განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5881-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 24 დეკემბერი, 2019 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - შ--–----------------–------ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–--------------, ნასამართლევი, რეგისტრირებული თ---–--–-------------–------------–--------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თბ--–--–------------------------–---------------------------------–----------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილი (განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება)
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1.სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი შ--–------–------ი 2019 წლის 7 მაისს თბილისში, გ-–----------------------------–------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ატარებდა დანას, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა შ--–------–------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ პრეიუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ი-----–--------–----ს, ა---------–-------–---–-ს გამოკითხვის ოქმებს, პირის ზედაპირული შემოწმების ოქმის, ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმის, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-----–- დასკვნის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენის და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია შ--–------–------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული, ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ან განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება. დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება, ასევე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დანაშაულის საგანია ცივი იარაღი, ხოლო ობიექტურის მხრივ გამოიხატება ცივი იარაღის ტარებაში, იმ პირის მიერ ვინც ცივი იარაღის ტარებისათვის არის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული, ნარკოტიკების მოხმარებისათვის არის ადმინისტრაციულსახდელდადებული ან განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვისაა ნასამართლევი, ანუ ცივი იარაღის ტარებას წინ უნდა უსწრებდეს განმეორებით ადმინისტრაციული სახდელის დადება ცივი იარაღის ტარებისათვის, ადმინისტრაციული სახდელის დადება ნარკოტიკების მოხმარებისათვის ან განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენა. იარაღის ტარება ესაა ისეთი გარემოება, როცა პირს თან აქვს ცივი იარაღი, უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, შ--–------–------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ შ--–------–------ი იყო რა განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, 2019 წლის 7 მაისს გამოვლენილი იქნა ცივი იარაღის - დანის ტარების ფაქტზე, აღნიშნული კი იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კდოექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ შ--–------–------ს, იგი არის პირდაპირ პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე რაც ჩაიდინა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შ--–------–------ი განხორციელებული ქმედებით - ცივი იარაღის ტარებით, მაშინ როცა იყო განზრახი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
შ--–------–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო სასჯელის შემსუბუქების კუთხით მხედველობაში ბრალდებულის პიროვნებას - აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ შ--–------–------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით და მისი ოდენობა შ--–------–------ის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს 1000 (ათასი) ლარით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით შ--–------–------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ასოცდაათი) საათის ოდენობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელი შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათის ოდენობით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით შ--–------–------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოუხდელი ნაწილი - 400 (ოთხასი) საათის ვადით - შეიცვალა ჯარიმით 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.
მითითებული განაჩენითა და განჩინებით განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით არ არის აღსრულებული, შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს უნდა დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს ჯარიმა 11 000 (თერთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.შ--–------–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 11 000 (თერთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
3. აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
5. ნივთიერი მტკიცებულება - დანა (ინახება საქართველოს შს სამინისტროს გ-–-----------–--------------------–-------------------–---–-) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე