განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5436-19 (№------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 თებერვალი 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - თ------------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ-–-------------------------–---–- - დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები:-------–-------------------–----------------–------------ში
ადვოკატი - ი--------------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილი
სხდომის სახე - ღია (ბრალდებულის დაუსწრებლად)
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ბ-–-----------–---–მა უკანონოდ შეიძინა 7.95 გრამი გამომშრალი მარიხუანა, რასაც 2019 წლის 7 სექტემბერს, თბილისში, გ----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ინახავდა პირადად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 7 სექტემბერს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თბილისში, მ------ში გ----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ-–-----------–---–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ჯინსის შარვლის მარჯვენა ჯიბიდან შავი ფერის პლასტმასის კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია მომწვანო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და ამავე ჯიბიდან ამოღებული იქნა მოთეთრო ფერის ნაწერებიან ქაღალდში გახვეული მომწვანო ფერის სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. ოქმზე ფიქსირდება ბრალდებულის შენიშვნა: „ჩემი პირადი ჩხრეკისას ამოღებული მცენარეული მასა წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას, რომელიც მეკუთვნის მე და მინდოდა პირადი მოხმარებისათვის.“ ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში ყველა პირის, მათ შორის ბრალდებულის მიერ.
ზ/აღნიშნული ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა შ-----–-----------–--------------------–---------------------–------------------ ვ--–----------------–---–მა. მისი განმარტებით, 2019 წლის 7 სექტემბერს, თბილისში, მ------ის დასახლება, გ----------------------ში ჩატარდა ბ---------–---–-ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ბრალდებულმა თავად წარმოადგინა მომწვანო მოყავისფრო ფერის მასა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება. მოწმის ჩვენებით, ამოღებული ნივთიერება ადგილზევე დაილუქა სათანადო წესით და გაიგზავნა შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის, ბრალდებული კი გადაიყვანეს ნარკოლოგიურ განყოფილებაში შემოწმებისათვის.
მოწმე გ-------------------ს ჩვენებით, მუშაობს შ-----–-----------–--------------------–---------------------–---ში დეტექტივის თანამდებობაზე. 2019 წლის 7 სექტემბერს, პირადი კონტაქტის მეშვეობით, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მ------ში, გ-----------ს ქუჩაზე იმყოფებოდა ბ-–-----------–---–ი, რომელსაც თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. პირადმა კონტაქტმა საუბარში დეტალურად აღწერა ბრალდებულის პიროვნება და დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. მიღებული ინფორმაცია პატაკის სახით მოახსენა მოწმემ ხელმძღვანელობას. როგორც მოწმისათვისა ცნობილი, შეტყობინებაში ასახული ინფორმაცია დადასტურდა.
ნარკოლოგიური ექსპერტიზის №------ თანახმად, 2019 წლის 8 სექტემბერს, გამოსაკვლევ პირს - ბ-–-------------------------–---–- ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ მოხმარების ფაქტი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ------–---–------- დაადასტურა მის მიერ გაცემული, სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის №4--2------------ დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:
- თეთრი ფერის, ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული სპეციფიკური სუნის მქონე, მომწვანო ფერის მცენარეული მასა, გამომშრალ და დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, წონით –8,69 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას ნარევს. აღნიშნულ ნარევში ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას წონა შეადგენს 7,55 გრამს (ობ.N1);
- შავი ფერის პოლიმერული მასალის კონტეინერში მოთავსებული სპეციფიკური სუნის მქონე, მომწვანო ფერის მცენარეული მასა, გამომშრალ მდგომარეობაში, წონით – 0,40 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას (ობ.N2).
საკვლევ ობიექტებში N1-2 ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას საერთო წონაა –7,95გრამი.
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების - ,,მარიხუანას” უკანონო შეძენა-შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებებით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმით, საქართველოს შ--------------------------–----------------------------- ქიმიური ექსპერტიზის N4--2------------ დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის 7 სექტემბერს, ქ.თბილისში, გ----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ-–-----------–---–ი უკანონოდ ინახავდა, მის მიერ დაუდგენელ ვითარებაში ასევე უკანონოდ შეძენილ სპეციფიური სუნის მქონე მომწვანო ფერის გამომშრალ მარიხუანას, წონით - 7.95 გრამს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე, აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ-–-----------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბ-–-----------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
4.2. ბ-–-----------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას სამასიდან ას სამოციდან ორას ოც საათამდე.
ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „..ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოთხმაგ ოდენობაზე ნაკლები“.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451-ე მუხლის შესაბამისად კი, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა – იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ-–-----------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას; მასვე, უნდა ჩამოერთვას ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბ-–-----------–---–ის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული, ქარელის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენი, კერძოდ:
ქარელის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენით, ბ-–-------------------------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–---------------------- წერილის თანახმად, ბ-–-----------–---–ის მიმართ ქარელის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენით დაკისრებული ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით გადახდილი არ არის.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ-–-----------–---–ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის საფუძველზე.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
ნივთმტკიცება - ბ-–-----------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (ინახება გლდ---------–--------------------–-------------------–---ში) უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ-–-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს ქარელის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენით განსაზღვრული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით) ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ-–-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბ-–-----------–---–ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 5 (ხუთი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ბ-–-----------–---–ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - ბ---------–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (ინახება გლდ---------–--------------------–-------------------–---ში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ნაჭყებია