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განსახილველ საქმეზე დანაშაული ჩადენილ იქნა 2019 წლის 4 ივლისს ანუ 2019 წლის 2 სექტემბრის განაჩენის მიღებამდე, რის გამოც საბოლოო სასჯელი უნდა განისაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ--–------- ფ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით სრულად შთანთქოს ს--------- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით მსჯავრად და ვ--–------- ფ------–---–ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით ვ--–------- ფ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 4 ივლისიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს ს--------- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის განაჩენით სასჯელის მოხდის ვადაში ჩათვლილი - 2019 წლის 20 მარტიდან - 2019 წლის 1 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა