განაჩენი

სისხლის სამართლის 03.02.2020
საქმის ნომერი
330100119003235821
თარიღი
03.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1/4838-19

#------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ნინო მაისაია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - ა----–----–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული:

ვ-–-------- კ--–------ - დაბადებული 1--- წლის 1-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------- საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ-----------------------------–--–------- ფაქტობრივად მცხოვრები - თბილისი, ა----–---------------------------–-----

 

ადვოკატები - ე---------- მ------–---–ი, დ---- ფ---------ი

 

კვალიფიკაცია:

ვ-–-------- კ--–------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2017 წლის 20 ივლისს, ქ. თბილისში, დ-----------–-----–---------------------–----------- მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,თ---–--------–ში“ მდებარე მაღაზია ,,ბ---–--დან“ ვ-–-------- კ--–------ შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა 89 ლარად ღირებულ ფეხსაცმელს.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ვ-–-------- კ--–------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2017 წლის 20 ივლისს, ქ. თბილისში, დ-----------–-----–---------------------–----------- მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,თ---–--------–ში“ მდებარე მაღაზია ,,ბ---–--დან“ ვ-–-------- კ--–------ შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა 89 ლარად ღირებულ ფეხსაცმელს.

 

2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.

 

2.3. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვ-–-------- კ--–------მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. ვ-–-------- კ--–------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: ვ-–-------- კ--–------ს, ნ-----–-- გ--------ს, მ-----– მ-----–-–---–-ს, ვ----– კ--–------ს გამოკითხვის ოქმები, პირადი ჩხრეკის ოქმი, შუამდგომლობა პირადი ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, დადგენილება განრიდების პროცესის დაწყების შესახებ, ოქმები სატელეფონო გასაუბრების შესახებ, დადგენილება განრიდების პროცესის შეწყვეტის შესახებ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ-–-------- კ--–------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ქურდობის მცდელობით, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.

 

4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ვ-–-------- კ--–------ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ვ-–-------- კ--–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

5.2. ვ-–-------- კ--–------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. ვ-–-------- კ--–------ს ბრალი ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის მცდელობაში, რომელსაც აღიარებს და ინანიებს, ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდაოდ, ნასამართლობის არ მქონე პირია.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, ვ-–-------- კ--–------ს სასჯელის დანიშვნისას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.

 

6.3. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნის მისაღწევად, ვ-–-------- კ--–------ს მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ჯარიმა გადახდისუნარიანობის ფარგლებში.

 

6.4. სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისგან. იმის გათვალისწინებით, რომ ვ-–-------- კ--–------ პატიმრობაში იმყოფებოდა 2020 წლის 26 იანვრიდან - 2020 წლის 3 თებერვლის ჩათვლით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ძირითადი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობის შემცირებას.

 

6.4.5. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ვ-–-------- კ--–-------მ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

7. ნივთმტკიცება:

 

7.1. ვ-–-------- კ--–------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ინახება ვ---------------–----------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

7.2. ვიდეოჩანაწერი 1 ცალ ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ-–-------- კ--–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. ვ-–-------- კ--–------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2020 წლის 26 იანვრიდან - 2020 წლის 3 თებერვლის ჩათვლით) გათვალისწინებით ვ-–-------- კ--–------ს შეუმცირდეს განსაზღვრული ჯარიმა და საბოლოოდ, განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

4. მსჯავრდებულ ვ-–-------- კ--–------ს მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5. ვ-–-------- კ--–------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

6. ვ-–-------- კ--–------ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

7.ნივთმტკიცება:

7.1. ვ-–-------- კ--–------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ინახება ვ---------------–----------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

7.2. ვიდეოჩანაწერი 1 ცალ ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/