განაჩენი

სისხლის სამართლის 22.11.2019
საქმის ნომერი
330100119002964680
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1803-19

(გამოძიების #0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ-------–-----,დაცვის მხარე:

ბრალდებულები - რ--------------- (დაბადებული - 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----------------------–---------–----);

 

გ--------------- (დაბადებული - 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–-----------------------------------, ფაქტ------------–------------------–-----------------------------------).

 

ადვოკატი - ი-------------- უ–---------–---,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ბირთვული მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ფლობა და განკარგვის მცდელობა.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

რ---------------მ და გ---------------მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინეს და ინახავდნენ ცილინდრული ფორმის კონტეინერში მოთავსებულ ნივთიერებას, რომელიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერება U (ურანის) რადიოაქტიურ იზოტოპებს: U238 (ურან 238-ის პროცენტული შემცველობა 99.7751) და U235 (ურან 235-ის პროცენტული შემცველობაა 0.2223) და მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. 2019 წლის 11 მარტს რ---------------მ გ---------------სთან წინასწარი შეთანხმებით ხსენებული ბირთვული მასალა შემუშავებული გეგმის თანახმად მიიტანა გ---------------ს საცხოვრებელ ბინაში, მდებარე - ქ---------–------------------------------------ში. გ--------------- და რ--------------- ერთად შეეცადნენ ბირთვული მასალის რეალიზაციას, რა დროსაც ისინი დაკავებულ იქნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუ-რობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების (მათ შორის უდავო მტკიცებულებების) შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუ-ლურად აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.

 

2.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ რ----------------ა და გ---------------ს მიერ ბირთვული მასალის უკანონო შეძენის, შენახვის, ფლობისა და განკარგვის მცდელობის ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების - ა------------------ს, ჯ----------–---–-ს, ა-----–------–---–---–-ს, თ-----------------ს, ლ-–----–------ს, ჯ------–--------–----სა და ს---–---------–---–-ს ჩვენებები, ო----------------ს, პ------–--–---------სა და ვ--------–---–---–-ს გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, გ---------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ფონოსკოპიური და რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები.

 

2.5. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულების - რ----------------ა და გ---------------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი - ო----------------ს, პ------–--–---------სა და ვ--------–---–---–-ს გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, გ---------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ფონოსკოპიური და რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულებმა - რ---------------მ და გ---------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნეს დამნაშავედ. რ---------------მ დაადასტურა, რომ ბირთვული მასალა იპოვა 2017 წელს და საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში შეინახა. 2019 წლის იანვრის თვეში გ---------------სთან ერთად გადაწყვიტა მისი რეალიზაცია, რომელმაც მოიძია მყიდველი. რ---------------მ 2019 წლის 11 მარტს, საღამოს საათებში, გ---------------ს საცხოვრებელ სახლში მიიტანა აღნიშნული ნივთიერება. ბირთვული მასალის შემოწმების შემდეგ ბრალდებულები დააკავეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა ბრალდებულმა გ---------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. ბრალდებულმა აღნიშნა, რომ სწორედ იგი აწარმოებდა მოლაპარაკებებს „მ---თან“ (ა-----------------თან) ბირთვული მასალის რეალიზაციასთან დაკავშირებით და შეუთანხმდა ამ უკანასკნელს შეხვედრის დროსა და ადგილზე.

 

2.7. ბრალდებულთა მიერ, საქმის არსებითი განხილვისას მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად დაადასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა - ა-----------------მა და ჯ----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმეებმა აღნიშნეს, რომ 2019 წლის თებერვლის თვეში, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გ---------------ს გააჩნდა რადიოაქტიური ნივთიერება და დაუდგენელ პირთან ერთად სურდა მისი რეალიზაცია. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი და დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიებები. შეიქმნა ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, ბირთვული მასალის შეძენის მსურველი იყო ა------------------, ხოლო ჯ----------–---–ს ექსპერტის ფუნქციები დაეკისრა. შედგა სატელეფონო კომუნიკაცია გ---------------სა და ა-----------------ს (ლეგენდის მიხედვით მ---ს) შორის. გ---------------მ „მ---ს“ (ა-----------------ს) განუცხადა, რომ გააჩნდა ბირთვული მასალა და სურდა მისი რეალიზაცია. რამდენიმე სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ექსპერტი“ ჯ----------–---–- შეხვდებოდა გ---------------ს და შეამოწმებდა ბირთვულ მასალას. 2019 წლის 11 მარტს, ჯ----------–---–- ექსპერტის სტატუსით, ქალაქ ბათუმში შეხვდა გ---------------ს. ბრალდებულს ბირთვული მასალა თან არ ჰქონდა, რის გამოც იმავე დღეს, საღამოს საათებში, გ---------------ს საცხოვრებელ ბინაში, ქ. ქ------–---–----------------------------------ში კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. დაახლოებით ნახევარ საათიანი ლოდინის შემდეგ, ბირთვული მასალა გ---------------ს საცხოვრებელ ბინაში რ---------------მ მიიტანა. ნივთიერების სპეციალური მოწყობილობით შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კონტეინერში, რომლის რეალიზაციასაც ბრალდებულები ცდილობდნენ განთავსებული იყო ბირთვული მასალა, გაღარიბებული ურანი. შემოწმების დასრულების შემდეგ ორივე მათგანი დაკავებულ იქნა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ა-----------------თან ბირთვული მასალის რეალიზაციაზე მოლაპარაკებებს გ--------------- აწარმოებდა.

 

2.8. 2019 წლის 11 მარტის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, გამომძიებლების - ა---------------–---–-სა და თ-----------------ს, ექსპერტისა და სპეციალისტების მონაწილეობით, გ---------------ს თანდასწრებით გაჩხრეკილ იქნა ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ბინა, მდებარე - ქ------–------------------------------------ში, რა დროსაც ამოღებულ იქნა „ქინდერის“ კოლოფში მოთავსებული ნივთიერება.

 

2.9. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 12 მარტის #2------- დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილ ერთ ცალ ცილინდრული ფორმის კონტეინერში არსებული მოყვითალო ფერის ნივთიერების შრე შეიცავს რადიოაქტიური ნივთიერების U (ურანის) რადიოაქტიურ იზოტოპს: U238 (ურან 238), რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. რადიოაქტიურ ნივთიერებათა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის ძირითადი სანიტარული წესების საფუძველზე (რუნ 2000) აღნიშნულ კონტეინერთან ხანგრძლივი კონტაქტი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

 

2.10. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 14 მარტის #2--------- დასკვნის თანახმად, ლითონის კონტეინერში მოთავსებული მოყვითალო ფერის ნივთიერებაზე გადაღებულ (გამა) გამოსხივების სპექტრში დაფიქსირდა ელემენტ უ-რნის რადიოაქტიური იზოტოპების: U238 (ურან 238) და U235 (ურან 235) სახასიათო y-(გამა) გამოსხივების პიკები. U238 (ურან 238) პროცენტული შემცველობაა 99.7751 პროცენტი, ხოლო U235 (ურან 235) - 0.2223 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე ექსპერტიზაზე წარდგენილ ლითონის კონტეინერში არსებული მიყვითალო ფერის ნივთიერების შრე შეიცავს გაღარიბებულ ურანს, რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას.

 

2.11. ექსპერტმა ჯ------–--------–---მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.

 

2.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა ბრალდებულების აღიარებისა, რ----------------ა და გ---------------ს მიერ ბირთვული მასალის შეძენის, შენახვის, ფლობისა და განკარგვის მცდელობასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები უტყუ-რად დასტურდება ა------------------სა და ჯ----------–---–-ს ჩვენებებით. აღნიშნული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ შეთანხმებულად, ერთად ფლობდნენ და შემდგომი რეალიზაციის მიზნით ინახავდნენ ბირთვულ მასალას. რ----------------ა და გ---------------ს ერთობლივი შეთანხმებით, შემძენთან - „მ---თან“ (ა--------------------) მოლაპარაკებებს გ--------------- აწარმოებდა. სწორედ მათ შორის განხორციელებული სატელეფონო კავშირისას მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ 2019 წლის 11 მარტს, ქ------–---ში, გ---------------ს საცხოვრებელ სახლში, „ექსპერტი“ ჯ----------–---–- შეამოწმებდა ბირთვულ მასალას. შეხვედრა შედგა იმავე დღეს, საღამოს საათებში, დათქმულ ადგილზე. ბირთვული მასალა გ---------------ს საცხოვრებელ ბინაში რ---------------მ მიიტანა. სპეციალური მოწყობილობის დახმარებით დადგინდა, რომ კონტეინერში, რომლის რეალიზაციასაც ბრალდებულები ცდილობდნენ, განთავსებული იყო რადიოაქტიული ნივთიერება. აღნიშნულის შემდეგ, ორივე მათგანი დაკავებულ იქნა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ. გ---------------ს ბინის ჩხრეკის ოქმით დადასტურდა, რომ გამომძიებლების მიერ, ექსპერტების/სპეციალისტების მონაწილეობით, გ---------------ს საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ იქნა „ქინდერის“ ყუთში მოთავსებული ნივთიერება. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, ბრალდებულის მონაწილეობით და რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა. რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ გ---------------ს საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ნივთიერება მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. ამდენად, ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებებით, მოწმეების - ა------------------სა და ჯ----------–---–-ს მიერ სასამართლოსთვის დაკითხვისას მიწოდებული ინფორმაციით, გ---------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმითა და რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით ცალსახად დგინდება, რომ რ---------------მ და გ---------------მ უკანონოდ შეიძინეს, ურთიერთშეთანხმებით ინახავდნენ და ფლობდნენ ბირთვულ მასალას, რომლის რეალიზაციაც ასევე სცადეს ერთობლივად.

 

2.13. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი ფარული აუდიო ჩანაწერები (მათი გაშიფრული ტექსტი) მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა. შესაბამისად, არც ის გარემოებაა საეჭვო, რომ წარმოდგენილ აუდიო ჩანაწერებში ძირითადად საუბრობენ გ--------------- და „მ---ი“ (ა------------------). ისინი არკვევენ სარეალიზაციოდ გამზადებული კონტეინერში მოთავსებული ნივთიერების ვიზუ-ლურ მახასიათებლებს, წარწერებს, აღნიშნავენ, რომ ,,საქონლის“ ფასი დამოკიდებული იქნება მის ხარისხზე. აუდიო ჩანაწერებიდან ასევე ირკვევა, რომ გ---------------მ სარეალიზაციო ,,საქონლის“ ამსახველი ფოტოსურათები გაუგზავნა ა-----------------ს. შემდგომ ჩანაწერებში მხარეები აზუსტებენ დეტალებს, თანხმდებიან შეხვედრის დროსა და ადგილზე. მოსაუბრეები ასევე თანხმდებიან, რომ 2019 წლის 11 მარტს, საღამოს საათებში ექსპერტი მივა გ---------------ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ------–------------------------------------ში და შეამოწმებს სარეალიზაციოდ გამზადებულ ნივთიერებას.

 

2.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ფარული ვიდეო ჩანაწერის თანახმად, „ექსპერტი“ (ჯ----------–---–-) ხვდება გ---------------ს, რის შემდეგაც ისინი შედიან შენობის პირველ სართულზე. „ექსპერტი“ ითხოვს შესამოწმებელ ნივთიერებას, რაზედაც გ--------------- პასუხობს, რომ კონტეინერს დაახლოებით 40 წუთში მიიტანენ. მამაკაცებს შორის საუბარი შეეხება ბირთვული მასალის რეალიზაციისას არსებულ საფრთხეებს და მხარეთა მიერ გაწეულ რისკებს. გარკვეული დროის შემდეგ საცხოვრებელ ბინაში ნივთიერება მიაქვს რ---------------ს, რომელსაც ამოწმებს „ექსპერტი“ (ჯ----------–---–-).

 

2.15. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 23 მაისის #1----- დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილ დისკებზე არსებულ მასალას მონტაჟის კვალი არ აღენიშნება. აუდიო მასალა ვარგისია ხმის მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაციისთვის. გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო ჩანაწერებში მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია გ---------------ს ხმის.

 

2.16. ამდენად, ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები სრულად შეესაბამება ბრალდებულების ჩვენებებს, ჯ----------–---–-სა და ა------------------ს მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას. აღნიშნული მტკიცებულებები როგორც ინდივიდუ-ლურად, ასევე ერთობლიობაში, ცალსახად ადასტურებენ ბრალდებულთა მიერ შეთანხმებულად, ბირთვული მასალის შეძენის, შენახვის, ფლობისა და განკარგვის მცდელობასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდებულების და მოწმეთა ჩვენებები, ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები ცალსახად ქმნიან მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას/სტანდარტს, რაც აუცილებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

2.17. სასამართლო აფასებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების - ა-----–------–---–---–-ს, თ-----------------ს, ლ-–----–------სა და ს---–---------–---–-ს ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ მათ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე. საწინააღმდეგო არც დაცვის მხარეს განუმარტავს დასკვნით სიტყვაში. ამდენად, სასამართლო ა-----–------–---–---–-ს, თ-----------------ს, ლ-–----–------სა და ს---–---------–---–-ს ჩვენებების შინაარსზე დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

2.18. ამდენად, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს (მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს) აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუ-რობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ბირთვული მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ფლობა და განკარგვა. აღნიშნული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება, ხოლო დამატებითი ობიექტი შეიძლება იყო ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. დანაშაულის საგანია ისეთი ნივთიერება, რომელიც უძრავ მდგომარეობაშიც კი სახიფათოა გარშემო მყოფებისთვის. ბირთვული მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს მის მოპოვებას ნებისმიერი ხერხით, როდესაც პირს არ აქვს საამისო ნებართვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოსგან. უკანონოდ შენახვა კი მოიაზრებს ბირთვული მასალის მოთავსებას ნებისმიერ ადგილას (სათანადო ნებართვის გარეშე). ბირთვული მასალის უკანონო ფლობაში იგულისხმება ამ ნივთიერებასთან ისეთი კავშირი, როცა პირს თავისუფლად შეუძლია მასზე ზემოქმედების მოხდენა, მისი გამოყენება და აქვს შესაძლებლობა საკუთარი ნებასურვილის შესაბამისად განკარგოს იგი. უკანონო განკარგვა ნიშნავს სათანადო ნებართვის გარეშე მისი ფაქტობრივი ან იურდიული ბედის გადაწყვეტას (მაგალითად: განადგურებას, სხვა პირზე მიყიდვას, ჩუქებას).

 

3.2. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუ-ლოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა, რომ რ---------------მ და გ---------------მ შეიძინეს ბირთვული მასალა, რომელსაც შეთანხმებისამებრ ერთობლივად ფლობდნენ და ინახავდნენ. რ---------------მ გ---------------სთან შეთანხმებით (მათ ერთობლივი გეგმის შესაბამისად), რეალიზაციის მიზნით 2019 წლის 11 მარტს, მიიტანა ბირთვული მასალა ქ. ქ------–---–---------------------------------ში მდებარე გ---------------ს საცხოვრებელ სახლში. ბირთვული მასალის შემოწმებისას ბრალდებულები დაკავებულ იქნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ, რის გამოც დანაშაული (ბირთვული მასალის განკარგვა) ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.

 

3.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ რ---------------მ და გ---------------მ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ბირთვული მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ფლობა და განკარგვის მცდელობა, რისთვისაც ისინი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუ-ლიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუ-ლობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც რ---------------სა და გ---------------ს მსჯავრი უნდა დაედოთ სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან ათ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს რ----------------ა და გ---------------ს პიროვნებებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუ-ლებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

4.6. სასამართლო აღნიშნავს, რ----------------ა და გ---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს მათი აღიარება და მტკიცებულებების (ნაწილი) უდავოდ მიჩნევა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით რ----------------ა და გ---------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები უტყუ-რად არ დგინდება.

 

4.7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს რ----------------ა და გ---------------ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ბირთვული მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ფლობა და განკარგვის მცდელობა რაც მაღალი საშიშროების მატარებელია), დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს (რ---------------მ და გ---------------მ უკანონოდ შეიძინეს ბირთვული მასალა, რომელსაც ერთობლივად ინახავდნენ, ფლობდნენ და სცადეს მისი რეალიზაცია). ბრალდებულების პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავთ ოჯახი, არიან უმუშევრები), რ----------------ა და გ---------------ს კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, მათ შორის იმ გარემოებას, რომ აღიარებენ და გულწრფელად ინანიებენ დანაშაულს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/ქონებრივი სარგებლის მიღება) და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუ-ლიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რ---------------სა და გ---------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თითოეულს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულების პიროვნებების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

5.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

§ ბირთვული მასალა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს შესაბამის სამსახურს;

§ პოლიმერული მასალის (ქინდერის) კონტეინერი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;

§ მობილური ტელეფონები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;

§ ელექტრონული დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2. რ---------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

3. რ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 11 მარტიდან.

 

4. გ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

5. გ---------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

6. გ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 11 მარტიდან.

 

7. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

§ ბირთვული მასალა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს სახელმწიფოს შესაბამის სამსახურს;

§ პოლიმერული მასალის (ქინდერის) კონტეინერი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

§ მობილური ტელეფონები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;

§ ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი