გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210018002595016
№2/3464-2018წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე - სს „კრ----------ი“
წარმომადგენელი-ლა–---------------ე, რა--------–--–ი
მოპასუხეები - ხა-------------ე, მი-----------------ე, ეთ--------------ე
წარმომადგენელი - ლევან მამულაძე
დავის საგანი - სესხის, სარგებლის, პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს ხა-------------ეს, მი-----------------ეს და ეთ--------------ეს სს „კრ----------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 50 375 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 23 864.13 ლარი, დარიცხული პროცენტი - 18 538.32 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა -1 515.8 ლარი და ჯარიმა 0.41 %-ის ოდენობით 6 457.63 ლარი (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში);
1.2. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო აუქციონზე, სარეალიზაციოდ მიექცეს ხა-------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ხე-–------------------–------––-----------------–---------------------–----–-------–-----------------ვმ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, საერთო ფართით 2---9--ვმ, ს/კ 2--2--1--2--;
1.3. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს ხა-------------ის, მი-----------------ის და ეთ--------------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან;
1.4. სასამართლო გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 17 თებერვალს, შპს „მი----------------------------–-----------სა“ (შემდეგში - სს „კრ----------ი“) და ხა-------------ეს შორის დაიდო ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე. ამავე დღეს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და ხა-------------ეზე გაიცა სესხი 24500 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის ვადა, დასარიცხი სარგებელი, პირგასამტეხლოს ოდენობა და სადაზღვევო პრემიის შეტანის ვალდებულება. კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ხა-------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ხე-–------------------–------––-----------------–---------------------–----–-------–-----------------ვმ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 2---9--ვმ, ს/კ 2--2--1--2--.
2017 წლის 28 ნოემბერს, დანარჩენ მოპასუხეებთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, მათ აიღეს, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე, სოლიდარული პასუხისმგებლობა.
მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულების პირობები და 2018 წლის მარტის შემდგომ ვალდებულება არ შეუსრულებია. ამდენად, 2018 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, დავალიანება შეადგენს 50 375 ლარს, საიდანაც, ძირითადი თანხაა 23 864.13 ლარი, დარიცხული პროცენტი - 18 538.32 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 1 515.8 ლარი და ჯარიმა 0.41 %-ის ოდენობით 6 457.63 ლარი (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში).
მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა, წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი ცნეს ნაწილობრივ. კერძოდ, ძირი თანხის 23 864.13 ლარის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში მიაჩნიათ, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ახსნა-განმარტების ეტაპზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სარგებლისა და სადაზღვევო პრემიის დარიცხვა სრული ვადით უკანონოა, ვინაიდან, აღნიშნულს მხარეთა შეთანხმება არ ითვალისწინებდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 17 თებერვალს ხა-------------ესა და შპს „მი----------------------------–-----------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სესხის პროდუქტებით მომსახურება, მაქსიმალური თანხის 50 000 ლარის ფარგლებში.
ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 17 თებერვალს, ხა-------------ეს და შპს „მი----------------------------–-----------ს“ შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე: ხე-–------------------–------––-----------------–---------------------–----–-------–-----------------ვმ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 2---9--ვმ, ს/კ 2--2--1--2--.
იპოთეკის ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილია სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე აღებული ვალდებულებები სრული ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 5.11 მუხლით იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის (იპოთეკარის) მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებლად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ხელშეკრულება სესხის ხაზით მომსახურებაზე (ს.ფ. 17-18)
-იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-21)
3.1.2. 2017 წლის 28 ნოემბერს, ხა-------------ეს და სს „კრ----------ს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა სესხი 24500 ლარის ოდენობით; 3.1 მუხლით სესხის მოქმედების ვადა შეადგენს 60 თვეს, 2022 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით; კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთია 27.60%, ხოლო ეფექტური - 36.08%.
ხელშეკრულების 3.7. მუხლით, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთვევაში, მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო, დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში, ყოველ ვადაგადაცილებაზე). ამავე ხელშეკრულების 8.2 მუხლით განსაზღვრულია მსესხებლის პასუხისმგებლობა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, რომლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისათვის დარიცხული ჯარიმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 35-40)
2017 წლის 28 ნოემბერს, მი-----------------ე, ეთ--------------ე და ავთანდილ თურმანიძეს და სს „კრ----------ს“ შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად, ხელშეკრულების 2.1. მუხლის თანახმად, განისაზღვრა 47502.223 ლარი, მათ შორის; სესხის ძირ თანხაზე 24500 ლარი, პროცენტზე 21348.63 ლარი, სიცოცხლის დაზღვევაზე 1653.6 ლარი და საკომისიო გადასახდელებზე.
ხელშეკრულების 9.1. მუხლით, იმ შემთხვევაში, თუ სესხი დამატებით უზრუნველყოფილია იპოთეკით/გირავნობით მხარეები თანხმდებიან, რომ მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებულად, თუ იპოთეკის/გირავნობის საგნის კრედიტორის (იპოთეკარის/მოგირავნის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს მოთხოვნის ოდენობას ან თუ ამ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არაა საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად.
3.1.3. 2019 წლის 5 ნოემბრის სასამართლოს მთავარი სხდომის საოქმო განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, ავთანდილ თურმანიძის მიმართ, სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 22-33)
3.1.4. დადგენილია, რომ 2018 წლის მაისის შემდეგ, ხა-------------ეს და/ან თავდებ პირებს, გამსესხებლის წინაშე, სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებიათ.
დადგენილია, რომ 2018 წლის 17 აგვისტოს მოსარჩელემ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. ამავე მდგომარეობით, სესხის ძირი თანხის დავალიანება შეადგენდა 23864.13 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 43)
- გაფრთხილების წერილები (ს.ფ.45-56)
3.1.5. 2016 წლის 9 სექტემბერს, შპს „მი----------------------------–-----------მ“ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა, როგორც სს „მი----------------------------–-----------“, ხოლო 2017 წლის 17 მარტს განხორციელებული ცვლილების შედეგად, მოხდა მისი რეგისტრაცია, როგორც სააქციო საზოგადოება „კრ----------ი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-განცხადება სარჩელის გამოხმობაზე (ს.ფ.156)
-საოქმო განჩინება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასება გააკეთოს მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების ირგვლივ, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია.
3.2.2. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეები სადავოდ არ ხდიან სესხის ძირითადი თანხის ვალდებულების ოდენობას 23864.13 ლარს. ამ ნაწილში მხარემ სარჩელი ცნო. შესაგებლით და ახსნა-განმარტებით, მოპასუხეები სადავოდ ხდიან დარიცხული სარგებლის, პირგასამტეხლოს და სადაზღვევო პრემიის ოდენობას.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
სესხის ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 17 აგვისტოს. ამავე მდგომარეობით, სესხის ძირ თანხაზე დასარიცხი პროცენტი, გრაფიკის მიხედვით, შეადგენდა 4713.27 ლარს, ფაქტობრივად განხორცილებული გადახდის გრაფიკის თანახმად, მსესხებელმა ბოლო გადახდა განახორციელა 2018 წლის 31 მაისს, ამავე მდგომარეობით, მის მიერ გადახდილი სარგებელი შეადგენდა 2847.14 ლარს. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის დარიცხული სარგებლის დავალიანება შეადგენს 1866.23 ლარს.
მოსარჩელე განმარტავს, რომ სარგებლის დარიცხვა უნდა მოხდეს მთელი დარჩენილი პერიოდის მანძილზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მიღებული ზიანი, მიუღებელი შემოსავლის სახით, რასაც სასამართლო სამართლებრივად შეაფასებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 41-44)
- გადახდის ისტორია (ს.ფ. 43)
3.2.3. მოპასუხეებმა სადავოდ გახადეს დავალიანების ძირითად თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა. უდავოდ დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეადგენდა 0.41%-ს, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში, ყოველ ვადაგადაცილებაზე).
ამავე ხელშეკრულების 8.2 მუხლით განისაზღვრა მსესხებლის პასუხისმგებლობა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, რომლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისათვის დარიცხული ჯარიმა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.2 მუხლი ცალსახად განსაზღვრავს პირგასამტეხლოს დარიცხვის წესს, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, რაც გულისხმობს მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისათვის დარიცხული ჯარიმის გადახდის ვალდებულებას. სარჩელზე თანდართული გრაფიკით ირკვევა, რომ გამსესხებელმა მსესხებელს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის დაარიცხა პირგასამტეხლო 134.37 ლარის ოდენობით. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის დასარიცხი პირგასამტეხლოს შეადგენს 134.37 ლარს.
პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძვლებს სასამართლო შეეხება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 35-40)
- გადახდის ისტორია (ს.ფ. 43)
3.2.4. მოპასუხემ სადავო გახადა სადაზღვევო პრემიის დარიცხვა ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე.
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სიცოცხლის დაზღვევის პრემიის დაკისრება 1 515.8 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს გადასახდელ სადაზღვევო პრემიას 2022 წლის 12 დეკემბრამდე ანუ ხელშეკრულების მთელი ვადის მანძილზე. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივ გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტამდე (2018 წლის აგვისტო) მსესხებელზე დარიცხული სადაზღვევო პრემია შეადგენდა 220.48 ლარს, ხოლო მსესხებელს გადახდილი აქვს 137.8 ლარი. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა შეადგენს 82.68 ლარს.
სადაზღვევო პრემიის დარიცხვის სამართლებრივ საფუძვლებს სასამართლო შეეხება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 35-40)
- გადახდის ისტორია (ს.ფ. 43)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის დავალიანებისა დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2. ამასთან, სასამართლოს მიაჩია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი სარგებლის, პირგასამტეხლოს და სადაზღვევო პრემიის ნაწილში და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარგებელი 1866.23 ლარი, პირგასამტეხლო 134.37 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 82.68 ლარი. მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, სესხის გადაუხდელ ძირ თანხაზე დარიცხული წლიური 27.60%-ის ოდენობით, სესხის ხელშეკრულების შეწყვეტიდან (2018 წლის 17 აგვისტოდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე (არაუმეტეს სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადისა);
4.3. სასამართლო აკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ. ამასთან, მიიჩნევს, რომ კანონიერია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების მთელი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ, თუ უზრუნველყოფის საგანის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად.
4.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.
ამავე კოდექსის 873-ე მუხლით კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საკრედიტო ორგანიზაციას-ბანკს. დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე ხა-------------ეს შორის დაიდო საკრედიტო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელმა აიღო საბანკო კრედიტი 24500 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ 2018 წლის მაისის შემდეგ, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკით, მსესხებელს ვალდებულება არ შეუსრულებია, ხოლო მანამდე ასრულებდა ნაწილობრივ და დაგვიანებით. დადგენილია, რომ სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობების (გრაფიკის მინიმუმ ორჯერ დარღვევა, დამატებითი ვადის განსაზღვრა) გამო, ხელშეკრულება მართლზომიერად შეწყდა, 2018 წლის 17 აგვისტოს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია, რომ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები მი-----------------ესთან და ეთ--------------ესთან, რომლითაც თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა ვალდებულების შესრულებაზე. თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად, ხელშეკრულების 2.1. მუხლის თანახმად, განისაზღვრა 47 502.223 ლარი, მათ შორის: სესხის ძირ თანხაზე 24 500 ლარი, პროცენტზე 21 348.63 ლარი, სიცოცხლის დაზღვევაზე 1 653.6 ლარი და საკომისიო გადასახდელებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენენ მოპასუხეები ეთ--------------ე და მი-----------------ე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია და მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის სესხის ძირითადი თანხის დავალიანება შეადგენდა 23 864.13 ლარს. მოპასუხემ ცნო სარჩელი ამ ნაწილში, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას).
6.4. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სარგებლის გადახდის ვალდებულება. მოპასუხეები სადავოდ არ ხდიდნენ საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, დავის საგანს წარმოადგენდა, მხოლოდ, ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადით პროცენტის დარიცხვის მართლზომიერება.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოთხოვნას ხელშეკრულებით განსაზღვრული მთლიანი ვადის განმავლობაში დასარიცხი სარგებლის გადახდასთან დაკავშირებით. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფულადი სახსრების ბრუნვიდან მიღებული შემოსავალი. ამდენად, საბანკო პროდუქტების გაფორმება ხდება იმ მიზნით, რომ გამსესხებელი გრძელვადიან პერსპექტივაში ვარაუდობს ამ პროდუქტიდან შემოსავლის მიღებას. შემოსავლის წყაროს, ასეთ სამართალურთიერთობებში, წარმოადგენს თავად ფული, ფულის ბრუნვიდან მიღებული სარგებელი. ამდენად, ფულადი რესურსის ბრუნვის შეწყვეტა, მანამ, სანამ აღნიშნული რესურსი არ დაუბრუნდება გამსესხებელს და არ ჩაბრუნდება, კვლავ, ბრუნვაში, წარმოშობს ზიანს, რომლის ანაზღაურების ვალდებულება დადგენილი სამოქალაქო კოდექსით.
სარგებელი წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი კონტრაჰენტი მხარეების შეთანხმების საგანს და მისი დარიცხვა სამართლებრივად დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულების, როგორც მხარეთა ურთიერთშებოჭვის საფუძვლის, მოქმედების პირობებში. მოპასუხე მიუთითებდა, რომ წინასწარ სარგებლის მოთხოვნა უკანონოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელე, მთლიანი სარგებლის მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად უთითებდა, მისაღები შემოსავლის მიუღებლობით გამოწვეულ ზიანზე, რაც არსებითად სწორი განმარტებაა, თუმცა, ვერ იქნება გაზიარებული მიუღებელი შემოსავლის მოცულობის დადგენასთან მიმართებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გასვლის შემდეგ, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნას ანაცვლებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებით-სამართლებრივი მოთხოვნა.
სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი არის ზიანი, რომელიც კრედიტორმა განიცადა ფულადი ვალდებულების დარღვევის გამო. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მიუღებელი შემოსავალი (მიუღებელი სარგებელი) არის ზიანი, რომელიც მიადგა კრედიტორს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მაგრამ ზიანი ვერ იქნება მთლიანი სახელშეკრულებო სარგებლის ტოლი. იმ დროს, როცა მოვალე შეასრულებს ძირითად ვალდებულებას და სესხის თანხას დააბრუნებს სრულად, ზიანის მოთხოვნა უნდა შეწყდეს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, ძირითად თანხაზე დარიცხული მიუღებელი შემოსავალი - ზიანია, დანაკარგია, რომელიც ვერ მიიღო ბანკმა, მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო.
ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის, 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით, მოვალეზე დარიცხული სარგებლის ოდენობა შეადგენდა 4713.37 ლარს, მის მიერ გადახდილია 2847.14 ლარი. შესაბამისად, სესხის ძირ თანხაზე დარიცხული სარგებლის დავალიანება შეადგენს 1866.23 ლარს. ამდენად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის დავალიანება 1866.23 ლარის ოდენობით.
ამასთან, მოპასუხეებს ხა-------------ეს, მი-----------------ეს და ეთ----------------ს სს „კრ-----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მიუღებელი შემოსავალი, სესხის გადაუხდელ ძირ თანხაზე დარიცხული წლიური 27.60%-ის ოდენობით, სესხის ხელშეკრულების შეწყვეტიდან (2018 წლის 17 აგვისტოდან) გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულებამდე (არაუმეტეს სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადისა).
6.5. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებზე პირგასამტეხლოს სახით 6 457.63 ლარის დაკისრება, რაც, მისი პოზიციით, გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულების 3.7. მუხლიდან, რომლის თანახმად სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთვევაში, მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო, დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში, ყოველ ვადაგადაცილებაზე). სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვისა და გაანგარიშებისას მოსარჩელემ არასწორად გამოიყენა სესხის ხელშეკრულების 3.7 მუხლი და პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა დარეგულირდეს ამავე ხელშეკრულების 8.2 მუხლით, რომლის თანახმად, მსესხებლის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელად დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისათვის დარიცხული ჯარიმა.
აღნიშნული სადავო საკითხის გადასაწყვეტად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი წარმოშობისა და შეწყვეტის საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხსენებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული პირგასამტეხლოს ოდენობაზე მისი დარიცხვისა და გადახდის პირობებზე.
სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ორივე მუხლი ეხება პირგასამტეხლოს დარიცხვას, თუმცა, სხვადასხვაგვარია დარიცხვის წინაპირობები.
სესხის ხელშეკრულების 3.7. მუხლიდან გამომდინარეობს პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობა სახელშეკრულებო ურთიერთობების პირობებში, როდესაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არაა შეწყვეტილი და მოქმედია; ხოლო სესხის ხელშეკრულების 8.2. მუხლით განსაზღვრულია მსესხებლის პასუხისმგებლობა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ. ამ დროს მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისათვის დარიცხული ჯარიმა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე არ იყო უფლებამოსილი პირგასამტეხლო მოეთხოვა სესხის ხელშეკრულების 3.7. მუხლის საფუძველზე, ვინაიდან, მხარემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, რაც სესხის ხელშეკრულების 8.2 მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველია.
დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის მომენტისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა 134.37 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.
6.6. მოსარჩელე მოპასუხეებისაგან მოითხოვს სადაზღვევო პრემიის ანაზღაურებას, სესხის გრაფიკით განსაზღვრული მთელი პერიოდის მანძილზე. სესხის ხელშეკრულების 5.1. მუხლით წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ,,მსესხებელი“ განმეორებით ადასტურებს სურვილს დააზღვიოს მისი სიცოცხლე წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში (მაგრამ არაუმეტეს იმ პერიოდამდე, როდესაც ,,მსესხებელს“ შეუსრულდება 72 წელი) და გადაიხადოს სადაზღვევო პრემიის გადასახდელები ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებითა და წესით. ამავე ხელშეკრულების 5.2. მუხლით გამსესხებლის“ და ,,მსესხებლის“ რისკების შემცირების მიზნით მსესხებელი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში (მაგრამ არაუმეტეს იმ პერიოდამდე, როდესაც ,,მსესხებელს“ შეუსრულდება 72 წელი) დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი.
მოცემული სადავო საკითხის გადასაწყვეტად სასამართლო უთითებს შემდეგ სამართლებრივ ნორმებზე: სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლით დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. 815-ე მუხლის პირველი ნაწილით დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ, ხოლო 844-ე მუხლის პირველი ნაწილით სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს.
გამსესხებელი განმარტავს, რომ მსესხებელი დაზღვეული იყო სიცოცხლის დაზღვევით, მის მიერ მითითებულ სადაზღვევო კომპანიაში. რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები წარმოეშობათ სადაზღვევო ხელშეკრულების მხარეებს, დამზღვევს-მსესხებელს და მზღვეველს-სადაზღვევო კომპანიას. ამდენად, სადაზღვევო პრემიის მოთხოვნის ვალდებულება გააჩნია არა ბანკს, არამედ სადაზღვევო კომპანიას. სესხის ხელშეკრულება ისე შეწყდა, რომ სადაზღვევო შემთხვევა არ დამდგარა. სესხის ხელშეკრულების შეწყვეტით დაზღვევის ობიექტი აღარ არსებობს და შეწყდა მსესხებლის მხრიდან სადაზღვევო შენატანის გადახდის ვალდებულებაც.
სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ სადაზღვევო პრემიის მოთხოვნას ბანკის მხრიდან ვარგისი საფუძველი არ აქვს. თუმცა, ვინაიდან, სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულებას, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დარიცხული სადაზღვევო პრემიის გადაუხდელ ნაწილში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტამდე (2018 წლის აგვისტო) მსესხებელზე დარიცხული სადაზღვევო პრემია შეადგენს 220.48 ლარს, ხოლო მსესხებელს გადახდილი აქვს 137.8 ლარი. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა შეადგენს 82.68 ლარს, რაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე მუხლის მე-2 ნაწილით იპოთეკა შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სამომავლო ან პირობით მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუ იპოთეკის დადგენის მომენტისათვის შესაძლებელია ამ მოთხოვნის განსაზღვრა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2016 წლის 17 თებერვლის სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, სამომავლო სასესხო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 17 თებერვალს, ხა-------------ეს და შპს „მი----------------------------–-----------ს“ შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე: ხე-–------------------–------––-----------------–---------------------–----–-------–-----------------ვმ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 2---9--ვმ, ს/კ 2--2--1--2--.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი და პირველი პრიმა ნაწილებით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
თავდებობის ხელშეკრულების ხელშეკრულების 9.1 მუხლით იმ შემთხვევაში, თუ სესხი დამატებით უზრუნველყოფილია იპოთეკით/გირავნობით მხარეები თანხმდებიან, რომ მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებულად, თუ იპოთეკის/გირავნობის საგნის კრედიტორის (იპოთეკარის/მოგირავნის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს მოთხოვნის ოდენობას ან თუ ამ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არაა საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად.
მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების 5.11 მუხლით იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის (იპოთეკარის) მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებლად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას.
მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა მთლიანად ვერ დაფარავს ვალდებულებას, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად არ ითვლება და შესაბამისად, კრედიტორს უფლება აქვს აღსრულება მიაქციოს მოპასუხეების სხვა ქონების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება ვალდებულების დაფარვის მიზნით მოვალის სხვა ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის შესახებ, რაც 301.1 მუხლის დისპოზიციითაა განსაზღვრული და სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. მოსარჩელე მოითხოვს პირველი ინსტანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადაცემას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების 1--2 და თავდებობის ხელშეკრულების 5.1.1. მუხლები შეიცავს მხარეთა შეთანხმებას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გადაცემასთან დაკავშირებით.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული კი დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში, ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. მოპასუხე მხარეს აღნიშნულის საწინააღმდეგოდ რაიმე გარემოებაზე ან არგუმენტზე არ მიუთითებია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოცემული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის დამაბრკოლებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილით სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, დავის საგანს წარმოადგენდა 50375.88 ლარი, ხოლო დაკმაყოფილდა 25947.41 ლარის ნაწილში, რომლის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 778.42 ლარს. რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „კრ-----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს ხა-------------ეს, მი-----------------ეს და ეთ----------------ს სს „კრ-----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა-23864.13 ლარი, სარგებელი -1866.23 ლარი, პირგასამტეხლო -134.37 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 82.68 ლარი.
3. მოპასუხეებს ხა-------------ეს, მი-----------------ეს და ეთ----------------ს სს „კრ-----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავალი სესხის გადაუხდელ ძირ თანხაზე დარიცხული წლიური 27.60%-ის ოდენობით, სესხის ხელშეკრულების შეწყვეტიდან (2018 წლის 17 აგვისტოდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე (არაუმეტეს სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადისა);
4. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ხა-------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ხე-–--------------------–-----------------–---------------------–----–-------–---------------------------ზე განთავსებული შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 2---98 კვმ ს/კ 2--2--1--2--. იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარად აღსრულება მოხდეს ხა-------------ის, მი-----------------ის და ეთერ თურმანიძის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან;
5. მოპასუხეებს ხა-------------ეს, მი-----------------ეს და ეთ----------------ს სს „კრ-----ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 778.42 ლარის ოდენობით;
6. გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე