განაჩენი

სისხლის სამართლის 10.02.2020
საქმის ნომერი
030100119003302278
თარიღი
10.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N030100119003302278

N1/371-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

10 თებერვალი, 2020 წელი ქ. ფოთი

 

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ წულაძე

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი ა-–---------- კ-------,დაცვის მხარე - ადვოკატი დ----- გ------,ბრალდებული - გ---- წ---–--- (დაბ. 1-.0-.1--- წელს, პირადი ნომერი: 4----------, საქართველოს მოქალაქე, ს-–----–-- განათლებით, ნასამართლევი, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ. ფოთი, მ--–-----–--- ქ. N---ში).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მეორე ნაწილი - სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით სამართალწარმოების მონაწილის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 6 მაისს, დაახლოებით 16:17 საათზე, ქ. ფოთი, დ. ა----–-----–-- ქ.N--ში მდებარე ფოთის საქალაქო სასამართლოში, სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლო სხდომის დარბაზში, საქმის განხილვაში მონაწილე პირების თანდასწრებით ბრალდებული გ---- წ---–--- მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ - ო----- პ--------------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რამაც ამ უკანასკნელს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით სამართალწარმოების მონაწილის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

 

ბრალდებულმა გ---- წ---–---მ, როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოს წინაშე სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მაისის და 2019 წლის 22 მაისის განაჩენები, დათვალიერების ოქმი, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, DVD-R დისკები, გ---- წ---–----, კ---- კ-----–------, ე---–---- ბ------- გამოკითხვის ოქმები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ო----- პ--------------მ განმარტა, რომ გ---- წ---–---- მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომელიც მან დაარღვია, რის გამოც იგი იყო დაკავებული და ამ საქმეზე სასამართლოში 2019 წლის 06 მაისს აძლევდა ჩვენებას, რა დროსაც გ---- წ---–--- დაემუქრა, რომ მოკლავდა, იმის გამო, რომ თითქოს არასწორად მისცა ჩვენება, რის შემდეგაც ძალიან ეშინია მას და მის შვილებსაც.

 

დაზარალებულ ო----- პ--------------ს ჩვენებაში მითითებული გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული სასამართლო სხდომის ვიდეოჩანაწერებით DVD-R დისკებზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა გ---- წ---–---მ განმარტა, რომ სასამართლო პროცესის დრო იყო სტრესში და რა და როგორ თქვა არ ახსოვს ზუსტად.

 

ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ზემოთ დასახელებული რელევანტური, ერთმანეთთან შეთანხმებული, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა გ---- წ---–---მ სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით სამართალწარმოების მონაწილის დაზარალებულ ო----- პ--------------ს მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა გ---- წ---–---მ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით სამართალწარმოების მონაწილის დაზარალებულის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარით - ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება საზოგადოებრივი საშიშროებისაა, ვინაიდან მიმართულია სასამართლო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ, რის გამოც ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია (როგორც კერძო, ასევე ზოგადი) საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც, რომლის მიზანია მსჯავრდებულსა და სხვა პირზე კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც ბრალდებულის, ასევე სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც ასევე მიღწეული უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.

 

თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლისა სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი, თუმცა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშული, მნიშვნელოვანია, რომ გ---- წ---–--- აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმის შესაფასებლად, რომ მან გაიაზრა მის მიერ ჩადენილი ქმედება და შედარებით იოლია მისი რესოციალიზაცია.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეა დანაშაულის რეციდივი, რის გამოც ბრალდებულს სასჯელად უნდა დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 ?????? დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლით - დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მაისის განაჩენით გ---- წ---–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-120 მუხლით და 111-151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, გ---- წ---–---- მიმართ სანქციის ფარგლებში უნდა დაინიშნოს მინიმალურ ვადაზე სულ მცირე 1 წლით მეტი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის და 06 თვის ვადით.

 

ამასთან, ვინაიდან გ---- წ---–--- მსჯავრდებულია ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 01 წლის და 06 თვის ვადით, უნდა შთანთქას გ---- წ---–---- მიმართ წინა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის 01 წლის ვადით (რომლის ათვლა დაწყებულია 2019 წლის 29 მარტიდან) მოუხდელი ნაწილი 01 თვის და 18 დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის და 06 თვის ვადით, რაშიც საქართველოს სსკ-ი-ს 59-ე მუხლის მე-4 ნაწილისა მოხდილად უნდა ჩაეთვალოს წინა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი 10 თვის და 12 დღის ვადით.

 

ნივთმტკიცების და სხვა საკითხები:

 

სასამართლო სხდომაზე ნივთმტკიცება წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.

 

გ---- წ---–--- ამჟამად იხდის ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენით სასჯელის სახედ დანიშნულ თავისუფლების აღკვეთას 01 წლის ვადით, რომლის ათვლა დაიწყო 2019 წლის 29 მარტიდან, ხოლო განსახილველ საქმეზე მას აღკვეთის ღონისძიება არ აქვს შეფარდებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ---- წ---–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით (ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით) დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთის 01 წლის ვადით მოუხდელი ნაწილი 01 თვის და 21 დღის ვადით და საბოლოოდ გ---- წ---–---- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რომლის ათვლა დაიწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან 2020 წლის 10 თებერვლიდან.

 

ორი ცალი DVD-R დისკი შენახული იქნეს საქმესთან ერთად.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი