გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.02.2020
საქმის ნომერი
180310018002506807
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-----------------

საქმე №3/1---18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი, 2020 წელი ქ. მცხეთა

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი ლ-–- შავიძე

 

მოსარჩელე: ხა------- ლი------–-

წარმომადგენლები: ნ--- მი--–---–ი, ნი--- სო---–-ა, ა-- ხუ-----ა

 

მოპასუხე: დუ–----- მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი: ლ-–- სა-–--–---–ი

 

დავის საგანი: მოსარჩელისათვის უძრავი ნივთის კანონიერ სარგებლობაში გადაცემის ფაქტის აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1- დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1-1- აღიარებულ იქნას ფაქტი მასზედ რომ ხა------- ლი------–ს სარგებლობაში გადაეცა დაბა ფა--------–ი 300 არ-----–-- ქუჩა N3--ში, კორპუსი 1, სადარბაზო 2, სართული 5 არსებული ბინა N 2- (დაზუსტებული მოთხოვნა, იხ. 15.01-2020 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1- მოპასუხე დუ–----- მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია სადავო უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის ფაქტის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი.

 

3.დავის ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1- ხა------- ლი------–- 1985 წლის 27 დეკემბერს ფა---------ს სახალხო დეპუტატთა სადაბო საბჭოს აღმასკომის N1-- გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა ბინათმშენებლობის კოოპერატვის წევრად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი.

-1985 წლის 27 დეკემბერს ფა---------ს სახალხო დეპუტატთა სადაბო საბჭოს აღმასკომის N1-- გადაწყვეტილება (ს.ფ. 18).

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 12.02.2020 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. ხა------- ლი------–- იხდიდა შენატანებს კოოპერატივში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი;

-1989 წლის 2- ივლისის კვიტანცია 500 მანეთის გადახდის შესახებ (ს.ფ. 19 ).

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 12.02.2020 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.3. კოოპერატივის მიერ აშენდა საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც კოოპერატივის წევრობიდან გამომდინარე ხა------- ლი------–ს მფლობელობაში გადაეცა ორ ოთახიანი საცხოვრებელი ბინა, მდებარე დაბა ფა--------–ი, 300 არ-----–-- ქუჩაზე, კორპუსი 1, სადარბაზო 2, მე-5 სართული, ბინა 2- (შემდგომში უძრავი ქონება), სადაც ის ცხოვრობდა 1990 წლიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი.

-ფა---------ს სადაბო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის ვ--–------ ა-------- 2014 წლის 2- ოქტომბრის ახსნა - განმარტება (ს.ფ 20 ).

-საცხოვრებელი სახლის მისამართის დადგენის თაობაზე გამგებლის წარმომადგენლის თ--- წი--–------- მიერ 2014 წლის 17 ოქტომბრის ოქმი (ს.ფ. 21)

-ბინის აზომვითი ნახაზი, ჯამური ფართი 63.57 კვ.მ (ს.ფ 22-23)

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 12.02.2020 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.4. სადავო უძრავი ქონება მდებარე დაბა ფა--------- 300 არ-----–-- ქუჩა, N3--ში, ბინა 2- მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის რეგისტრირებული არც სახელმწიფოს და არც სხვა პირის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი.

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2- მარტის წერილი (ს. ფ 24 )

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 12.02.2020 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.5. ხა------- ლი------–მა 2015 წლის 16 ივლისს მიმართა დუ–----- მუნიციპალიტეტის გამგეობას ბინის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნით, რაზეც გამგეობამ მოითხოვა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების სრულყოფილად წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი.

-22.07.15 დუ–----- მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილი (ს.ფ 25).

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 12.02.2020 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.6. 2017 წლის 10 მარტს დუ–----- მუნიციპალიტეტის გამგეობამ უარი უთხრა მოსარჩელეს საკუთრების უფლების მინიჭებაზე, ვინაიდან არ იყო წარდგენილი დოკუმენტები, რომლებიც მოთხოვნილია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი.

-10.03.17 წლის დუ–----- მუნიციპალიტეტის გამგეობის უარი (ს. ფ 27).

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 12.02.2020 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.7. 2017 წლის 29 ივნისს მოსარჩელემ ხელახლა მიმართა დუ–----- მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა მის სარგებლობაში არსებული ფართის საკუთრებაში გადაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი.

-29.06.2017 წლის განცხადება (ს. ფ 29).

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 12.02.2020 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.8. 2017 წლის 03 ივლისს დუ–----- მუნიციპალიტეტის გამგეობამ განუხილველი დატოვა ხა------- ლი------–-ს 2017 წლის 29 ივნისის განცხადება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი.

-03.07.17 წლის დუ–----- მუნიციპალიტეტის გამგეობის 08/7209 წერილი (ს. ფ 30).

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 12.02.2020 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.9. სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, დუ–----- მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ფა---------ს ადმინისტრაციულ ერთეულში, თ--- წი--–-------, განმარტა, რომ ხა------- ლი------–- დაბა ფა--------–ი მუშაობდა ექიმად და დადასტურებით იცოდა, რომ დაბა ფა--------–ი 300 არ-----–-- ქუჩა N 3--ში, კორპუსი 1, სადარბაზო 2, სართული 5 არსებული ბინა N 2-, სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული ხა------- ლი------–ს.

მოწმეებმა მი----– ჩო---–-- და გი------ ამ------მ განმარტეს, რომ ცხოვრობენ დაბა ფა--------–ი 300 არ-----–-- ქუჩა N3--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულების დღიდან, ხა------- ლი------–- ცხოვრობს, მის მიერ მითითებულ ბინაში, სხვა ოჯახს აღნიშნული ბინით არასდროს უსარგებლია და დასახელებულ ბინასთან დაკავშირებით, არც რაიმე დავის არსებობის შესახებ იყო მათთვის ცნობილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმეთა ჩვენებები

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები (ნორმატიული აქტები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი 1-1-, მე-3, 4.1 მუხლები; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლები; საქართველოს კონსტიტუციის 19.1 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1- სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ უფლების დაცვა ადმინისტრაციულ პროცესში შესაძლებელია ისეთი სახით, როგორიცაა აღიარებითი სარჩელი, რაც რეგლამენტირებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით, რომლის თა--ხმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

მითითებული ნორმიდან გამომდინარე, აღიარებითი სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის უნდა დადგეს რეალური სამართლებრივი შედეგი, რომლითაც აღდგება მისი კანონით დაცული ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა აღიარებითია და მის მიზანს (იურიდიული ინტერესს) წარმოადგენს საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღება.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის" 1-1- მუხლით, ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.

 

ამავე წესის მე-3 მუხლით, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ამ წესის მიზნებისათვის – შესაბამისი რაიონის გამგებელი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

 

ამავე წესის 4.1 მუხლით, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტით, განცხადებას უნდა დაერთოს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ხა------- ლი------–მა თავდაპირველად 2015 წლის 16 ივლისს მიმართა დუ–----- მუნიციპალიტეტის გამგეობას და ითხოვა ბინის (მდებარე: დუ–----- მუნიციპალიტეტი, დაბა ფა---------, 300 არ-----–-- ქუჩა N3-, კორპუსი 1, სადარბაზო 2, სართული 5, ბინა 2-) სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემა, რაზეც დუ–----- მუნიციპალიტეტის გამგეობამ უარი განუცხადა ვინაიდან ხა------- ლი------–-ს მიერ არ იყო წარდგენილი აღნიშნული ბინის სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2017 წლის 29 ივნისს მოსარჩელემ კვლავ მიმართა დუ–----- მუნიციპალიტეტის გამგეობას იგივე მოთხოვნით. დუ–----- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 03 ივლისის წერილით ხა------- ლი------–-ს 2017 წლის 29 ივნისის განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-2 მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თა--ხმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თა--სწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თა--ბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მსგავსი შინაარსის ნორმაა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თა--ხმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგი---ს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

მოსარჩელე მხარემ სასამართლოს სხდომაზე მიუთითა იმ გარემოებების შესახებ, რომ ხა------- ლი------–- 1985 წლის 27 დეკემბერს ფა---------ს საქალაქო დეპუტატთა სადაბო საბჭოს აღმასკომის N1-- გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა ბინათმშენებლობის კოოპერატვის წევრად, ის იხდიდა შენატანებს კოოპერატივში. კოოპერატივის მიერ აშენდა საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც კოოპერატივის წევრობიდან გამომდინარე მფლობელობაში გადაეცა ორ ოთახიანი საცოხვრებელი ბინა, მდებარე დაბა ფა--------–ი, 300 არ-----–-- ქუჩაზე, კორპუსი 1, სადარბაზო 2, მე-5 სართული, ბინა 2-, სადაც ცხოვრობდა 1990 წლიდან. მისივე განმარტებით დღემდე არის აღნიშნული ბინის კანონიერი მოსარგებლე თუმცა არ გააჩნია აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთ ვითარებაში, სასამართლო მიაჩნია, რომ ფორმალურად და შინაარსობრივად შეფასება უნდა მიეცეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებს ერთობლიობაში, თა--ხმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა, რომლითაც სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

უპირველეს ყოვლისა სასამართლო მოიხმობს სადავო ორდერის გაცემის პერიოდში მოქმედ ნორმატიულ აქტს - საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საბინაო კოდექსს, რომლის 57-ე მუხლის თა--ხმად, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომის მიცემის გადაწყვეტილების საფუძველზე სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მოქალაქეს აძლევდა ორდერს, რომელიც მიცემულ საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთი საფუძველს წარმოადგენდა.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N 189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ 2.1 მუხლის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით, საცხოვრებელი ფართობია შენობის ის ნაწილი, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად, ხოლო კანონიერი მოსარგებლეა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

 

ამრიგად, საქართველოს კანონმდებლობა საცხოვრებელ ფართზე დაინტერესებული პირისათვის უსასყიდლოდ საკუთრების უფლების მისანიჭებლად ითხოვს სათა--დო დოკუმენტებს, რომელთა შორის შესაძლოა იყოს ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა.

 

საქმის განხილვით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა-ახსნა განმარტებებით და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ კოოპერატივის მიერ აშენდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც კოოპერატივის წევრობიდან გამომდინარე ხა------- ლი------–ს მფლობელობაში გადაეცა ორ ოთახიანი საცხოვრებელი ბინა, მდებარე დაბა ფა--------–ი, 300 არ-----–-- ქუჩაზე, კორპუსი 1, სადარბაზო 2, მე-5 სართული, ბინა 2-, სადაც ის ცხოვრობს 1990 წლიდან.

 

დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია ბინის გადაცემის ორდერი ან სხვა დოკუმენტი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N 189 დადგენილებით. დასახელებული დოკუმენტი ასევე ვერ მოიძებნა დუ–----- არქივში. ეს ფაქტი კი იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, არ შეიძლება გახდეს მოსარჩელისათვის სარჩელით მოთხოვნილი უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 19.1 მუხლით, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლია--დ საკუთრების უფლება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 2- ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,22- საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ა--ჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თა--ბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი გარანტიების უზრუნველყოფა, რაც მოცემულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N 189 დადგენილებით დამტკიცებულ წესში.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების და მოწმეთა ჩვენებების მოსმენის და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ხა------- ლი------–- წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ბინის კანონიერ მოსარგებლეს და კანონიერად ფლობს აღნიშნულ ბინას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ა--ზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12-13, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1- დაკმაყოფილდეს ხა------- ლი------–-ს სარჩელი

 

2. აღიარებულ იქნას ფაქტი მასზედ რომ ხა------- ლი------–ს სარგებლობაში გადაეცა დაბა ფა--------–ი 300 არ-----–-- ქუჩა N 3--ში, კორპუსი 1, სადარბაზო 2, სართული 5 არსებული ბინა N 2-.

 

3. მოპასუხე დუ–----- მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ა--ზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N 7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: მცხეთა, სამხედროს ქუჩა N 17).

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა