განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/5694-19
(-------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 დეკემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ა----------ის,ბრალდებულ ვ--–--------------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ--–-----------–---------------ის (პ/№0----------- - დაბადებულის 2----–-–-------------------; რეგისტრირებულის აბაშა, ბ------------- და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ.თბილისი მ-----–--------------–- მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
ვ--–--------------ეს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 02 ნოემბერს. 15:59 საათზე, თბილისში ვარკეთილი-ახმეტელის თეატრის მომართულელბით მოძრავი მეტროს მატარებლით მგზავრობისას, როდესაც მატარებელი ჩერდებოდა მეტროსადგურ „ნაძალადევის“ ბაქანზე, მატარებლის ვაგონში, ვ--–--------------ე მ----------–---–ის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან, მართლსაწინააღმდგეო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ----------–---–ის კუთვნილ 260 ლარად ღირებულ „SAMSUNG“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს.
აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მ----------–---–ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ვ--–--------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 177ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებულინ ნივთმტკიცება, მოწმეების: ლ-–------------–---–----------–----------–---–----------------------–-–---–-----------------------------------ს, ბრალდებულ ვ--–--------------ის გამოკითხვის ოქმები, ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, ნივთის ამოცნობის ოქმი, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობა) ერთობლიობა ვ--–--------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდება დაზარალებულს, რითაც ფაქტობრივად ანაზღაურდება მიყენებული ზიანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ--–--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაევალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.
გაუქმდეს ვ--–--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, და გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
ვ--–--------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 02 ნოემბირიდან 2019 წლის 08 ნოემბრის ჩათვლით.
პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში, ვ--–--------------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის
ნივთიერი მტკიცებულები:
1. ვ--–--------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მ----------–---–ის კუთვნილი „SAMSUNG“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
2. ვ--–--------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი სიმ ბარათით, 1 ცალი გასაღები და ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
3. ვალეწრი კუჭუხიძის ნერწყვის ნიმუში და ხელის ანაბეჭდები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი