განაჩენი

სისხლის სამართლის 04.11.2019
საქმის ნომერი
160100119003107097
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
04.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100119003107097

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

#1/261-19 4 ნოემბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031070719001)

 

მოსამართლე - თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი - დიანა ქოჩორაშვილი, ვერიკო ნინიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: მადონა ურუშაძე, გიორგი სახიაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: სულიემან ისმაილოვი

 

ბრალდებული: ვ--–----- ა----------

მამის სახელი: ოტარ

დაბადებული: 1982 წლის 17 თებერვალი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–ი, სოფელი ა------ი

 

თარჯიმანი: ევგენია კარაპეტიანი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და დ 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:

 

1.წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ვ--–----- ა---------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდგეში:

 

2019 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, მ--------–ის რაიონის სოფელ ა------ში, მდებარე ვ--–----- ა----------ს და ა---- ვ-----–---ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ვ--–----- ა---------მა ყოველგვარი მიზეზის გარეშე თავში მუშტის ჩარტყმით და გაშლილი ხელის მარცხენა ყურთან ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა მისი მეუღლის - ა---- ვ-----–---ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. ვ--–----- ა---------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდგეში:

 

2019 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, მ--------–ის რაიონის სოფელ ა------ში, მდებარე ვ--–----- ა----------ს და ა---- ვ-----–---ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლის სამზარაულოში ვ--–----- ა---------მა პირადი წყენის მოტივით მარჯვენა გაშლილი ხელის მარცხენა ყურთან, ფეხის სახისა და მარცხენა ბარძაყზე დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის-ა---- ვ-----–---ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკვილი. ვ--–----- ა----------ს მიერ ა---- ვ-----–---ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები- ნ----- და ო----- ა---------ები.

 

1.3. ვ--–----- ა---------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდგეში:

 

2019 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, მ--------–ის რაიონის სოფელ ა------ში, მდებარე ვ--–----- ა----------ს და ა---- ვ-----–---ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში ვ--–----- ა---------მა პირადი წყენის მოტივით, არასრულწლოვანი შვილების ო----- და ნ----- ა---------ების თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა მეუღლეს ა---- ვ-----–---ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით მაღაზიიდან დაბრუნებისთანავე, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და წავიდა შვილებთან ერთად მ--------–ის რაიონის სოფელ ხოჯორნში მშობლების სახლში.

 

2019 წლის 6 ივლისს დაახლოებით 14:00 საათზე, მ--------–ის რაიონის სოფელ ხოჯორნში მდებარე ა---- ვ-----–---ის მშობლების საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, სატელეფონო ზარით, სახლში დროულად დაბრუნების მოთხოვნით, სიტყვიერი მუქარით „მოგკლავ’’ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს - ა---- ვ-----–---ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ვ--–----- ა---------ს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებლია. (3 ივლისის ეპიზოდი)

 

2.2. ვ--–----- ა---------ს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ არ განუხორციელებია. (4 ივლისის ეპიზოდი)

 

2.3. ვ--–----- ა---------ს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, არ განუხორციელებია. (4 ივლისის ეპიზოდი)

 

2.4. ვ--–----- ა---------ს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, არ განუხორციელებია. (6 ივლისის ეპიზოდი)

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ--–----- ა---------- არის ა---- ვ-----–---ის მეუღლე. მათ ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილები -ნ----- და ო----- ა---------ები.

 

დაზარალებულმა ა---- ვ-----–---მა (ბრალდებულის მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

არასრუწლწლოვნმა მოწმეებმა ნ----- და ო----- ა---------ებმა, კანონიერი წარმოადგენლის მონაწილეობით (ბრალდებულის შვილები) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის N004805119 დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვის მონაცემებით (07.07.2019წ.) ა---- ვ-----–---ს აღენიშნება სისხლჩაქცევა მარჯვენა თვალბუდის ქვედა ქუთუთოზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

ვ--–----- ა---------- ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2019 წლის 15 ივლისს.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა (გარდა ა---- ვ-----–---ის, ნ----- და ო----- ა----------ს ჩვენებისა) ვინა----ნ ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ვ--–----- ა----------ს მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით (1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი) წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ვ--–----- ა----------ს ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში და ოჯახურ ძალადობაში არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ვ--–----- ა----------ს მხრიდან დაზარალებულ ა---- ვ-----–---ის მიმართ ძალადობის (3 ივლისის ეპზოდი) და ა---- ვ-----–---ის მიმართ ძალადობის არასრულწლოვანის თანდასწრებით (4 ივლისის ეპიზოდი) განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 3 ივლისს, ვ--–----- ა---------ს მეუღლის- ა---- ვ-----–---ის მიმართ არ უძალადია. ასევე, 2019 წლის 4 ივლისს, ვ--–----- ა---------ს თავისი მეუღლის-ა---- ვ-----–---ის მიმართ, მათი არასრულწლოვანი შვილების ნ----- და ო----- ანოტონიანების თანდასწრებით არ უძალადია.

 

3.2 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპზიოდი).

 

ვ--–----- ა---------ს ბრალი ედება, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპზოდი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა. მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში.

 

დაზარალებულმა ა---- ვ-----–---მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო მისი პოზიციის დაფიქსირების გარეშე შეუძლებელია მტკიცება იმისა, თუ რამდენად რეალურად აღიქვა მუქარა დაზარალებულმა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია რომ საქმეში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რომელიც ვ--–----- ა----------ს მხრიდან, ა---- ვ-----–---ის მიმართ დაადასტურებდა მუქარის განხორციელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე,მ--------–ის რაიონის სოფელ ა------ში, მდებარე ვ--–----- ა----------ს და ა---- ვ-----–---ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ვ--–----- ა---------- ა---- ვ-----–---ს სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია. ასევე, 2019 წლის 6 ივლისს დაახლოებით 14:00 საათზე, ვ--–----- ა---------ს სატელეფონო ზარით, სახლში დროულად დაბრუნების მოთხოვნით, სიტყვიერი მუქარით ,,მოგკლავ" ა---- ვ-----–---ს სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ვ--–----- ა----------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ვ--–----- ა----------ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა არცერთი პირდაპირი მოწმე და არ გამოკვლეულა არცერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ვ--–----- ანტონაინის მიერ მეუღლის ა---- ვ-----–---ის მიმართ ძალადობის ფაქტს (3 ივლისის ეპიზოდი) ვ--–----- ა----------ს მიერ მეუღლის ა---- ვ-----–---ის მიმართ ძალადობის ფაქტს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით (4 ივლისის ეპიზოდი), ვ--–----- ა----------ს მიერ ა---- ვ-----–---ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, რომელიც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში (4 და 6 ივლისის ეპიზდოები)

 

ა---- ვ-----–---მა და მოწმეება ნ----- და ო----- ა---------ებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადგინდა დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი (3 და 4 ივლისის ეპიზოდები. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად ა---- ვ-----–---ს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა მარჯვენა თვალბუდის ქვედა ქუთუთოზე, თუმცა დაზიანების არსებობის ფაქტიც ამ პირობებში ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინა----ნ მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინა----ნ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის და არა მისი მიმყენებელი პირის განსაზღვრა.

 

ასევე, იმ პირობებში როდესაც დაზარალებულმა ა---- ვ-----–---მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ვერ დადგინდა აღიქვა თუ არა რეალურად მან მუქრა (4 და 6 ივლისის ეპიზოდები).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ ვ--–----- ა----------ს დამნაშავედ ცნობისათვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, ვ--–----- ა---------- მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული ვ--–----- ა---------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (3 ივლისის ეპიზოდი).

 

ბრალდებული ვ--–----- ა---------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (4 ივლისის ეპიზოდი).

 

ბრალდებული ვ--–----- ა---------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (4 ივლისის ეპიზოდი).

 

ბრალდებული ვ--–----- ა---------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (6 ივლისის ეპიზოდი).

 

ვ--–----- ა----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ვ--–----- ა---------ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე