გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 170310019003168671
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № 3/61-19 5 თებერვალი, 2020 წელი
შესავალი ნაწილი
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა
სხდომის მდივანი - ქეთევან გოგიაშვილი-მჭედლიშვილი
მოსარჩელე - მ-------------ე
წარმომადგენელი - ნ-----------–-ძე
მოპასუხე - თ------–-------------–----–------ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - კ----------------------–---–ი, ო-–-------–---ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი თ------–-------------–----–------ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 02 აგვისტოს #--- განკარგულება.
1.2. დაევალოს თ------–-------------–----–------ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და თ------–-------------–----–------ის სოფელ ტ---–ი მდებარე უძრავ ქონებაზე - 600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე მ-------------ის (პ/ნ 0----------) საკუთრების უფლების აღიარება.
სარჩელის საფუძველი:
მოსარჩელე თ------–-------------–----–------ის სოფელ ტ---–ი მდებარე უძრავ ქონებას ფაქტობრივად ფლობს 2005 წლიდან. ქონება წარმოადგენს 600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე არსებულ ორსართულიან საცხოვრებელი სახლს. 2019 წლის 15 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, N5---- შუამდგომლობით მიმართა თ------–-------------–----–------ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და წარუდგინა მოსარჩელე მ-------------ის (პ/ნ 0----------) განცხადება #9-----------, სადაც ითხოვდა სოფ. ტ---–ი მდებარე უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლისა და მიმდებარე ტერიტორიის რეგისტრაციას.
კომისიის მიერ გამოცემულ იქნა 2019 წლის 02 აგვისტოს განკარგულება N3--, რომლის მიხედვითაც მ-------------ეს უარი ეთქვა თ------–-------------–----–------ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასა და რეგისტრაციაზე.
მოსარჩელე თვლის, რომ კომისიამ არ შეისწავლა აღნიშნული ქონების რეგისტრაციის დოკუმენტაცია, არ გაითვალისწინა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, მეზობლების პოზიცია. კომისიის მიერ ვარაუდის დონეზე დაშვებულია აღნიშნულ ქონებაზე სხვა მესაკუთრის არსებობა. კომისიაში წარდგენილი მოწმეების განცხადებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე 2005 წლიდან დღემდე ფლობს აღნიშნულ მიწის ნაკვეთის.
მოსარჩელე თვლის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის ნორმები, რომელიც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ ინტერესს - ქონების რეგისტრაციას მოსარჩელის სახელზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს და არის ბათილად ცნობის საფუძველი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - თ------–-------------–----–------ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა სარჩელს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან თვლის, რომ #--- განკარგულება გამოცემულია საქმესთან დაკავშირებილი დოკუმენტებისა და ინფორმაციის სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ. დადგინდა, რომ მ-------------ე შესაძლოა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფლობდეს აღნიშულ საცხოვრებელ სახლს, ყოველგვარი სამართლებრივი უფლების გარეშე, ვინაიდან თ------–-------------------------------ის მეცხოველეობის ს/მეურნეობის 1988 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კოლექტიური მებაღეობის მიწის ფართობს. საარქივო მასალებით დგინდება, რომ აღნიშნული ცნობები საბოლოოა, თუმცა დღეის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი დანიშნულების შესახებ ცნობები არ მოიძებნება საჯარო რეესტრში.
წარმომდგენლის განცხადებით დგინდება, რომ მ-------------ემ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს დაეუფლა 2005 წელს, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მას ჰყავდა მესაკუთრე, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო ბ----------–--ნი, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი განცხადებით დასტურდება, რომ ბ---------–--ნს არ აქვს შემხებლობა აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან. თუმცა ფაქტია, რომ საცხოვრებელი სახლი აშენებულია არა სახელმწიფოს, არამედ კოლექტიური მეურნეობის კონკრეტული წევრის მიერ, რომლის იდენტიფიცირებაც შეუძლებელია ამხანაგობის მიერ შედგენილი მიწის განაწილების სიით. კომისიას არ აქვს წვდომა აღნიშნულ სიასთან და ამასთანავე მართლზომიერი მფლობელობის დადგენა არ წარმოადგენს კომისიის კომპეტენციას.
კომისია საქმის წარმოების პროცესში ხელმძღვანლობს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტით, რომელიც განმარტავს, თუ რას წარმოადგენს თვითნებურად დაკავებული მიწა. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან საცხოვრებელი სახლი აშენებულია სავარაუდოდ ამხანაგობის წევრის მიერ, შესაბამისად, საცხოვრებელი სახლი პირის მართლზომიერი მფლობელობის ობიექტია და განკარგულია სახელმწიფოს მიერ. კომისიის პოზიციით, მ-------------ისათვის საკუთრების უფლების აღიარების მიმართ სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად არსებობს სამართლებრივად დამაბრკოლებელი გარემოება.
მოპასუხე ასევე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების ნაწილში, ვინაიდან თვლის, რომ არ არსებობს ამის საჭიროება. კომისია ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად იღებს ორი სახის გადაწყვეტილებას აღიარებს საკუთრების უფლებას და გამოსცემს შესაბამის საკუთრების მოწმობას ან უარს ეუბნება დაინტერესებულ პირს საკუთრების უფლების აღიარებაზე. მ-------------ეზე ზემოხსენებული უძრავი ქონების აღიარება ვერ მოხერხდება. აქედან გამომდინარე, ძალაში უნდა დარჩეს კომისიის შესაბამისი განკარგულებები.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2019 წლის 15 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ N5---- შუამდგომლობით მიმართა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და წარმოუდგინა მოსარჩელე მ-------------ის (პ/ნ 0----------) განცხადება #9-----------, სადაც მოითხოვა თ------–---------------–---------------–ი 600 კვ.მ. ფართობზე მდებარე უძრავი ქონების - საცხოვრებელი სახლისა და მიმდებარე ტერიტორიის უფლების რეგისტრაცია. განცხადებას ერთვოდა დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობის ასლი, ორთოფოტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი (სამსახურეობრივი ბარათი #6-------), ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ეროვნული არქივის ცნობა, ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა ჩვენებები, მინდობილობა, ფოტოსურათები და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზები. თ------–-------------–----–------ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის მიერ მ-------------ეს უარი ეთქვა თ------–-------------–----–------ში, სოფელ ტ---–ი მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლების აღიარებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-განკარგულება # 3-- (02.08.2019 წ)- ს.ფ. 11.
-კომისიის 2019 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმის ამონარიდი (02.08.2019 წ) – ს.ფ. 55-57.
3.1.2 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, მ-------------ის განცხადებასთან დაკავშირებით, 2----–-–---------------–----------- წერილით მიემართა თ------–-------------–----–------ის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. კომისიის 2019 წლის 02 აგვისტოს #--- განკარგულებით მ-------------ეს (პ/ნ 0----------) უარი ეთქვა თ------–-------------–----–------ის სოფელ ტ---–ი მდებარე 600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღნიშნული განკარგულება თავის მხრივ ეყრდნობა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 02 აგვისტოს ოქმს, რომლის თანახმადაც, აღნიშნული უძრავი ქონება არ წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ მიწას და შესაბამისად არ ექვემდებარება მასზე საკუთრების უფლების აღიარებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 11 თებერვლის #6------- წერილი - ს.ფ. 58.
- #--- განკარგულება - იხ. ს.ფ. 11;
- 2019 წლის 02 აგვისტოს კომისის სხდომის ოქმის ამონარიდი - ს.ფ.55-57.
3.1.3. 2019 წლის 02 აგვისტოს კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი 2019 წლის 11 თებერვლის სამსახურებრივი #6------- ბარათის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებაზე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი თ------–------------------------------ის მეცხოველეობის ს/მეურნეობის 1988 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კოლექტიური მებაღეობის მიწის ფართობს. საცხოვრებელი სახლი ვიზუალურად, ფართობით, შემოღობვის სტანდარტით არ განსხვავდება სხვა, გვერდით მდებარე საცხოვრებელი სახლებისგან, რაც სრულიად ემთხვევა მიწათსარგებლობის გეგმის სტანდარტებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმის ამონარიდი - ს.ფ. 55-57.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.1.4. თ------–-------------–----–------ში, სოფელ ტ---–ი მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომლის ფართობია 600 კვ.მ. (#9----------- განცხადებაზე წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზზე მოცემული უძრავი ნივთი) და რომელიც რეგისტრირებელი იყო დაუზუსტებელი ფართით, 2011 წლის 29 მარტის სარეგისტრაცია განცხადებით #8----------- განხორციელდა ცვლილების რეგისტრაცია, უძრავი ნივთის ფართობის და მდებარეობის დაზუსტება, რის შედეგადაც ს/კ 8----------- გაუქმდა და წარმოიქმნა ახალი საკადასტრო კოდი 8----------- დაზუსტებული ფართობი: 601 კვ.მ; საკუთრების ტიპი:საკუთრება; დანიშნულება სასოფლო-სამეურნეო; მესაკუთრე: ბ---------–--ნი პ/ნ 0----------- ხოლო უძრავ ქონებაზე ზედდება არ დგინდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 06 აგვისტოს საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი - ს.ფ. 67-68.
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 06 აგვისტოს პასუხი - ს.ფ. 66.
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თ------–-----------------------ის მეცხოველეობის ს/მეურნეობის 1988 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კოლექტიური მებაღეობის მიწის ფართობს. სასამართლოსთვის გადამწყვეტია იმ ფაქტის არსებობა, რომ საცხოვრებელი სახლი აშენებულია სავარაუდოდ კოლექტიური მეურნეობის (მებაღეობა) წევრის მიერ, რომლის იდენტიფიცირებაც შეუძლებელია ამხანაგობის მიერ შედგენილი მიწის განაწილების სიით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 02 აგვისტოს სხდომის ოქმის ამონარიდი - ს.ფ. 55-57.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, “???????? ?? ????? ????????? ????????? ??????? ???????????? (????????????) ??????? ????? ?????????? ?????????? ??????? ????????? ??????? ” საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული თ------–-------------–----–------ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრებისუფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 02 აგვისტოს #--- განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, “???????? ?? ????? ????????? ????????? ??????? ???????????? (????????????) ??????? ????? ?????????? ?????????? ??????? ????????? ??????? ” საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ–კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.
“???????? ?? ????? ????????? ????????? ??????? ???????????? (????????????) ??????? ????? ?????????? ?????????? ??????? ????????? ??????? ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური პირების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებასა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის – სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
ხსენებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური პირისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
აღნიშნული კანონის მე-51-ე მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, კომისია დაინტერესებულ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. თუ დაინტერესებული პირი გადაიხდის საკუთრების უფლების აღიარების საფასურის წერილობითი შეტყობინებით დადგენილ ოდენობას, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის საზღვრები და ფართობი. კომისია მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − განკარგულებას. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს კომისიის 2019 წლის 02 აგვისტოს #--- განკარგულება, რომლითაც მ-------------ეს უარი ეთქვა უძრავი ქონების საკუთრების უფლების აღიარებაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის თანახმად, მიწას მიენიჭება თვითნებურად დაკავებულის სტატუსი თუ ის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული და არ წარმოადგენს მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, ანუ არ არის მართლზომიერი მფლობელობის ობიექტი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს ქონების წარმოშობის და მისი სარგებლობის მახასიათებლები, რომლითაც გასაგები გახდება არის თუ არა (შეიძლება იყოს თუ არა) ქონება მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული ობიექტი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი თ------–-------------------------–-------ის მეცხოველეობის ს/მეურნეობის 1988 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კოლექტიური მებაღეობის მიწის ფართობს. საარქივო მასალებით დგინდება, რომ აღნიშნული ცნობები საბოლოოა, თუმცა დღეის მონაცემებით მიწის ნაკვეთი დანიშნულების შესახებ ცნობები არ მოიძებნება საჯარო რეესტრში. თუმცა მიწის ნაკვეთი უნდა ყოფილიყო შესაბამისი ამხანაგობის წევრი კერძო მესაკუთრისათვის 1980-იან წლებში გადაცემული. საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს სადაო ქონება არ მიუღია, როგორც ამხანაგობის წევრს, მოსარჩელე მხარე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ქონება 2007 წლისთვის წარმოადგენდა სხვის საკუთრებას. კერძოდ, ბ---------–--ნის საკუთრებას, რომელზედაც საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, საკუთრების უფლება არსებობდა 2011 წლამდე. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიცია, რომ ქონება წარმოადგენს მის მიერ თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრებას, ეწინააღმდეგება როგორც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სარჩელში მითითებულ გარემოებებს, ასევე საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს. აღსანიშნავია ასევე, დღეის მდგომარეობით საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა. წარმოდგენილი მასალებით, მისი საცხოვრისად გამოყენება შეუძლებელია მასში ცხოვრებისათვის საჭირო მინიმალური პირობების (კარი, ფანჯარა, ელექტრო ენერგია, წყალი და ა.შ.) არ არსებობის გამო.
სასამართლო მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებას, რომლის თანახმად, მფლობელობა არის ფაქტი და იმის მიხედვით, რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება. მფლობელობა ერთმანეთისაგან გამიჯნავენ არამართლზომიერ და მართლზომიერ მფლობელობას. მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, მაშინ, როდესაც არამართლზომიერი მფლობელობის დროს ნივთზე ბატონობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ორივე შემთხვევაში სავალდებულოა, რომ პირი დაუფლებული იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ ბატონობას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ვალდებულია დაადასტუროს, რომ მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება, საქმე # ბს-1311-1275(კ-10))
წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ქონება წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწას, ვინაიდან მასზედ აშენებულია საცხოვრებელი სახლი სავარაუდოდ კოლექტიური მებაღეობის წევრის მიერ. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, აღნიშნული ქონება 2011 წლამდე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში. სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელის მხარის მიერ დადასტურებულ იქნა, რომ 2007 წლისთვის უძრავ ქონებას ჰყავდა მართლზომიერი მფლობელი (საჯარო რეესტრის მონაცემებით), თუმცა ქონების მოვლა-პატრონობას ის ახორცილებდა, რადგან მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ქონებას რეალურად არავინ არ ფლობდა. ამდენად, მოსარჩელის მიერ 2007 წლამდე უძრავი ქონების დაუფლების შემთხვევაშიც, მოსარჩელეზე ვერ გავრცელდება “???????? ?? ????? ????????? ????????? ??????? ???????????? (????????????) ??????? ????? ?????????? ?????????? ??????? ????????? ??????? ” საქართველოს კანონით განსაზღვრული თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური პირების საკუთრების უფლების აღიარების უფლება.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13-ე, 22-ე, 23-ე, 32-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249ე, 257-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
მ-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) მეშვეობით.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა