განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/255-18
(№------------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
23 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ონიანი, ანნა ქოჩიაშვილი, ნატო დანელია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–-----------, თ---------------
სტაჟიორ-პროკურორი - დ---------------, ი-----------–-–---–-, თ-----------------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - პ----------–---–---–-, ა----------–-–---–-
ბრალდებული - ვ-–------------–-, დაბადებული - 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პ--------------------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: კასპის რაიონი, ს------–-----------; დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ------------------------------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი დიდი ოდენობით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2010 წელს შპს „ლ---------“ დამფუძნებელმა ნ----------–------- ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით, ვ-–------------–- შეკეთებისა და საერთო ბიზნესის წამოწყების მიზნით, სარგებლობაში გადასცა ავტო-ტექნიკა. ვ-–------------–-- ნ----------–---------- წაყვანილი ავტო-ტექნიკის ნაწილი, კერძოდ, ორი ცალი „კამაზის“ ფირმის ბეტონმრევი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა - დაშალა ნაწილებად და დაახლოებით 2015 წელს ჯართის მიმღებ პუნქტში ჩააბარა. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს „ლ---------“ მიადგა 14 000 აშშ დოლარის ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, რამდენად აკმაყოფილებს საქმეში არსებული მტკიცებულებები განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
2.2. ვ-–------------–-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დასადასტურებლად/უარსაყოფად, მხარეებმა სასამართლოს წარმოუდგინეს: დაზარალებულ ნ----------–-------, ბრალდებულ ვ-–------------–-ს, მოწმეების: ი-----–-------------, ზ------------–---, ვ-–--------------, პ----------–-----, ნ-------------------, ბ---------------–-–---–--, მ---------------, ლ------------–---–-- და ნ------–------ ჩვენებები, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაცია და თანდართული ცხრილი, დათვალიერების ოქმი და გრაფიკული ექსპერტიზის №------- დასკვნა. მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული სხვა მტკიცებულებები ბრალდებულ ვ-–------------–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.
2.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ ნ----------–------- ჩვენებით დგინდება, რომ დაახლოებით 2010 წელს, თავად, როგორც შპს „ლ---------“ დამფუძნებელი და დირექტორი, მის ნაცნობს - ვ-–------------–-, რომელიც იმ პერიოდში დაკავებული იყო სამშენებლო ბიზნესით, შეუთანხმდა, რომ ქ. თბილისში, მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აეშენებინათ საცხოვრებელი კორპუსი. საერთო საქმიანობისთვის ნ----------–------- ვ-–------------–- გადასცა შპს „ლ---------“ კუთვნილი ავტო-ტექნიკა: სამი ბეტონმზიდი, ერთი ცემენტმზიდი, ერთი „ავტოკრანი“ და ერთი „ზილი“. აღნიშნული ა/მანქანებიდან მხოლოდ ორ მათგანს უნდოდა „ხელის შევლება“, დანარჩენი მწყობრში იყო. სამწუხაროდ, მოვლენები გეგმის შესაბამისად არ წარიმართა, შესაბამისად, მათი შეთანხმებაც ჩაიშალა, თუმცა მისი ავტო-ტექნიკა ვ-–------------–-ს მფლობელობაში დარჩა, რაც ამ უკანასკნელმა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში უსასყიდლოდ გამოიყენა. აღნიშნულმა ფაქტმა მოწმის გულისწყრომა გამოიწვია. იგი ბრალდებულს ავტო-ტექნიკით სარგებლობისთვის ქირის გადახდას სთხოვდა. ვ-–------------–- კი, თავის მხრივ ცდილობდა ქირის გადახდა დროში გაეჭიანურებინა. საბოლოოდ, მისი დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, ბრალდებულმა გადასცა 1000 ლარი, რაც მოწმის შეფასებით გაცილებით ნაკლებია, რეალურად გადასახდელ თანხასთან შედარებით. ამის შემდეგ, ბრალდებულმა განაგრძო ავტო-ტექნიკით სარგებლობა, თუმცა ქირას ისევ არ იხდიდა, რის გამოც ნ----------–------- წაიყვანა ავტო-ტექნიკის ნაწილი (ვ-–------------–---- დარჩა ორი შესაკეთებელი ბეტონმზიდი). მოწმეს იმედი ჰქონდა, რომ ბრალდებული შეაკეთებდა მისთვის დატოვებულ ავტო-ტექნიკას, თუმცა უშედეგოდ. მეტიც, მოგვიანებით მან საერთოდ ვერ შეძლო კუთვნილი ა/მანქანების დაბრუნება, რადგან ვ-–------------–-- ისინი დაშალა ნაწილებად და ჯართის მიმღებ პუნქტში ჩააბარა. მოწმის განმარტებით, იმ პერიოდისთვის მისი კუთვნილი თითოეული ბეტონმზიდის ღირებულება, მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით, დაახლოებით 10 000 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო დაშლილ მდგომარეობაში არსებული თითოეულ ბეტონმზიდის ღირებულება - 7000 აშშ დოლარს. მართალია მასთან საუბარში ვ-–------------–- არაერთხელ უღიარებია მოწმის კომპანიის კუთვნილი ავტო-ტექნიკის მითვისების ფაქტი და ამის დასტურად ვალის აღიარების ხელწერილიც კი დაუწერა, თუმცა ბრალდებულს ზიანი დღემდე არ აუნაზღაურებია. ჩვენების მიცემისას მოწმემ არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი და ვ-–------------–-ს შეთანხმება მოიაზრებდა ვ-–------------–-ს მიერ ავტო-ტექნიკის ნაწილის კოსმეტიკურ რემონტს. აღნიშნული ავტო-ტექნიკა მათ საერთო სამშენებლო საქმიანობის გასაგრძელებლად ესაჭიროებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ საერთო საქმიანობის დაწყება ვერ შეძლეს, დაზარალებული მიიჩნევს, რომ ავტო-ტექნიკის ნაწილის კოსმეტიკური რემონტის ღირებულება ბრალდებულისთვის არ აქვს გადასახდელი, რადგან ამგვარი ვალდებულების შესახებ მოლაპარაკების პროცესში არ უსაუბრიათ. დაზარალებული ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.
2.4. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს „ლ---------“ 100%-იანი წილის მფლობელია ნ----------–------.
2.5. სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციითა და თანდართული ცხრილით დგინდება, რომ შპს „ლ---------“ საკუთრებაშია 22 ცალი ა/მანქანა (ცხრილში მითითებულია ა/მანქანების მაიდენტიფიცირებელი ნომრები).
2.6. დათვალიერების ოქმით (23.08.2016) დგინდება, რომ საგამოძიებო მოქმედება დათვალიერებაში მონაწილე დაზარალებულმა - ნ----------–------- დეტალურად მიუთითა სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციაზე დართულ ცხრილში მითითებულ ა/მანქანებზე და განმარტა, რომ აღნიშნული ა/მანქანები წაიყვანა ვ-–------------–-- შპს „ლ---------“ ეზოდან.
2.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ი-----–------------- ჩვენებით დგინდება, რომ დაზარალებულ ნ----------–-------თან აკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა, კერძოდ, შპს „ლ--------–-“ იყო მისი მოადგილე. ბრალდებულ ვ-–------------–- კი, რომელიც 2008-2011 წლის პერიოდისთვის მუშაობდა შპს „ე-----–------–-“, იცნობს ამ უკანასკნელისგან. მოწმის განმარტებით, დაახლოებით 2008 წელს, ვ-–------------–-- შპს „ლ---------“ ტერიტორიიდან დაზარალებულ ნ----------–-------თან შეთანხმებითა და მისი თანხმობით წაიყვანა ავტო-ტექნიკა, რომელთა ნაწილიც შესაკეთებელი იყო. ვ-–------------–-- იმ ავტო-ტექნიკას, რომელიც საჭიროებდა შეკეთებას, „ხელი შეავლო“. როგორც მოწმისთვის ცნობილია, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არსებული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ვ-–------------–- შპს „ლ---------“ კუთვნილი ავტო-ტექნიკა გადაეცა, ვერ განხორციელდა. შესაბამისად, ბრალდებული იძულებული შეიქნა დაებრუნებინა მის მიერ წაყვანილი ტექნიკა. მიუხედავად არსებული ვალდებულებისა, ვ-–------------–-- დააბრუნა ავტო-ტექნიკის ნაწილი, ორი შესაკეთებელი ბეტონმზიდი კი დაიტოვა თავად. მას შემდეგ, რაც მან და ნ----------–------- მოისურვეს შპს „ლ---------“ კუთვნილი ავტო-ტექნიკის სრულად დაბრუნება, ვ-–------------–-- მათ უპასუხა, რომ დრო მიეცათ მისთვის შესაკეთებლად და მათ ნაცვლად ახალ ავტო-ტექნიკას გადასცემდა. მიუხედავად ბრალდებულ ვ-–------------–-ს დაპირებისა, მას შპს „ლ---------თვის“ კუთვნილი ავტო-ტექნიკა არ დაუბრუნებია. მისთვის უცნობია რა ბედი ეწია კომპანიის კუთვნილ ორ ბეტონმზიდს, თუმცა ის დანამდვილებით იცის, რომ ბრალდებულს ავტო-ტექნიკის გასხვისებაზე მისგან ნებართვა არ აუღია. მისთვის ვ-–------------–-ს ვალის აღიარების ხელწერილის შესახებ ცნობილი ნ----------–---------- გახდა.
2.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ზ------------–--- ჩვენებით დგინდება, რომ მის მიერ დაარსებულ შპს „ე-----–------–-“ ვ-–------------–---- ერთად ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას (ცემენტის დაფქვა, რეალიზაცია და სხვ.). დაზარალებული ნ----------–------ გაიცნო ვ-–------------–-სგან. ბრალდებულისგან იცოდა, რომ იგი დაზარალებულთან ერთად გეგმავდა სამშენებლო ბიზნესის წამოწყებას. ვ-–------------–-- საკუთარი გეგმის განსახორციელებლად, შპს „ე-----–--------“ ტერიტორიაზე მიიყვანა ნ----------–------- კუთვნილი ავტო-ტექნიკა, რომელთაგან ა/მანქანების ნაწილი შეაკეთა, ხოლო ორი ბეტონმრევი დარჩა შეუკეთებელი. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, მიხვდნენ რა, რომ ბიზნეს გეგმას სისრულეში ვერ მოიყვანდნენ, ნ----------–------- ვ-–------------–- მოსთხოვა კუთვნილი ავტო-ტექნიკის დაბრუნება, თუმცა ბრალდებულმა მხოლოდ ნაწილობრივ გადასცა ისინი. მოწმემ დაადასტურა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც დაზარალებული აღნიშნული ტექნიკის სრულად დაბრუნების მოტივით, გაბრაზებული მისულა და უკამათია ბრალდებულთან. ასეთ დროს თავად სიტუაციის განმუხტვის მიზნით ნ----------–-------თვის უთქვამს, რომ იმ მომენტში ვ-–------------–- ფიზიკურად არ შეეძლო მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება და რომ მოთხოვნილ ტექნიკას უახლოეს პერიოდში დაუბრუნებდა.
2.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვ-–-------------- ჩვენებით დგინდება, რომ 2010 წლიდან მუშაობდა შპს „ე-----–------–-“. მის ხელმძღვანელ პირებს წარმოადგენდნენ ზ------------–-- და ვ-–------------–-. იმ პერიოდში ქ. თბილისში, მახათას მთიდან შპს „ე-----–--------“ ტერიტორიაზე მიიყვანეს ავტო-ტექნიკა, საიდანაც ა/მანქანების ნაწილი გაარემონტეს და წაიყვანეს ისევ ქ. თბილისში, მახათას მთაზე, ნაწილი (ორი ბეტონმრევი) კი, დარჩა ადგილზე. მალევე, აღნიშნული ტექნიკა დაშალეს და პ----------–----- მეშვეობით ჩააბარეს ჯართის მიმღებ პუნქტში. მოწმემ დაადასტურა, რომ ავტო-ტექნიკის შპს „ე-----–--------“ ტერიტორიიდან გატანის უფლება ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმების გარეშე არ შეეძლოთ.
2.10. სასამართლო სხდომაზე დაკითხული პ----------–----- ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობდა ქ. თბილისში, ო-----–- მდებარე ცემენტის ქარხანაში, სადაც დირექტორის მოვალეობას ზ------------–-- ასრულებდა, ხოლო მომარაგების პოზიცია ვ-–------------–- ეკავა. აღნიშნულ ქარხანაში ვ-–------------–-- და ზ------------–--მ შეიტანეს ავტო-ტექნიკა, საიდანაც რამდენიმე ა/მანქანა შეაკეთეს და გადასცეს ქ. თბილისში, მახათას მთაზე ვინმე ი-----–--. ცემენტის ქარხნის ტერიტორიაზე კი დარჩა ორი შესაკეთებელი ბეტონმრევი, რომელიც თავად, ვ-–------------–-ს მითითებით ჩააბარა ჯართის მიმღებ პუნქტში, პირთან, სახელად „ბ-------“, მიღებული ფული კი გადასცა ვ-–------------–-.
2.11. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ბ---------------–-–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ ვ-–------------–- იცნობს დაახლოებით 10 წელია. იგი მუშაობდა ქ. თბილისში, ლ--–--- დასახლებაში მდებარე ჯართის მიმღებ პუნქტში. მოწმემ დაადასტურა, რომ მასთან მივიდა ვ-–------------–-, რომელმაც ჰკითხა ჩაიბარებდა თუ არა ბეტონმზიდების ე.წ. „მიქსერებს“, თანხმობის მიღების შემდეგ კი, მასთან გააგზავნა ახლობელი. ჩასაბარებელი ნივთის ღირებულებაზე შეთანხმება მოხდა ვ-–------------–----, ხოლო თანხის გადაცემა - პირთან, ვინც მიიტანა ჩასაბარებელი ნივთი.
2.12. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ნ------------------- ჩვენებით დგინდება, რომ 2010 წლის პერიოდისთვის მუშაობდა შპს „ე-----–------–-“ ა/მანქანების ხელოსნის პოზიციაზე. მას თავისი საქმიანობიდან გამომდინარე მოუწია შპს „ე-----–--------“ ტერიტორიაზე არსებული ავტო-ტექნიკის შეკეთება (გააკეთა შესადუღებელი სამუშაოები და კეთილმოუწყო სალონი). ზუსტად ვისი იყო ეს ა/მანქანები მოწმისთვის უცნობია, თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შეუძლია, რომ მათთან მიდიოდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ავტო-ტექნიკა მის საკუთრებას წარმოადგენდა. აღნიშნული მამაკაცი ცდილობდა ვ-–------------–-ს მოძებნას.
2.13. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა - ლ------------–---–-- და ნ------–------ დაადასტურეს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა და მათი მონაწილეობით შედგენილ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებათა ამსახველი ოქმების სისწორე.
2.14. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ვ-–------------–-- განმარტა, რომ დაზარალებულთან აკავშირებს დიდი ხნის ნაცნობობა. თავად მუშაობდა ცემენტის ქარხანა შპს „ე-----–------–-“, რომელიც უზრუნველყოფდა ნ----------–------- ბეტონის ქარხანას ცემენტით. მათი თანამშრომლობის პერიოდში ნ----------–------- მისი კომპანიის მიმართ დაუგროვდა დავალიანება, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა მას შესთავაზა ერთად დაეწყოთ სამშენებლო საქმიანობა. საერთო საქმიანობის პირობებში ნ----------–------ სთავაზობდა გამოეყენებინათ შპს „ლ---------“ კუთვნილი ავტო-ტექნიკა და მოწმის კომპანიის კუთვნილი სამშენებლო მასალა. ბრალდებული დათანხმდა შეთავაზებულ წინადადებას და შპს „ლ---------“ კუთვნილი ხუთი ა/მანქანა წაიყვანა, საიდანაც სამი მათგანი საკუთარი ხარჯით გაარემონტა. საბოლოოდ, მხარეებმა გეგმა ვერ მოიყვანეს სისრულეში, თუმცა შპს „ლ---------“ კუთვნილი ავტო-ტექნიკა კვლავ მასთან ინახებოდა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ნ----------–------- მოსთხოვა შპს „ლ---------“ ტექნიკით სარგებლობისთვის ქირის გადახდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ იმ პერიოდში ჰქონდა ფინანსური პრობლემები (გაყიდა კუთვნილი ბეტონის ქარხანა), ქირის გადახდა ვერ შეძლო. ამასთან, მოწმე ფიქრობდა, რომ სამი ა/მანქანის შეკეთების სანაცვლოდ (ჩვენების მიცემისას მოწმემ განმარტა, რომ სამი ა/მანქანის შეკეთების ხარჯმა 30 000 ლარამდე შეადგინა), მისთვის დარჩენილი ორი შეუკეთებელი ა/მანქანის განკარგვა საკუთარი სურვილისამებრ შეეძლო, რის გამოც ავტო-ტექნიკა მეპატრონესთან შეთანხმების გარეშე დაშალა და ჩააბარა ჯართის მიმღებ პუნქტში. მას შემდეგ, რაც ნ----------–-------თვის ცნობილი გახდა აღნიშნული ფაქტი, იარაღით დაადგა თავზე და მოსთხოვა ვალის აღიარების ხელწერილის (რომ მას ნამდვილად ჰყავდა წაყვანილი შპს „ლ---------“ კუთვნილი ორი ა/მანქანა) დაწერა. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა ასე ნამდვილად არ მოიქცეოდა იარაღის რომ არ შეშინებოდა, ვინაიდან მისი შეფასებით, ნ----------–------ მასთან ვალში იყო. მოგვიანებით, იგი კვლავ ესაუბრა ნ----------–-------, რომელიც მას ორი ა/მანქანის ღირებულებას - 45 000 ლარს სთხოვდა. მან თავის მხრივ უთხრა: „ნ-------- ამხელა თანხას რომ მთხოვ, სულ ყველა მანქანა არ ღირდა ერთად ეს თანხაო“ და შესთავაზა, რომ 20 000 ლარს გადაუხდიდა ეტაპობრივად. მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვაზე ვ-–------------–-- განმარტა, რომ ნ----------–------- მიმართ მისი დავალიანება 10 200 ლარს შეადგენდა.
2.15. ხელწერილით, რომელიც დადასტურებულია ვ-–------------–-ს ხელმოწერით, დგინდება, რომ ვ-–------------–-- შპს „ლ---------გან“ წაიყვანა ორი ცალი ა/მანქანა „კამაზი“. მოწმე ხელწერილში აღნიშნული ა/მანქანების დაბრუნების თარიღად 2015 წლის 10 აპრილს ასახელებდა. ხელწერილი დათარიღებულია 26.0-.2015 წლით.
2.16. გრაფიკული ექსპერტიზის №------- დასკვნით დგინდება, რომ 26.0-.2015 წლით დათარიღებულ ხელწერილზე შესრულებული ტექსტი, თარიღის აღმნიშვნელი ჩანაწერი და ხელმოწერა შესრულებულია ვ-–------------–-ს მიერ.
2.1-. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ---------------.
2.18. სასამართლო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისას, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს და იმსჯელებს რა ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წამოდგენილი მტკიცებულებებით.
2.19. სასამართლო უპირველესად ყურადღებას დაზარალებულის ჩვენებაზე გაამახვილებს, რომელიც თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერს ბრალდებულ ვ-–------------–---- ურთიერთობის დეტალებს, რაც თავის თავში დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც მოიაზრებს. ნ----------–------ ჩვენებაში აღწერდა, თუ როგორ გადასცა საერთო, სამშენებლო საქმიანობის წამოწყების მიზნით ვ-–------------–- შპს „ლ---------“ კუთვნილი ავტო-ტექნიკა, თუმცა ამ უკანასკნელმა ისარგებლა რა ფაქტით, რომ მხარეთა შორის არსებული გეგმა სისრულეში არ იქნა მოყვანილი, ორი ცალი ბეტონმრევი ჩააბარა ჯართის მიმღებ პუნქტში, ხოლო ჩაბარების შედეგად მიღებული ფული კი მიისაკუთრა. იმ ფაქტს, რომ ვ-–------------–-- ნამდვილად ჩააბარა ჯართის მიმღებ პუნქტში დაზარალებულისგან წამოყვანილი ორი ბეტონმრევი, არც თავად ბრალდებული უარყოფს. შესაბამისად, ამ ნაწილში, დაზარალებულის, ბრალდებულის და მოწმეების: ი-----–-------------, ვ-–--------------, პ----------–----- და ბ---------------–-–---–-- ჩვენებები თანხვედრაშია ერთმანეთთან. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მართებულად მიიჩნევს დეტალურად აღარ იმსჯელოს ზემორე მოწმეთა ჩვენებებზე და დადასტურებულად მიიჩნიოს ფაქტი, რომ ვ-–------------–-- შპს „ლ---------“ კუთვნილი ორი ცალი ბეტონმზიდი დაზარალებულთან შეთანხმების გარეშე ჩააბარა ჯართის მიმღებ პუნქტში. მხარეთა შორის სადავო საკითხია - ჰქონდა თუ არა ვ-–------------–- ა/მანქანების ჩაბარების მომენტში მათი მისაკუთრების განზრახვა და აცნობიერებდა თუ არა, რომ მათ განკარგვაზე უფლებამოსილ პირს არ წარმოადგენდა. სასამართლო დავის საგანთან მიმართებით მსჯელობას, რამდენადაც ის უკავშირდება ბრალდებულის ქმედების სწორ კვალიფიკაციას, ქმედების სამართლებრივი შეფასების ნაწილში განავითარებს.
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მითვისებისათვის. აღნიშნული მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დანაშაულის სუბიექტს უფლება აქვს ქონება ჰქონდეს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში და მისი ქმედება მიმართული უნდა იყოს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებული ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისკენ. პირი (დანაშაულის სუბიექტი) ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას უნდა ახორციელებდეს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ან სპეციალური დავალების საფუძველზე. ამდენად, თუ ნივთი არ იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, ქმედება მითვისებად ვერ დაკვალიფიცირდება. მითვისება გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რომელიც გამოიხატება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში მისი კანონიერი მესაკუთრისაგან და მის დაუფლებაში საკუთარი თავის სასარგებლოდ. დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას - პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ამასთან, უნდა ითვალისწინებდეს, რომ ამ მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს მესაკუთრისათვის აღნიშნული ზიანის მიყენება. ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.
3.2. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები ცალსახა დასტურია იმისა, რომ ვ-–------------–- ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდა დაზარალებულ ნ----------–------- მიერ გადაცემული, შპს „ლ---------“ კუთვნილი ორი ცალი ბეტონმზიდი. როგორც აღინიშნა, აღნიშნული ფაქტი დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, თუმცა, ვინაიდან მხარეთა შორის ეს გარემოება სადავო არ არის, სასამართლო ამ ნაწილში აღარ მიმოიხილავს წარმოდგენილ მტკიცებულებებს. მოცემულ შემთხვევაში დასადგენია ვ-–------------–-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვისა და მიზნის არსებობა, რომელიც აუცილებელია ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის. დაცვის მხარის მტკიცებით, დაზარალებულ ნ----------–------- მართებდა ვ-–------------–-ს ვალი, შესაბამისად, ბრალდებულმა მიიჩნია, რომ აღნიშნული ბეტონმზიდების ჯართის მიმღებ პუნქტში ჩაბარება მას კანონიერად (ვალის საფუძველზე) შეეძლო. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დეტალურად იმსჯელოს დაცვის მხარის ვერსიაზე და განმარტოს თუ რატომ არ იზიარებს მას.
3.3. დაცვის მხარის პოზიციაზე, რომ ბრალდებული ვ-–------------–- მოქმედებდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის ფარგლებში (თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი), მსჯელობისას სასამართლო აუცილებელ კომპონენტად მიიჩნევს დაადგინოს ფაქტი - ჰქონდა თუ არა ვ-–------------–- ბეტონმზიდების თავისად დაგულვებულ უფლებად მიჩნევის საფუძველი? სასამართლო აღნიშნული ფაქტის დადგენის მიზნით შეაფასებს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.4. ჩვენების მიცემისას ბრალდებულმა ვ-–------------–-- განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც სამშენებლო საქმიანობის ბიზნეს გეგმა ნ----------–-------თან ერთად სისრულეში ვერ მოიყვანა, ნ----------–------- მოსთხოვა შპს „ლ---------“ ტექნიკით სარგებლობისთვის ქირის გადახდა, თუმცა თავად ქირის გადახდა ვერ შეძლო. ბრალდებული იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულისგან წაყვანილი სამი ა/მანქანა თავისი ხარჯით (ხარჯმა 30 000 ლარამდე შეადგინა) შეაკეთა, ფიქრობდა, რომ მისთვის დარჩენილი ორი შეუკეთებელი ა/მანქანის განკარგვა საკუთარი სურვილისამებრ შეეძლო. სწორედ ამიტომ განკარგა ავტო-ტექნიკა (დაშალა და ჩააბარა ჯართის მიმღებ პუნქტში) მეპატრონესთან შეთანხმების გარეშე. საგულისხმოა, რომ დაზარალებულმა კატეგორიულად გამორიცხა ბრალდებულის მიერ ამგვარი დაშვების გაკეთება, ვინაიდან მხარეთა შორის მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა. ნ----------–------- თქმით, ბრალდებული ა/მანქანების შეკეთების მომენტში მოქმედებდა საერთო-სამომავლო ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე და მათი შეკეთებისთვის მისგან რაიმე სარგებლის მიღების მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა. მხარეთა პოზიციების შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულ სხვა მოწმეთაგან არცერთს დაუდასტურებია ბრალდებულის ჩვენებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები. მეტიც, ბრალდებულის ჩვენება თავადვე შეიცავს ურთიერთწინააღმდეგობრივ ინფორმაციას, რაც მის ჩვენებას არასარწმუნოდ აქცევს, კერძოდ:
- ჩვენების დასაწყისში ვ-–------------–-- განმარტა, რომ მისი ვალი 30 000 ლარის ოდენობით ჰქონდა დაზარალებულ ნ----------–-------, რაც მას ანიჭებდა უფლებას განეკარგა ამ უკანასკნელის კუთვნილი ორი ცალი ბეტონმზიდი. მიუხედავად აღნიშნული განმარტებისა, ბრალდებულმა დაზარალებულს დაუწერა ხელწერილი, რომელიც ვალის აღიარებას ადასტურებდა;
- ბრალდებულ ვ-–------------–-ს განმარტების, - რომ ვალის აღიარების ხელწერილი იარაღით მუქარის შედეგად დაწერა, საპირისპიროზე მეტყველებს მოგვიანებით დაზარალებულთან საუბარში (როდესაც ნ----------–------ სთხოვდა კუთვნილი 45 000 ლარის დაბრუნებას) დაფიქსირებული მისივე პოზიცია: „ნ-------- ამხელა თანხას რომ მთხოვ, სულ ყველა მანქანა არ ღირდა ერთად ეს თანხაო“. აღნიშნული საუბრის დროს ბრალდებულმა მისივე განმარტებით, დაზარალებულს შესთავაზა 20 000 ლარის ეტაპობრივად გადახდა. სასამართლოსთვის იმ პირობებში, როდესაც ბრალდებული ვ-–------------–- ცდილობდა ემტკიცებინა, რომ დაზარალებულს მართებდა მისი 30 000 ლარი, გაურკვეველია რატომ სთავაზობდა მას 20 000 ლარის გადახდას. გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებულის განმარტებით, მხარეთა შორის აღნიშნული შეხვედრის განმავლობაში, ბრალდებულს არ უხსენებია, რომ დაზარალებული მას რაიმე ფორმით, მათ შორის იარაღის გამოყენებით ან მუქარით აიძულებდა ვალის აღიარებას. 20 000 ლარის გადახდის შეთავაზება მისი ნების თავისუფალ გამოხატულებას წარმოადგენდა, რაც ერთგვარად დასტურია იმისა, რომ ვ-–------------–- დაზარალებულის კუთვნილი ორი ბეტონმზიდი თავისად დაგულვებულ ნივთებად არ მიუჩნევია;
- ჩვენების დასასრულს, მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვაზე ვ-–------------–-- განმარტა, რომ ნ----------–------- მიმართ მისი დავალიანება 10 200 ლარს შეადგენდა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდებულის აღნიშნული განმარტება, რომელიც ადასტურებს ნ----------–------- წინაშე ვალის არსებობის ფაქტს, წინააღმდეგობაშია მისივე ჩვენებაში ასახულ საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან, რაც საბოლოო ჯამში, უკარგავს მას სანდოობას.
3.5. ამდენად, ბრალდებულის ურთიერთაწინააღმდეგო ჩვენების ფონზე, სასამართლო სრულად იზიარებს დაზარალებულ ნ----------–------- ჩვენებას, რომელშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. დაზარალებულის განმარტება, რომ ვ-–------------–- ნამდვილად დასაბრუნებელი ჰყავდა მისი კუთვნილი ორი ბეტონმზიდი, არაერთხელ დაუდასტურებია ბრალდებულს მასთან საუბარში. აღნიშნული ფაქტი მოწმეებმა: ზ------------–--მ და ნ--------------------– დაადასტურეს. ზემორე მოწმეებმა ჩვენების მიცემისას დადასტურებულად განაცხადეს, რომ ორი ბეტონმზიდის დაბრუნების მოთხოვნით დაზარალებული არაერთხელ მისულა ვ-–------------–----. არცერთ მოწმეს განუცხადებია, რომ ასეთ დროს ვ-–------------–- უარუყვია ვალის არსებობის ფაქტი. მეტიც, მოწმე ზ------------–--- განმარტებით, ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს, როდესაც დაზარალებული ეკამათებოდა ბრალდებულს, თავად სიტუაციის განმუხტვის მიზნით ნ----------–-------თვის უთქვამს, რომ იმ მომენტში ვ-–------------–- ფიზიკურად არ შეეძლო მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება და რომ მოთხოვნილ ტექნიკას უახლოეს პერიოდში დაუბრუნებდა. საგულისხმოა, რომ ბრალდებულს აღნიშნული დაპირება არ გაუპროტესტებია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ-–------------–- შეგნებული ჰქონდა, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ შპს „ლ---------“ კუთვნილ ორ ბეტონმზიდს, რა დროსაც ითვალისწინებდა, რომ მისი ქმედებით ნ----------–------- მიადგებოდა ზიანი, თუმცა მას სურდა მოსალოდნელი შედეგი, რაც რეალურად დადგა კიდეც.
3.6. ბრალდებულ ვ-–------------–-ს ქმედების სამართლებრივი შეფასების შემდეგ სასამართლო მართებულად მიიჩნევს იმსჯელოს მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, რაც დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო ნივთის მითვისებას გულისხმობს. უპირველესად სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 1-7-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში შეფასების ობიექტს წარმოადგენს ორი ბეტომზიდი. თითოეული მუშა მდგომარეობაში მყოფი ბეტომნზიდის ღირებულება დაზარალებულის ჩვენების თანახმად 10 000 აშშ დოლარს უტოლდებოდა, ხოლო არამუშა მდგომარეობაში მყოფის - 7000 აშშ დოლარს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებით, ნათლად არ დგინდება ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ორი ცალი ბეტონმზიდი მუშა მდგომარეობაში იყო თუ არა, შესაბამისად, ზიანის შეფასებისას სასამართლო ბრალდებულის ინტერესების გათვალისწინებით, ორივე ბეტონმზიდს მიიჩნევს არამუშა მდგომარეობაში მყოფად.
3.7. სასამართლო ზიანის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად: „...იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის საგანი, რომელიც მიისაკუთრა დამნაშავემ, აღმოჩენილი არ არის, ზიანის მოცულობა განისაზღვრება საქმეში არსებული არაპირდაპირი მტკიცებულებებით, რომლებიც უნდა შეფასდეს ერთობლივად. მოცემულ შემთხვევაშიც, არსებული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, ზიანის მოცულობა უნდა განისაზღვროს დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე, ამ ჩვენების საქმის სხვა გარემოებებთან შეჯერების გზით.“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის 736აპ-10 გადაწყვეტილება). განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, როგორც აღინიშნა დაზარალებულმა არამუშა მდგომარეობაში მყოფი ერთი ბეტონმზიდის ღირებულება 7000 აშშ დოლარად შეაფასა. მისი ჩვენების საწინააღმდეგო მტკიცებულება კი (სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ურთიერთნააღმდეგობრივი ხასიათის გათვალისწინებით, არ იზიარებს ბრალდებულის ჩვენებას) სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა. ამდენად, სასამართლო დაზარალებულისთვის მიყენებულ ზიანს აფასებს 14 000 აშშ დოლარად, რაც აღემატება კანონმდებლის მიერ დიდი ოდენობისთვის დაწესებულ მინიმალურ ზღვარს.
3.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ ვ-–------------–-- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
4.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
4.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.
4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს ვ-–------------–- მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში შეზღუდულია არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნით, რადგან ხსენებული მუხლი უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ კანონით განსაზღვრული სასჯელიდან უნდა შეარჩიოს ის ზომა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
4.4. სასამართლო სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობისა და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, ითვალისწინებს ვ-–------------–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (მან ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ვ-–------------–- მესაკუთრის ნებისგან მალულად დაეუფლა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ორ ბეტონმზიდს); დანაშაულის მიზანს (მიეთვისებინა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნივთები); დამდგარ შედეგს (ვ-–------------–-ს ქმედების შედეგად ნ----------–------- მიადგა დიდი ოდენობით ზიანი); ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას; ასევე, იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციით ხელი შეუწყო საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას; ბრალდებულის ასაკს; მის კანონშესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ვ-–------------–- ძირითად სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად - სამეწარმეო ორგანიზაციაში მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამოერთვა 1 წლით. სასამართლოს შეფასებით, ვ-–------------–-სთვის დანიშნული სასჯელი, პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ და ეფექტიან საფუძველს, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილ დანაშაულთა ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, რაც, საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
5. ყადაღის საკითხის გადაწყვეტა:
5.1. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით ვ-–------------–-ს მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 3 000 (სამი ათასი) ლარის სანაცვლოდ, ვ-–------------–-ს (დაბადებული: 0-.0-.1----–--–-, პ--------------------) კუთვნილი უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილზე (მდებარე: კასპის რაიონი ს------–-----------, ზ-------------, ს--------------–---–------, კ--------–--------------------, მ-–--------------------.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №-- საცხოვრებელი, საერთო ფართი - 3--.3- კვ.მ. საკადასტრო კოდი №6-.1-.4-.2--) დადებული ყადაღა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ-–------------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
ვ-–------------–- საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს სამეწარმეო ორგანიზაციაში მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამოერთვა 1 წლის ვადით.
ვ-–------------–- განაჩენის აღსულების მიზნით აყვანილ იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, არასაპატიმრო სასჯელის აღსრულებაზე კონტროლი, განახორციელოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ ვ-–------------–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის განჩინებით ვ-–------------–-ს მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 3 000 (სამი ათასი) ლარის სანაცვლოდ, ვ-–------------–-ს (დაბადებული: 0-.0-.1----–--–-, პ--------------------) კუთვნილი უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილზე (მდებარე: კასპის რაიონი ს------–-----------, ზ-------------, ს--------------–---–------, კ--------–--------------------, მ-–--------------------.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №-- საცხოვრებელი, საერთო ფართი - 3--.3- კვ.მ. საკადასტრო კოდი №6-.1-.4-.2--) დადებული ყადაღა.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი