განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3965-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-----–------ა,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ----------------–--ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: თბილისი, გ-–-----------–---------------------------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ-–----–----–---------------------–--------------------------
ადვოკატი - დ--------------ი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ვ----------------–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ს 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 ივლისს, დღის საათებში, თბილისში, გ-–-------------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოში ვ----------------–--ემ, შელაპარაკებისას, ბებიას ლ-------------–--ეს დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა მარცხენა ხელსა და ნიკაპზე, ასევე მუშტი დაარტყა სახეში, რითაც ლ-------------–--ემ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ვ----------------–--ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვ----------------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებებად, რის გამოც საქმის არსებითი განხილვისას სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა, თუმცა საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ვ----------------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები გარდა ექსპერტ თ-------------ის ჩვენებისა მიიჩნიეს უდავოდ და მოითხოვეს, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისად საქმეში არსებულ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია შემდეგი გარემოებები:
დაზარალებულ ლ-------------–--ის ჩვენების თანახმად, ვ----------------–--ე არის მისი შვილიშვილი. 2019 წლის 14 ივლისს იმყოფებოდა ეზოში, მოუვიდა სიტყვიერი შეკამათება ბრალდებულთან. კამათისას ვ----------------–--ე წავიდა მისკენ, აიღო მაგიდაზე დადებული დანა და მიაყენა დაზიანება მარცხენა ხელის მტევანზე, რის შემდეგაც ისევ მოუქნია დანა სახის მიდამოში, რაც მოხვდა ნიკაპის ქვეშ, ასევე ბრალდებულმა მუშტი ჩაარტყა სახის მიდამოში, რის გამოც მოტყდა კბილის პროთეზი. ვ----------------–--ის ქმედებების შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მან მოახერხა ეზოდან გაქცევა და დასახმარებლად მიმართა შვილს - ზ---------------–--ეს. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება. (ს.ფ 17-19)
მოწმე ა-----------ის ჩვენების თანახმად ვ----------------–--ე არის მისი ძმა, რომელიც წლების განმავლობაში იყო ნარკოდამოკიდებული, თუმცა 1 წლის წინ დაანება თავი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას. მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები. მისი ძმა ცხოვრობდა მოხუც ბებია-ბაბუასთან და როგორც ბრალდებულისგან გადმოცემით იცის, მას კონფლიქტური სიტუაციები ჰქონდა ბებიასთან. 2019 წლის 14 ივლისს შეიტყო, რომ ვ----------------–--ეს ბებიასთან მოსვლია კონფლიქტი, რა დროსაც დანით გაკაწრა ხელზე და ნიკაპზე. (ს.ფ. 80-82)
მოწმე გ------------–-----ის ჩვენების თანახმად, მუშაობს თბილისის გ-–-----------–--------------------–-----------–-----------–---ში დეტექტივის თანამდებობაზე. 2019 წლის 14 ივლისს შუადღის საათებში შენობაში შევიდა 27-28 წლის მამაკაცი, რომელიც იყო აღელვებული, ტანს ეცვა მხოლოდ მუქი ფერის ტრუსი და სპორტული ფეხსაცმელი, ტანზე აღენიშნებოდა სისხლის მაგვარი ლაქები. მან განმარტა, რომ სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ბებიას ლ-------------–--ეს დანით მიაყენა დაზიანებები, რა დროსაც თავადაც დაიზიანა მარჯვენა ხელის შუა თითი და ჰქონდა სისხლდენა. (ს.ფ. 88-90)
მოწმე ზ---------------–--ის ჩვენების თანახმად, ვ----------------–--ე არის მისი შვილი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შვილთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა და იშვიათად კონტაქტობდა მასთან. ვ----------------–--ე ცხოვრობდა მის მშობლებთან ერთად. როგორც დედის - ლ-------------–--ის გადმოცემით იცის, ვ-------ი ბოლო პერიოდში გამოხატავდა აგრესიას მისი და მისი მეუღლის მიმართ. 2019 წლის 14 ივლისს მასთან ბინაში მივიდა დედა ლ-------------–--ე, რომელსაც პირიდან მოსდიოდა სისხლი, ასევე დაზიანებები ჰქონდა ნიკაპის არეში და ხელის მტევნის არეში, ამასთან იყო ძალიან შეშინებული და ტიროდა. ლ-------------–--ემ განმარტა, რომ ეს დაზიანებები მიაყენა შვილიშვილმა ვ----------------–--ემ. (ს.ფ. 91-93)
2019 წლის 14 ივლისის ზეპირსიტყვიერი შეტყობინების ოქმის თანახმად, პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა ვ----------------–--ე, რომელიც იყო აღელვებული. მისი განმარტებით ბებიას ლ-------------–--ეს დანით მიაყენა დაზიანება ყელის არეში . (ს.ფ. 2)
2019 წლის 14 ივლისის ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვ----------------–--ეს დაუდგინდა ფსიქოტროპული ნივთიერება - ბენზოდიაზეპინის ჯგუფის მოხმარების ფაქტი. (ს.ფ. 50)
2019 წლის 14 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დანა შავი ტარით და დაზიანებული პროთეზი ამოღებული იქნა ექსპერტების მიერ. ასევე მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება, რომელიც ჩაიწერა 1(ერთ) ცალ ელექტრონულ დისკზე. (ს.ფ. 51-66)
2019 წლის 17 ივლისის ცივი იარაღის ექსპერტიზის N-----–- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. (ს.ფ. 166-169)
2019 წლის 27 აგვისტოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად ლ-------------–--ეს სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას (15.07.2019 წ-ს) აღენიშნებოდა - ქვედა ტუჩის შუა მესამედში და ნიკაპის ქვეშ ნაკაწრები, მარცხენა მტევნის მეხუთე თითის ნების ძვლის შუა მესამედში, სწორკიდეებიანი, ზედაპირული ჭრილობა, პირველი თითის ნების ძვლის შუა და ქვედა მესამედებში უკანა ზედაპირზე მრავლობითი ნაჭდევები. დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებულნი უნდა იყვნენ, რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ასევე მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანება სწორკიდეებიანი ზედაპირული ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად და ასევე მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანებები ნაჭდევების სახით განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. შესამოწმებლის გადმოცემით 2019 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 11:00 სთ-დან 11:30სთ-მდე ინტერვალში, სახლში ყოფნისას შელაპარაკება მოუვიდა თავის შვილიშვილთან, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, რა დროსაც მან მიიღო დაზიანებები. (ს.ფ. 187-190)
ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2019 წლის 18 ოქტომბრის N--------- სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვ----------------–--ეს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი, პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი - F60.3 დავაადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი, პერსონოლოგიური აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ამჟამად ვ----------------–--ეს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, ის იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებ. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ის შეიძლება წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისთვის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის მომენტში, ვ----------------–--ე არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა თ-------------ემ.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ვ----------------–--ემ თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ვ----------------–--ის მიერ ლ-------------–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.
მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ლ-------------–--ე არის ვ----------------–--ის ბებია.
ვ----------------–--ის მიერ განხორციელებული ძალადობის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნული ინფორმაციები თანხვედრაშია ერთმანეთთან და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ასევე ვ----------------–--ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლებიც მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული და ისინი არ გამოკვლეულა საქმის არსებითი განხილვისას, თუმცა სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს. დაზარალებულ ლ-------------–--ის ჩვენების თანახმად შელაპარაკებისას შვილიშვილმა ვ----------------–--ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დანით მიაყენა ჭრილობები ნიკაპის და ხელის არეში, ასევე ხელი დაარტყა სახის არეში, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მოწმე ზ---------------–--ემ განმარტა, რომ მასთან მივიდა დედა - ლ-------------–--ე, რომელსაც პირიდან მოსდიოდა სისხლი, ასევე დაზიანებები ჰქონდა ნიკაპის არეში და ხელის მტევნის არეში, ამასთან იყო ძალიან შეშინებული და ტიროდა. გარდა ამისა მოწმე გ------------–-----ემ განმარტა, რომ განყოფილებაში მივიდა ვ----------------–--ე, რომელიც იყო აღელვებული და განმარტავდა, რომ დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები ბებიას ლ-------------–--ეს. ასევე წარმოდგენილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ლ-------------–--ეს სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას (15.07.2019 წ-ს) აღენიშნებოდა - ქვედა ტუჩის შუა მესამედში და ნიკაპის ქვეშ ნაკაწრები, მარცხენა მტევნის მეხუთე თითის ნების ძვლის შუა მესამედში, სწორკიდეებიანი, ზედაპირული ჭრილობა, პირველი თითის ნების ძვლის შუა და ქვედა მესამედებში უკანა ზედაპირზე მრავლობითი ნაჭდევები. დაზიანებები ნაკაწრების სახით განვითარებულნი უნდა იყვნენ, რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ასევე მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანება სწორკიდეებიანი ზედაპირული ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად და ასევე მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანებები ნაჭდევების სახით განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. შესამოწმებლის გადმოცემით 2019 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 11:00 სთ-დან 11:30 სთ-მდე ინტერვალში, სახლში ყოფნისას შელაპარაკება მოუვიდა თავის შვილიშვილთან, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, რა დროსაც მან მიიღო დაზიანებები. თავად ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება.
ლ-------------–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის დაზიანებები ნიკაპის და ხელის მტევნის არეში, რაც უტყუარად არის დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ვ----------------–--ემ ურთიერთშელაპარაკების დროს ბებიას ლ-------------–--ეს დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა მარცხენა ხელსა და ნიკაპზე, ასევე მუშტი დაარტყა სახეში, რითაც ლ-------------–--ემ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც ვ----------------–--ის ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ----------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს მისი შეზღუდული შერაცხადობა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ნასამართლობა.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ვ----------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ვ----------------–--ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 80-იდან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ ვ----------------–--ის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დაადასტურა, რომ აღაირებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, აღარ განმეორდება მსგავსი.
იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება.
ამასთან ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის თანხმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ან და ეხელმძღვანელა მისთვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს. სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2019 წლის 18 ოქტომბრის N--------- სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვ----------------–--ეს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი, პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი - F60.3 დავაადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი, პერსონოლოგიური აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა).
გარდა ამისა სასამართლო განმარტავს, რომ ვ----------------–--ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-----------------ის განაჩენით დანიშნული ჰქონდა ჯარიმა 1960 (ათას ცხრას სამოცი) ლარის და 75 (სამოცდათხუთმეტი) თეთრის ოდენობით, რომელიც თბილისის სააღსრულებო ბიუროს უ----------------–-------–--------–---–ის 2019 წლის 18 ივლისის მომართვის თანახმად, არ აქვს გადახდილი.
შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ვ----------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არის შეზღუდული შერაცხადი, თუმცა ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას (ის რომ იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------ის განაჩენით ნასამართლევია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის (სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით)) და ვ----------------–--ეს დაუნიშნავს სასჯელს განაჩენთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ----------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-----------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1960 (ათას ცხრას სამოცი) ლარის და 75 (სამოცდათხუთმეტი) თეთრის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ვ----------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე და ჯარიმა 1960 (ათას ცხრას სამოცი) ლარის და 75 (სამოცდათხუთმეტი) თეთრის ოდენობით.
მსჯავრდებულ ვ----------------–--ეს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ ვ----------------–--ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს.
მსჯავრდებულ ვ----------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს. ვ----------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 14 ივლისიდან 2019 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
1(ერთი) ცალი კომპიუტერული დისკი, მასზე დატანილი ფოტომასალით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
კბილების პროთეზი, ლ-------------–--ის კუთვნილი 1(ერთი) ცალი მაისური, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
1(ერთი) ცალი დანისმაგვარი ლითონის საგანი, ანაწმენდები, ბრალდებულისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ხელის კვალის ნიმუში და ანაწმენდები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე