განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1898-19
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ----------–-----–---–-,დაცვის მხარე:
ბრალდებულები - დ------------–--–--- (დაბადებული - 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. თ---–---------–--–-------------ში),კ-------–--------–---–- (დაბადებული - 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. თ---–------------------------------ში),ადვოკატები - ი--------------–---–------------–-–---–-,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლი; 2. საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; 3. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (დ------------–--–---- მიმართ); 4. საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილი (კ-------–--------–---–-ს მიმართ).
დისპოზიცია: 1. განზრახ მკვლელობის მცდელობა; 2. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან; 3. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა იმის მიერ ვინც ნასამართლევია ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება იმის მიერ ვინც ნასამართლევია ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დ------------–--–---- მიმართ); 4. დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული (კ-------–--------–---–-ს მიმართ).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
დ------------–--–---- მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი
1.1. 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თ---–--–---------–---------–---–-------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარი ავტომანქანით გადაადგილებისას ლ-------–--–---- განზრახ მოკვლის მიზნით დ------------–--–---მ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მუცლის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. მომხდარის შემდეგ ლ-------–--–--- გადაყვანილ იქნა ქ. თ---–--–-----–------–----–----------------ში მდებარე „ა-------------–----------–------–--------–---------------------------–-----ში“. ლ-------–--–---- გაეწია სამედიცინო დახმარება რის შედეგადაც შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
1.2. 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თ---–--–---------–---------–---–-------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე დ------------–--–---მ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რ------–------- მარჯვენა ბარძაყის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა. ასევე ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენა მარცხენა მენჯ-ბარძაყის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1-------------- განაჩენით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის ნასამართლევმა დ------------–--–---მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, კერძოდ: საქმეზე ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი 4 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ. კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - მასრა, განკუთვნილი „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისთვის „PM“, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტლეტებისთვის „APC“ და სხვა. ოთხივე მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია 9 მმ. კალიბრის ერთი და იგივე იარაღში, რომელიც გათვალისწინებულია 1951 წლის ნიმუშის 9 მმ. კალიბრის ვაზნის გასასროლად. ერთი ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ. კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - ტყვია, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისთვის „PM“ სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისთვის APC და სხვა. აღნიშნული ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია 9 მმ. კალიბრის იარაღის ლულიდან, რომელიც გათვალისწინებულია 1951 წლის ნიმუშის 9 მმ. კალიბრის ვაზნის გასასროლად.
1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1-------------- განაჩენით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის ნასამართლევმა დ------------–--–---მ 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე ქ. თ---–--–---------–---------–---–-------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას დ------------–--–---, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, კერძოდ: საქმეზე ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი 4 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ. კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - მასრა, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისთვის „PM“, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისთვის APC და სხვა. ოთხივე მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია 9 მმ. კალიბრის ერთი და იგივე იარაღში, რომელიც გათვალისწინებულია 1951 წლის ნიმუშის 9 მმ. კალიბრის ვაზნის გასასროლად. ერთი ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ. კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი-ტყვია, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისთვის „PM“, სტეჩკინის კონსტრუქციის პისტოლეტებისთვის „APC“ და სხვა. აღნიშნული ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია 9 მმ. კალიბრის იარაღის ლულიდან, რომელიც გათვალისწინებულია 1951 წლის ნიმუშის 9 მმ. კალიბრის ვაზნის გასასროლად.
კ-------–--------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი
1.5. 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე ქ. თ---–--–---------–---------–---–-------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი ავტომანქანით გადაადგილებისას ლ-------–--–---- დ------------–--–---მ განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. აღნიშნული ქმედებების განხორციელებისას დ------------–--–----თან ერთად იმყოფებოდა კ-------–--------–---–-, რომელმაც დაინახა მომხდარი ფაქტი და არ შეატყობინა შესაბამის ორგანოს.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თ---–--–---------–---------–---–-------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარი ავტომანქანით გადაადგილებისას ლ-------–--–---- განზრახ მოკვლის მიზნით დ------------–--–---მ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მუცლის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. მომხდარის შემდეგ ლ-------–--–--- გადაყვანილ იქნა ქ. თ---–--–-----–------–----–----------------ში მდებარე „ა-------------–----------–------–--------–---------------------------–-----ში“. ლ-------–--–---- გაეწია სამედიცინო დახმარება რის შედეგადაც შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
2.2. 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თ---–--–---------–---------–---–-------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე დ------------–--–---მ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რ------–------- მარჯვენა ბარძაყის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა. ასევე ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენა მარცხენა მენჯ-ბარძაყის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1-------------- განაჩენით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის ნასამართლევმა დ------------–--–---მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, კერძოდ: საქმეზე ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი 4 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ. კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - მასრა, განკუთვნილი „მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისთვის „PM“, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტლეტებისთვის „APC“ და სხვა. ოთხივე მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია 9 მმ. კალიბრის ერთი და იგივე იარაღში, რომელიც გათვალისწინებულია 1951 წლის ნიმუშის 9 მმ. კალიბრის ვაზნის გასასროლად. ერთი ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ. კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - ტყვია, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისთვის „PM“ სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისთვის APC და სხვა. აღნიშნული ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია 9 მმ. კალიბრის იარაღის ლულიდან, რომელიც გათვალისწინებულია 1951 წლის ნიმუშის 9 მმ. კალიბრის ვაზნის გასასროლად.
2.4. 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე ქ. თ---–--–---------–---------–---–-------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი ავტომანქანით გადაადგილებისას ლ-------–--–---- დ------------–--–---მ განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. ბრალდების მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დაადასტურა, რომ აღნიშნული ქმ----------------–---–---------------------–--------–---–-- და აღიქვა, რომ ლ-------–--–---- დ------------–--–---მ მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, რაც არ შეატყობინა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
3.3. ამდენად, სასამართლო ყურად---ბას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურად---ბ ას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
3.4. დ------------–--–---- მიერ ლ-------–--–---- განზრახ მკვლელობის მცდელობის, რ------–------- ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარების, კ-------–--------–---–-ს მიერ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულების - ლ-------–--–----ა და რ------–------- ჩვენებები, მოწმეების ბ-------–--------, თ------------------, შ---------------–-–---–--, ჯ----------------, თ---------------------, ა-–-------------------–---–--, მ---------–--------–---–--, ზ-------–-------–---–--, დ---------------, ა---------------, თ----–---------–---–--, გ---------------–---–--, ვ-–-----------–--–----, მ------------------, თ----------–----, ზ-------–-------–---–--, თ--------------------, ა------------------–--, ლ-------–-------- ბ-----------–-----, თ----------------–---–--, რ---------------–---–--, გ-------–---–---–--, შ-----------–-------, პ------------–---–----- პ----------------, ს------------–------, მ-------–---–-------ა და ე-------–--–---–-ს ჩვენებები, ჩხრეკისა და ამოღების ოქმები, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, სასამართლო - სამედიცინო, ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები.
3.5. დაზარალებულმა ლ-------–--–---მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, მეგობარ რ------–-------თან ერთად, ქ. თ---–--–-----------–---–-- ქუჩაზე გადაადგილდებოდა მისი კუთვნილი შ--- ფერის, „მ-----------“ მარკის ავტომანქანით. ბენზინგასამართ სადგურ „გ--–------“ „საცობის“ გამო მოძრაობა შეანელა. დაახლოებით ნახევარ მეტრში გაიგონა ხმაური, რის შემდეგაც მის ავტომანქანას მიუახლოვდა მაღალი, სპორტული აღნაგობის პიროვნება, რომელმაც ჩაწეული ფანჯრიდან პისტოლეტით გაისროლა. ტყვია მუცლის მიდამოში მოხვდა და ძლიერი ტკივილი იგრძნო. გასროლის ხმაზე რ------–------ გადავიდა ავტომანქანიდან. მაღალმა პიროვნებამ ავტომანქანას შემოუარა და რ------–------- მიუახლოვდა. ტკივილის მიუხედავად დაძრა ავტომანქანა და გაეცალა შემთხვევის ადგილს. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ ტოტალიზატორ „კ--------–---ნ“ თავი შეუძლოდ იგრძნო და დასახმარებლად ძმას დაურეკა. ვ-–-----------–--–---- რამდენიმე წუთში მიაკითხა და გადაიყვანა საავადმყოფოში. მსროლელის სახე ვერ დაინახა, მხოლოდ ის შენიშნა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს სახეზე წვერი ჰქონდა. მოგვიანებით გაარკვია, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა რ------–------ც დაჭრა. ტკივილის გამო შემდეგი გასროლების ხმები არ გაუგია. სავარაუდოდ ის და რ------–------ ერთიდაიმავე პიროვნებამ დაჭრა. დ------------–--–---- არ იცნობს და მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. მისთვის ცნობილია, რომ დ------------–--–---- და მის ძმას - ვ-–-----------–--–---- საერთო ბიზნესი გააჩნდათ, თუმცა მათ შორის უთანხმოების შესახებ არაფერი სმენია. ვარაუდობს რომ მსროლელს სხვა პიროვნებაში შეეშალა.
3.6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, 2019 წლის 2 სექტემბრის #0-------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ-------–--–---- დაუდგინდა დიაგნოზი: ცეცხლნასროლი ჭრილობა მუცლის მარცხენა გვერდით კედელზე შემავალი მუცლის ღრუში, დასწვრივი, სიგომური, განივი კოლინჯის გამჭოლი დაზიანებით, მლივი ნაწლავის დაზიანებით, კუჭის გამჭოლი დაზიანებით, ჰემოპერიტონეუმი, უცხო სხეული მუცლის წინა კედლის კანქვეშა სივრცეში, მარჯვენა მხრივი პნევმონია. დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს (2019 წლის 5 თებერვალს).
3.7. ექსპერტმა ს------------–------ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო დასკვნის სისწორე.
3.8. დაზარალებულმა რ------–------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, დღის საათებში მეგობარ ლ-------–--–----თან ერთად, ავტომანქანით მოძრაობდა დ--–---- მიმდებარე ტერიტორიაზე. ავტომანქანას ლ-------–--–--- მართავდა. თ------–---–-- ქუჩაზე ნელი სვლით გადაადგილებისას გაიგონა უცნობი მამაკაცის საუბარი, რასაც გასროლა მოჰყვა. დაინახა, რომ ლ-------–--–---- ტყვია მოხვდა. მაშინვე გადავიდა ავტომანქანიდან, რა დროსას ფეხზე ტკივილი იგრძნო და წაიქცა. შეამჩნია, რომ ტყვია ფეხის მიდამოში, ორ ადგილზე მოხვდა. დახმარება იქვე მყოფ მოქალაქეებს სთხოვა, რომლებმაც ფეხზე წამოაყენეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსროლელი იყო მაღალი, სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი. თავდამსხმელის სახე არ დაუნახავს და არ იცის როგორ გამოიყურებოდა იგი. ბრალდებულებს არ იცნობს და მათთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. ლ-------–--–--- იცნობს თუ არა დ------------–--–----ა და კ-------–--------–---–- მისთვის უცნობია. არ იცის ვინ დაჭრა იგი და ლ-------–--–---. ვარაუდობს, რომ ადგილი ჰქონდა შეცდომას.
3.9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, 2019 წლის 9 აპრილის #0-------- დასკვნის თანახმად, რ------–------- დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა ბარძაყის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის პროქსიმალური ბოლოს კიდითი მოტეხილობა.
ექსპერტიზაზე წარდგენილი დისკი შესწავლილ იქნა სპეციალისტის მიერ, რომლის დასკვნითაც, დისკზე არსებულ გამოსახულებებზე ფიქსირდება მარცხნივ ბარძაყის ციბრუტთაშორისი ფრაგმენტული ცეცხლნასროლი მოტეხილობა (ძვლის როგორც კორტიკალური, ასევე ტვინოვანი შრის დაზიანებით), უცხო სხეული (ტყვია) მარცხენა ბარძაყის ზესა მესამედში ძვლის მედიალურად. დაზიანებების ხანდაზმულობა 2019 წლის 5 თებერვალთან წინააღმდეგობაში არ არის.
დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) მოქმედებით. მარჯვენა ბარძაყის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა ცალკე აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანება - მარცხენა მენჯბარძაყის სახსრის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
3.10. ექსპერტმა ე-------–--–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო დასკვნის სისწორე.
3.11. სასამართლო აფასებს დაზარალებულების - ლ-------–--–----ა და რ------–------- ჩვენებებს, ასევე სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს და აღნიშნავს, რომ უტყუარად დგინდება ლ-------–--–----ა და რ------–------- ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის ფაქტი. ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, დაზარალებულებს სხეულზე აღენიშნებათ ცეცხლნასროლი ჭრილობები. ლ-------–--–---- დაზიანება მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხოლო რ------–------- დაზიანება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. აღნიშნული ფაქტობრივად სადავო არ არის და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია რაიმე არგუმენტები ამ გარემოებების უარსაყოფად. შესაბამისად, სასამართლო ამ საკითხზე დამატებით ყურად---ბას არ შეაჩერებს. რაც შეეხება სხვა ნაწილში დაზარალებულების ჩვენებების დამაჯერებლობასა და სარწმუნოობას, აღსანიშნავია, რომ მათი ჩვენებები მთელ რიგ საკითხებთან მიმართებით არ არის ლოგიკური და სრულად არ ასახავს 2019 წლის 5 თებერვალს, შუადღის საათებში, ქ. თ---–--–-----------–---–-- ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს. დაზარალებულთა ჩვენებების გონივრული ანალიზიდან ცხადი ხდება, რომ ლ-------–--–--- და რ------–------ არ პასუხობენ სისხლის სამართლის საქმისთვის არსებითი გარემოების მქონე კითხვებზე, შემოიფარგლებიან მხოლოდ ზოგადი განმარტებებით შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით და ავითარებენ ვერსიას თითქოს თავდამსხმელს შეეშალა ისინი და შეცდომით გაისროლა დაზარალებულთა მიმართულებით. ლ-------–--–--- და რ------–------ ასევე განმარტავენ, რომ მსროლელი იყო მაღალი, სპორტული აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი, სახეზე წვერით, თუმცა თავდამსხმელის სხვა კონკრეტულ, პიროვნული მახასიათებლების დაფიქსირებისგან თავს იკავებენ. ლ-------–--–--- და რ------–------ არ მიუთითებენ თუ როგორ გამოიყურებოდა მსროლელი, რა ეცვა ტანზე, რა სიტყვებს ამბობდა გასროლის წინ. სასამართლოსთვის გაურკვეველი დარჩა, დღის საათებში, სრული ხილვადობის გათვალისწინებით, როგორ ვერ დაინახეს/დაიმახსოვრეს დაზარალებულებმა მათგან დაახლოებით ერთ მეტრში მდგომი პირის სახე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც განსაკუთრებული სიზუსტით და ხაზგასმით აღწერენ, რომ თავდამსხმელი იყო მაღალი სპორტული აღნაგობის მამაკაცი, ხოლო ლ-------–--–--- აღნიშნავს, რომ სახეზე ახალგაზრდა მამაკაცს ჰქონდა წვერი. ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ადამიანი როდესაც აფიქსირებს თავდამსხმელის წვერს, შესაბამისად, უყურებს მას სახეში, როდესაც ხედავს მის აღნაგობასა და სიმაღლეს, აკვირდება სხეულზე (მათ შორის სიმაღლის აღსაქმელად უნდა შეხედოს პირს სხეულის ზედა ნაწილში), თუმცა მიუხედავად ამისა დაზარალებულები განმარტავენ, რომ თავდამსხმელის ამოცნობა არ შეუძლიათ. ლ-------–--–--- და რ------–------ ასევე აღნიშნავენ, რომ თავდამსხმელი სროლამდე რაღაცას საუბრობდა, თუმცა ვერ აკონკრეტებენ მის მიერ ნათქვამ ვერცერთ სიტყვას. გაურკვეველია დაჭრილმა ლ-------–--–---მ შემთხვევის ადგილიდან გაქცევის შემდეგ, რატომ არ მიმართა პოლიციას ან სამედიცინო დაწესებულებას და რატომ ელოდებოდა ძმას. აღნიშნული კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა დაზარალებულების დაკითხვის შედეგად. რაც შეეხება ლ-------–--–----ა და რ------–------- ჩვენებების სისხლის სამართლის საქმის სხვა მტკიცებულებებთან შესაბამისობის საკითხს, აღნიშნულზე სასამართლო იმსჯელებს მოგვიანებით, სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდეგ.
3.12. მოწმე თ----–---------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე #1-- სამარშუტო ტაქსით გადაადგილდებოდა ქ. თ---–--–-----------–---–-- ქუჩაზე. სამარშუტო ტაქსში მძღოლის საპირისპირო მხარეს განთავსებულ სავარძელზე მარჯვნივ იჯდა. ბენზინგასამართ სადგურ „გ--–------“, „საცობის“ გამო სამარშუტო ტაქსი დაახლოებით 2-3 წუთით გაჩერდა. ამ დროს დაინახა სამარშუტო ტაქსიდან წინა მარცხენა მხარეს გაჩერებული შ--- ფერის ავტომანქანა, რომელსაც მარცხენა შუშა ჩაწეული ჰქონდა. ავტომანქანის მარცხენა კართან იდგა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ამოიღო იარაღი და გაისროლა ავტომანქანის სალონში. გასროლას წინ ყვირილი/ჩხუბი უძღვოდა. გასროლის შემდეგ ავტომანქანიდან (მძღოლის გვერდით განთავსებული სავარძლიდან) გადავიდა მამაკაცი, რომელსაც ასევე ესროლა იარაღიანმა მამაკაცმა. სწორედ ამ მომენტში გამოჩნდა მესამე მამაკაცი, რომელმაც ავტომანქანიდან გადასულ, დაჭრილ პირს წიხლი ჩაარტყა. გასროლა და დაჭრილისთვის წიხლის დარტყმა წამებში მოხდა. ადასტურებს მისი მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის სისწორეს. გამოძიების მიმდინარეობისას მომხდარის დეტალები კარგად ახსოვდა და მსროლელის ამოცნობა არ გასჭირვებია. პირი რომელმაც გასროლა განახორციელა, იყო ახალგაზრდა, ს-–----–-- სიმაღლის, მელოტი, ჰქონდა შ--- წვერ-ულვაში და ეცვა შ--- ფერის ქურთუკი. მეორე მამაკაცის (რომელმაც დაჭრილს წიხლი ჩაარტყა) აღწერილობა არ ახსოვს, მაგრამ შეამჩნია, რომ თავზე ყ---------- კეპი ეხურა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ სამარშუტო ტაქსშიი ბევრი ადამიანი არ იმყოფებოდა, ფეხზე არავინ იდგა და თავისუფლად შეძლო მომხდარის დანახვა. თ----–---------–---–-- განმარტებით, სამარშუტო ტაქსის მძღოლს ფანჯარა ჩაწეული ჰქონდა და კარგად დაინახა შ--- ფერის ავტომანქანასთან ახლოს მდგომი მამაკაცი, რომელიც ეკამათებოდა ავტომანქანის საჭესთან მჯდომ პირს. ასევე დაინახა შ--- ფერის იარაღის ამოღების ფაქტი და გაიგონა გასროლის ხმა. შემთხვევიდან დაახლოებით ორ-სამ წუთში დარეკა 112-ში.
3.13. 2019 წლის 7 თ-------–-- ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე თ----–---------–---–მა მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო #3 ფოტოსურათზე აღბეჭდილი პიროვნება, დ------------–--–---, ოდნავ მოგრძო პირისახით, შემელოტებული თავით, გვერდებში შ--- თმით, შ--- ფერის ს-–----–-- წვერ-ულვაშით, ს-–----–-- ზომის ცხვირით.
3.14. მოწმემ შ---------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით სამ საათზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა ქ. თ---–--–-----------–---–-- ქუჩაზე. მოძრაობდა გზის შუა ზოლში, რა დროსაც მისგან მარცხნივ, დაახლოებით 5-6 მეტრის მოშორებით ხმაური გაიგონა. მიიხედა თუ არა გასროლის ფაქტი დაინახა. ყვირილისა და გასროლის ხმები ერთდროულად გაიგონა. წამიერად დახარა თავი, თუმცა ავტომანქანის სარკეში მაინც დაინახა, რომ მის გვერდით გაჩერებული შ--- ფერის ავტომანქანის კარი (მძღოლის საპირისპირო მხარეს) ღია იყო. ასევე შენიშნა, რომ ავტომანქანასთან ახლოს, ასფალტის ზედაპირზე იწვა მისთვის უცნობი პირი. ამ დროს მარჯვენა სამოძრაო ზოლი გათავისუფლდა, ავტომანქანა სწრაფად დაძრა და რამდენიმე მეტრის მოშორებით გააჩერა. მალევე მიბრუნდა შემთხვევის ადგილზე, სადაც პოლიციის თანამშრომლები გზას კეტავდნენ. დაზარალებული შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. გამოძიების მიმდინარეობისას ფოტოსურათით ამოიცნო პირი, რომელმაც გასროლა განახორციელა.
3.15. 2019 წლის 1-----------–-- ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე შ---------------–-–---–მა მისთვის წარდგენილი ოთხი ცალი ფოტოსურათიდან ამოიცნო #2 ფოტოსურათზე აღბეჭდილი მამაკაცი, დაახლოებით 32-35 წლის, ოდნავ მოგრძო პირისახით, შემელოტებული თავით, გვერდებზე შ--- ფერის თმით, შ--- ფერის ს-–----–-- ზომის წვერ-ულვაშით, ს-–----–-- ზომის ცხვირითა და ტუჩებით.
3.16. მოწმე ა--------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, დღის საათებში ავტომანქანით მოძრაობდა ქ. თ---–--–-----------–---–-- ქუჩაზე. „გ--–----“ ბენზინგასამართ სადგურთან შეამჩნია შ--- ფერის „მ-----------“ მარკის ავტომანქანა, რომლშიც ორი მამაკაცი იჯდა. ავტომანქანასთან ახლოს იდგა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მძღოლისკენ იარაღი ჰქონდა მიმართული. მალევე გასროლის ხმა გაიგონა. მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფმა მეგობარმა დაიყვირა „სროლაა“ და მაშინვე თავი დახარა. თავის დახრისთანავე რამდენიმე გასროლის ხმა კიდევ გაიგონა. პირველი გასროლიდან დაახლოებით 10-15 წამის შემდეგ ავტომანქანა „მ----------“ სწრაფად დაიძრა შემთხვევის ადგილიდან. თვითონაც დაძრა საკუთარი ავტომობილი, დაახლოებით 10-15 მეტრში გააჩერა და დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. დაინახა დაჭრილი მამაკაცი, რომელიც ასფალტზე იწვა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ „მ-----------“ მარკის ავტომანქანაში მჯდომი ორი მამაკაციდან ერთი (მძღოლის გვერდით მჯდომი), პირველი გასროლის შემდეგ ავტომანქანიდან გადავიდა. მისი სახე არ დაუნახავს და კატეგორიულად ვერ დაადასტურებს ავტომანქანიდან გადასული და ასფალტზე მწოლი, დაჭრილი მამაკაცი ერთიდაიგივე პიროვნებებია თუ არა. მოწმემ აღნიშნა, რომ დაინახა როგორ მიჰყავდათ დაჭრილი მამაკაცი ავტომანქანისკენ. იარაღიანი მამაკაცის სახე ვერ დაინახა, ვინაიდან ავტომანქანა ეფარებოდა. ა--------------მ ასევე დაადასტურა, რომ მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას შემთხვევის დროს ტყვია მოხვდა.
3.17. 2019 წლის 5 თ-------–-- ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ გ-------–---–---–-- მიერ, ექსპერტების - ი-----–------------- და რ---------------–---–--, ავტომანქანის მეპატრონე ა--------------- მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ავტომანქანა „ნ----------–----“ სახ. # A--------, რომელსაც უკანა მარცხენა ფრთაზე აღენიშნება დაზიანების კვალი, შემავალი ხვრელის სახით, რომლის დიამეტრია 1.5 სმ. ავტომანქანის დათვალიერებისას რაიმე ნივთი ამოღებული არ ყოფილა.
3.18. სასამართლო აფასებს, მოწმეების - თ----–---------–---–--, შ---------------–-–---–--ა და ა--------------- ჩვენებებს, ასევე მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ამსახველ ოქმებს და აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია და არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს. საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა რაიმე ისეთი გარემოება, რაც თ----–---------–---–--, შ---------------–-–---–--ა და ა--------------- ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. სადავო არ არის, რომ თ----–---------–---–ი, შ---------------–-–---–ი და ა-------------- ბრალდებულებს არ იცნობენ. მათთან რაიმე სახის ურთიერთობა, მით უფრო კონფლიქტი არ ჰქონიათ, რაც მოწმეების საქმის შედეგებით სუბიექტურ დაინტერესებაზე მიანიშნებდა. გამოძიების მხრიდან რაიმე უკანონო მითითებისა და ზეწოლის ფაქტები კი კატეგორიულად გამორიცხეს თავად მოწმეებმა სასამართლოში დაკითხვისას. თ----–---------–---–ი, შ---------------–-–---–ი და ა-------------- არ არიან კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები, რაც რაიმე ფორმით საგამოძიებო ორგანოზე მათი დამოკიდებულების შესახებ ეჭვს წარმოშობდა. თ----–---------–---–ი არის უნივერსიტეტის თანამშრომელი, რომელიც მისივე განმარტებით შეესწრო მომხდარ ფაქტს და შეწუხებულმა შეატყობინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (112). დაცვის მხარის მითითება საგამოძიებო ორგანოს მხრიდან თ----–---------–---–ზე და შ---------------–-–---–ზე შესაძლო უკანონო ზემოქმედების შესახებ, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია, ვინაიდან ერთი მხრივ თავად მოწმეებს არ დაუდასტურებიათ მსგავსი ფაქტობრივი გარემოებები და მეორე მხრივ არც სხვა რაიმე ფაქტი მიანიშნებს მსგავსი ზემოქმედების შესახებ. იმ პირობებში, როდესაც თ----–---------–---–მა და შ---------------–-–---–მა ამოიცნეს მხოლოდ ბრალდებული დ------------–--–---, მათზე რაიმე სახის ზეწოლისა და თავისუფალ ნებაზე ზემოქმედების პირობებში, ლოგიკურია, რომ იმავე წარმატებით ამოიცნობდნენ, კ-------–--------–---–-აც, თუმცა ფაქტია, რომ მათ ეს ობიექტურად ვერ შეძლეს, ამ საკითხთან დაკავშირებით აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას (ადასტურებენ მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც მათ საკუთარი თვალით ნახეს) და არავის ამ მიმართებითაც ზემოქმედება მათზე არ განუხორციელებია. აღსანიშნავია, რომ ა--------------მ ასევე ვერ შეძლო თავდამსხმელის სახის დანახვა, რასაც ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს თავის ჩვენებაში. საგამოძიებო ორგანოს მხრიდან მასზე ზემოქმედებისა (მათ შორის ასეთის სურვილის) და იძულების შემთხვევაშიც (დაცვის მხარის ვერსიის რეალურობის შემთხვევაში), ლოგიკურია, რომ მოწმე მაღალი ალბათობით ასევე ამოიცნობდა თავდამსხმელს, თუმცა ფაქტია, რომ ასე არ მომხდარა და ა--------------მ სასამართლოს მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც საკუთარი თვალით ნახა. ამდენად, მოწმეების ნებაზე რაიმე სახის ზემოქმედების ნიშნები სასამართლო სხდომაზე არ გამოვლენილა. სასამართლო გამორიცხავს მოწმეთა მხრიდან რაიმე პირად დაინტერესებას ბრალდებულების საწინააღმდეგოდ, მათზე ზეწოლას და მიაჩნია, რომ თ----–---------–---–--, შ---------------–-–---–--ა და ა--------------- ჩვენებებში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს.
3.19. სასამართლო აღნიშნავს, რომ თ----–---------–---–--, შ---------------–-–---–--ა და ა--------------- ჩვენებები სრულად აღადგენს 2019 წლის 5 თებერვალს, შუადღის საათებში, ქ. თ---–--–-----------–---–-- ქუჩაზე, „გ--–----“ ბენზინგასამართ სადგურთან განვითარებულ მოვლენებს. თ----–---------–---–-- ჩვენებით ცალსახად დგინდება, რომ შ--- ფერის ავტომანქანასთან იდგა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ავტომანქანის სალონისკენ გაისროლა იარაღი. იარაღიანმა მამაკაცმა ასევე ესროლა შ--- ფერის ავტომანქანიდან გადასულ მეორე პირსაც. მოწმე შ---------------–-–---–მა დაკითხვისას აღნიშნა, რომ დაინახა პიროვნება, რომელმაც იარაღი გაისროლა. მან ასევე დაინახა მძღოლის მოპირდაპირე მხარეს ავტომანქანის ღია კარი და იქვე ასფალტის ზედაპირზე დაწოლილი მამაკაცი. თ----–---------–---–მა და შ---------------–-–---–მა დაადასტურეს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას თავისუფლად ამოიცნეს იარაღიანი მამაკაცი (დ------------–--–---). ახალგაზრდა მამაკაცის მიერ შ--- ფერის ავტომანქანის სალონისკენ გასროლისა და ასფალტის ზედაპირზე დაჭრილი მამაკაცის წოლის ფაქტები ასევე დაადასტურა მოწმე ა--------------მ სასამართლოში დაკითხვისას. მოწმის განმარტებით, ვინაიდან თავდამსხმელის სახე ვერ დაინახა, გამოძიების მიმდინარეობისას მისი ამოცნობა ვერ შეძლო. სასამართლო ასევე ყურად---ბას ამახვილებს თ----–---------–---–-- მიერ ნახსენებ, ყ--------- კ----- მამაკაცზე (რომელმაც მოწმის განმარტებით, წიხლი დაარტყა შ--- ფერის ავტომანქანიდან გადასულ პირს) და აღნიშნავს, რომ მოწმემ სასამართლოში დაკითხვისას ვერ მიუთითა რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული პიროვნების იდენტიფიცირება. აღსანიშნავია ისიც, რომ შემთხვევის ადგილზე ყ--------- კ-----ი პიროვნების ყოფნასა და რაიმე აქტიურ ქმედებაზე (ფეხის დარტყმაზე), არ უთითებს არცერთი სხვა მოწმე, მათ შორის არც დაზარალებულები.
3.20. ამდენად, დამოუკიდებლად აღებული, მოწმეების - თ----–----------–---–--, შ---------------–-–---–--, ა--------------- ჩვენებებითა და ამოცნობის ოქმებით დგინდება, რომ დაზარალებულის მიმართ იარაღიდან გასროლა განახორციელა დ------------–--–---მ, ხოლო იქ მყოფი სხვა პირის ამოცნობა მათ ვერ შეძლეს. რაც შეეხება აღნიშნული მოწმეების ჩვენებების შესაბამისობას საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, ამ საკითხზე სასამართლო მოგვიანებით გაამახვილებს ყურად---ბას.
3.21. მოწმემ ჯ---------------- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით სამ საათზე, ავტომანქანით გადაადგილდებოდა ქ. თ---–--–-----------–---–-- ქუჩაზე. „საცობის“ გამო ნელი სვლით მოძრაობდა. „გ--–----“ ბენზინგასამართ სადგურთან ჩაუჯდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც დაახლოებით ასი მეტრით წაყვანა სთხოვა. დათანხმდა და მგზავრი მომდევნო ბენზინგასამართ სადგურამდე (მოსახვევთან ჩავიდა) მიიყვანა. დაახლოებით 2-3 წუთი ეჯდა მამაკაცი ავტომანქანაში, რომელსაც გვერდიდან უყურებდა, თუმცა გამოძიებაში მაინც შეძლო წინა მხრიდან გადაღებული ფოტოსურათით მისი ამოცნობა. მამაკაცი ამოიცნო ყ------–- წვერით და ს–----- ცხვირით. როგორც ახსოვს, მამაკაცს, რომელიც მანქანაში ჩაუჯდა, ლ------- ფერის ჯინსის შარვალი და იმავე ფერის ქურთუკი ეცვა, თავზე დაფარებული ჰქონდა „კ-–------“ ქუდი (სახეზე ჰქონდა ჩამოფხატული). მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ გამომძიებელმა შ----------ი ფოტოსურათები წარუდგინა. ამოსაცნობ პირს ჟ----–ი, წ-------- თმა ჰქონდა შ--- წვერით. საწინააღმდეგოდ აღნიშნულისა, ჯ---------------- მხარეთა მიერ დასმულ დამაზუსტებელ კითხვებზე განმარტა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს წ---–-------- თმა ჰქონდა. საბოლოოდ კი აღნიშნა, რომ პირს, რომელიც ამოიცნო ქ---- თმა ჰქონდა.
3.22. 2019 წლის 6 თ-------–-- ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, მოწმე ჯ---------------- მისთვის წარდგენილი 4 ფოტოსურათიდან ამოიცნო მე-2 ფოტოსურათზე აღბეჭდილი პიროვნება (კ-------–--------–---–-), მომრგვალო ხ------–--ფერი გაუპარსავი პირისახით, ს-–----–-- ზომის შ--- ფერის წვერით, ს-–----–-- ზომის ს–----- ცხვირით.
3.23. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე ჯ---------------- სასამართლოში მიცემული ჩვენებითა და მოწმის მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით უტყუარად ვერ დგინდება ფაქტობრივი გარემოებები. მოწმე კატეგორიულად ვერ განმარტავს, 2019 წლის 5 თებერვალს, შუადღის საათებში, ქ. თ---–--–-----------–---–-- ქუჩაზე, მის ავტომანქანაში მჯდომი მამაკაცის გარეგნულ მახასიათებლებს. ჯ---------------- ჩვენების დასაწყისში აღნიშნა, რომ მამაკაცი ამოიცნო ყ------–- წვერით და ს–----- ცხვირით, შემდეგ განმარტა, რომ ამოსაცნობ პირს ჟ----–ი, წ-------- თმა ჰქონდა და შ--- წვერი, საბოლოოდ კი დაადასტურა, რომ ამოცნობილ ახალგაზრდა მამაკაცს ქ---- თმა ჰქონდა, რომელიც კეპიდან უჩანდა. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჯ--------------ე მისივე განმარტებით ამოსაცნობ პირს გვერდიდან (პროფილში) უყურებდა, რომელსაც სახეზე ,,ჩამოფხატული“ ჰქონდა კეპი, ხოლო ფოტოსურათები, რომლითაც ამოცნობა ჩატარდა გადაღებული იყო ანფასში. ამასთან, სასამართლოსთვის გაუგებარია ჟ----–ი თმა და შ--- წვერი, როგორ დაფიქსირდა მოწმემ მისივე განმარტებით, ამოსაცნობად წარდგენილ შ---------- ფოტოსურათებზე. ამდენად, სასამართლოს ამოცნობის ოქმი დამაჯერებლად არ მიაჩნია და ვერ გამოიყენებს ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დასადგენად.
3.24. მოწმე თ--------------------- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, შუადღის საათებში მოძრაობდა თ------–---–-- ქუჩაზე, რა დროსაც გაიგონა იარაღის გასროლის მაგვარი ხმა. გადავიდა ავტომანქანიდან და დაინახა დაჭრილი მამაკაცი, რომელიც შველას ითხოვდა. მამაკაცი ჩასვა ავტომანქანაში და საავადმყოფოში მიიყვანა. გზაში დაზარალებულთან არ უსაუბრია. სიარულისას მამაკაცი ფეხს მიათრევდა. მიხვდა, რომ იგი დაჭრილი იყო. მთლიანობაში რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონა.
3.25. მოწმე ბ-------–-------- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, დ------------–--–----თან და კ-------–--------–---–თან ერთად იმყოფებოდა თბილისის პრობაციის ბიუროში. პრობაციის ბიუროს ადმინისტრაციულ შენობაში შევიდნენ დ------------–--–--- და კ-------–--------–---–-. გარეთ გამოსულმა დ------------–--–---მ თქვა, რომ „მ------–-–“ იქ იმყოფებოდა. მამაკაცი ვისაც დ------------–--–---მ „მ------–-“ უწოდა სახეზე არ დაუნახავს, მაგრამ შეამჩნია, რომ იგი შ--- ფერის ჯიპით გადაადგილდებოდა. ბრალდებულები ჩასხდნენ მის ავტომანქანაში და დაიძრნენ ყაზბეგის ქუჩის მიმართულებით. დ------------–--–---- მოთხოვნით, თ------–---–-- ქუჩის ჩასახვევთან ავტომანქანა გააჩერა. დ------------–--–---მ შეიგინა, გადავიდა ავტომანქანიდან და დაახლოებით ხუთი მეტრის მოშორებით გაჩერებულ მამამისის ავტომანქანაში ჩაჯდა. დ------------–--–---- მამის ავტომანქანა დაიძრა, რომელსაც საკუთარი ავტომანქანით თვითონაც გაჰყვა. ბენზინგასამართ სადგურ „გ--–------“, ი-----------ს წინ „საცობი“ წარმოიშვა და შეჩერდნენ. მოულოდნელად ხმაური შემოესმა. დაინახა მამის ავტომანქანიდან გადასული დ------------–--–---, რომელიც ი-----------სკენ მიემართებოდა. თ------–---–-- ქუჩის კუთხეში დაინახა მისი სილუეტი. „გ--–----“ ბენზინგასამართი სადგურიდან დ------------–--–---- შემდგომი გადაადგილებები არ ჩანდა. მოწმე ბ-------–-------- ასევე აღნიშნა, რომ ბენზინგასამართ სადგურთან ხმაური გაიგონა, რომელიც საბურავის გახეთქვის ან ფეიერვერკის გასროლის ხმას წააგავდა. ამ მომენტში კ-------–--------–---–- მის ავტომანქანაში იჯდა, ხოლო დ------------–--–--- სწორედ იმ მომენტში გადადიოდა ავტომანქანიდან. მისთვის ცნობილია, რომ დ------------–--–---- და ლ-------–--–---- ერთობლივი ბიზნესი ჰქონდათ, თუმცა მათი დეტალური ურთიერთობის შესახებ არაფერი იცის. მოწმემ არ გამორიცხა, რომ მათ დ------------–--–----ა და ლ-------–--–---- შესაძლოა კონფლიქტური ურთიერთობაც ჰქონოდათ, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის წყაროზე ვერ მიუთითა. ბ-------–------- არ დაეთანხმა მისი გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებულ ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ დ------------–--–---- ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ გაიგონა სამი ან ოთხი გასროლის ხმა.
3.26. სასამართლო აფასებს მოწმე ბ-------–-------- მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას და აღნიშნავს, რომ მოწმემ 2019 წლის 5 თებერვალს, ქ. თ---–--–-----------–---–-- ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგადი განმარტებები გააკეთა. ბ-------–-------- დაადასტურა მხოლოდ ის გარემოება, რომ გასროლის მაგვარი ხმის გაგონებისას დ------------–--–--- მამის ავტომანქანიდან გადადიოდა, რაც არ დადასტურდა საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის შემთხვევის შემსწრე ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებებით. სასამართლოს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიაჩნია, რომ დ------------–--–--- ხმაურის დროს იმყოფებოდა არა მამამისის ავტომანქანასთან, როგორც ამას ბ-------–------- უთითებს, არამედ იდგა დაზარალებულის ავტომანქანასთან და ახორციელებდა გასროლას ლ-------–--–---- მიმართულებით. რაც შეეხება კ-------–--------–---–-, მისი უშუალოდ შემთხვევის ადგილზე იდენტიფიცირება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ მოხერხდა. ვერცერთი მოწმე კატეგორიულად ვერ უთითებს, რომ კ-------–--------–---–- იმყოფებოდა დაზარალებულის ავტომანქანის სიახლოვეს და უყურებდა თუ როგორ ახორციელებდა დ------------–--–--- გასროლას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კ-------–--------–---–-ს შემთხვევის ადგილზე ყოფნას უტყუარად დადგენილად მივიჩნევთ, ამგვარი მოცემულობით, იმის განჭვრეტა, რომ კ-------–--------–---–- აუცილებლად დაინახავდა დ------------–--–---- მიერ დაზარალებულის სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილში დაჭრის ფაქტს (მათ შორის აღიქვამდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული), გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზით ცალსახად შეუძლებელია, რაზეც სასამართლო დეტალურად იმსჯელებს ქმედების სამართლებრივი შეფასების ნაწილში.
3.27. მოწმე ვ-–-----------–--–---- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით შუადღის საათებში დაურეკა მისმა ძმამ - ლ-------–--–---მ და უთხრა, რომ თ------–---–-- ქუჩაზე დაჭრეს რ------–-------თან ერთად და მისვლა სთხოვა. მივიდა დაჭრის ადგილზე, თუმცა იქ არავინ იმყოფებოდა. დაურეკა ძმას, რომელმაც უთხრა, რომ ვ-–------–----–-- გამზირზე, ტოტალიზატორ „კ--------–---ნ“ იმყოფებოდა. ადგილზე მისულს ძმა ავტომანქანიდან გადასული დახვდა. ლ-------–--–--- ფეხს და მუცელს იტკიებდა. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მსროლელი მამაკაცი ვინმე „ჯ-----“ ეძებდა. მოწმემ დაადასტურა, რომ დ------------–--–--- მისი ბიზნეს პარტნიორი იყო, თუმცა მასთან კონფლიქტი არ ჰქონია. 2017 წელს კომპანია დაიხურა და პარტნიორები მშვიდად დაშორდნენ ერთმანეთს. რ------–------ და ლ-------–--–--- ბრალდებულებს არ იცნობენ.
3.28. სასამართლო აფასებს მოწმე ვ-–-----------–--–---- სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას და აღნიშნავს, რომ მოწმე გასროლის ფაქტებს პირადად არ შესწრებია. მომხდარის შესახებ ინფორმაცია გააჩნია ძმისგან - ლ-------–--–----გან და მეგობრისგან რ------–-------გან. დ------------–--–----თან რაიმე დაძაბული ურთიერთობის ფაქტი ვ-–-----------–--–---- კატეგორიულად უარყო. ამდენად, სასამართლო მოწმე ვ-–-----------–--–---- ჩვენებაზე დამატებით არ შეაჩერებს ყურად---ბას.
3.29. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 22 თ-------–-- #8------ ქიმიური დასკვნის თანახმად, საკვლევად წარმოდგენილი კ-------–--------–---–-საგან და ავტომანქანიდან აღებულ ანაწმენდებზე დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური HO2-ის არსებობა არ დაფიქსირდა. ტყვიის კაფსულაში შემავალი კომპონენტის სტიბიუმის არსებობა დაფიქსირდა: კ-------–--------–---–-ს მარჯვენა ხელიდან აღებულ ანაწმენდზე, ავტომანქანის დაზიანებული ადგილიდან აღებულ ანაწმენდზე. ტყვიის კაფსულაში შემავალი კომპონენტის ბარიუმის არსებობა საკვლევ ობიექტებზე არ დაფიქსირდა. ტყვიის კაფსულასა და კორპუსში შემავალი კომპონენტის ტყვიის არსებობა დაფიქსირდა: ავტომანქანის დაზიანებული ადგილიდან აღებულ ანაწმენდზე. ტყვიის კაფსულასა და კორპუსში შემავალი კომპონენტის სპილენძის არსებობა დაფიქსირდა: კ-------–--------–---–-ს ორივე ხელიდან აღებულ ანაწმენდზე.
3.30. ექსპერტმა (ქიმიკოსი) მ-------–---–-----მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და დამატებით განმარტა, რომ გასროლის დროს, ხდება კაფსულის შემადგენელი ელემენტების - სტიბიუმისა და ბარიუმის, ასევე კორპუსის შემადგენელი სპილენძისა და ტყვიის გატყორცნა, კორპუსში მოთავსებული დენთიდან კი NO2-ის გამოფრქვევა. სტიბიუმი მყარი სხეულია, თუმცა გასროლისას იგი აირადი სახით გაიფრქვევა. NO2-ს ბევრი საყოფაცხოვრებო პროდუქტი შეიცავს. სტიბიუმი ნაკლებად გავრცელებული ქიმიური ელემენტია, რომელსაც ავტომანქანის ძრავის ერთ-ერთი დეტალი შეიცავს. ღია სივრცეში გასროლის წარმოებისას, ვაზნაში არსებული სხვადასხვა პროდუქტი შეიძლება მიმოიფრქვეს იმგვარად, რომ შესაძლოა მოშორებით მყოფი ადამიანის სხეულზეც აღმოჩნდეს. ცხოვრებაში ასევე ძალიან გავრცელებულია სპილენძი და ტყვია. კ-------–--------–---–-სგან აღებულ ანაწმენდებზე სტიბიუმის და სპილენძის კვალი დაფიქსირდა.
3.31. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ მ-------–---–------- ჩვენებებით დადასტურდა, რომ კ-------–--------–---–-ს ხელებზე დაფიქსირდა სტიბიუმისა და სპილენძის არსებობა. ექსპერტის ჩვენებით დადგინდა, რომ სპილენძი გავრცელებული ქიმიური ელემენტია და ხშირად გვხვდება საყოფაცხოვრებო ნივთებში. სტიბიუმი მყარი ნივთიერებაა, თუმცა ტყვიის გასროლის დროს გაიფრქვევა აირადი სახით და ღია სივრცეში შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი ადამიანის სხეულზეც, რომელსაც გასროლა არ უწარმოებია. აღნიშნულ ნივთიერებას შეიძლება შეიცავდეს სხვა ნივთებიც, მაგალითად ავტომანქანის ძრავის ნაწილი. ამდენად, უტყუარად იმ ფაქტის დადგენა, რომ კ-------–--------–---–-ს სხეულზე სტიბიუმისა და სპილენძის კვალი დ------------–--–---- მიერ იარაღიდან გასროლის შედეგად დაფიქსირდა, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. იმ პირობებშიც კი, თუ კ-------–--------–---–- იქნებოდა შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, ზუსტად რა ადგილზე დაეფრქვეოდა სტიბიუმი სხეულზე და ამ ადგილიდან შეძლებდა თუ არა მომხდარი ფაქტის დანახვას (ლ-------–--–---- დაჭრის ფაქტის დანახვას), ამ მტკიცებულების შინაარსიდან არ გამომდინარეობს და შეუძლებელია ამ ფაქტის უტყუარად დადგენა.
3.32. 2019 წლის 5 თ-------–-- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ თ----------------–---–-- მიერ, ექსპერტების პ------------–---–----ა და ს-----------ს მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი მდებარე ქ. თ---–-------------–---–-------------ს მიმდებარე ტერიტორია, სადაც განთავსებულია ბენზინგასამართი სადგური „გ--–---“. გამწვანების ზოლის ბორდიურის გვერდით, გზის სავალ ნაწილზე, ასფალტის ზედაპირზე ყრია სამი ცალი მასრა. გზის შუა მეორე ზოლში, ასფლატის ზედაპირზე გდია ერთი ცალი მასრა. დათვალიერებით დადგინდა რომ „გ--–----“ ბენზინგასამართ სადგურზე დამონტაჟებულია ვიდეო კამერები. დაახლოებით 50-60 მეტრში მდებარეობს ბენზინგასამართი სადგური „ს-------“, რომლის გარე პერიმეტრზეც განთავსებულია ვიდეო კამერები. უშუალოდ თ------–---–-------------ში მდებარე ბენზინგასამართი სადგური „გ--–----“ ზემოთ, დაახლოებით 60 მეტრში განთავსებულია ასევე „გ--–----“ მეორე ბენზინგასამართი სადგური, რომელზეც დამონტაჟებულია კამერები. შემთხევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.
3.33. ექსპერტმა - პ------------–---–---მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე.
3.34. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ ბ-----------–----- მიერ, ექსპერტების ა-----–-–----–-–---–-ს, გ---------------------ს, პ------------–---–----ა და ს----------ს, მოწმე ვ-–-----------–--–---- მონაწილეობით, 2019 წლის 5 თებერვალს, დათვალიერდა ქ. თ---–--–-----–-----–----–----------------თან მდებარე საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზო, სადაც გაჩერებულია „მ-------------–--“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით Z--------, საიდანაც ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა სუნის ნიმუშები, ანაწმენდები და მიკრონაწილაკები წებოვან ლენტზე.
3.35. 2019 წლის 5 თ-------–-- ამოღების ოქმის თანახმად, გამომძიებელ ლ-------–------- მიერ შპს „ს------------–-------------------“ მენეჯერ დ---------------გან ამოღებულ იქნა ერთი ცალი შ--- ფერის „DVR“ მოწყობილობა.
3.36. მოწმეებმა - მ--------------------------------–---------------–-------–---–-----------------------------------------------–-----–-------–---------------------–-------------------------–---–----------–---–---–----------------–-------------------------–---–------–-------------------–---–----------------------------------------------------------------–---–--, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.
3.37. სასამართლო აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილის, ადგილმდებარეობისა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმებით, დასტურდება შემთხვევის ადგილის მდებარეობა და ობიექტების განლაგება. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა ოთხი ცალი მასრა და დაფიქსირდა, რომ მიმდებარედ განთავსებულ ბენზინგასამართ სადგურებზე დამონტაჟებულია ვიდეო კამერები. ავტომანქანიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუში, ანაწმენდები, ხოლო შპს „ს------------–-------------------“ ,,დვრ“ მოწყობილობა. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე ექსპერტებმა და გამომძიებლებმა დაადასტურეს ამოღებისა და დათვალიერების ოქმების სისწორე.
3.38. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 6 თ-------–-- #1----- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილი 4 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ. კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - მასრა, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის ПМ, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის АПС და სხვა. ოთხივე მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის ერთი და იგივე იარაღში, რომელიც გათვალისწინებულია 1951 წლის ნიმუშის 9 მმ. კალიბრის ვაზნის გასასროლად. 1 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ. კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - ტყვია, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის ПМ, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის АПС და სხვა. აღნიშნული ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ. კალიბრის იარაღის ლულიდან, რომელიც გათვალისწინებულია 1951 წლის ნიუშის 9 მმ. კალიბრის ვაზნის გასასროლად.
3.39. ექსპერტმა პ---------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.40. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვაზნის შემადგენელი ნაწილები - მასრები გასროლილია ერთიდაიგივე ცეცხლსასროლი იარაღიდან. ტყვია არის ცეცხლსასროლი იარაღებისათვის განკუთვნილი ვაზნის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულების მიმართ გასროლა ნაწარმოებია ერთიდაიგივე ცეცხლსასროლი იარაღიდან და ამ მიმართებით, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, რაიმე საეჭვო გარემოებები არ იკვეთება.
3.41. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 7------- გენეტიკური (ბიოლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „..წინა მარცხენა ჩარჩოს გარე ზედაპირიდან აღებულ ანაწმენდზე არსებული ბიომასალის (ობ. #19) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი და დ------------–--–---- (ობ. #28) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
3.42. ექსპერტმა შ-----------–------- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული გენეტიკური (ბიოლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
3.43. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დგინდება დ------------–--–---- შემხებლობა ლ-------–--–---- მართვის ქვეშ მყოფ, შ--- ფერის „მ-----------“ მარკის ავტომანქანასთან. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნითა და ფაქტის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დგინდება, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, ქ. თ---–--–-----------–---–-- ქუჩაზე, სწორედ დ------------–--–---მ განახორციელა სროლა, როგორც ავტომანქანის სალონის (ლ-------–--–----), ასევე რ------–------- მიმართულებით.
3.44. სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა საქმეზე ნივთმტკიცებად დართული ვიდეო - ჩანაწერები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება თ----–---------–---–--, შ---------------–-–---–-- ჩვენებებს და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას. აღნიშნული ვიდეო-ჩანაწერები მათ ჩვენებებს მეტ დამაჯერებლობასა და სარწმუნოებას სძენს. რაც შეეხება ვიდეო-ჩანაწერების შინაარსს, მასში დაფიქსირებულია შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები (მათ შორის ავტომანქანების და პიროვნებების გადაადგილება, განხორციელებული მოქმედებები), თუმცა ვიდეო-ჩანაწერის დაბალი ხარისხის გამო შეუძლებელია ავტომანქანების ნომრებისა და შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების უტყუარად იდენტიფიცირება. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო-ჩანაწერი ზუსტად ასახავს მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიას და ამ მიმართებით შეესაბამება საქმეზე დაკითხული ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებს, თავდამსხმელისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის სუბიექტის უტყუარად იდენტიფიცირებისათვის არ არის ვარგისი, რასაც ასევე ადასტურებს აღნიშნულ ვიდეო-ჩანაწერებზე ჩატარებული საექსპერტო კვლევა. აღნიშნული ვიდეო-ჩანაწერებიდან გამომდინარე, პირების იდენტიფიცირების თაობაზე შესაძლოა გამოითქვას მხოლოდ ვარაუდი და არა უტყუარად დადგინდეს დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა, როგორც ამას ბრალდების მხარე უთითებს.
3.45. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1-------------- განაჩენით, დ------------–--–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 2 წელი და 6 თვე, ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
3.46. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 1-----------–-- წერილის თანახმად, დ------------–--–---- არ წარუდგენია ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მის მიმართ მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები.
3.47. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 1-----------–-- წერილის თანახმად, დ------------–--–--- სასჯელს იხდიდა 2017 წლის 3---------ან და გათავისუფლდა 2018 წლის 3-----------ს კალენდარულად.
3.48. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და პენიტენციური სამსახურის წერილებით დასტურდება, რომ დ------------–--–--- ნასამართლევია ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის.
3.49. ბრალდებულმა დ------------–--–---მ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით ორიდან სამ საათამდე პერიოდში მამამისის ავტომანქანით იმყოფებოდა თბილისის პრობაციის ბიუროში, სადაც ბ-------–-------- ავტომანქანით მიაკითხეს მეგობრებმა. პრობაციის ბიუროდან მეგობრის ავტომანქანით წავიდა. ქ. თ---–--–-----------–---–-- ქუჩის ჩასახვევთან დაურეკა „მ------–მა“ მეგობარმა, რომელთანაც შელაპარაკება მოუვიდა. შუქნიშანთან დაინახა მამამისის ავტომანქანა. ბ-------–-------ს გააჩერებინა მანქანა, გადაჯდა მამამისთან და გაემართა ვაკის მიმართულებით. მოულოდნელად მარცხენა მხარეს ხმაური შემოესმა, ასევე გაიგონა გასროლის მაგვარი ხმაც. დაინახა ავტომანქანასთან მდგომი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მალევე გაიქცა. მანქანაში მჯდომი პირი ახლობელს მიამსგავსა და მისკენ დაიძრა. ამასობაში ავტომანქანა სწრაფად წავიდა და მძღოლის სახე კარგად ვერ დაინახა. შებრუნდა კვლავ ყაზბეგის გამზირისკენ, რა დროსაც დაინახა კ-------–--------–---–-. ისინი ფეხით გაემართნენ ყაზბეგის გამზირისკენ. მოიკითხა მამამისი და ბ-------–-------, თუმცა არცერთი მათგანი ადგილზე არ იმყოფებოდა. რამდენიმე წუთით გაესაუბრა კ-------–--------–---–-, რის შემდეგაც დაშორდა მას. დაზარალებულ ლ-------–--–---- არ იცნობს. ვ-–-----------–--–----თან ჰქონდა საერთო ბიზნესი. მათი საქმიანი ურთიერთობა 2017 წელს დასრულდა, მაგრამ უთანხმოება ან ჩხუბი არ ყოფილა.
3.50. ბრალდებულმა კ-------–--------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, დ------------–--–----თან ერთად იმყოფებოდა თბილისის პრობაციის ბიუროში. მას ასევე თან ახლდნენ მეგობრები. გადაწყვიტეს ერთად ესადილათ და ბ-------–-------- ავტომანქანით წავიდნენ ა-–-------------------- ქუჩის მიმართულებით. დ------------–--–--- მობილურ ტელეფონზე საუბრობდა, რა დროსაც შუქნიშანთან შენიშნა მამამისის ავტომანქანა. მოულოდნელად დ------------–--–--- გადავიდა ავტომანქანიდან, მეგობრებს უთხრა, რომ საქმე ჰქონდა და მოგვიანებით შეუერთდებოდა მათ. დ------------–--–--- ჩაჯდა მამამისის მანქანაში და წავიდა ვაკის მიმართულებით. დაახლოებით ოთხი მანქანის უკან მიჰყვებოდნენ დ------------–--–---- მამის ავტომანქანას. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ დ------------–--–--- გადავიდა მანქანიდან. კ-------–--------–---–-ს განმარტებით, თვითონაც გადავიდა ავტომანქანიდან, რადგან აინტერესებდა რა ხდებოდა. დ------ უკან ბრუნდებოდა, რომელსაც ჰკითხა თუ რა მოხდა. დ------ს განმარტებით არაფერი ხდებოდა. ფეხით წავიდნენ ყაზბეგის ქუჩის მიმართულებით. ისაუბრეს რამდენიმე წუთის განმავლობაში და დაშორდნენ ერთმანეთს. წავიდა სახლში, გამოიცვალა ტანსაცმელი და პირად საქმეზე მეგობრებთან ერთად გაემგზავრა ს-------ში. სარგებლობს „ფ---–---------“ მარკის ავტომანქანით, რომელიც 2019 წლის 5 თებერვალს გაუმართავ მდგომარეობაში იყო.
3.51. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 2 აპრილის #0-------- დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილ ორ ცალ დისკზე არსებული ჩანაწერები არ არის ვარგისი პიროვნების საიდენტიფიკაციოდ.
3.52. დაცვის მხარის მოწმე - ექსპერტმა ლ-–----------–---- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. მოწმის განმარტებით, ჩანაწერის ხარისხმა არ მისცა საშუალება გაეცა დასკვნა და პასუხი გაეცა კითხვაზე, ვიდეო ჩანაწერში დაფიქსირებული პირების იდენტიფიკაციის თაობაზე.
3.54. მოწმე თ-------------–---–-- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ დ------------–--–---- 2---------- აქვს დ--------- დ---. 2019 წლის 2---------- იგი ესტუმრა ბრალდებულს, რა დროსაც მას წვერი გაპარსული ჰქონდა. გაუკვირდა, რადგან დ------------–--–--- წვერს დიდი ხნის განმავლობაში ატარებდა. დ--------- დღიდან დაახლოებით ერთ კვირაში - თ-------–-- თვის დასაწყისში კვლავ შეხვდა დ------------–--–----, რომელსაც წვერი ამჯერადაც არ ჰქონდა.
3.55. სასამართლო აღნიშნავს, მოწმის სახით დაკითხვისას ი-----------------მა და მ---------–--------–---–მა ასევე დაადასტურეს, რომ დ------------–--–---- დ--------- დ---ზე 2019 წლის 2---------- წვერი არ ჰქონდა და მას შემდეგ მის სახეზე წვერი არ შუმჩნევიათ.
3.56. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიას დ------------–--–---- უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. ნეიტრალურმა მოწმეებმა - თ----–---------–---–მა და შ---------------–-–---–მა ჩვენებებში დეტალურად განმარტეს 2019 წლის 5 თებერვალს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, მათ შორის კონკრეტულად დ------------–--–---ზე მიუთითეს, როგორც გასროლის განმახორციელებელ პირზე. თ----–---------–---–მა განმარტა, რომ დ------------–--–--- იმყოფებოდა შ--- ფერის „მ-----------“ მარკის ავტომანქანასთან, რა დროსაც განახორციელა გასროლა ჯერ ავტომანქანის სალონში მჯდომი პირის მისამართით, ხოლო შემდგომ ავტომობილიდან გადასული რ------–------- მიმართ. დ------------–--–---- მიერ ავტომანქანის სალონში მჯდომი პირის მისამართით გასროლა ასევე დაადასტურა მოწმე შ---------------–-–---–მა თავის ჩვენებაში. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, ლ-------–--–---- სიცოცხლის მოსპობის მიზნით ესროლა დ------------–--–---მ, ასევე უტყუარად დასტურდება, რომ რ------–------- ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა დ------------–--–---მ.
3.57. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიას, თითქოს დ------------–--–--- წვერს არ ატარებდა 2019 წლის 5 თებერვალს, ვინაიდან ერთი მხრივ დაცვის მხარის ეს ვერსია უარყოფილია სრულად ბრალდების მხარის მტკიცებულებებით, ხოლო მეორე მხრივ მოწმეები - ი-------------------, მ---------–--------–---–ი და თ-------------–---–- არიან ბრალდებულის მეგობრები/ ოჯახის წევრები, რომელთაც აქვთ სუბიექტური ინტერესი საქმის შედეგების მიმართ.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. დანაშაულის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სისხლის სამართლის კოდექსით. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.
4.2. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ. შესაბამისად, სასამართლომ უნდა დაადგინოს რამდენად მოიცავდა დ------------–--–---- განზრახვა ლ-------–--–---- სიცოცხლის მოსპობას, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს დანაშაულის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა და რის გამო არ დადგა სასიკვდილო შედეგი.
4.3. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
4.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თ---–--–---------–---------–---–-------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, დ------------–--–---მ დაზარალებულ ლ-------–--–---- ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. დაზარალებულმა ბრალდებულის ქმედების შედეგად მუცლის არეში მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. სასიკვდილო შედეგი არ დადგა ბრალდებულისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მხოლოდ იმიტომ, რომ ლ-------–--–---- გაეწია დროული კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, რის შედეგადაც გადაურჩა სიკვდილს. აღსანიშნავია, რომ დ------------–--–---- ქმედება - ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულის მიმართულებით სროლა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩადენისაკენ - მსხვერპლის სოცოცხლის მოსასპობისაკენ, ამ მიზნის მისაღწევად ბრალდებულმა შეასრულა ყველა საჭირო მოქმედება, თუმცა შედეგი არ დადგა ბრალდებულისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, დ------------–--–--- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ და მსჯავრი უნდა დაედოს დაუმთავრებელი დანაშაულის - განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით.
4.5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის, რომელიც არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, განზრახი, ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია: ა) დაზიანება იყოს ნაკლებად მძიმე ხარისხის, ბ) დაზიანებამ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა, გ) დაზიანება არ უნდა იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო, დ) არ უნდა დადგეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
4.6. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თ---–--–---------–---------–---–-------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე დ------------–--–---მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რ------–------- მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობები, რომლებიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
4.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ------------–--–---მ ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული იარაღი/საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა გამოსაყენებლად, დადასტურებული უნდა იყოს ექსპერტის დასკვნით. ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ვალში ჩათვლას, ნაჩუქარის მიღებას, ნაპოვნის დაუფლებას. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში მოიაზრება მოქმედება, როდესაც ერთი ადგილიდან მეორესკენ გადაადგილებისას პირს თან აქვს ცეცხლსასროლი იარაღი/საბრძოლო მასალა (უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში). ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მათი ტარება იყოს უკანონო, ,,იარაღის შესახებ” საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონით დადგენილი სპეციალური ნებართვებისა და რეგისტრაციის წესების გარეშე.
4.9. დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და ტარება იმის მიერ ვინც ნასამართლევია სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1-------------- განაჩენით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის ნასამართლევმა დ------------–--–---მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქ. თ---–--–---------–---------–---–-------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის იარაღის ამოღება გამოძიებამ ვერ შეძლო, დ------------–--–---- მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი უტყუარად დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით და ექსპერტიზის დასკვნებით. რაც შეეხება საბრძოლო მასალას, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 4 ცალი ობიექტი არის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნის შემადგენელი ნაწილი - მასრა, რომლებიც ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის ერთი და იგივე იარაღში. ასევე ექსპერტიზაზე წარდგენილი 1 ცალი ობიექტი არის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნის შემადგენელი ნაწილი-ტყვია, რომელიც ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და გასროლილია 9 მმ. კალიბრის იარაღის ლულიდან. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულებს სხეულზე აღენიშნებოდათ ცეცხლნასროლი ჭრილობები, რომლებიც მიყენებულია ცეცხლსახროლი იარაღის გამოყენების შედეგად. ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ------------–--–---მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებსაც ასევე უკანონოდ ატარებდა 2019 წლის 5 თებერვალს ქ. თ---–--–-----------–---–-- ქუჩაზე.
4.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ დ------------–--–---- ქმედების დაკვალიფიცირება ორ დამოუკიდებელ ეპიზოდად ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის შეძენისა და ტარების ეპიზოდში სამართლებრივად არამართებულია და მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (ერთი ეპიზოდი). დ------------–--–--- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით, ვინაიდან სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი მოიცავს ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, როგორც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას, ასევე ტარებას და ქმედებები დამოუკიდებლად დაკვალიფიცირებას არ საჭიროებს.
4.11. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის იმის მიერ ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. აღნიშნული დანაშაული გამოიხატება დამნაშ---ს პასიურ ქცევაში (უმოქმედობაში), რომელიც არ აწვდის სათანადო ორგანოებს დანაშაულის აღსაკვეთად ან გამოძიების ეფექტურად წარმოებისათვის აუცილებელ ინფორმაციას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა ნამდვილად იცოდეს: 1) მზადდება ან/და ჩადენილია დანაშაული; 2) დანაშაული, რომლის მომზადების ან/და ჩადენის თაობაზე უტყუარ ინფორმაციას ფლობს დანაშაულის სუბიექტი, უნდა მიეკუთვნებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას.
4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო უტყუარად დაედასტურებინა წარმოდგენილი მტკიცებულებებით კ-------–--------–---–-ს მიერ ლ-------–--–---- დაჭრის (მკვლელობის მცდელობის) დანახვის ფაქტი და ის გარემოება, რომ იგი შეძლებდა აღექვა უტყუარად, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
4.13. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).
4.15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.).
4.16. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
4.17. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
4.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.
4.19. ამდენად, ბრალდების მხარის მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, რომ კ-------–--------–---–- უტყუარად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე ან მასთან ახლოს იმ მანძილით, საიდანაც შეძლებდა დაენახა დაზარალებულის მკვლელობის მცდელობის ფაქტი. კ-------–--------–---–-ს იდენტიფიცირებას ვერ ახდენს ბრალდების მხარის ვერცერთი მოწმე, ხოლო ვიდეოჩანაწერი მისი ხარისხიდან გამომდინარე არ იძლევას პირის უტყუარად იდენტიფიცირების შესაძლებლობას. იმ შემთხვევაშიც თუ, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევდა კ-------–--------–---–-ს ყოფნას შემთხვევის ადგილზე (ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია, რომ იარაღიდან გასროლის შემდეგ კადრში ჩანს პიროვნება, რომელიც გამოძიების ვერსიით არის კ-------–--------–---–-), მაინც შეუძლებელი იქნებოდა მას აღექვა ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე, მძიმე თუ ნაკლებად მძიმე დანაშაული შემდეგ გარემოებათა გამო: ვიდეოჩანაწერის თანახმად, იმ ადგილიდან, სადაც გამოძიების ვერსიით კ-------–--------–---–- იმყოფებოდა, ავტომანქანაში, რომლის მიმართულებითაც დ------------–--–---მ განახორციელა გასროლა, არ ჩანდნენ მანქანაში მყოფი პირები, ვერ დაინახავდა მოხვდა თუ არა გასროლი ტყვია ლ-------–--–----, ვერ აღიქვამდა ჰქონდა თუ არა დ------------–--–---- დაზარალებულის მოკვლის განზრახვა, ვინაიდან ლ-------–--–--- ვიდეოჩანაწერში არ ჩანს დაჭრილ მდგომარეობაში, პირიქით იგი სწრაფად ძრავს მანქანას და გარბის შემთხვევის ადგილიდან, დ------------–--–--- კი ცეცხლსასროლი იარაღით მხოლოდ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას აყენებს მეორე დაზარალებულს (მიუხედავად იმისა, რომ მის მოკვლაში ხელს არაფერი უშლიდა) და მიდის შემთხვევის ადგილიდან. ამ ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური და გონივრული შეფასების შედეგად, პირი, რომელიც ვერ ხედავს დაიჭრა თუ არა დაზარალებული, საწინააღმდეგოდ დაზარალებული ავტომანქანით გარბის შემთხვევის ადგილიდან, დ------------–--–---- რა განზრახვა აქვს არ იცის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მეორე დაზარალებულს მხოლოდ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას აყენებს (ესვრის ფეხში, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას არ წარმოადგენს), ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული პირი ობიექტურად ვერ დარწმუნდებოდა ნამდვილად ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე, მძიმე თუ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე მოვლენების განვითარება (დაზარალებული ავტომანქანით გაეცალა შემთხვევის ადგილს, არ ჩანდა იგი იყო დაჭრილი თუ არა, თუ იყო დაჭრილი, ჰქონდა ნაკაწრი, ნაკლებად მძიმე თუ მძიმე დაზიანება და მეორე დაზარალებულთან მიმართებითაც თავდამსხმელმა გასროლა განახორციელა მხოლოდ ფეხის მიმართულებით), ასეთის უტყუარად აღქმის შესაძლებლობას არ იძლეოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა კ-------–--------–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშ---ს წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლი, რომლითაც დ------------–--–---- მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით, სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - გამასწორებელ სამუშაოს თვრამეტ თვემდე, შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილი - რვიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს დ------------–--–---- პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი სახე და ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშ---ს რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშ---ს პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
5.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დ------------–--–---- მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ნაკლებად მძიმე კატეგორიის ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ასევე საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რომლებიც მომეტებული საშიშროების მატარებელია), დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს (მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღით, რომელსაც ასევე უკანონოდ ატარებდა, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ლ-------–--–----, ხოლო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა რ------–-------), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს ოჯახი, განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში), დ------------–--–---- აგრესიულ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (შურისძიება/სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის დაზიანება) და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, დ------------–--–---- სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილების თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ დ------------–--–---- სასჯელი განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დ------------–--–---- დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად უნდა განესაზღვროს - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.8. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
5.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
5.10. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1-------------- განაჩენით დ------------–--–---- მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (ძირითადი და დამატებითი სასჯელი) და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით დ------------–--–---- სასჯელად უნდა განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოს მიაჩნია, რომ დ------------–--–---- მიმართ დანიშნული სასჯელი, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და დ------------–--–---- პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშ---ს რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ-------–--------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. კ-------–--------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, კ-------–--------–---–- უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. დ------------–--–---- ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (ერთი ეპიზოდი).
5.დ------------–--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დ------------–--–---- დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვროს - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1-------------- განაჩენით დ------------–--–---- მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.
8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (ძირითადი და დამატებითი სასჯელი) და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით დ------------–--–---- სასჯელად განესაზღვროს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
9. დ------------–--–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
10. დ------------–--–---- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 20 მარტიდან.
11. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- ოთხი ცალი მასრა, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, სუნის კვალის ნიმუშები, ერთი ცალი პოლიეთილენის ბოთლი მასში არსებული გამჭვირვალე სითხით, დაქტილო ფირები, სისხლის ნიმუშები და ნერწყვის ნიმუშები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
- სათვალე ჩასადებთან ერთად, ავტომანქანა „მ-------------–-“ სახ. #Z-------- და აღნიშნული ავტომანქანის გასაღები, ავტომანქანა ,,მ--------–----–-“ სახ. #B-------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;
- ლ-------–--–---- პირადი ნივთები: ხუთი ცალი გასაღები ბრელოკთან ერთად, ავტომანქანის გასაღები, 41 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, ერთი ცალი 2 ლარიანი მონეტა, ხუთი ცალი ერთ ლარიანი მონეტა, 3 ცალი 50 თეთრიანი მონეტა, 2 ცალი 20 თეთრიანი, ერთი ცალი 10 თეთრიანი და ორი ცალი 5 თეთრიანი მონეტები საქმეზე საბლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ლ-------–--–---- მუცლის წინა კედლიდან ამოღებული ერთი ცალი ტყვიის მაგვარი საგანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
- ავტომანქანა „ტ---------------------“ ამოღებული ერთი ცალი პისტოლეტის მაგვარი საგანი, სამი ცალი ვაზნა, მჭიდი და ერთი ცალი ბლოკნოტი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- რ------–-------, ლ-------–--–---- და კ-------–--------–---–-ს ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.
12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი