განაჩენი

სისხლის სამართლის 08.01.2020
საქმის ნომერი
330100119003342095
თარიღი
08.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/6055-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 იანვარი, 2020 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – ნ----- ქ-----–---–-ს

ბრალდებულ _ გ------- ტ------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ გ------- ა-–---------ეს ძე ტ------–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: გ-----------------------------–----–--–---–-----------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–--–----–---------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ტ------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

გ------- ტ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 27 ოქტომბერს, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–----------------------–--ის გამომძიებლის - ი-----–- კ-------–---–ის მიერ, თ----- გ------–---–ის მოთხოვნის საფუძველზე, მისი ყოფილი მეუღლის - გ------- ტ------–---–ის მიმართ, ერთი თვის ვადით გამოცემულ იქნა №------ შემაკავებელი ორდერი. აღნიშნული ორდერის საფუძველზე, გ------- ტ------–---–ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან - თ----- გ------–---–თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა და ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მასთან ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ გ------- ტ------–---–ი გაფრთხილებულ იქნა შემაკავებელი ორდერის შინაარსისა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, მან მაინც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, მივიდა თ----- გ------–---–თან საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქ-------–--–---------------------------------------------------------------ში და თ----- გ------–---–ის თხოვნის მიუხედავად, წასულიყო მისი სახლიდან, არ წავიდა.

ე.ი. გ------- ტ------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა გ------- ტ------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: გ------- ტ------–---–ის მიმართ 2019 წლის 27 ოქტომბერს გამოწერილ №------ შემაკავებელ ორდერს, მოძალადესთან შეხვედრისა და გასაუბრების ოქმს, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ------- ტ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ გ------- ტ------–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული მიმართულია ოჯახის წევრის (ყოფილი მეუღლის) წინააღმდეგ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის და გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნისას.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მოვალეობების დარღვევის ხასიათსა და ინტენსივობას და აღნიშნავს, რომ მართალია, გ------- ტ------–---–მა 2019 წლის 25 ნოემბერს დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვა, თუმცა აღნიშნული გამოიხატა მხოლოდ მსხვერპლის საცხოვრებელ სახლში მისვლით, რა დროსაც ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, გასათვალისწინებელია წარსულში განხორციელებული ძალადობის ხასიათი და ინტენსივობა, რასთან დაკავშირებითაც უნდა აღინიშნოს, რომ გ------- ტ------–---–ის მიმართ 2019 წლის 27 ოქტომბერს შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა დაზარალებულისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და მისი მხრიდან ადგილი არასდროს ჰქონია ფიზიკურ ანგარიშსწორებას (დგინდება როგორც ბრალდებულის განმარტებით, აგრეთვე, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით).

ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდგომ, კერძოდ, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რის შემდეგაც მისი მხრიდან ძალადობას ანდა კონფლიქტს დაზარალებულთან და ოჯახის სხვა წევრებთან ადგილი არ ჰქონია, ხოლო შემაკავებელი ორდერის დარღვევა, რაც გამოიხატა დაზარალებულის სახლში მისვლით, მისი განმარტებით გამოწვეული იყო მათი საერთო შვილის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, სასამართლოს გ------- ტ------–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება საჭიროდ არ მიაჩნია. რაც შეეხება ალტერნატიულ სასჯელებს - ჯარიმას და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლი, როგორც ოჯახური დანაშაული, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-111 მუხლით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს ამ კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ სასჯელს, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის ზოგადი და კერძო მიზნების მიღწევას.

აღსანიშნავია, რომ ო------------ რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განაჩენით, გ------- ტ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, რაც ბრალდებულის განმარტებით, არა აქვს გადახდილი. შესაბამისად, გ------- ტ------–---–ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ------- ტ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ტ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით და ჯარიმა - 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. მსჯავრდებულ გ------- ტ------–---–ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ------- ტ------–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი