განაჩენი

სისხლის სამართლის 10.02.2020
საქმის ნომერი
050100119002813147
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
10.02.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100119002813147

საქმე N 1-15-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

03. 02. 2020 წელი ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი თამილა მახარაძე- ბოლქვაძე

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი: ნიკა მახარაძე

 

დაცვის მხარე

ადვოკატი: ნინო ნინიძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N------------

 

ბრალდებული: შო---------------

მამის სახელი: ალ----------

დაბადებული: 24.05.1--- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლანჩხუთი, სოფელი ქ------ თ---------–----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის

პირველი ნაწილი

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. 2--- წლის აპრილის თავიდან ამავე წლის 12 დეკემბრამდე დროის შუალედში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ----–- მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი შო---------------, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო დედას - მა---------------ეს სისტემატურად შეუარცხყოფდა და ამცირებდა, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით. შო---------------ს არ სჭირდებოდა სერიოზული მიზეზი, რათა დაემცირებინა დედა, მიემართა მისთვის შეურაცხყოფელი სიტყვებით, ეგინებინა დედის და სხვა ნათესავების მისამართით. ყოველივე აღნიშნულის გამო, მა---------------ე თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას.

 

2. მტკიცებულებების ერთობლიობა/ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2.1. ბრალდებულმა შო---------------მ თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გასამართლებულია 2015 წელს დედის - მა---------------ის მიმართ ძალადობის ფაქტზე. მას მა---------------ესთან კარგი ურთიერთობა აქვს, დედისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონია ადგილი. მა---------------ეს ცალკე ცხოვრება უნდა, მაგრამ რატომ არ იცის. 3-4 ჯერ სახლიდანაც წავიდა მანანა, თუმცა აღნიშნულის მიზეზად რატომ დაასახელა, რომ შვილი აყენებდა შეურაცხყოფას, მისთვის უცნობია. დაოჯახებამდე დედას აძლევდა ხელფასს, ხოლო შემდეგ - მეუღლეს, ამის გამო მოხდა კონფლიქტი. პირველი კონფლიქტის შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა მის მიერ პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში, ცოლ-შვილთან ერთად მეზობლის ოჯახში გადასვლა უნდოდა, მაგრამ დედამ არ გაუშვა, წივილ-კივილი ატეხა. მა---------------ესთან კონფლიქტის გამო, რომლის მიზეზი მისთვის უცნობია, შეიკრიბნენ სოფლის გამგებელი - გი--------–-ძე, ასევე სო-–---------------–-ძე, ნუ--------------–-ძე, ლუ-------–-------ი, იქ იმყოფებოდა მისი მეუღლეც - ნე------------–-ძე და გადაწყვიტეს, რომ მა---------------ე ექიმთან წაეყვანათ. ამ საუბრის დროს მა---------------ემ თანხმობა განაცხადა ფსიქიატრთან წასვლაზე. მა---------------ე ეჩხუბა ექიმს - და-----------–-ძეს, თუმცა მიზეზის შესახებ არ იცის. მერე ჩაჯდნენ მანქანაში და წამოვიდნენ. სახლში მისვლისას დედა ეჩხუბა, რადგან სხვა ექიმთან მიიყვანა. პოლიციისათვის არ მიუმართავს, რადგან არ ჩათვალა საჭიროდ. დედასთან კონფლიქტის მიზეზი არის მხოლოდ ხელფასი, მა---------------ეს ფული უნდა და ამიტომ განაცხადა პოლიციაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაზარალებულმა მა---------------ემ განმარტა, რომ არის პენსიონერი, სამი შვილის დედა. მისი შვილი - შო--------------- ნასამართლევია მის მიმართ ძალადობისთვის, იყო პრობაციონერი. 2--- წლის 19 აპრილს შვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, იმავე წლის დეკემბერში შვილმა კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2--- წლის 19 აპრილიდან დეკემბრამდე, დროგამოშვებით ჰქონდა ადგილი ასეთ ფაქტებს, დაახლოებით ხუთჯერ იყო ასეთი შემთხვევა. შეურაცხყოფილი იყო და განიცდიდა ტანჯვას. სახლიდან იმიტომ იყო წასული, რომ ძალადობას გაექცა. შვილმა ატკინა ხელი, მაგრამ საავადმყოფოში განაცხადა, რომ წაიქცა, სიმართლე დამალა, რადგან არ უნდოდა შვილი დასჯილიყო. ამ შემთხვევიდან 10 დღის შემდეგ, პირადად მივიდა პოლიციაში შეტყობინების გასაკეთებლად და დახმარება ითხოვა. ექიმთან იმყოფებოდა 2--- წლის 19 აპრილის შემდეგ. აუტანელი იყო სახლში გაჩერება და პოლიციაში წავიდა. 2--- წლის დეკემბერში არ მოულაპარაკებიათ, რომ ,,--------–--- წასულიყვნენ. არ უთქვამთ, რომ და-----------–-ძესთან მიჰყავდათ, ეგონა მის ექიმთან მიდიოდა და ამიტომ წაჰყვა. და-----------–-ძესთან რომ მივიდა გაოცდა. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ფსიქიატრიულში იყო წასაყვანი და ამიტომ გამოიქცა იქედან. მოტყუებით მიჰყავდათ ფსიქიატრიულში, მანქანა მოდიოდა და 12 საათზე ხონში უნდა გადაეყვანათ. 2--- წლის 18 აპრილიდან დეკემბრამდე ჰქონდა კონფლიქტი შოთასთან, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა. მისი სახლიდან წასვლის მიზეზი შოთას მხრიდან ძალადობა იყო. ოჯახიდან გარიდება უნდოდა, რომ ძალადობას აცდენოდა და ცალკე წასულიყო. პოლიციისათვის შეტყობინების მიზეზი იყო ძალადობაც და ისიც, რომ ფსიქიატრიულში უპირებდნენ წაყვანას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მა-----------ვამ განმარტა, რომ ბრალდებული მისი მეზობელია. მა---------------ეს თავისი ოჯახის პრობლემების შესახებ არაფერი უთქვავს, გაგონილი აქვს სამგზავრო ავტობუსში მანანას მიერ უცხო პირისათვის ნათქვამი, რომ ავიწროებდა შვილი - შოთა. მანანა დადებითი ადამიანია, ოჯახში რა მოხდა მისთვის უცნობია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს და--------------ამ განმარტა, რომ ბრალდებული მისი მეზობელია. შოთა და მა---------------ეებთან მეზობლური ურთიერთობა აქვს. მანანას მისთვის არასდროს უთქვამს, რომ ოჯახში რაიმე პრობლემა ჰქონდა, რომ შვილი ძალადობდა მასზე. მანანა აღელვებული იყო, ამბობდა, რომ არ გაიჩერებოდა და სახლს ეძებდა. მეზობლობაში მანანა ცუდი სახელით არ სარგებლობს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მოწმე ნე------------–-ძემ განმარტა, რომ მას დედამთილთან - მა---------------ესთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა დედამთილს აქვს მასთან ცუდი ურთიერთობა, რადგან მისი მეუღლე - შო--------------- ხელფასს, რომელსაც ადრე დედას აძლევდა, ახლა მას აძლევს, ამიტომ დედამთილი მის მიმართ აგრესიულია. შო--------------- ნასამართლევია, რაც მა---------------ის ბრალით მოხდა. შოთას დედასთან კარგი ურთიერთობა აქვს. დედამთილი კი ვერ იტანს შოთას და ძალიან აგრესიულია. შოთას დედისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია. მანანა ორი დღით იყო სახლიდან წასული, მაგრამ მიზეზის შესახებ არ იცის. ფსიქიკური აშლილობა აქვს, დარბის, ყვირის და ბავშვები დაშინებული არიან. მა---------------ე ექიმთან - და-----------–------ან წაიყვანეს. მანანამ იცოდა, რომ ექიმი თერაპევტ-ფსიქიატრი იყო. როცა მანანა სახლში წამოიყვანეს, გაბრაზებულმა დაარტყა შოთას და 2--- წლის 12 დეკემბერს აცნობა პოლიციას, რომ საგიჟეში მიჰყავდათ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გი--------–-ძემ განმარტა, რომ მუშაობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნ--------- ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად. არის აბუსერიძეების მეზობელი. ადასტურებს, რომ 2--- წლის 10 დეკემბერს შეიკრიბნენ შოთას და მანანას სახლში თვითონ, შო--------------ის ცოლის ძმა - ნუ-------------–--ე, რძალი - ლუ------–------ნი, მა---------------ის ძმა - სო-–---------------–-ძე და შეთანხმდნენ, რომ 12 დეკემბერს მა---------------ე გამოკვლევების ჩასატარებლად წავიდოდა ქ.ლანჩხუთში, კლინიკა ,---------–--- 12 დეკემბერს, საღამოს გაიგო, რომ მა---------------ეს განუცხადებია საავადმყოფოში მისი ძალით მიყვანის თაობაზე, რასაც თვითონ არ შესწრებია. 2--- წლის აპრილიდან 2--- წლის დეკემბრამდე შო--------------ის მიერ, დედის მიმართ ქმედების განხორციელების, ან ასეთის არარსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლუ------–------ნმა განმარტა, რომ ცხოვრობს წყალტუბოში. შო--------------- მისი მულის მეუღლეა. შოთამ შეატყობინა დედის ავადმყოფობის თაობაზე, 10 დეკემბერს შეიკრიბნენ მისი მეუღლე - ნუ-------------–--ე, მანანას ძმა - სო-–---------------–-ძე, სოფლის გამგებელი - გი--------–-ძე და ერთობლივად გადაწყვიტეს 12 დეკემბერს მანანას ექიმთან წაყვანა, რაზეც იგი დათანხმდა. მა---------------ემ იცოდა, რომ ლანჩხუთში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ფსიქიატრთან უნდა წასულიყო, ექიმი დათ---------–აძე იყო. იქედან მანანა ანერვიულებული გამოვარდა, ჩაჯდა მანქანაში და სახლში წამოვიდნენ. მერე შოთა მივიდა სახლში, შვილს უთხრა ,,საგიჟეში გინდოდა შენ ჩემი წაყვანაო’’, გამოვარდა გარეთ და შეატყობინა პოლიციას. მანანა ამბობდა, რომ შო---------------მ მას ხელი ჰკრა და ხელი მოტეხა, მაგრამ ფაქტის შემსწრე არ ყოფილა. შოთას დაკავების შემდეგ მანანა ამბობდა, რომ 2000 ლარი ჰქონდა გასესხებული, დაიბრუნებდა და თანხის ნაწილს გადაიხდიდა გირაოს სანაცვლოდ. მის მიმართ მანანა აგრესიული არ ყოფილა. არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ აყენებდა თუ არა შო--------------- შეურაცხყოფას დედას.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ნუ-------------–--ემ განმარტა, რომ არის შო--------------ის ცოლის ძმა. დამ დაურეკა ოჯახში კონფლიქტის თაობაზე, წამოიყვანეს მანანას ძმა - სო-–---------------–-ძე, რათა დალაპარაკებოდნენ და მოეგვარებინათ სიტუაცია. 12 დეკემბერს საავადმყოფოში უნდა წასულიყვნენ, რადგან მანანა დათანხმდა ექიმთან მისულიყო. ექიმთან გასაუბრებისას მანანა უცებ წამოხტა და გამოვარდა, მანქანაში ჩაჯდა და წამოვიდნენ, შოთა არ ჩასვა მანქანაში. სახლში მანანა შოთას ეჩხუბა და გარეთ გავიდა. შემდეგ მივიდა პოლიცია, რომელმაც ჯერ მანანა წაიყვანა, მერე კი შოთა. სხვა ფაქტის შემსწრე არ ყოფილა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს შო---------------ძემ განმარტა, რომ ცხოვრობს ჩოხატაურში, ს----------–ი. არის შო--------------ის და, მა---------------ის შვილი. არ იცის 2--- წლის აპრილიდან 2--- წლის დეკემბრამდე რა ურთიერთობა იყო დედასა და ძმას შორის, რადგან მათთან არ იმყოფებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მი------------------ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ჩოხატაურის რაიონის სოფელ კ-------–ი. არის შო--------------ის და. დედას - მა---------------ეს მისთვის არ უთქვამს, რომ შოთამ სცემა და ხელი მოტეხა. 2--- წლის აპრილიდან 2--- წლის დეკემბრამდე მის ძმას და დედას შორის კარგი ურთიერთობა იყო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს სო-–---------------–-ძემ განმარტა, რომ არის მა---------------ის ძმა. თავიდან დედა-შვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ შოთას დაოჯახების მერე აირია ყველაფერი. მანანამ იცოდა, რომ ექიმთან მიჰყავდათ და თანახმა იყო, მაგრამ მერე რა მოხდა არ იცის. თითქმის ერთი წელია მათთან არ ყოფილა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დეტექტივ-გამომძიებელმა რუ-------------–-ძემ დაადასტურა, რომ შო--------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით.

 

2--- წლის 12 დეკემბრის ოქმით ზეპირი განცხადების შესახებ დასტურდება, შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს სამორიგეო ნაწილში გამოცხადდა მა---------------ე, რომელმაც განაცხადა, რომ ოჯახში კონფლიქტი აქვს შვილთან - შო---------------სთან, რის გამოც ითხოვდა პოლიციის დახმარებას.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2----–-–--------------------------–------------------------------ დასკვნით, სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,მედალფას’’ ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N 12059 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 20.04.2---წ) მონაცემებით, მა---------------ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 20.04.2--- წელს, საიდანაც გაეწერა იმავე დიაგნოზით: მარცხენა მტევნის დაჟეჟილობა. წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,-------–--------–------------------–-----–----------–------------- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 13.12.2---–-- მონაცემების თანახმად, მა---------------ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 02.11.2---წ, სადაც დაესვა დიაგნოზი: თავბრუსხვევა და მდგრადობის დარღვევა. დაჟეჟილობა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თვალსაზრისით არ წარმოადგენს მექანიკური დაზიანების ობიექტურ ნიშანს. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში მა---------------ის სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის. 13.12. 2--- წელს ჩატარებული პირადი გასინჯვით მა---------------ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიქტური ნიშნები არ აღენიშნება.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტიზის დასკვნის გამცემმა ექსპერტმა შო------------ემ დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები და დამატებით განმარტა, რომ დაჟეჟილობა არ არის დაზიანება და მისი წარმოშობის დადგენა არ წარმოადგენს ექსპერტიზის მსჯელობის საგანს.

 

2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია ოჯახის წევრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

აღნიშნული მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მა---------------ე არის ბრალდებულის დედა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულ მა---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული ახორციელებდა დაზარალებულის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას, აიძულებდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სამკურნალოდ წასვლას. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 2--- წლის აპრილის თვიდან 12 დეკემბრამდე დროის პერიოდში მა---------------ემ ორჯერ მიმართა სამედიცინო ცენტრს, ასევე საგულისხმოა მოწმეების: მა-----------ვას და და--------------ას ჩვენებებიც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატური ნიშნავს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქმედებების განხორციელებას ინტენსიურად, განმეორებითობის გარკვეული ხარისხით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შო--------------- 2--- წლის აპრილის თავიდან ამავე წლის 12 დეკემბრამდე დროის განმავლობაში ძალადობდა დედაზე.

 

2.4. რამაც ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ტანჯვას და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

დადგენილია, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულის სისტემატურმა შეურაცხყოფამ შედეგად დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.

 

2.5. სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოწმეების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

მოცემულ საქმეზე სადავო ფაქტორივ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ შეფასებული უნდა იქნას მხოლოდ ოჯახის წევრების: დაზარალებულ მა---------------ის, ბრალდებულ შო--------------ის და მისი მეუღლის - ნე------------–-ძის ჩვენებები, საყურადღებოა ასევე მეზობლების: მა-----------ვას და და--------------ას ჩვენებები, რაც შეეხებათ საქმეზე დაცვის მხარის ინიციატივით დაკითხულ მოწმეებს: გი--------–-ძეს, ლუ------–------ნს, ნუ-------------–--ეს, შო---------------ძეს, მი------------------ეს და სო-–---------------–-ძეს, ისინი არ არიან 2--- წლის აპრილიდან 2--- წლის 12 დეკემბრამდე დროის პერიოდში, მა---------------ესა და შო---------------ს შორის არსებული დაპირისპირების თვითმხილველნი. ამასთან, მოწმე გი--------–-ძის გარდა, სხვა მოწმეები არიან შო--------------ის და მისი მეუღლის- ნე------------–-ძის ახლო ნათესავები და მათი ჩვენებები მიმართულია შო--------------ისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისკენ.

 

დაზარალებულმა მა---------------ემ სასამართლოსათვის ჩვენების მიცემის დროს დაადასტურა შვილის - შო--------------ის მხრიდან 2--- წლის აპრილიდან დეკემბრამდე დროის პერიოდში, მის მიმართ არაერთი შეურაცხყოფის ფაქტი, რის გამოც განიცდიდა ტანჯვას. მიუთითა, რომ შვილის მხრიდან ძალადობა გახდა მათ შორის კონფლიქტის წარმოშობისა და მისი სახლიდან წამოსვლის მიზეზი იმ ფაქტთან ერთად, რომ უსაფუძვლოდ ცდილობდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მის წაყვანას.

დაზარალებულის ჩვენება, რომელიც ეხება დროის აღნიშნულ პერიოდში შო--------------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტებს, გამყარებულია სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ მა---------------ემ შპს ,,მედალფას’’ ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრს მიმართა 20.04.2--- წელს, საიდანაც გაეწერა დიაგნოზით: მარცხენა მტევნის დაჟეჟილობა და 02.11.2--- წ, სადაც დაესვა დიაგნოზი: თავბრუსხვევა და მდგრადობის დარღვევა.

ამდენად, დაზარალებულ მა---------------ის ჩვენება თანხვედრაშია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან, მოწმეების: მა-----------ვას და და--------------ას ჩვენებებთან, რის გამოც სასამართლო, დაზარალებულის ჩვენებას მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებად.

 

დაზარალებულის მეზობლებმა, კერძოდ: მოწმე მა-----------ვამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ გაიგონა მანანას მიერ, უცხო პირისათვის ნათქვამი, რომ ავიწროებდა შვილი - შოთა, ხოლო მოწმე და--------------ამ დაადასტურა, რომ ნახა აღელვებული მანანა, რომელიც ამბობდა, რომ სახლში არ გაიჩერებოდა.

რაც შეეხება ბრალდებულის ჩვენებას, რომელიც აღნიშნავს, რომ მას ბრალად წარდგენილი ქმედება არ ჩაუდენია და შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიციას შო--------------ის უდანაშაულობის თაობაზე, სასამართლო არ იზიარებს, რადგან ბრალდებულმა არადამაჯერებელი ჩვენება მისცა სასამართლოს, რომელიც წინააღმდეგობაშია დაზარალებულის და მოწმე ნე------------–-ძის ჩვენებებთან. შო---------------მ მიუთითა, რომ დედასთან - მა---------------ესთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა მთელი ჩვენების განმავლობაში მას და მა---------------ეს შორის კონფლიქტურ ურთიერთობზე საუბრობდა. შო---------------მ უარყო დედის - მა---------------ისათვის რაიმე სახის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, თუმცა სასამართლო სხდომაზე დასმულ შეკითხვებს იმის თაობაზე, რატომ უნდოდა მა---------------ეს ცალკე ცხოვრება, რატომ იყო სახლიდან რამდენჯერმე წასული და აღნიშნულის მიზეზად რატომ ასახელებდა შვილის მხრიდან შეურაცხყოფას, შო---------------მ - პასუხი ვერ გასცა, ამასთან კითხვაზე ,,როდის მოიტყუა, ახლა თუ გამოკითხვის დროს’’, შო---------------მ უპასუხა, რომ ,,არ ახსოვს’’. თავის ჩვენებაში ბრალდებულმა მიუთითა, რომ მა---------------ე დათანხმდა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას, თუმცა შეკითხვების ეტაპზე აღნიშნა, დედას უთხრა, რომ გულის ექიმთან - და-----------–-ძესთან მიჰყავდათ, რომ ეს უკანასკნელი გულის ექიმი იყო. ამ ნაწილში ბრალდებულის ჩვენება ეწინააღმდეგება მისი მეუღლის - ნე------------–-ძის ჩვენებას, რომელიც მიუთითებს: მანანამ იცოდა, რომ ექიმი თერაპევტ-ფსიქიატრი იყო. მოწმეები: ნე------------–-ძე და მი------------------ე (ბრალდებულის და) უარყოფენ შო--------------ის მხრიდან დედისათვის რაიმე შეუარცხყოფის მიყენების ფაქტს, ხოლო სხვა მტკიცებულება, რომელიც სარწმუნოდ გააბათილებდა ეჭვს ბრალდებულის უდანაშულობის თაობაზე, საქმეში არ მოიპოვება, რაც სასამართლოს უქმნის რწმენას იმისა, რომ აღნიშნულით ბრალდებულის მეუღლე და და ცდილობს ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოწმეები: გი--------–-ძე, ლუ------–------ნი, ნუ-------------–--ე და სო-–---------------–-ძე ადასტურებენ მხოლოდ 2--- წლის 10 დეკემბერს აბუსერიძეების ოჯახში შეკრებისა და 12 დეკემბერს მა---------------ის ფსიაქტრიულ საავადმყოფოში წაყვანის თაობაზე გადაწყვეტილების ერთობლივად მიღების ფაქტს, თუმცა არ არიან 2--- წლის აპრილის თვიდან 2--- წლის 12 დეკემბრამდე დროის შუალედში ბრალდებულის მიერ, დედის მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფის თვითმხილველნი, რის გამოც მათ მიერ მიცემული ჩვენებები არ წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს. აქედან გამომდინარე სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის არასარწმუნო ჩვენებას მისი უდანაშაულობის შესახებ, რომელიც არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით, მიუკერძოებელ და ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო არ იზიარებს.

 

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ შო--------------- ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2----–-–------------–- გასამართლებულია ანალოგიური ქმედებისათვის, დედის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობისათვის, რის გამოც სასჯელის სახით დაენიშნა პირობითი მსჯავრი 1 წლის ვადით, იმავე გამოსაცდელი ვადით. სასამართლო მიუთითებს ასევე 2--- წლის 20 დეკემბერს შედგენილ შემაკავებელი ორდერის ოქმსა და შემაკავებლ ორდერზე, სადაც მსხვერპლად დაფიქსირებულია მა---------------ე, მოძალადედ - შო---------------, ძალადობის ფორმად განსაზღვრულია ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2--- წლის აპრილის თვიდან მ/წლის 12 დეკემბრამდე დროის შუალედში.

 

რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.

 

2.6. დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა დაზარალებულის ჩვენება და მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ გადმოცემული ინფორმაცია არ ასახავდა რეალობას.

 

სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის დროს, მსხვერპლი პირველ ეტაპზე უმთავრესად თავს იკავებს სამართალდამცავი ორგანოებისათვის შეტყობინებისგან და არ აცხადებს მიმდინარე ძალადობის თაობაზე. მსგავს ვითარებას აქვს ადგილი მოცემულ შემთხვევაშიც. ბრალდებულის დედამ მიუთითა, რომ 2--- წლის აპრილის თვეში, როცა შო---------------მ ხელზე ტკივილი მიაყენა, აღნიშნულის შესახებ არ განაცხადა, მიმართა საავადმყოფოს, მაგრამ სიმართლე დამალა (იხ. ცნობა N----- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ), რადგან შვილის დასჯის შეეშინდა, მით უფრო, რომ შო--------------- ნასამართლევი იყო დედის მიმართ ძალადობის ჩადენისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“ (სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი).

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია ამოიცნოს დამნაშავე, სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 30).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2--- წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი).

 

დაზარალებულის ჩვენების სანდოობის შეფასების დროს სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულის ინტერესების დამცველი აპელირებს დაზარალებულის არაჯანსაღ ფსიქიკაზე, რის გამოც იგი იგონებდა ისეთ ფაქტებს, რასაც არ ჰქონდა სინამდვილეში ადგილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულ - მა---------------ის საეჭვო ფსიქიკურ მდგომარეობას (მეტიც, ტომი I, ს.ფ. 38-ზე განთავსებულია ლანჩხუთის შპს ,-------------- დირექტორის მიერ 2--- წლის 13 დეკემბერს გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით მა---------------ე არ იმყოფება აღრიცხვაზე ლანჩხუთის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერ შპს ,,--------–---, როგორც ფსიქიური ავადმყოფი), რაც მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, სასამართლო ვერ გაიზირებს დაცვის მხარის მხოლოდ სიტყვიერ მითითებას, რომ დაზარალებული იტყუება, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დაზარალებული არის ბრალდებულის დედა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ მა---------------ე სასამართლომ გააფრთხილა ცრუ ჩვენებისათვის სისხლისსამართლევი პასუხისმგებლობის შესახებ.

 

სასამართლო, ითვალისწინებს რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ მა---------------ის ჩვენება შინაარსობრივად არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას. დაზარალებულმა გულწრფელად ისაუბრა შო--------------ის მხრიდან, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

 

საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ შო---------------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შო---------------მ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

შო---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ შო--------------- ნასამართლობის არ მქონეა, სამუშაო ადგილიდან ხასიათდება დადებითად, არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შო---------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს მსუბუქი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შო--------------ის პატიმრობაში ყოფნის ვადის გთვალისწინებით, მას უნდა შეუმცირდეს დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე, 53-ე, 62-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შო--------------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცაათი) საათის ვადით. მსჯავრდებულ შო--------------ის პატიმრობაში ყოფნის ვადის (2--- წლის 13 დეკემბრიდან 2--- წლის 19 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და შო---------------ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 115 (ასთხუთმეტი) საათის ვადით.

 

2. გაუქმდეს მსჯავრდებულ შო--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო. შო--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში დაყადაღებული მა---------------ის (პირადი ნომერი 2------------ შო--------------ის (პირადი ნომერი 2----------), შო---------------ძის (პირადი ნომერი 2----------- თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მდებარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნ-------–---------- ფართობით 4200 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდით 27.04.46. 383. გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის თანამესაკუთრეებს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

3. ,,დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულის მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს აჭარისა და გურიის პრობაციის ბიუროს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე