განაჩენი

სისხლის სამართლის 03.12.2019
საქმის ნომერი
330100119003271326
თარიღი
03.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5266-19

(N0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

3 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია ნებაძე,ბრალდების მხარე:

სტაჟიორ-პროკურორი - გ--------–-–--–---,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნ--- გ----- ძე ჯ-----–---–ი დაბადებული 1----–-–------------, პ/ნ 0---------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, მცხოვრები: თ---–--–------------------–---–-----------------–---------------------------------- (სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული),ადვოკატი გ---------------,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენლად ცნო: 2019 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 23:15 საათზე, თ---–--–--------------------–--------–------- კორპუსის მიმდებარედ, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნ--- ჯ-----–---–ი რომელიც მართავდა ,,ბმვ-ს“ მოდელის ავტომობილს სახ N S---------.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

 

მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. ნ--- ჯ-----–---–ის აღიარება დასტურდება მოწმეთა, შ---–----------–---ს, გ------------–---–ის, ე--------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით, ამოღებული ნივთმტკიცებით, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ოქმებით, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ--- ჯ-----–---–მა ჩაიდინა ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

ნ--- ჯ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხოლო დამამძიმებელი გარემოება - ნასამართლევია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ--- ჯ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 მე-3 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, ნ--- ჯ-----–---–ს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 6(ექვსი) თვე განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო, 2(ორი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩათვლილი აქვს პირობით მსჯავრად, იმავე დროის გამოსაცდელი ვადით;

 

მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დანიშნული აქვს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ნ--- ჯ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაწყებული აქვს 2019 წლის 11 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩათვლილი აქვს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 10 სექტემბრიდან 2019 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.

 

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

ნივთიერი მტკიცებულება: ნარკოტესტერი, რომელიც ერთვის საქმეს, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/