განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2019
საქმის ნომერი
330100119003037816
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2596-19

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

27 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ------–----–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ---–------------–------------ (დაბადებული - 1----–-–--------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–--------------------------–-----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი (ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით).

 

ადვოკატები - გ-----------–---–------------------------–-–---–-

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2----–-–----------, დილის საათებში, გ---–----------ა იმყოფებოდა ქ. თბილისში, თ-----------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზია „ო---------თან“, სადაც მას წარმოეშვა განზრახვა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა აღნიშნულ მაღაზიაში არსებული თანხა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, სამზარეულოს დანით შევარდა მაღაზია „ო---------ში“ და მოლარე კონსულტანტს ყვირილითა და დანის მუქარით მოსთხოვა სალაროში არსებული სრული თანხა. ამ პერიოდისთვის სალაროში იყო ნავაჭრი თანხა 800 ლარის ოდენობით. მოლარის ყვირილზე აღნიშნულ სალაროსთან მივიდნენ მაღაზიის ადმინისტრატორი და მენეჯერი, რომელთაც გ---–----------ამ დანის ქნევითა და ყვირილით, ასევე მოსთხოვა სალაროში არსებული თანხა. მათგან ბრალდებულმა შეიტყო რა, რომ პოლიცია იყო გამოძახებული, მოსთხოვა მათ ადგილზე დარჩენილიყვნენ, თავად კი სასწრაფოდ დატოვა მაღაზია და მიიმალა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით

 

2.1. დაზარალებულ გ---–-----------ის ჩვენების თანახმად, 2----–-–----------, დაახლოებით დილის თორმეტის ნახევრისთვის იმყოფებოდა ქ. თბილისში, თ-----------------–-------ში მდებარე მაღაზია „ო----------ის“ სალაროსთან. მოულოდნელად მაღაზიაში შევიდა დანით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მიუახლოვდა სალაროს და ფულის გადაცემა მოსთხოვა. დაზარალებულს ძალიან შეეშინდა და ადმინისტრატორ რ----------------ეს დაუძახა „რ---- დანა აქვს,“ ასევე ოდნავ უკან დაიხია, რადგან თავდამსხმელს დანა მისკენ ჰქონდა მიმართული და ფიქრობდა მისთვის დაზიანება არ მიეყენებინა. გ---–-----------ის ჩვენების თანახმად, მთელმა ცხოვრებამ მას თვალწინ ჩაუარა. თავდამსხმელის შეეშინდა რ----------------ესაც, რომელმაც დასახმარებლად მენეჯერს დაუძახა. მენეჯერი - გ----------------ია სწრაფად გამოვიდა თავისი ოთახიდან და მაღაზიის კარისკენ გაიქცა. რ----------------ის დაძახილზე „აგერ დგას“ - გ----------------ია მოტრიალდა, სალაროსთან მივიდა და ბრალდებულს სთხოვა მაღაზია დაეტოვებინა, რადგან პოლიცია გამოძახებული ჰყავდა. გ---–----------ა მივიდა მაღაზიის კართან, გ----------------იას უთხრა გარეთ არ გაჰყოლოდა და წავიდა. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ თავდასხმის მომენტში მაღაზიის სალაროში არსებული თანხა დაახლოებით 800 ლარს შეადგენდა; გამოძიების მიმდინარეობისას ამოიცნო თავდამსხმელი. გამოკითხვისას ან ამოცნობისას გამომძიებლის მხრიდან რაიმე მინიშნებას ან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ბრალდებულის სიტყვები - „ფული მომეცით“ მუქარად აღიქვა და შეეშინდა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ნერვიულობის ფონზე ეღიმება ხოლმე. ბრალდებულმა რ----------------ეს მოსთხოვა ფული თუ არა, გ---–-----------ეს არ ახსოვს. ბრალდებულს სამზარეულოს დანა ეჭირა, ხისფერი ტარითა და ხრახნიანი პირით; ბრალდებულს არ იცნობს და მასთან ურთიერთობა არ ჰქონია.

2.2. პირის ამოცნობის 2----–-–----------ს ოქმის თანახმად, მოწმე გ---–-----------ემ, მისთვის წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველი მდგომი გ---–----------ა, სიმაღლით, აღნაგობით, კანის ფერით, სახის ნაკვთებით.

 

2.3. დაზარალებულ ნ------------ს განმარტებით, 2----–-–---------- მუშაობდა, ქ. თბილისში, თ-----------------–----- ნომერში მდებარე მაღზია „ო---------ში“, მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე. დილის შვიდი საათიდან მაღაზიის სალაროში იმყოფებოდა. მოგვიანებით, ნ------------მ გ---–-----------ემ შეცვალა და „გასტრონომიაში“ გადაინაცვლა, სადაც ძეხვს ალაგებდა თაროზე, რა დროსაც შემოესმა გ---–-----------ის ყვირილის ხმა; გაიხედა და დაინახა სალაროსთან მდგომი დანიანი ახალგაზრდა, რომელიც ფულის გადაცემას მოითხოვდა. გ---–-----------ემ მამაკაცს უპასუხა, რომ ფული არ ჰქონდა და ვერ მისცემდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ხმას აუწია და დანის ქნევა დაიწყო. შემდეგ გ---–ამ დაუძახა ადმინისტრატორ რ----------------ეს. შეშინებულმა რ---------მა თავის მხრივ ხმამაღლა დაუყვირა მენეჯერს. გ----------------ია (მენეჯერი) მაშინვე გამოვიდა კაბინეტიდან, მიუახლოვდა ბრალდებულს, გაესაუბრა და მოახერხა, მშვიდობიანად გაეშვა გარეთ. აღნიშნულ მომენტში ნ------------ „გასტრონომიაში“ იმყოფებოდა და შეშინებული ხმას ვერ იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს მისკენ არ მიუმართავს დანა, საფრთხე რეალური იყო, რადგან შესაძლოა მასთანაც მისულიყო. გ---–----------ას წასვლიდან რამდენიმე წუთში მივიდა პოლიცია შემთხვევის ადგილზე. მაღაზიაში ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და შეადგინეს ოქმები. ნ------------მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობისა და გამოკითხვის ოქმების სისწორე და ისიც, რომ გამომძიებლის მხრიდან რაიმე ზეწოლას ან იძულებას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია. ბრალდებული ამოიცნო თავისუფლად და ასევე რაიმე მინიშნებასაც არ ჰქონია ადგილი; დაზარალებულმა განაცხადა, რომ იგი ბრალდებულს არ იცნობს და მასთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია.

 

2.4. პირის ამოცნობის 2----–-–----------ს ოქმის თანახმად, მოწმე ნ------------მ მისთვის წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველი მდგომი გ---–----------ა, სიმაღლით, აღნაგობით, კანის ფერით, სახის ნაკვთებით.

 

2.5. დაზარალებული რ----------------ის ჩვენებით, მუშაობს ქ. თბილისში, თ-----------------–-------------ში მდებარე მაღაზია „ო---------ში,“ ადმინისტრატორის პოზიციაზე. 2----–-–---------- იმყოფებოდა მაღაზიაში, ხილ-ბოსტანის სექციაში. დაახლოებით თერთმეტ საათზე მაღაზიაში შევიდა ბრალდებული, რომელიც მივიდა მოლარესთან და ფული მოსთხოვა მას. გ---–-----------ემ თავიდან კარგად ვერ გაიგო თავდამსხმელის ნათქვამი, გაუღიმა და ჰკითხა, რა უნდოდა. ბრალდებულმა დანა მიუშვირა მოლარეს, რომელიც შეშინდა, დაიძახა „რ---- დანა აქვს“ და უკან დაიხია. თავად რ----------------ესაც ძალიან შეეშინდა და მენეჯერს დაუძახეს. გ----------------ია რამდენიმე წამში გამოვიდა თავისი ოთახიდან და კარისკენ გაემართა; იგი მიუახლოვდა სალაროსთან მდგომ ბრალდებულს, რომელიც კვლავ ფულის გადაცემას მოითხოვდა. გ----------------იამ ბრალდებულს სთხოვა მაღაზია დაეტოვებინა, რადგან პოლიცია გამოძახებული ჰყავდა. ბრალდებული კვლავ ფულს ითხოვდა. ბრალდებული გავიდა გარეთ და გ----------------იას მოსთხოვა, არ გაჰყოლოდა. რომელ მხარეს წავიდა გ---–----------ა, რ----------------ეს არ დაუნახავს. მისი ჩვენების თანახმად, ბრალდებულს დანა მოლარისკენ ჰქონდა მიმართული. გ-----------------ია როდესაც სალაროში შევიდა, ბრალდებულს დანა მისკენაც ჰქონდა მიმართული. დაზარალებულმა განმარტა, რომ მას შეეშინდა, რადგან საფრთხე რეალური იყო. საპატრულო პოლიცია ბრალდებულის წასვლიდან მალევე მივიდა მაღაზიაში. მათ აიღეს თითის ანაბეჭდები, წარუდგინეს ,,ორდერები“ და შეადგინეს შესაბამისი ოქმები. დაზარალებულმა დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობისა და გამოკითხვის ოქმების სისწორე, ასევე ისიც, რომ გამომძიებლის მხრიდან, ამოცნობისას, მის მიმართ რაიმე მითითებას ადგილი არ ჰქონია. დაზარალებულმა განაცხადა, რომ გამომძიებლისთვის პირადად მას არ გაუცია ვიდოჩანაწერები, თუმცა დაინახა, რომ ამოიღეს. დაზარალებულის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას შეეშინდა, რადგან ფიქრობდა, რომ ბრალდებული მისკენაც შებრუნდებოდა დანიანად; საგანი, რომელიც ბრალდებულს ჰქონდა, სამზარეულოს დანას წააგავდა. გ---–-----------ემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებულს შემთხვევამდე არ იცნობდა და მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია; რომელ რიცხვში ამოიღო გამომძიებელმა ვიდეოჩანაწერები, არ ახსოვს.

 

2.6. პირის ამოცნობის 2----–-–----------ს ოქმის თანახმად, მოწმე რ----------------ემ მისთვის წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო მარჯვნიდან მეორე მდგომი გ---–----------ა, სიმაღლით, აღნაგობით, კანის ფერით, სახის ნაკვთებით.

 

2.7. შპს „ო----------ის“ მენეჯერ გ----------------იას განმარტებით, 2----–-–----------, დილის საათებში იმყოფებოდა ქ. თბილისში, თ-----------------–----- ნომერში მდებარე მაღზია „ო---------ში“. მენეჯერის ოთახში შეკვეთებს აკეთებდა, რა დროსაც ადმინისტრატორ რ----------------ის ყვირილის ხმა შემოესმა - „გ------ი, ჩქარა გამოდი!“. იფიქრა, რომ ქურდობა მოხდა და პირდაპირ მაღაზიის კარისკენ გაემართა. როდესაც სალაროსკენ მიტრიალდა, დაინახა დანიანი პიროვნება, რომელიც ხმამაღალი ტონით მოლარეს ფულს სთხოვდა. გ----------------ია მიუახლოვდა ბრალდებულს და უთხრა, რომ პოლიცია გამოძახებული ჰყავდა და სთხოვა, მშვიდობიანად წასულიყო. დანიანი პიროვნების შეეშინდა და უკან დაიხია. საბოლოოდ, გ---–----------ამ მალევე დატოვა მაღაზია და წავიდა. გ----------------იამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ გ---–----------ას შემთხვევამდე არ იცნობდა და მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. დაზარალებულმა დაადასტურა მისი გამოკითხვისა და მისი მონაწილეობით ჩატარებული პიროვნების ამოცნობის ოქმების სისწორე. გ----------------იამ აღნიშნა, რომ გამომძიებლის მხრიან რაიმე ზეწოლას ან მინიშნებას ადგილი არ ჰქონია. მაღაზიიდან ვიდეოკამერების ჩანაწერები შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ იქნა ამოღებული; მას თავდამსხმელის ამოცნობა არ გასჭირვებია.

 

2.8. პირის ამოცნობის 2----–-–----------ს ოქმის თანახმად, მოწმე გ----------------იამ მისთვის წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო მარჯვნიდან მეორედ მდგომი გ---–----------ა, სიმაღლით, აღნაგობით, კანის ფერით, სახის ნაკვთებით.

 

2.9. შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2----–-–----------ს ოქმის თანახმად, ს----------–----–------------------------------------------–--------------–-------------------–ების გამომძიებელ გ------------–---–ის მიერ, ექსპერტების - ლ-------------–---–ისა და დ--------–--------–---–ის, მაღაზიის წარმომადგენელ რ----------------ის მონაწილეობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ. თბილისი, თ-----------------–------------- მაღაზია „ო----------ი“. ექსპერტების მიერ შესასვლელი კარის გარე და შიდა ზედაპირიდან აღებულ იქნა ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა.

 

2.10. საგამოძიებო ექსპერიმენტის 2----–-–----------ს ოქმის თანახმად, გამომძიებელ გ------------–---–ის, ექსპერტების - ლ-------------–---–ისა და დ--------–--------–---–ის მონაწილეობით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც გ---–----------ამ მიუთითა ბაზრობაზე, სადაც დანა შეიძინა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა მიუთითა მაღაზია „ო---------ზე“, რომელზეც განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.

 

2.11. შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოცნობის ოქმების კანონთან შესაბამისობა/სისწორე დაადასტურა ს----------–----–------------------------------------------–--------------–-------------------–ების გამომძიებელმა - გ------------–---–მა. მოწმის განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ძირითადი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მის მიერ იქნა ჩატარებული. გამოძიების მიმდინარეობისას რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა. ყველა მოქმედება განხორციელდა საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით და რაიმე დარღვევას ან მოწმეებზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

 

2.12. შემთხვევის ადგილისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების სისწორე დაადასტურა ექსპერტ-კრიმინალისტმა - დ--------–--------–---–მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.

 

2.13. ს----------–----–------------------------------------------–--------------–-------------------–ების გამომძიებელმა - ლ------------ემ დაადასტურა მის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის სისწორე.

 

2.14. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2----–-–----------ს ოქმის თანახმად, ს----------–----–------------------------------------------–--------------–-------------------–ების გამომძიებელ ზ-------------–---–ის მიერ, გამომძიებლების - ა-–-----------–-------–---–ისა და ა---------–----–------ის მონაწილეობით დაკავებულ იქნა გ---–----------ა, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა სამზარეულოს დანა, ხის ტარით, „ნ------“ ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი ბილაინის სიმბარათით და შავი ფერის კეპი.

 

2.15. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის კანონთან შესაბამისობის ფაქტი დაადასტურეს ს----------–----–------------------------------------------–--------------–-------------------–ების გამომძიებლებმა - ზ-------------–---–მა, ა-–-----------–-------–---–მა და ა---------–----–------ემ. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ბრალდებული დააკავეს ქ. თბილისში, გ------–-----------, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. დაკავებისას გ---–----------ას წინააღმდეგობა არ გაუწევია. პირადი ჩხრეკისას ბრალდებულისგან ამოიღეს სამზარეულოს დანა, მობილური ტელეფონი და კეპი. გ---–----------ას განუმარტეს უფლებები, ამოღებული ნივთები დალუქეს და დაკავებული გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. შემთხვევამდე გ---–----------ას არ იცნობდნენ და მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ.

 

2.16. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ შს----------–---------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–----------------–ები -ნ---------–---–-----ი და მ------------–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში; შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

2.17. ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2----–-–-----------------ის თანახმად, დაზარალებულ რ----------------ისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, თ-----------------–------------–- მდებარე შპს „ო----------ის“ გარე და შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები - 2----–-–----------ს დილის 10:20 საათიდან - 2----–-–-------–----------------- დროის პერიოდში.

 

2.18. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის სასამართლოში წარსადგენ ნუსხაში, საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ნაწილში მითითებული, გ---–----------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა და ქუდი; ასევე ელექტრონული დისკი მასზე არსებული ვიდეოჩანაწერით. აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებები დათვალიერდა რა მხარეთა უშუალო მონაწილეობით, სასამართლო და მხარეები დარწმუნდნენ მათ ავთენტურობაში.

 

2.19. ბრალდებულმა - გ---–----------ამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი არის ალკოჰოლზე დამოკიდებული. 2----–-–----------, დილის საათებში შევიდა ქ. თბილისში, თ-----------------–----------- მდებარე მაღაზია „ო---------ში“ და მოლარე გოგონას ალკოჰოლური სასმელი სთხოვა. გოგონამ სასმელის მიცემაზე უარი განუცხადა და მენეჯერს დაუძახა. თხოვნაზე მენეჯერმა ბიჭმაც უარი უთხრა და ყვირილი დაუწყო. გავიდა მაღაზიიდან და გაემართა გ------–-- ქუჩისკენ. მალევე დააკავეს პოლიციიის თანამშრომლებმა. უთხრეს, რომ ყაჩაღობაში ედებოდა ბრალი. ვინაიდან ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული იყო ყველაფერი, ბრალის აღიარება ურჩიეს. პოლიციასთან ურთიერთობის გამოცდილება არ ჰქონდა, დაუჯერა მათ და აღიარა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. დაკავებისას პოლიციელებს მისთვის უფლებები არ განუმარტავთ. მაღაზიაში ყოფნისას რკინის სახაზავის ნატეხი ეჭირა და არა დანა. გამოძიების მიერ სასამართლოში წარმოდგენილი დანა მას არ ჰქონია. მაღაზია „ო---------ში“ ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული პიროვნება თვითონ არ არის. დაზარალებულებს და დაკავებაში მონაწილე პოლიციელებს არ იცნობს და მათთან რაიმე სახის ურთიერთობა არასდროს ჰქონია.

 

2.20. დაცვის მხარის მოწმეებმა - ლ-------------მა და მ-------------–--ემ დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმების სისწორე. მოწმეებმა აღნიშნეს, რომ გამოძიების თხოვნით, ნებაყოფლობით მიიღეს მონაწილეობა ამოცნობაში. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას რაიმე ზეწოლას და მინიშნებას ადგილი არ ჰქონია. ამოცნობის დროს ბრალდებულს ბორკილი არ ედო. ხელში ეჭირათ რიგის ნომრები, რომლებიც რამდენჯერმე გაცვალეს. ასევე შეიცვალეს ადგილები.

 

2.21. სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა N100ა-ს თანახმად, გ---–----------ას აღენიშნება ჭარბი ალკოჰოლით გამოწვეული ქცევითი და ფსიქიკური აშლილობა, დამოკიდებულების სინდრომი.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

3.3. სასამართლომ ასევე საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli a№d others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ

 

3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული გ---–----------ას მიერ ყაჩაღობის, ესე იგი თავდასხმის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენა; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებული გ---–----------ა, 2----–-–----------, დილის საათებში, დანის გამოყენებით, თავს დაესხა თბილისში, თ-----------------–-------------–- მდებარე მაღაზია „ო----------ის“ თანამშრომლებს და მოსთხოვა მათ სალაროდან ფულის გადაცემა.

 

3.8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლში კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.

 

3.9. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, გ---–----------ას უდანაშაულობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

- დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ დაზარალებულებს არ განუცდიათ შიში და ამაზე მეტყველებს მათი ქცევა მაღაზიაში, რაც არ არის მართებული არგუმენტი, ვინაიდან გ---–-----------ე, რ----------------ე, გ----------------ია და ნ------------ ადასტურებენ, რომ შემთხვევის შემდეგ ყველა მათგანი აღელვებული და შეშინებული იყო, ამასთან ფორს მაჟორულ ვითარებაში პირის ქცევა, როგორც წესი, ინდივიდუალურია და არ შეიძლება გახდეს ზოგადი შეფასების საგანი. ამასთან, საქმის არსებითად განხილვისას უტყუარად დადგინდა (მათ შორის ბრალდებულმაც დაადასტურა), რომ შემთხვევის დღეს, მაღაზია „ო----------ში“ მყოფი დაზარალებულები გ---–----------ას არ იცნობდნენ და მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ. შესაბამისად, გამოირიცხება დაზარალებულთა მხრიდან რაიმე იმგვარი დაინტერესება ბრალდებულის მიმართ, რაც მაღაზია „ო----------ის“ თანამშრომელთა ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა.

 

- დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რაც აუცილებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. დაზარალებულთა ჩვენებები სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს, ვინაიდან მათ შორის არის არსებითი წინააღმდეგობები და გ---–-----------ის, რ----------------ის, გ----------------იასა და ნ------------ს სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერს. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის არსებითად განხილვისას, დაზარალებულების ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები არ გამოვლენილა. ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ დანით შეიარაღებული გ---–----------ა შევიდა მაღაზია „ო---------ში“ და აგრესიულად მოითხოვა ფულადი თანხის გადაცემა. გ----------------იამ დააჯერა ბრალდებული, რომ პოლიცია გამოძახებული იყო, რის გამოც მან დატოვა მაღაზია და მიიმალა. მომხდარმა ყველა მათგანი შეაშინა. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე სერიოზული არგუმენტი, რაც დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებების არადამაჯერებლობას გაუსვამდა ხაზს. გ---–-----------ის, რ----------------ის, გ----------------იასა და ნ------------ს მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად შეესაბამება მაღაზია „ო----------ის“ ვიდეოკამერების ჩანაწერებს. შესაბამისად, სახეზეა ურთიერთთავსებადი, უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც აუცილებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

- სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ბრალდებულს მაღაზიაში ყოფნისას რკინის სახაზავის ნატეხი ეჭირა ხელში, ვინაიდან აღნიშნული გარემოება ცალსახად უარყოფილია, როგორც მაღაზია „ო----------ის“ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით, ასევე დაზარალებულთან ჩვენებებით. დაზარალებულებმა დეტალურად აღწერეს საგანი, რომლის მუქარითაც მოითხოვდა გ---–----------ა თანხის გადაცემას. დაადასტურეს, რომ ბრალდებულს თავდასხმისას სამზარეულოს დანის მაგვარი საგანი ეჭირა ხელში. ნივთი გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზეც მხარეთა მონაწილეობით და აშკარაა, რომ ამ ნივთით შესაძლებელია დაზიანების მიყენება;

 

3.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.11. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ გ---–----------ას მიერ, მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, გ---–----------ა ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ---–----------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ხუთიდან შვიდ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს დაზარალებულებისთვის მიყენებულ ფსიქოლოგიურ სტრესს, ასევე იმ ფაქტს, რომ გ---–----------ას არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი რაიმე გარემოება. ამასთან, გ---–----------ა აქამდე არ ყოფილა შემჩნეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაშიც იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მიზნები.

 

5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ---–----------ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- გ---–----------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხისტარიანი დანა, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

- შავი ფერის კეპი და „ნ------“ ფირმის მობილური ტელეფონი - უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;

 

- შპს „ო----------იდან“ ამოღებული DVD დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ---–----------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ გ---–----------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

3. მსჯავრდებულ გ---–----------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2----–-–----------ს 12:40 საათიდან.

 

4. ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- გ---–----------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხისტარიანი დანა - განადგურდეს;

 

- შავი ფერის კეპი და „ნ------“ ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;

 

- შპს „ო----------იდან“ ამოღებული DVD დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე