განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/16-20 (004211119020)
საქმე 140100120003415784
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 თებერვალი, 2020 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - მანანა შოთაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- კ------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- ი-–------- (დაბადებული 1----–-–-----------, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები კ-----------------------–------ში)
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.1. 2019 წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით 21 საათზე, კ-----------------------–------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში გ------- ი-–-------მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ---- ა-------–ს შუშის ბოთლი ესროლა და მოარტყა თავში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა გ------- ი-–-------მ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული მ---- ა-------–ისა და ნ----- ი-–------ის გამოკითხვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. გ------- ი-–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს გ------- ი-–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას. დაზარალებული შეურიგდა მას და პრეტენზია არ აქვს, დაზარალებულსა და ბრალდებულს ჰყავთ საერთო მცირეწლოვანი შვილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის აუცილებელი გ------- ი-–------ის საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ აუცილებელია მის ქცევაზე გარკვეული ვადით შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება;
5.2. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენით, გ------- ი-–-------ს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, რის გამოც მას სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობით, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- ი-–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ამ სასჯელმა შთანთქას წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, რის შედეგად გ------- ი-–-------ს საბოლოოდ მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ გ------- ი-–-------ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 21 იანვრის ჩათვლით;
მსჯავრდებულ გ------- ი-–-------ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი