გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3136298-3/164-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე, ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - მ-------------
მოპასუხე - პ---–----------–---–-
წარმომადგენელი - კ--------------–---–-
მესამე პირი - ა-------- მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - გ----------------
დავის საგანი - სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისთვის თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე პ---–----------–---–- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის საფასურის გადახდა 2018 წლის 04 იანვრიდან 2019 წლის 31 ოქტომბრამდე ყოველთვიურად - 309 (სამას ცხრა) ლარის ოდენობით, ჯამში 6768 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, ა-------- მუნიციპალიტეტში, დაბა ა----------–-- ზ------------–--–---–-- ქუჩის მიმდებარედ არსებული უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი 6-----------) 2018 წლის 04 იანვრიდან სახელმწიფოს საკუთრებად არის რეგისტრირებული, რომლითაც არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას კომერციული საქმიანობისთვის იყენებდა პ---–----------–---–-.
2014 წლის 25 აპრილის იჯარის ხელშეკრულების მიხედვით ა-------- მუნიციპალიტეტის დაბა ა----------–- ფ--–--–---–-- ქუჩის მიმდებარედ არსებული 1--13 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილი 520 კვ.მ. იჯარით გადაეცა პ---–----------–---–-, რომელმაც მოაწყო სეზონური დროებითი ნაგებობები. აღნიშნული ნაგებობები კი განთავსებული იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, დადგინდა, რომ დაბა ა----------–-- ზ------------–--–---–-- ქუჩის მიმდებარედ არსებული უძრავი ნივთიდან (საკადასტრო კოდი 6-----------) ექსპერტიზაზე წარდგენილი 179.24 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება შეადგენს 2018 წლის 04 იანვრიდან დღემდე 309 (სამას ცხრა) ლარს.
პ---–----------–---–- 2018 წლის 01 აგვისტოს, 2018 წლის 30 აგვისტოს, 2018 წლის 17 სექტემბერს, 2018 წლის 10 ოქტომბერს და 2019 წლის 04 დეკემბერს გაეგზავნა გაფრთხილების წერილები, რომლითაც ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის არამართლზომიერად სარგებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა შესაბამისი საფასური და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა, უშედეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ითხოვს პ---–----------–---–- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის გამო, ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, თვეში 309 ლარის გადახდა.
(მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება, იხ. სდომის ოქმი)
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე პ---–----------–---–-- სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ 2008 წელს დაბა ა----------–- ფ--–--–---–-- ქუჩის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი ა-------- მუნციპალიტეტის მერიისგან იჯარით მიიღო 10 წლის ვადით. მას ასევე მიეცა ნებართვა ტერიტორიაზე გაეშენებინა ღია ბარი, რომელიც პროექტის მიხედვით განათავსა და სხვა ტერიტორიით არ უსარგებლია. მან ერთი წელი იმუშავა და შემდეგ 2009 წლიდან 2014 წლამდე ტერიტორიას არ იყენებდა. მოცემული დროის შუალედში იქ რა აშენდა მისთვის უცნობია. 2014 წელს ა-------- მუნიციპალიტეტის მერიასთან გააფორმა ახალი იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სარგებლობაში გადაეცა უკვე 520 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელსაც იყენებდა და მუშაობდა სეზონურად. ჯამში 2018 წლიდან 2019 წლამდე კაფე სულ 5 თვე ამუშავა.
2.2. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირმა ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ა-------- მუნიციპალიტეტის მერიამ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა პ---–----------–---–- სადავო ტერიტორია, რაზეც იგი იხდიდა საიჯარო ქირას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2018 წლის 04 იანვრიდან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ა-------- მუნიციპალიტეტში, დაბა ა----------–-- ზ------------–--–---–-- ქუჩის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი N------------, დაზუსტებული ფართობი 5614 კვ.მ., საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 18-19)
3.2. მის მომიჯნავედ 2011 წლის 07 მარტიდან ა-------- მუნიციპალიტეტში, დაბა ა----------–-- ზ------------–--–---–-- ქ. N1--, ო---------------- საბაგიროსთან, მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი N6-----------, დაზუსტებული ფართობი 1--13.00 კვ.მ., საკუთრების უფლებით ირიცხება ა-------- მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. 1, ს.ფ. 98-99)
3.3. 2014 წლის 25 აპრილს ა-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პ---–----------–---–- შორის გაფორმებულ იქნა იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც პ---–----------–---–- დროებით სარგებლობაში გადაეცა დაბა ა----------–-- ფ--–--–---–-- ქ. N1-- (ო---------------- საბაგიროსთან) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 6-----------) ნაწილი ფართობით 520 კვ.მ., სეზონური ღია კაფე-ბარის განთავსების მიზნით. საიჯარო ქირა განისაზღვრა ყოველთვიურად 520 ლარით, რომლის გადახდა უნდა მომხდარიყო სეზონური კაფე-ბარის ამოქმედებიდან მის დახურვამდე (სეზონურად).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იჯარის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 115-119)
- ა-------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს Nს-32 ბრძანება (ტ. 1, ს.ფ. 120)
3.4. პ---–----------–---–- გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 აგვისტოს №1-------, 2018 წლის 30 აგვისტოს №1-------, 2018 წლის 17 სექტემბრის №1-------, 2018 წლის 10 ოქტომბრის №1------- და 2018 წლის 04 დეკემბრის N1------- გაფრთხილებები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის საფასურის გადახდის თაობაზე და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში თანხები გადახდილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 01 აგვისტოს №1-------, 2018 წლის 30 აგვისტოს №1-------, 2018 წლის 17 სექტემბრის №1-------, 2018 წლის 10 ოქტომბრის №1------- და 2018 წლის 04 დეკემბრის N1------- წერილები (ტ. 1, ს.ფ. 85-96)
3.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 აგვისტოს №0-------- ექსპერტის დასკვნის თანახმად, ა-------- მუნიციპალიტეტში, დაბა ა----------–-- ზ------------–--–---–-- ქუჩის მიმდებარედ არსებული ტერიტორიიდან (ს.კ. N------------) 179.24 კვ.მ.-ის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2018 წლის 04 იანვრიდან დღემდე საორიენტაციოდ შეადგენს 309 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 აგვისტოს №0-------- ექსპერტის დასკვნა (ტ. 1, ს.ფ. 76-83)
3.6. დადგენილია, რომ 2018 წელს პ---–----------–---–-- სეზონური სამუშაოებისთვის სადავო ტერიტორიით ისარგებლა 3 თვე (ივნისი, ივლისი, სექტემბერი), ხოლო 2019 წელს - 2 თვე (ივლისი, სექტემბერი). ამასთან, აღნიშნულ პერიოდში თავისი საქმოანობისას პ---–----------–---–- იყენებდა ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ჯიხურს, ღია ფარდულს (მაყალს), დახურულ ფარდულს. რაც შეეხება ღია ფაცხას, აღნიშნული ტერიტორიით ამ პერიოდში პ---–----------–---–- არ სარგებლობდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადებები (ტ. 1, ს.ფ. 64-65)
- საიჯარო ქირის გადახდის ქვითრები (ტ.1, ს.ფ. 121-124, 184)
- ფოტოსურათები (ტ.1, ს.ფ. 21-59, 174-178)
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი)
- მოწმე გურამ ბოჩიკაშვილის, ხათუნა ჩახვაშვილის ჩვენებები (იხ. სხდომის ოქმი)
3.7. 2019 წლის 20 ნოემბრის ადგილზე დათვალიერების შედეგად და შპს „კ---------------------“-ის 2019 წლის 20 ნოემბრის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ:
- სავაჭრო ჯიხური, რომლის ფართობია 26 კვ.მ., დგას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ 6-----------, მისი მცირედი ნაწილი გადადის ა-------- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ 6-----------, დასაშვები ცდომილებით 14-19 სმ-ით,- ღია ფარდული (მაყალი), რომლის ფართობია 11 კვ.მ., ასევე დგას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ 6-----------, მისი მცირე ნაწილი გადადის ა-------- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ 6-----------, დასაშვები ცდომილებით 14 სმ-ით,- დახურული ფარდული, რომლის ფართობია 10 კვ.მ., მთლიანად დგას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ 6-----------,- ფაცხა დგას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ფართობი 12 კვ.მ.), ს/კ 6-----------, მისი ნაწილი (2 კვ.მ) გადადის ა-------- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ 6-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დასკვნა (ტ. 2, ს.ფ. 57-66)
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამავე მუხლის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის ,,შ’’ პუნქტის თანახმად კი, საპრივატიზებო საფასური არის სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისაგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პ---–----------–---–- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან (ს.კ. 6-----------.) არამართლზმიერად სარგებლობდა და კომერციული მიზნით სეზონურად იყენებდა 47 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელზე განთავსებული იყო სავაჭრო ჯიხური (26 კვ.მ.), ღია ფარდული - მაყალი (11 კვ.მ.) და დახურული ფარდული (10 კვ.მ.). ამასთან, აღნიშნული ტერიტორიით პ---–----------–---–-- 2018 წლის პეროიდში ისარგებლა სამი თვით - ივნისის თვიდან სექტემბრის თვემდე, ხოლო 2019 წლის პერიოდში - ორი თვით, ივლისის თვიდან სექტემბრის თვემდე. დანარჩენ ფართზე და პერიოდზე კი არ დასტურდება მის მიერ ზემოაღნიშნული ქონების ფლობის და სარგებლობის ფაქტი, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ პ---–----------–---–- ა----------–- პარკის ტერიტორიაზე მდებარე იჯარით აღებულ კაფე-ბარს ამუშავებდა სეზონურად, რა დროსაც ასევე სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ მიწის ნაკვეთით, რომელზეც განთავსებულია სავაჭრო ჯიხური, ღია ფარდული (მაყალი) და დახურული ფარდული.
ასევე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული 2018 წლის 27 აგვისტოს №0-------- საექსპერტო დასკვნით, რომელიც ჩატარებულია კონკრეტული მიზნით, ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულების დასადგენად და არა ფართის ფლობის საკითხის გასარკვევად, შეუძლებელია დადგინდეს 2018 წლის 04 იანვრიდან 2019 წლის 31 ოქტომბრამდე ფლობა-სარგებლობის ფაქტი. ხოლო წარმოდგენილი ფოტომასალა კი გადაღებულია 2018 წლის ივლისის თვეში, სწორედ სეზონური მუშაობის პერიოდში. სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც სარწმუნოდ დაადასტურებდა მოპასუხის მიერ სეზონური პერიოდის გარდა №6----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების ფლობა-სარგებლობის ფაქტს, რომელთა წარმოდგენა მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე სწორედ მოსარჩელე მხარეს ევალებოდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 27 აგვისტოს №0-------- საექსპერტო დასკვნის მიხედვით N------------ საკადასტრო კოდიდან 179,24 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 309 ლარით. შესაბამისად, 1 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საიჯარო ქირა შეადგენს 1,72 ლარს (309:179,24=1,72).
ამდენად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 47 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენს 80,84 ლარს (47*1,72=80,84), ხოლო ხუთი თვის საიჯარო ქირა კი შეადგენს 404,2 ლარს (80,84*5=404,2).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და პ---–----------–---–- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 404.2 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამდენად, რადგან სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე მხარეს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 12.13 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პ---–----------–---–- (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 404.2 ლარის გადახდა;
3. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. პ---–----------–---–- (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 12.13 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.
მოსამართლე: ლუიზა თოდუა