განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2020
საქმის ნომერი
140100120003422927
თარიღი
07.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/23-20 (011061219003)

საქმე 140100120003422927

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 თებერვალი, 2020 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - მანანა შოთაშვილი

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ო----- ხ--------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - რ----- ტ-----------–---–- (დაბადებული 1----–-–--------------, პ/ნ------------, ნასამართლევი, მცხოვრები გ------------------------–----–-------ში)

 

ადვოკატი - მ------ ი------–---–-

 

თარჯიმანი - ლ-------–- გ----------

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტი, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტები

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2019 წლის 5 დეკემბერს, დღისით, გ------------------------–----–-------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისა და მუქარისათვის მსჯავრდებულმა რ----- ტ-----------–---–მა რძალს - მ--- ჯ------ს კისერზე დაარტყა ტელეფონის აპარატი, ზურგზე - იატაკის საწმენდი ჯოხი და ცოცხი - თავსა და ზურგზე, რის შედეგად მ--- ჯ------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2019 წლის 6 დეკემბერს, დღისით, ამავე საცხოვრებელი სახლის ეზოში, მთვრალი რ----- ტ-----------–---–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ--- ჯ------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, არაერთგზის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, აგრეთვე ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, არაერთგზის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა რ----- ტ-----------–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული მ--- ჯ-----ის, მ---- ფ--–--–-–---–ის გამოკითხვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემაკავებელი ორდერით, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. რ----- ტ-----------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს რ----- ტ-----------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, მის ასაკს - იგი 65 წლისაა, აქვს სმენისა და მხედველობის პრობლემა. სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის აღნიშნული დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენებით. დაზარალებულის ჩვენებით არც არასრულწლოვნის თანდასწრებით მუქარა იკვეთება სათანადოდ. ამის მიუხედავად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნდა მუქარისათვის არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება, თუმცა ოჯახური დანაშაულისათვის ჯარიმის მხოლოდ დამატებით სასჯელად გამოყენებაა შესაძლებელი, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ ენიშნება საპენსიო ასაკის პირს. ამდენად, ამ შემთხვევაში შემამსუბუქებელი გარემოება (ასაკი) აბრკოლებს მსუბუქი სასჯელის გამოყენებას;

 

5.2. სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალად შერაცხული ქმედებების გარემოებებს - რ----- ტ-----------–---–მა დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის (მათ შორის - კვლავ რძლის) მიმართ ძალადობისა და მუქარისათვის პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის გამოც სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად აუცილებელია რ----- ტ-----------–---–-ს საზოგადოებისაგან იზოლაცია, თუმცა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამო მას უნდა დაენიშნოს სასჯელის მინიმალური ზომა, შთანთქმის წესის გამოყენებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ----- ტ-----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯოს:

 

- სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

- სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით რ----- ტ-----------–---–ს მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს წინა - 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომლის მოუხდელი ზომა შთანთქას ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და მსჯავრდებულ რ----- ტ-----------–---–ს საბოლოოდ განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 6 დეკემბრიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულება - ტელეფონის აპარატი და დანა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო - იატაკის საწმენდი ჯოხის ნაწილი - განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი