განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2020
საქმის ნომერი
140100120003426209
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N14010012000342-209

N1/25-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწი-–-

 

7.02.2020 წელი ქ. გ----ი

 

გ----ის რ-----ული სასამართლო

 

მოსამართლე ლ---- დარბაიძე

სხდომის მდივანი გიორგი მოწონელიძე

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - მიხეილ ბერიაშვი-–-

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - ალექსი მერებაშვი-–-

 

ბრალდებული - ლ---- მ---------ე მ-------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 3- ს----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დასაოჯახებელი, ტექნიკური განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ----ის რ-----ი, ს------–ი ტ--------ი.

 

კვალიფიკაცია

 

გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულისთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების და ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწი-–-თ.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწი-–-

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ---- მ-------–---–მა ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულისთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების და ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მისი უფლებები, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში, ლ---- მ-------–---–ი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გამოყენებით გაეცნო ლ-----ა ჯ-----–---–ს. ლ---- მ-------–---–ი მისი კუთვნი-–- ფეისბუქ პროფი-–-თ ,,G----i J----------i” და ლ-----ა ჯ-----–---–ი მისი კუთვნი-–- ფეისბუქ პროფი-–-თ ,,l---a j---------”, რამდენიმე დღის განმავლობაში ერთმანეთს წერდნენ ინტიმური შინაარსის მქონე მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. ამგვარი ხასიათის მიმოწერა მათ ასევე ჰქონდათ ინტერნეტ აპლიკაცია ,,ვაიბერის“ საშულებით, რომლის მეშვეობითაც ლ-----ა ჯ-----–---–მა ლ---- მ-------–---–ს გადაუგზავნა პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები. 2019 წლის 15 სექტემბრიდან 2019 წლის 2 ოქტომბრამდე დროის მონაკვეთში, ლ---- მ-------–---–მა ლ-----ა ჯ-----–---–ს სახელის გამტეხი ცნობების, მის მიერ გადაგზავნი-–- პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოების, ვიდეოების და მიმოწერის გავრცელების მუქარით მოსთხოვა და გამოსძალა ფულადი თანხა 3-0 (ს----ი) ლარის ოდენობით. ლ-----ა ჯ-----–---–მა რეალურად აღიქვა ლ---- მ-------–---–ის მუქარა, რომ იგი ნამდვილად გაახმაურებდა და გაავრცელებდა მისი სახელის გამტეხ ცნობებს, რაც არსებითად დააზიანებდა მის უფლებებს, რის გამოც 2019 წლის 16 ს----------ს და 2019 წლის 2 ოქტომბერს, ლ-----ა ჯ-----–---–მა ლ---- მ-------–---–ის მიერ მითითებულ მისივე კუთვნილ ტოტალიზატორ ,,კრისტალბეთის“ ანგარიშზე ჩარიცხა 2------------------–-------) ლარის ოდენობით.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენი-–-, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის ლ---- მ-------–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობი-–- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწი-–-თ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ლ---- მ-------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწი-–-თ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: მოწმეების - ლ-----ა ჯ-----–---–ის, ზ--------------–---–------–-- მ-------–---–ის, ვ---- მ-------–---–ის და ლ---- მ-------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ლ-----ა ჯ-----–---–ის განცხადებები და წარმოდგენი-–- მიმოწერის დამადასტურებელი ,,სქრინშოთები“, ფულადი თანხის გადახდის ქვითრი და ქვითრის დათვალიერების ოქმი, ლ-----ა ჯ-----–---–ის კუთვნი-–- მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი და თანდართული მასალები, სახლის ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ი-–-ა მ-------–---–ისა და ვ---- მ-------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმები, ლ---- მ-------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი და ტოტალიზატორ ,,კრისტალბეთიდან“ გამოთხოვი-–- ინფორმაცია.

 

ლ---- მ-------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგ----ც ბრალდების, ისე დაცვის მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწი-–-ს „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენი-–- ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელ----ტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრი-–-ს გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, ადგი-–- არ ჰქონია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგ----ც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწი-–- განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ლ---- მ-------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწი-–-თ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს აზრით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ზემოთ დასახელებული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ლ---- მ-------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია გამოძალვისთვის. საკუთრებითი ურთიერთობის გარდა, რომელიც ამ დანაშაულის ძირითად ობიექტს წარმოადგენს, დანაშაულის დამატებითი ობიექტი შეიძლება იყოს როგ----ც ადამიანის ჯანმრთელობა, ასევე მისი პატივი და ღირსება. გამოძალვის საგანი შეიძლება იყოს როგ----ც ქონება, ასევე უფლება ნებისმიერ ქონებაზე. ობიექტურად ეს დანაშაული გამოიხატება დამნაშავის მოთხოვნაში, რომელიც მიმართულია ქონების მესაკუთრისადმი/მფლობელისადმი, გადასცეს მას ნივთი ან მასზე უფლება, ასევე ქონებით სარგებლობის უფლება. ამასთან, მოთხოვნას აუცილებლად უნდა ერთვოდეს დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მუქარა, რაც სხვადასხვა ფორმით შეიძლება ვლინდებოდეს, მაგალითად: ძალადობის გამოყენების, სხვისი ქონების განადგურების, დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სახელგამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარის ფორმით, რაც სახელის გამტეხი არ არის, მაგრამ მისმა გავრცელებამ შეიძლება არსებითად დააზიანოს დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის უფლებები. დანაშაულის კვალიფიკაციისთვის მუქარის ფორმას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაზარალებულის მიერ მუქარის შინაარსი ერთმნიშვნელოვნად იყოს აღქმული, მიუხედავად იმისა, დამნაშავე რეალურად აპირებდა თუ არა მუქარის განხორციელებას. გამოძალვისთვის დამახასიათებელ გადამწყვეტ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ძალადობის გამოყენების მუქარა ხორციელდება არა უმალვე, არამედ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. გამოძალვის დროს ეს მუქარა მომავლისკენ არის მიმართული. ამიტომ ქონების დაუფლებაც მაშინვე კი არ ხდება, არამედ გარკვეული დროის შემდეგ. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, დამნაშავემ იცის, რომ უკანონოდ მოითხოვს სხვისი ქონების ან ქონებრივი უფლებით სარგებლობის გადაცემას და სურს იგი. დანაშაულის მოტივი ანგარებით არის გამოწვეული.

 

სასამართლოს აზრით, უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ---- მ-------–---–ის მიერ ჩადენი-–- ქმედება შეიცავს მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.

 

რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენი-–-ა, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. ლ---- მ-------–---–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიზანს სწორედ ლ-----ა ჯ-----–---–ისგან გამოძალვის გზით ფულადი თანხის მიღება წარმოადგენდა, რაც მან ლ-----ა ჯ-----–---–ის მიერ გადაგზავნი-–- ინტიმური ხასიათის ფოტოსურათების და მიმოწერის გავრცელების მუქარით განახორციელა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ---- მ-------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწი-–-თ გათვალისწინებული დანაშაული და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ---- მ-------–---–ი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენი-–- დანაშაულის გულწრფელი მონანიება.

 

ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.

 

თავდაპირველად სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ---- მ-------–---–ის მიერ ჩადენი-–- დანაშაული განეკუთვნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ, ნაკლებად მძიმე კატეგ----იის, განზრახ დანაშაულთა რიგს, რომელიც იმავდროულად იწვევს დაზარალებულზე მისი ნება-სურვი-–-ს საწინააღმდეგო ზემოქმედებას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა თავისი ქცევით ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. მან საქმის არსებითი განხილვის პირველივე სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ და სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ლ---- მ-------–---–ი სისტემატურად ცხადდებოდა სასამართლოში, მისი მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგი-–- არ ჰქონია. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: ლ---- მ-------–---–ი არის 2- წლის, დასაოჯახებელია, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგი-–-, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირველად, სრულად აანაზღაურა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი.

 

სასამართლოს აზრით, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენი-–- ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ იმას, რომ სასჯელის მიზნების მისაღწევად ლ---- მ-------–---–ის საზოგადოებისაგან იზოლირება არ იქნება სამართლიანი. სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, დაზარალებულისადმი მისი დამოკიდებულების და სხვა დადებითი პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, ლ---- მ-------–---–ის მიმართ უნდა გამოყენებულ იქნეს არასაპატიმრო სასჯელი ჯარიმის სახით, მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

სასამართლოს აზრით, ლ---- მ-------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, რაც მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 3 ოქტომბრიდან 2020 წლის 24 იანვრის ჩათვლით), უნდა შეუმცირდეს 6000 (ექვსი ათასი) ლარით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით. სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენი-–- ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწი-–-

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 42-ე, 44-ე და 62-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-ე-2-0-ე, 2-7-ე, 2-9-ე, 271-ე-274-ე, 277-ე მუხლებით და

 

დაადგინა

 

1. ლ---- მ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწი-–-თ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწი-–-ს თანახმად, ლ---- მ-------–---–ს ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 3 ოქტომბრიდან 2020 წლის 24 იანვრის ჩათვლით), შეუმცირდეს 6000 (ექვსი ათასი) ლარით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

2. ლ---- მ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3. ლ---- მ-------–---–ის მიმართ დამატებითი ვალდებულების სახით დაწესებული აკრძალვა დაზარალებულ ლ-----ა ჯ-----–---–თან ყოველგვარი კომუნიკაციის შესახებ გაუქმდეს.

 

4. ლ---- მ-------–---–ის მიმართ დამატებით დაკისრებული ვალდებულება ყოველ ორშაბათ დღეს გამომძიებელთან ანგარიშგების მიზნით გამოცხადების შესახებ გაუქმდეს.

 

5. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს ლ---- მ-------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის N0----------- საქმიდან პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწი-–-თ გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბი-–-სის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გ----ის რ-----ული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლ---- დარბაიძე