გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.02.2020
საქმის ნომერი
130210119003219899
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130-10-19003219899

2-840-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

4 თებერვალი, 20-0 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,ლ--------------“

წარმომადგენელი ნინო კაჭარავა

მოპასუხეები ჯ------–----–-–---–ი, ჯ-----------------–-–-----------–---–-

დავის საგანი თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს ჯ------–-----–-–---–--------------------------–-–-----------–---–ს სოლიდარულად გადახდეთ სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ 5398.51 ლარი;

1.2. მოპასუხე ჯ------–----–-–---–- გადახდეს სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ 583 ლარი.

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 20-4 წლის 25 იანვარს, სააქციო საზოგადოება ,,ლ-------- ბანკსა“ და ჯ------–----–-–---–- შორის დადებული კრედიტის ხელშეკრულებით, ჯ------–----–-–---–მა მიიღო სესხი 6 950 ლარი 84 თვით, წლიური 19%-ით. გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - 0.050% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

იმავე დღეს, მხარეებს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, ჯ---------------------–-–-----------–---–-ა სოლიდარული ვალდებულება იკისრეს ჯ------–----–-–---–ის ვალდებულების შესრულებაზე;

ჯ------–----–-–---–ი 20-3 წლის 20 სექტემბრიდან სარგებლობდა ,,ლ-------- ბ---–ი” მის სახელფასო ანგარიშზე გააქტიურებული ოვერდრაფტით და აითვისა 583 ლარი.

მსესხებელს 20-8 წლის 4 ივლისიდან თანხა არ გადაუხდია 20-4 წლის 25 იანვარს აღებულ სესხზე და 20-8 წლის 31 ივლისიდან - ოვერდრაფტზე და საქმის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხეების სოლიდარული დავალიანებაა 5398.51 ლარი, საიდანაც 3 800.19 ლარი ძირი თანხაა, 776.82 ლარი - პროცენტი, 821.50 ლარი - პირგასამტეხლო. მხოლოდ ჯ------–----–-–---–- კი დასაბრუნებელი აქვს ოვერდრაფტით მიღებული 583 ლარი;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. საქმის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხებმა სარჩელი ცნეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20-4 წლის 25 იანვარს, სააქციო საზოგადოება ,,ლ-------- ბანკსა“ და ჯ------–----–-–---–- შორის დადებული კრედიტის ხელშეკრულებით, ჯ------–----–-–---–მა მიიღო სესხი 6 950 ლარი 84 თვით, წლიური 19%-ით. გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - 0.050% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

იმავე დღეს, მხარეებს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, ჯ---------------------–-–-----------–---–-ა სოლიდარული ვალდებულება იკისრეს ჯ------–----–-–---–ის ვალდებულების შესრულებაზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის და თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 18-29);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

3.1.2. ჯ------–----–-–---–ი 20-3 წლის 20 სექტემბრიდან სარგებლობდა ,,ლ-------- ბ---–ი” მის სახელფასო ანგარიშზე გააქტიურებული ოვერდრაფტით და აითვისა 583 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება, ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 48-70);

- მხართა ახსნა-განმარტება.

3.1.3. მოპასუხეებს გადასახდელი აქვთ ,,ლ--------------სათვის” სარჩელში აღნიშნული თანხა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობები დავალიანების შესახებ (ს.ფ. 72,73);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 417-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 10--ე, 131-ე მუხლები, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;

317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხისაგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის და მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;

სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

10--ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;

131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

მოპასუხეებმა, რომლებისთვისაც ცნობილი იყო აღნიშნული შედეგი, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს, რაც მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო საქმის მოსამზდებელ სხდომაზე. შესაბამისად, მას არ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე მიღებულია უზრუნველყოფის ღონისძიება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 20-9 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, ლ-–-----------–---–- აეკრძალა გაასხვისოს და უფლებრივად დატვირთოს უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 0-.1-.0--0--.0-4.0-.0---

სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიება არ უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხეებს ჯ------–-----–-–---–--------------------------–-–-----------–---–ს სოლიდარულად გადახდეთ სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ 5398.51 ლარი;

1.2. მოპასუხე ჯ------–----–-–---–- გადახდეს სს ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ 583 ლარი.

2. სს ,,ლ-------- ბანკს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი - სარჩელზე გადახდილი 179.45 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარი;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი № 7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი