განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2020
საქმის ნომერი
140100120003426507
თარიღი
13.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140100120003426507

№1/27-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

4.02.2020 წელი ქ--------

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე

სხდომის მდივანი გ------ი მოწონელიძე

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ოთარ ხორგუაშვილი

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - ნინო მერებაშვილი

 

ბრალდებული - ჯ-------- გ------ის ძე მ---------ე, დაბადებული 1--- წლის 17 ი------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 6----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ო-------ე, ტ--------–-----------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------, შ-------ს გ-------–--–- N---.

 

კვალიფიკაცია

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი);

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2019 წლის ზაფხულიდან ამავე წლის 27 ნოემბრამდე დროის პერიოდში, ჯ-------- მ---------ე დას - ჯ----–- მ---------ეს, მისი არასრულწლოვანი შვილების - გ------ი, ნ-----–---- და ა------- ნ-–--–-–---–-ბის თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, კერძოდ, ეუბნებოდა მას, რომ იყო ნაგავი. აღნიშნულის შედეგად ჯ----–- მ---------ემ განიცადა ტანჯვა.

 

1.2. ზემოაღნიშნული ქმედებისათვის 2020 წლის 17 ი------ს ჯ-------- მ---------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდისათვის).

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯ-------- მ---------ე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდისათვის) წარდგენილ ბრალდებაში.

 

2.2. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ-------- მ---------ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ ემყარება გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის უალტერნატივო, უტყუარი მტკიცებულებების არასაკმარისობას, რის გამოც ლოგიკურად წარმოშობილი გონივრული ეჭვი გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

2.3. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).

 

2.4. სასამართლო განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ არ იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტებს.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. ბრალდებულმა ჯ-------- მ---------ემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.

 

3.2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდისათვის) წარდგენილი ბრალდების ნაწილში პროკურორის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელევანტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

3.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).

 

3.6. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, შესაბამისად, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.

 

3.7. სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ-------- მ---------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობით: მოწმეების - მ---------------, გ------ი ნ-–--–-–---–----------–-------–--–-–---–----------------–---–------------ წ------–-–---–---------------------–------------------------ის და ჯ----–- მ---------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოცხრილით, ჯ----–- მ---------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ჯ-------- მ---------ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით და ორდერის ოქმით, დადგენილებით ჯ----–- მ---------ის მიმართ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.

 

4.2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

4.6. საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.7. სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდნენ პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს ან გამოიკვლიოს რომელიმე მტკიცებულება, რადგან მოსამართლე სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებსაც მხარეები წარმოადგენენ.

 

4.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მოცემულ შემთხვევაში, ჯ-------- მ---------ის მიერ ბრალის აღიარება დაზარალებულის მამხილებელ ჩვენებასთან ერთობლიობაში არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რამდენადაც აღნიშნული მტკიცებულებები საკმარისი არ არის ჯ-------- მ---------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდისათვის) მსჯავრდებისათვის.

 

4.9. ჯ------- მ---------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის იმპერატიულ ელემენტს წარმოადგენს პირის ქმედების შედეგად გამოწვეული კონკრეტული შედეგი - დაზარალებულისათვის ტანჯვის მიყენების სახით. ამდენად, იმისათვის, რომ ჯ-------- მ---------ეს მოცემული კვალიფიკაციით დაედოს მსჯავრი, აუცილებელია დადასტურდეს, რომ მის ქმედებას შედეგად ჯ----–- მ---------ის ფსიქოლოგიური ტანჯვა მოჰყვა, რაც მხოლოდ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით შეიძლება დადგინდეს.

 

4.10. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად ჯ----–- მ---------ის მიმართ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნისა, აღნიშნული ექპსერტიზის დასკვნა საქმის განხილვის არც ერთ სტადიაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, დაუდგენელია განიცადა თუ არა ბრალდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულმა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

4.11. სასამართლო განმარტავს, რომ ტანჯვა ფსიქოლოგიური კატეგორიაა, რომლის დადგენაც მხოლოდ სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე შეიძლება მოხდეს. ტანჯვა თავის თავში გულისხმობს პირისადმი იმგვარი პირობების შექმნას, რომელთათვისაც დამახასიათებელია არაბუნებრიობა და ქრონიკულობა. პირისათვის შექმნილი პირობები, მათ შორის, მის მიმართ განხორციელებული ქმედება, უნდა იწვევდეს შინაგან პროტესტს იმ დოზით, რომ აღნიშნული საქციელი მიჩნეულ იქნეს ტანჯვის გამომწვევად. ამასთან, ტანჯვისათვის დამახასიათებელია რამდენიმე ასპექტი: ძირეული პერსონალური ცვლილებები, პირისათვის უჩვეულო ქცევა, საზოგადოებისგან იზოლაცია, დესტრუქციული ქცევა და უიმედობის განცდა, რაც მოცემულ შემთხვევაში, სათანადო ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის გამო, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება.ბრალდების მხარის მტკიცებულებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, ვერ აკმაყოფილებს გამამატყუნებელი განაჩენის მიღებისათვის კანონით დადგენილ, უალტერნატივო, კონსტიტუციურ სტანდარტს, ხოლო ეჭვი რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი).

 

4.12. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯ-------- მ---------ე უნდა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდისათვის) წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

4.13. ჯ-------- მ---------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. გონივრული ეჭვი კი, რომელიც ლოგიკურად წარმოიშვა საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლომ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.14. აქვე სასამართლო იხსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას, საქმეზე „ვასილიოს სტავროპოულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად, „როგორც კი გამამართლებელი განაჩენი საბოლოოდ შევა ძალაში, ეს გამართლება ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის საფუძვლითაც რომ იყოს დადგენილი, დაუშვებელია ბრალეულობის მიმართ ეჭვის გამოხატვა, რაც მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეუთავსებელია უდანაშაულობის პრეზუმფციასთან... სასამართლოს მიაჩნია, რომ „in dubio pro reo” პრინციპის შესაბამისად, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციის განსაკუთრებული ასპექტია, არ უნდა არსებობდეს არანაირი თვისობრივი სხვაობა მტკიცებულებათა არარსებობის საფუძველზე გათავისუფლებასა და უდანაშაულობის დადგენის შედეგად გათავისუფლებას შორის, როდესაც პირის უდანაშაულობის მიმართ არავითარი ეჭვი არ არსებობს. სინამდვილეში, გამამართლებელი გადაწყვეტილებები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება დასაბუთებით, რომელსაც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე წარმოადგენს, პირიქით, კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გამამართლებელ განაჩენს პატივი უნდა სცეს ხელისუფლების ყველა შტომ.“

 

5. სასამართლომ დაადგინა:

 

5.1. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ჯ-------- მ---------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

5.2. 2019 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. გორში, შ-------ს გ-------–--– N----ში მდებარე, მათ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ჯ-------- მ---------ემ დას - ჯ----–- მ---------ეს, მისი არასრულწლოვანი შვილების - გ------ი, ნ-----–---- და ა------- ნ-–--–-–---–-ბის თანდასწრებით, ხელზე ძლიერად მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც ჯ----–- მ---------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

5.3. პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებისათვის ჯ-------- მ---------ე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდისათვის).

 

6. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

6.1. ბრალდებულმა ჯ-------- მ---------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ.

 

6.2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

6.3. ჯ-------- მ---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: მოწმეების - მ---------------, გ------ი ნ-–--–-–---–----------–-------–--–-–---–----------------–---–------------ წ------–-–---–---------------------–------------------------ის და ჯ----–- მ---------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ფოტოცხრილით, ჯ----–- მ---------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ჯ-------- მ---------ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით და ორდერის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

 

6.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).

 

6.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

6.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

6.7. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

6.8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ჯ-------- მ---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ჯ-------- მ---------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, რომელიც ადამიანის სხეულზე ზემოქმედებით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას და რასაც არ მოჰყვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

7.2. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ჯ-------- მ---------ის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.

 

7.3. რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. ჯ------- მ---------ემ დას - ჯ----–- მ---------ეს, არასრულწლოვანი შვილების გ------ი, ნ-----–---- და ა------- ნაცვლიშვილიების თანდასწრებით, იმის გამო, რომ იგი ვერ ეგუებოდა დის განქორწინების ფაქტს, ჯ----–- მ---------ეს ხელზე ძლიერად მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოწმეთა უდავო გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ ჯ-------- მ---------ის ძალადობრივი ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი არ განხორციელდებოდა.

 

7.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია ჯ-------- მ---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

7.5. დაბოლოს, სასამართლო შეფასების სახით მიუთითებს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, ადგილი არ ჰქონია.

 

8. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

8.1. ჯ-------- მ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი მონანიება.

 

8.2. რაც შეეხება ჯ-------- მ---------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

9. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

9.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.

 

9.2 ჯ-------- მ---------ის მიმართ ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება განეკუთვნება ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ, განზრახ ნაკლებად მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი ხასიათის, ოჯახურ დანაშაულთა რიგს, რომელიც იმავდროულად არღვევს ოჯახის კეთილდღეობის კონსტიტუციურ უფლებას.

 

9.3 სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ჯ------- მ---------ემ, დის მიმართ ძალადობა განახორციელა მისი არასრულწლოვანი შვილების, გ------ი, ნ-----–---- და ა------- ნ-–--–-–---–-ბის თანდასწრებით. ბრალდებულის ძალადობრივ ქმედებას შედეგად მოჰყვა არამარტო ჯ----–- მ---------ის სხეულის დაზიანება, მისი ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა, არამედ ასევე დაირღვა არასრულწლოვნების სოციალურად ჯანმრთელ, ნორმალურ გარემოში და თავისუფალ და ღირსეულ პირობებში ფიზიკური, გონებრივი, მორალური და სულიერი განვითარების ფუნდამენტური უფლება (გაეროს გენერალური ასამბლეის 1959 წლის N1386 რეზოლუცია (პრინციპი 2), რომელიც ცნობილია „ბავშვის უფლებათა დეკლარაციის“ სახელით).

 

9.4 სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ჯ-------- მ---------ემ პირველივე შესაძლებლობისთანავე, სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, რითაც ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას. ბრალდებულის მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. ჯ-------- მ---------ემ თავისი ქცევით დაარწმუნა სასამართლო, რომ იგი აცნობიერებს ბრალად შერაცხული დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს და მოწოდებულია აიღოს პასუხისმგებლობა ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის.

 

9.5 სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2020 წლის 16 იანვრის სანოტაროდ დამოწმებული განცხადებით დაზარალებულ ჯ----–- მ---------ემ დაადასტურა ჯ-------- მ---------ესთნ შერიგების ფაქტი და აღნიშნა, რომ მის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია. დაზარალებულმა ითხოვა ჯ-------- მ---------ის მიმართ კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათის გამოყენება.

 

9.6. სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, სასამართლო ითვალისწინებს ჯ-------- მ---------ის ქმედებას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სახელდობრ, მან სრულად აღიარა ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, რითაც აქტიურად შეუწყო ხელი მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას. სასამართლო სხდომაზე ჯ-------- მ---------ემ გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულისადმი და ითხოვა პატიება. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: ჯ-------- მ---------ე 27 წლისაა, დასაოჯახებელია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია პირველად, მეზობლების მხრიდან ხასიათდება დადებით პიროვნებად.

 

9.7. სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ, იმას, რომ ამ ეტაპზე აღარ არსებობს ჯ-------- მ---------ის საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, დაზარალებულისადმი მისი დამოკიდებულების და სხვა დადებითი პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ-------- მ---------ეს უნდა განესაზღვროს შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ორი წელი, ეს კი შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასამართლოს აზრით, სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 269-ე-279-ე, 283-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დაადგინა

 

1. ჯ-------- მ---------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდისათვის) წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ჯ-------- მ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 27 ნოემბრის ეპიზოდისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

3. მსჯავრდებულ ჯ-------- მ---------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 24 იანვრის ჩათვლით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს.

 

5. მსჯავრდებულ ჯ-------- მ---------ეს დაევალოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

6. ჯ-------- მ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

7. ჯ-------- მ---------ის მიმართ დამატებითი ვალდებულების სახით დაწესებული აკრძალვა დაზარალებულ ჯ----–- მ---------ესთან მიახლოების შესახებ გაუქმდეს.

 

8. ჯ-------- მ---------ეს განემარტოს, რომ მას, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის ზაფხულიდან 2019 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდის ეპიზოდისათვის) წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე