გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.12.2019
საქმის ნომერი
010310018002492819
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
06.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310018002492819

№3-305/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - ნი--------–--–--ე

წარმომადგენელი - ვა--------–-----ა

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ნი-------------–--ე

დავის საგანი - ქმედების დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ნი--------–--–--ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აჭარის რეგიონული ოფისის და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:

1) ბათილად იქნეს ცნობილი:

1.1) საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს მიერ გამოცემული, ადმინისტრაციული სამართლებრივი - აქტები, კერძოდ: ა) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება №89------------2; ბ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება №19----; გ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება №88-------------; დ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება №88------------3;

1.2) თვითმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანო - საკრებულოს თავმჯდომრის 2012 წლის 21 მარტს გამოცემული №0----- ბრძანება „ე“ - პუნქტში, კერძოდ ქ. ბათუმში, დაბა მა----------–ი მდებარე 1205,00 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0--3--2-.0--) რეგისტრაციაზე, 383 (სამასოთხმოცდასამი) კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში;

2) დავალდებულდეს საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტო, გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება ნი--------–--–--ის 2017 წლის 20 ნოემბრის №89---------- სარეგისტრაციო განცხადების მოთხოვნა;

 

1.2. სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმის წარმოება ნი--------–--–--ის სარჩელისა გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის გ) პუნქტის საფუძველზე შეწყდა, მოსარჩელის მიერ სარჩელის ამ ნაწილზე უარის თქმის გამო.

 

1.3. სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის საფუძველზე, ტრანსფორმირებული იქნა ნი--------–--–--ის სასარჩელო მოთხოვნა და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

დავალდებულდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, მოსთხოვოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს, ს. მა----------–ი მდებარე, მუნიციპალიტეტის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1205 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) რეგისტრაციის საკადასტრო კოდი: 0--3--2-.0--) საზღვრებში ცვლილების (კორექტირების) შეტანა, ნი--------–--–--ის მიერ საჯარო რეესტრისათვის წარდგენილი საკადასტრო ნახაზის შესაბამისად, 2700 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილზე 383 კვ.მ.-ზე არსებული გადაფარვის მოხსნის შესახებ.

 

1.4. სასარჩელო მოთხოვნას ნი--------–--–--ე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

ნი--------–--–--ის კომლს 1960-იანი წლებიდან არიცხია და სარგებლობაში გააჩნია, 2700 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომელიც ორი მხრიდან შემოსაზღვრულია ფიქსირებული მყარი საზღვრით და რომლის ფართობიცა და კონფიგურაციაც ამ ხნის განმავლობაში არ შეცვლილა. მიწის ნაკვეთზე მდებარეობს საცხოვრებელი სახლი და დღემდე ოჯახი იქვე ცხოვრობს, ამასთან, მთლიან მიწის ნაკვეთს ფლობს და გამოიყენებს, დანიშნულების შესაბამისად.

2017 წლის 20 ნოემბერს ნი--------–--–--ემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულ ოფისში წარადგინა №89---------- სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა სოფელ მა----------–ი მდებარე 2700 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, საკომლო მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

როგორც მას საჯარო რეესტრის 2--- წლის 3 იანვრის №89------------0 გადაწყვეტილებით ეცნობა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაში იყო ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებულ, 0--3--2-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, 383 კვ.მ. ფართის ოდენობით. ცნობილი გახდა აგრეთვე, რომ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 3 ოქტომბრის მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრის მიერ 2011 წლის 7 ოქტომბერს 1205 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ჯერ დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრება, რომელშიც მოყოლილა ნი--------–--–--ის კომლის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი, 383 კვ.მ. ფართობი. ამის შემდეგ, ქალაქ ბათუმის მერიის 2012 წლის 26 მარტის განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრის 2012 წლის 30 მარტის №88------------- გადაწყვეტილებით ამავე ნაკვეთზე უკვე თვითმართველი ქალაქ ბათუმის საკუთრების უფლება დარეგისტრირებულა და ნი--------–--–--ის საკომლო მიწის ნაკვეთი, კვლავ ზედდებაში დარჩენილა.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ამის შედეგად ნი--------–--–--ის კანონიერი უფლება და ინტერესი შეილახა, რადგანაც ვეღარ შეძლო საჯარო რეესტრში თავის საკარმიდამო ნაკვეთზე საკუთრების უფლება დაერეგისტრირებინა, ხოლო მუნიციპალიტეტის მერიამ 2--- წლის 13 თებერვლის №2------ წერილით სრულიად უკანონოდ განაცხადა უარი, ცვლილება შეეტანა 0--3--2-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში და კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით აღმოფხვრილიყო ზედდება, ნი--------–--–--ის საკომლო მიწის ნაკვეთის მიმართ.

 

მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე მხარე, ქალაქ ბათუმის მერია მიიჩნევს, რომ ნი--------–--–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთულისათვის საკუთრებაში გადაცემის პროცედურების მიხედვით, სახელმწიფო ქონებას თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს თხოვნის საფუძველზე.

სწორედ აღნიშნული პროცედურა განხორციელდა ქ. ბათუმში, დაბა მა----------–ი მდებარე 1205,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძარავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0--3--2-.0--) თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემისას, რომლის თაობაზეც ეცნობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ეთხოვა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს, საჯარო რეესტრში თვითმმართველი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით აღერიცხა, აღნიშნული ქონება.

საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ამ მიწის ნაკვეტზე განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და შესაბამისად, ქ. ბათუმის მერია არ ეთანხმება სარჩელს და არ გეგმავს რაიმე სახის ცვლილების შეტანას, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს ეროვნული არქივის საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის არქივის №0--------- (01.12.2017) წერილის თანახმად, ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის მახინჯაურის სადაბო საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ მახინჯაურის 1986-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ კო-–--–--ე თე----- შუქრის ძე არის კომლის უფროსი. 1997-2006 წლებში კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. კო-–--–--ე თე----- შ-ოჯახის უფროსი, გადახაზულია უწერია გადავიდა ქ. ბათუმში (დოკუმენტში ასეა); 2. ნ---- ლე---ის ასული-მეუღლე, (დოკუმენტში ასეა); 3. თა---–- თე-----ის ასული-შვილი, უწერია გათხოვდა (დოკუმენტში ასეა); 4. თი------ თე-----ის ასული-შვილი, უწერია გათხოვდა (დოკუმენტში ასეა); 5. ქეთე--- თე-----ის ასული-შვილი (დოკუმენტში ასეა); 6. ზე---- თე-----ის ასული-შვილი (დოკუმენტში ასეა). კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის რაოდენობა 1986-2006წ.წ. შეადგენს 0,27ჰა-ს. კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლი აგებული 1961 წელს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის 2017 წლის 01. 12. №0--------- წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ №88------------3 (07.10.2011) გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში, დაბა მა----------–ი მდებარე არასასოფლო-სამეურნეო 1205კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 03.10.2011წ. №0--------- მომართვის საფუძველზე აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი 0--3--2-.0--).

ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ №88------------- (30.03.2012) გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 0--3--2-.0-- თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 21.03.2012წ. №0----- ბრძანების (სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ) საფუძველზე აღირიცხა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრების უფლება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რეგისტრაციის შესახებ №88------------3 (07.10.2011) გადაწყვეტილება;

- აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 03.10.2011წ. №0--------- მიმართვა;

- რეგისტრაციის შესახებ №88------------- (30.03.2012) გადაწყვეტილება;

- საჯარო რეესტრის ამონაწერი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულ ოფისში 2017 წლის 20 ნოემბერს ნი--------–--–--ემ წარადგინა №89---------- სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ მა----------–ი მდებარე 2700 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

დაინტერესებულმა პირის მიერ №89---------- სარეგისტრაციო განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები.

ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №89-----------03 (27.11.2017) გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განუმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 27 ნოემბერს №498208 მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან და ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან, ნი--------–--–--ის კომლის შემადგენლობის, მასზე რიცხული ქონებისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ, 2007 წლამდე მდგომარეობით.

სსიპ შემოსავლების სამსახურის №21------------ (28.11.2017) მომართვის თანახმად, მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში ნ---- ლე---ის ასული კო-–--–--ე არ ფიქსირდება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნი--------–--–--ის №89---------- სარეგისტრაციო განაცხადი;

- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის №89-----------03 (27.11.2017) გადაწყვეტილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. 2017 წლის 7 დეკემბრის ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №89-----------06 გადაწყვეტილებით ნი--------–--–--ეს ეცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 7 დეკემბერს №5----- მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება გადაიდო, მითითებულ წერილზე პასუხის მიღებამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის №89-----------06 (07.12.2017) გადაწყვეტილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2017 წლის 26 დეკემბრის №75 ბრძანების თანახმად, უფლების დამდგენ დოკუმენტში მოცემული და №89---------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი, იდენტურია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნი--------–--–--ის №89---------- სარეგისტრაციო განაცხადი;

- ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2017 წლის 26 დეკემბრის №75 ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.6. ნი--------–--–--ის 2017 წლის 20 ნოემბრის №89---------- სარეგისტრაციო განცხადებაზე 2017 წლის 21 ნოემბერს მომზადებული სიტუაციური ნახაზის მიხედვით, სარეგისტრაციო უძრავ ნივთსა და ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებაში 0--3--2-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის, 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირდა ზედდება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედდების ამსახველი სიტუაციური ნახაზი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.7. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2--- წლის 3 იანვრის №89------------0 გადაწყვეტილებით, ნი--------–--–--ეს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაში იყო ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებულ, 0--3--2-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2--- წლის 3 იანვარს №1--- წერილით მიმართა ქალაქ ბათუმის მერიას, 0--3--2-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის კორექტირების მიზნით, ხოლო ნი--------–--–--ეს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 3 იანვრის №89------------0 გადაწყვეტილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.8. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის №2------ (13.02.2018) მიმართვის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (0--3--2-.0-- საკადასტრო კოდი) მიწის ნაკვეთის კორექტირებასთან დაკავშირებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია არ იყო თანახმა, რომ რაიმე სახის ცვლილება შეეტანა 0--3--2-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის №2------ (13.02.2018) მიმართვა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.9. 2018 წლის 19 თებერვლის ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №89------------2 გადაწყვეტილებით, ნი--------–--–--ეს განემარტა, რომ 2018 წლის 13 თებერვალს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის №2------ მიმართვის მიხედვით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია არ იყო თანახმა, რომ რაიმე სახის ცვლილება შეეტანა 0--3--2-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში და შესაბამისად, ნი--------–--–--ის მიერ წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის 2018 წ.19.02. №89------------2 გადაწყვეტილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.10. 2018 წლის 23 მარტს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №89------------4 გადაწყვეტილება, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის, ნი--------–--–--ის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა ნი--------–--–--ის 20------- (05.---2---) ადმინისტრაციული საჩივარი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №89------------4 (2-.-------) გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №89------------4 გადაწყვეტილება;

- ნი--------–--–--ის 20------- (05.---2---) ადმინისტრაციული საჩივარი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.11. ნი--------–--–--ის №20------- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულიოფისის სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №89------------4 (2-.-------) გადაწყვეტილება კანონიერია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება №19----;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ნი--------–--–--ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, მოპასუხისათვის ქმედების დავალდებულების შესახებ.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“.

- საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“;

- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 01 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი“;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“.

აღნიშნული წესის მე-11 მუხლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებითა და ამ წესით.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი და მე-2 მუხლების თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარებოდა სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი:

ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული;

გ) თვითნებურად დაკავებული.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №376 დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ;

 

6.2. დადგენილია და უდავო, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს ნი--------–--–--ემ საჯარო რეესტრის აჭარის რეგიონულ ოფისში წარადგინა №89---------- სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ მა----------–ი მდებარე, 2700 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტის სახით წარადგინა

საქართველოს ეროვნული არქივის საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელვაჩაურის არქივის №0--------- (01.12.2017) წერილი, რომლის თანახმად, ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის მახინჯაურის სადაბო საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ მახინჯაურის 1986-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ თე----- კო-–--–--ის კომლის სარგებლობაში, რომლის შემადგენლობაში ირიცხებოდა მოსარჩელე ნი--------–--–--ეც, არსებული მიწის ფართობის რაოდენობა 1986-2006წ.წ. შეადგენს 0,27ჰა-ს. კომლს ერიცხება აგრეთვე, საცხოვრებელი სახლი, აგებული 1961 წელს ამ მიწის ნაკვეთზე.

ნი--------–--–--ის №89---------- სარეგისტრაციო განცხადებას თან ერთვოდა აგრეთვე, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები.

საჯარო რეესტრის აჭარის რეგიონული ოფისის 2--- წლის 3 იანვრის №89------------0 გადაწყვეტილებით, ნი--------–--–--ეს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი ზედდებაში იყო ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებულ, 0--3--2-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან, 383 კვ.მ.-ის ნაწილში. ზედდების მოსახსნელად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2--- წლის 3 იანვარს №1--- წერილით მიმართა ქალაქ ბათუმის მერიას, 0--3--2-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის კორექტირების მიზნით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის №2------ (13.02.2---) მიმართვის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (0--3--2-.0-- საკადასტრო კოდი) მიწის ნაკვეთის კორექტირებასთან დაკავშირებით, მერია არ იყო თანახმა, რაიმე სახის ცვლილება შეეტანა 0--3--2-.0-- საკადასტრო კოდით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული რეგულაციის მიხედვით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (სისტემური რეგისტრაცია) ხორციელდება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი.

აღნიშნული კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებები „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების ფარგლებში განსაზრვრულია, მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლის თანახმად, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი:

ა) საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადსტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკასდასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა;

ბ) სააგენტოს წარუდგენს განცხადებას მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის ) ან/და მმართველობის ორგანოს მონაწილეობით;

გ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს.

3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1-ლი აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესი“ განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის“ მე-16 მუხლით დადგენილია, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლები:

1. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაცია წარმოებს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოცემული სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე.

 

6.4. სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, აჭარის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2017 წლის 7 დეკემბრის №89-----------06 გადაწყვეტილებით ნი--------–--–--ეს ეცნობა, რომ მის მიერ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 7 დეკემბერს №5----- მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება გადაიდო, მითითებულ წერილზე პასუხის მიღებამდე.

მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2017 წლის 26 დეკემბრის №75 ბრძანების თანახმად, დადგენილი იქნა ნი--------–--–--ის უფლების დამდგენ დოკუმენტში, კერძოდ საკომლო წიგნის ამონაწერში მოცემული და №89---------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული, საკადასტრო აგეგვით/აზომვით ნახაზზე (შემდგენელი შპს „ნა------- 21“ 07.11.17) ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

საჯარო რეესტრის მიერ ნი--------–--–--ის საკუთრების უფლება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არ დარეგისტრირდა, რადგანაც საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურმა დაადგინა, რომ ნი--------–--–--ის 2017 წლის 20 ნოემბრის №89---------- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით, 2017 წლის 21 ნოემბერს მომზადებული სიტუაციური ნახაზის მიხედვით, სარეგისტრაციო უძრავ ნივთსა და ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებაში, 0--3--2-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის, 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირდა ზედდება, 383 კვ.მ.-ის ნაწილში.

აღნიშნულის გამო, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2--- წლის 3 იანვარს №1--- წერილით მიმართა ქალაქ ბათუმის მერიას, 0--3--2-.0-- საკადასტრო კოდით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვრების კორექტირების მიზნით, ხოლო ნი--------–--–--ეს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის რ) ქვეპუნქტით განსაზღვრულია მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორც 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი;

ამავე კანონის მე-7 მუხლით განისაზღვრება მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი:

1-ლი პუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედებამდე (2007 წლის 20 სექტემბერი).

მე-7 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ კომლის წევრის (წევრების) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საკომლო წიგნიდან ამონაწერის საფუძველზე. ეს ამონაწერი უნდა შეიცავდეს კომლის წევრებისა და კომლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ბოლო მონაცემებს, მაგრამ არაუგვიანეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი–მე-6 და მე-8 მუხლების ამოქმედების (2007 წლის 20 სექტემბერი) პერიოდისა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის სამსახურს ნი--------–--–--ის მიერ წარედგინა სწორედ საკომლო წიგნის ამონაწერი და ამასთან, მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2017 წლის 26 დეკემბრის №75 ბრძანების თანახმად, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი იქნა ნი--------–--–--ის უფლების დამდგენ დოკუმენტში, კერძოდ საკომლო წიგნის ამონაწერში მოცემული და №89---------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული, საკადასტრო აგეგვით/აზომვით ნახაზზე (შემდგენელი შპს „ნა------- 21“ 07.11.17) ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, თუმცა ნი--------–--–--ის საკუთრების უფლების აღიარებისა და რეგისტრაციისათვის ხელისშემშლელი გახდა ის გარემოება, რომ სარეგისტრაციო უძრავ ნივთსა და ქალაქ ბათუმის მერიის საკუთრებაში, 0--3--2-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის, 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებს შორის დაფიქსირდა ზედდება, 383 კვ.მ.-ის ნაწილში.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის №2------ (13.02.2---) წერილით საჯარო რეესტრს ეცნობა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული (0--3--2-.0-- საკადასტრო კოდი) მიწის ნაკვეთის კორექტირებასთან დაკავშირებით მერია არ იყო თანახმა, რომ რაიმე სახის ცვლილება შეეტანა 0--3--2-.0-- საკადასტრო კოდით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რადგანაც ეს მიწის ნაკვეთი მანამდე წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და მისი თვითმმართველი ქ. ბათუმის საკუთრებაში რეგისტრაცია განხორციელდა, სახელმწიფოს მიერ გადმოცემის საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

6.6. იმ საკითხის სამართლებრივი შეფასებისა და ანალიზისათვის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი აღნიშნული მოცემულობების პირობებში რამდენად იყო ვალდებული, მოეხდინა კორექცია და ცვლილება შეეტანა 0--3--2-.0-- საკადასტრო კოდით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, ზედდებაში არსებული, ნი--------–--–--ის კომლის კუთვნილი 383 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლების სახით, სასამართლო მიუთითებს შემდეგ უმნიშვნელოვანეს გარემოებებზე:

მუნიციპალური ორგანოს, მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2017 წლის 26 დეკემბრის №75 ბრძანებით დადგენილია, ნი--------–--–--ის უფლების დამდგენ დოკუმენტში მოცემული და №89---------- სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული, საკადასტრო აგეგვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რაც მეორეს მხრივ ნიშნავს იმასაც, რომ ჯერ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 03.10.2011წ. №0--------- მიმართვის საფუძველზე აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრების უფლება 1205 კვ.მ. ფართობის ისეთ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით: 0--3--2-.0--), რომელიც მოიცავდა მოსარჩელე ნი--------–--–--ის საკომლო მიწის ნაკვეთის ნაწილს, 383 კვ.მ.-ის ოდენობით, ხოლო შემდეგ, ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარის 21.03.2012წ. №0----- ბრძანების საფუძველზე, 2012 წლის 21 მარტს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდა, იგივე მიწის ნაკვეთი.

ამდენად, მუნიციპალურ საკუთრებაში აღმოჩნდა მოსარჩელე ნი--------–--–--ის ოჯახის საკომლო მიწის ნაკვეთის ნაწილი, 383 კვ.მ. ფართის ოდენობით, რომლის მიმართაც მოსარჩელეს გააჩნდა საკუთრების მოპოვების სამართლებრივი საფუძველი, მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციის შესაბამისად. ამის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის ცნობილი გახდა, საჯარო რეესტრის სამსახურის მიმართვით, ხოლო მუნიციპალიტეტს ეჭვსქვეშ არ დაუყენებია და სადავო არ გაუხდია ეს გარემოება, თუმცა, ამის მიუხედავად, უარი განაცხადა ნაკვეთის საზღვრების კორექტირებაზე, მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

6.7. დავის სამართლებრივი რეგულირების მიზნით მნიშვნელოვანია აგრეთვე, გაირკვეს, არსებობდა თუ არა სადავო მიწის ნაკვეთის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და უძრავ ნივთზე მუნიციპალური საკუთრებაში აღრიცხვით ხომ არ დაირღვა, მოსარჩელე ნი--------–--–--ის კანონიერი უფლებები და ინტერესები.

დაბა მა----------–ი მდებარე 1205 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების წარმოშობისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე დავის კანონისმიერი შეფასებისათვის, სასამართლო მიუთითებს სადავო რეგისტრაციის გადაწყვეტილების დროს მოქმედ, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე (გაუქმებულია 2014 წლის 5 თებერვლის საქართველოს ორგანული კანონის - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით), რომლის 47-ე მუხლით განსაზღვრულია თვითმმართველი ერთეულის საკუთრება, მიწასა და ბუნებრივ რესურსებზე.

1. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია:

ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა. შ.), გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა, აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას;

ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე მიმაგრებული მიწა;

გ)თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა:

გ.ა) საძოვრებისა და პირუტყვის გადასარეკი ტრასებისა;

გ.ბ) 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა;

გ.გ) დაცული ტერიტორიების მიწისა;

გ.დ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლებისათვის განკუთვნილი მიწისა;

გ.ე) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწისა;

გ.ვ) საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემული მიწისა;

გ.ზ) წყლის ფონდის მიწისა;

გ.თ) კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა;

გ.ი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა, რომელიც ექვემდებარება პრივატიზებას „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

დ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები.

2. თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის 14-ლი ნაწილის თანახმად, ამ კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრული, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და ქონება (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა. შ.) საჯარო რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირდეს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, განკარგვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის №233 დადგენილებით დამტკიცებული „თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესით“ რეგულირდება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე (წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრების, განსაზღვრისა და გამიჯვნასთან დაკავშირებული სამართლებრივ ურთიერთობები.

ამ წესის 1-ლი მუხლის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული მიწა არის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც ექვემდებარება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას;

ამავე მუხლის კ) პუნქტის თანახმად კი, თვითმმართველი ერთეულის მიწის გამიჯვნა ნიშნავს, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მიწაზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების დარეგისტრირების თაობაზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობას.

აღნიშნული წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიკუთვნებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამიჯვნა ხორციელდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, 651 მუხლის მე-6 პუნქტისა და ,,ადგილობრივი თვით-მმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ხოლო მიწასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რომელსაც შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო მიწის გამიჯვნისა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დარეგისტრირების მიზნით წერილობითი მოთხოვნით მიმართავს.

სასამართლო აღნიშნავს, კანონის მითითებული ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, ქ. ბათუმში, დაბა მა----------–ი მდებარე 1205 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მიმართ იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა თვითმმართველი ერთეული კანონიერ მესაკუთრედ, თუ დადგინდებოდა, რომ ის არ წარმოადგენდა სხვა პირის, ამ შემთხვევაში ნი--------–--–--ის ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ დაბა მა----------–ი მდებარე 1205 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილი, 383 კვ.მ. წარმოადგენს მოსარჩელე ნი--------–--–--ის საკომლო მიწის ნაკვეთის ნაწილს, რომელიც დღემდე არის ნი--------–--–--ის ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში, რაც ადასტურებს მის სამართლებრივ კავშირს, კანონისმიერ უფლებასა და ინტერესს, ამ მიწის ნაკვეთთან.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ურთიერთობის მოწესრიგება, კომლის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდეგ მუნიციპალურ საკუთრებაში მოქცევის შესახებ, შესაბამისობაში არ მოდის, ურთიერთობის მარეგულირებელ მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან.

სასამართლო მიიჩნევს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ასეთი ქმედების შედეგად დაზარალებული, მოსარჩელე ნი--------–--–--ის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების აღდგენის მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო, საჯარო რეესტრის მიმართვის შემდეგ, მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექციის თაობაზე, ზემოთ მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, იმდაგვარად მოეხდინა 0--3--2-.0-- საკადასტრო კოდით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული 1205 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საზღვრებში ცვლილება, რომ გამოთავისუფლებულიყო ზედდებაში მოხვედრილი, ნი--------–--–--ის კომლის კუთვნილი 383 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მაგრამ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის №2------ (13.02.2---) წერილით საჯარო რეესტრს ეცნობა, რომ მუნიციპალიტეტის მერია არ იყო თანახმა, რაიმე სახის ცვლილება შეეტანა მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი, მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით, კანონშესაბამისად ვერ ჩაითვლება.

სწორედ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ეს ქმედება გახდა იმის საფუძველი, რომ 2--- წლის 2- მარტს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის აჭარის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №89------------4 გადაწყვეტილება და ნი--------–--–--ემ ვერ შეძლო მიეღო თავისი საკუთრების უფლების აღიარება, საკომლო მიწის ნაკვეთზე.

 

6.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

ამავე კოდექსის 331-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის უარი, მის საკუთრებაში რეგისტრირებული 1205 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საზღვრებში ცვლილების შეტანაზე უარის შესახებ, გახდა საფუძველი იმისა, რომ საჯარო რეესტრმა 2018 წლის 23 მარტის №89------------4 გადაწყვეტილებით შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება და ამით ნი--------–--–--ეს უარი ეთქვა, თავის საკომლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნაზე, რითაც ფაქტია, რომ ზიანი მიადგა, მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ნი--------–--–--ის სარჩელი დასაბუთებული და სამართლებრივი საფუძვლის მქონეა და ის უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა დავალდებულდეს დავალდებულდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, მოსთხოვოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს, ს. მა----------–ი მდებარე, მუნიციპალიტეტის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1205 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) რეგისტრაციის საკადასტრო კოდი: 0--3--2-.0--) საზღვრებში ცვლილების (კორექტირების) შეტანა, ნი--------–--–--ის მიერ საჯარო რეესტრისათვის წარდგენილი საკადასტრო ნახაზის შესაბამისად, 2700 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილზე 383 კვ.მ.-ზე არსებული გადაფარვის მოხსნის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მულის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოპასუხე მხარეს, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიას უნდა დაეკისროს მოსარჩელე ნი--------–--–--ის სასარგებლოდ, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი, 100 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 24-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნი--------–--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

დავალდებულდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, მოსთხოვოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს, ს. მა----------–ი მდებარე, მუნიციპალიტეტის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1205 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) რეგისტრაციის საკადასტრო კოდი: 0--3--2-.0--) საზღვრებში ცვლილების (კორექტირების) შეტანა, ნი--------–--–--ის მიერ საჯარო რეესტრისათვის წარდგენილი საკადასტრო ნახაზის შესაბამისად, 2700 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილზე 383 კვ.მ.-ზე არსებული გადაფარვის მოხსნის შესახებ.

2. მოპასუხე მხარეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) 14 დღის განმავლობაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეებზე ჩაბარების დღიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30).

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე