განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/3360-19
(-------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 ნოემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ თ------------–---–ის,ადვოკატ ა----–-–---–---–ის,ბრალდებულ კ----–---------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ----–-----–-------------ის (პ/№0----------) - დაბადებულის 1----–-–---------–--ს; რეგისტრირებულის ქ. თბილისში, მისამართის გარეშე და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ------–-------–----–----–-----------------–------------------------ - მიმართ, საქართველოს სსკ 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
კ----–---------ეს ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატება შემდეგში:
2019 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 22:25 საათზე კ----–---------ემ თანნაქონი ქანჩის გამოყენებით დააზიანა აივნის გისოსზე არსებული ბოქლომი და უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, დიღმის მასივის მ-------------–----------------------------–- მ-------------ის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდა დაუფლებოდა ლ--–--------ის კუთნილ ვერცლხის ბეჭედს ღირებულს 50 ლარად და საყურეებს ღირებულს 7 ლარად, მ-------------ის კუთვნილ ,,TENDA”-ს ფირმის უსადენო ინტერნეტის მიმღებ მოწყობილობას ე.წ. ,,როუტერს“ ღირებულს 30 ლარად, 2 ცალ ,,ARLO”-ს ფირმის სამეთვალყურეო ვიდეოკამერას, ორივეს ღირებულს 440 ლარად, ,,ARLO”-ს ფირმის ინტერნეტთან დამაკავშირებელ მოწყობილობას, ღირებულს 100 ლარად, რის შედეგადაც იგი ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას, მაგარამ დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ, აღნიშუნილი ქმედებით დაზარალებულ ლ--–--------ეს მიადგა 57 (ორმოცდაჩვიდმეტი) ლარის ქონებრივი ზიანი, ხოლო მ-------------ეს 570( ხუთას სამოცდაათი) ლარის ქონებრივი ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ კ----–---------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულ ლ--–--------ის, მოწმეების რამაზ ქებაძის, ლუიზა მოსიძის, დავით ამნიაშვილის და ნუგზარ გვიშიანის გამოკითხვის ოქმები, ნივთის ამოცნობის ოქმი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადიჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი, ამოღებული ვიდეოცანაწერი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული მასალები) ერთობლიობა წარდგენილ ბრალდებაში კ----–---------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.
დაზარალებულმა მ-------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ ცხოვრობს ქალაქ თბილისში, დიღმის მასივის მ-------------–---------------------------ში. აღნიშნულ ბინაში მას დამონტაჟებული აქვს ორი ცალი სათვალთვალო ვიდეო კამერა, რომელსაც ის და თავისი შვილი ონლაინ რეჟიმში ადევნებენ თვალს. 2019 წლის 24 ივნისს ის იმყოფებოდა სტუმრად შვილთან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ვიდეო კამერებეს მეშვეობით დაინახა, რომ მის ბინაში ქურდი იყო შესული და აღნიშნულის შესახებ დაურეკა თავის დას ლ--–--------ეს საქართველოში.
დაზარალებულმა ლ--–--------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ ცხოვრობს თავისი დის მ-------------ის ბინაში, ქალაქ თბილისში, დიღმის მასივის მ-------------–---------------------------ში. 2019 წლის 24 ივნისს ის იმყოფებოდა თეთრიწყაროს რაიონში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაურეკა თავისმა დამ და უთხრა, რომ მათ ბინაში ქურდი იყო შესული, რომელსაც თვალს ადევნებდნენ პირდაპირ ეთერში კამერების მეშვეობით. ლ--–--------ემ დარეკა 112-ზე და აღნიშნულის შესახებ შეატყობინა პოლიციას.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას,სასამართლო განხილვისას მტკიცებულებები გახადა უდავო, არ არის ნასამართლევი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები ბრალდებულს არ გააჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ----–---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
კ----–---------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 24 ივნისიდან.
გაუქმდეს კ----–---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრიბა.
ნივთიერი მტკიცებულები:
ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავ-თეთრ ფერში გაწყობილი ნაქსოვი ქუდი, შავი ფერის ნაქსოვი ხელთათმანები, ლითონის ქანჩი, ,,TENDA”-ს ფირმის მოდემი ორი ანტენით, ორი ცალი ,,ARLO”-ს ფირმის თეთრი ფერის ვიდეო კამერის მსგავსი მოწყობილობა, ,,ARLO”-ს ფირმის თეთრი ფერის მოწყობილობა მასზე არსებული ღილაკით და ,,USB” შესაერთებელით, ,,Camelion”-ის ფირმის ფარანი, ,,EXSTRA TLAN”-ის ფირმის ვერცხლისფერი ბოქლომი, შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული კ----–---------ის აიდი ბარათი, მართვის მოწმობა და სხვადასხვა სახის 10 ცალი პლასტიკური ბარათი, 5 ცალი გასაღები, ერთი ოქროსფერი ბეჭედი და ერთი წყვილი ოქროსფერი საყურე, რომელიც ინახება დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამომძიებელთან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ლ. გეჯაძისაგან ამოღებული ერთი ცალი კოპიუტერული დისკი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი