განაჩენი

სისხლის სამართლის 29.10.2019
საქმის ნომერი
330100119003012166
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

, საქმის N1/2356-19

(გამოძიების N0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია ნებაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ან-----–------ე,დაცვის მხარე:

ადვოკატი - ნი----–-----–---–-------ი,ბრალდებული - რე--------–----------------------ე, დაბადებული 1----–-–----------ს, პ/ნ0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--–----------------–----------------------------------------ში,წარდგენილი კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით ნაწილი :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განაჩენით, რ-------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ეთ----------ძე, მეუღლესთან, რ-------------------ეთან ერთად ცხოვრობს ქ.თბილისში, მ------------–-----------------------------------ში მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. ისინი ქორწინებაში იმყოფებიან 1975 წლიდან. ოჯახში ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ-------------------ე, პენიტენციური დაწესებულების დატოვების დღიდან - 2018 წლის აპრილიდან გამოხატავდა აგრესიას მეუღლის ეთ----------ძის მიმართ.

 

კერძოდ, სისტემატურად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, უყვიროდა, უცენზურო სიტყვებით მიმართავდა და აგინებდა, რის შედეგად ეთ----------ძე თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას.

 

2019 წლის 17 აპრილს, 2019 წლის 20 აპრილს, 2019 წლის 21 აპრილს, 2019 წლის 22 აპრილს რ-------------------ემ კვლავ იძალადა მეუღლეზე ფსიქოლოგიურად, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გალანძღა. 2----–-–------------–ს, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში სახლში დაბრუნებულმა რ-------------------ემ კვლავ განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა მეუღლის - ეთ----------ძის მიმართ. კერძოდ, შეაგინა დედის მისამართით, გალანძღა და უყვირა, თუ რატომ დააჭერინა.

 

რ-------------------ის სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად ეთ----------ძე თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას.

 

2----–-–-----------რს, იმავე ბინაში, ოჯახური კონფლიქტის დროს, რ-------------------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ეთ----------ძეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

2----–-–------------–ს, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში დაბრუნებული რ-------------------ე, იმავე საცხოვრებელ ბინაში, ოჯახური კონფლიქტის დროს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ეთ----------ძეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ამასთან, 2----–-–-----------რს პატრულ-ინსპექტორ ლ--------–---–---–ის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მოძალადეს - რ-------------------ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი - ეთ----------ძე ცხოვრობს და ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. იმავე დღეს, რ---ო და ვ------------ე დაბრუნდა სახლში, სადაც მსხვერპლი - ეთ----------ძე იმყოფებოდა და განაგრძო იმავე სახლში ცხოვრება.

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, 2----–-–-----------რს პატრულ-ინსპექტორ ლ--------–---–---–ის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მოძალადეს - რ-------------------ეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი - ეთ----------ძე ცხოვრობს და ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. იმავე დღეს, რ---ო და ვ------------ე დაბრუნდა სახლში ქ.თბილისში, მ------------–-----------------------------------ში, სადაც მსხვერპლი - ეთ----------ძე იმყოფებოდა და განაგრძო იმავე სახლში ცხოვრება.

 

დაზარალებულმა ეთ----------ძემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება და არ მისცა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენება;

 

პატრულ-ინსპექტორ ელგუჯა ლებანიძის 2----–-–------------–ის პატაკით, 2----–-–------------–ს, გამოძახების საფუძველზე გ---------------თან ერთად გამოცხადდა თბილისში, მ------------–----------------------------------------ში. ბინაში დახვდათ შეტყობინების ინიციატორი ეთ----------ძე რომელმაც განუცხადათ, რომ მეუღლემ, რ-------------------ემ, იმავე მისამართზე მის მიმართ განახორციელა ძალადობა.

 

2----–-–------------–ის შემაკავებელი ორდერის თანახმად, რ-------------------ემ მეუღლეს ეთ----------ძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

ამავე ორდერის ოქმით, 2----–-–------------–ს, დაახლოებით 18:30 საათზე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი რ-------------------ე ეთ----------ძეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. გრაფაში - მსხვერპლი ფიქრობს თუ არა, რომ მოძალადე მიაყენებს ჯანმრთელობის დაზიანებას, ან მოკლავს, ეთ----------ძის პასუხად მონიშნულია ,,არ ვიცი/თავს ვიკავებ პასუხის გაცემისგან“. გრაფაში - დამუქრებია თუ არა მოძალადე, რომ აპირებს მასთან ურთიერთობის შეწყვეტას ან პოლიციის მიმართვას, მონიშნულია იგივე ფორმულირების პასუხი. ასევე, ოქმში მითითებულია, რომ რამოდენიმე წლის წინაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლემ. გრაფაში - მოძალადე დამუქრებია ჯანმრთელობის დაზიანებით ან/და მოკვლით თუ არა, მონიშნულია მსხვერპლის პასუხი ,,არ ვიცი“. ასევე, ოქმში დაფიქსირებულია, რომ მეუღლე ხშირად აყენებს შეყურაცხყოფას, მიდრეკილია ალკოჰოლური საშუალებების მოხმარებისკენ.

 

2----–-–------------ის შემაკავებელი ორდერით, რ-------------------ემ მეუღლე ეთ----------ძეზე მოახდინა ფსიქოლოგიური ძალადობა, რის გამოც მოძალადეს 30 დღით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ის იმყოფება.

 

ამავე ორდერის ოქმით, ალკოჰოლიური თრობის ქვეშ მყოფმა რ-------------------ემ ეთ----------ძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და იმყოფება ფსიქოლოგიურ სტრესში. ოქმში მუქარასთან დაკავშირებით არსებულ ორივე გრაფაში მითითებულია ეთ----------ძის პასუხი ,,არა“. გრაფაში ხშირად ამცირებს და აყენებს თუ არა შეურაცხყოფას, მითითებულია პასუხი ,,კი“.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–--------–--ის განაჩენით, რ-------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და 2018 წლის 15 აპრილის ფიზიკური შეურაცხყოფის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მოწმეთა - გი------------ის, ე-–--------–------ის, ვა---------–------–---–ის და ფ---------–------–---–ის გამოკითხვის ოქმები. ასევე, უდავოდ იქნა ცნობილი გამომძიებლების - გი--------------–--ისა და ან-----–-–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის შინაარსს, რომლის მიხედვითაც, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, მხარეები ფაქტობრივად თანხმდებიან კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსზე და აღნიშუნლი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა ენიჭება. კერძოდ:

 

გი------------ისა და ე-–--------–------ის გამოკითხვის ოქმებით: - 2----–-–------------–ს, რადიოსადგურ ცენტრის შეტყობინებით, ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე გამოცხადდნენ თბილისში, მ------------–----------------------------------------ში. სახლში დახვდნენ ცოლ-ქმარი ეთ----------ძე და რ-------------------ე. ქალი აცხადებდა, რომ რ-------------------ე სისტემატურად ახორციელებდა ზეწოლასა და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ამავე გამოკითხვის ოქმებით რ-------------------ე დააკავეს და გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

 

ფ---------–------–---–ის გამოკითხვის ოქმით : - რ-------------------ე ცხოვრობს მის მეზობლად და აქვს ახლო მეგობრული ურთიერთობა. რ---ო არის ალკოჰოლური სასმელის მოყვარული და მას ხშირად აქვს ოჯახში კამათი. ამავე ჩვენებით, 2019 წლის იანვარიდან აპრილის თვემდე, რ-------------------ე იყო სახლში და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა იმავე მისამართზე.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა გამოკითხვის ოქმში ვა---------–------–---–მა.

 

ბრალდებულმა რ-------------------ემ თავი ცნო მხოლოდ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შუსრულებლობისათვის და წარდგენილი ბრალდების დანარჩენ ეპიზოდებში ითხოვა გამართლება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა, სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, სასამართლომ მიიჩნიოს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფითა ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (რომელიც ეხება ბავშვთა უფლებების დაცვასაც) 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილი შინაარსობრივად მიუთითებს, რომ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ, რომ სხვა დანაშაულებთან ერთად ფიზიკური ძალადობის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

 

მართალია დაზარალებულის ჩვენების მიცემაზე უარის თქმით ადგილი გვაქვს ეროვნული კანონმდებლობით (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი) დაცულ უფლებასთან მოწმემ/დაზარალებულმა ბრალდებულის საწინააღმდეგოდ ოჯახის წევრის/ახლო ნათესავის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლო გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ერთობლიობაში რ-------------------ის ქმედებასთან მიმართებით.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქათთველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;

 

შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება გამოხატული უწესო ფორმით, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით არ ისჯება და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ მაშინ, თუ ის ჩადენილია ოჯახში და მას აქვს სისტემატური ხასიათი.

 

შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუ ის ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისაგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთში მესამეს და ა.შ.

 

წარდგენილი ბრალდების ამ ეპიზოდში ვა---------–------–---–მა და ფ---------–------–---–მა მართალია მიუთითეს, რომ მათ ოჯახიდან ხშირად გაუგიათ ჩხუბის ხმა, მაგრამ გამოკითხვის ოქმებში, მათ არ დაუსახლებიათ კონკრეტული დრო და ინტენსივობა თუ რა პერიოდში ჰქონდა ადგილი მომხდარ ფაქტებს. იგივე უნდა ითქვას პოლიციის თანამშრომლების, გი------------ისა და ე-–--------–------ის გამოკითხვის ოქმებზე, რომლებმაც გადმოსცეს დაზარალებულის ნათქვამი, რომ რ-------------------ე მას ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. არსებული ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოხდა თავად დაზარალებულთან, რადგან მან უარი განაცხადა სასამართლოზე მეუღლის საწინააღმდეგოდ მიეცა ჩვენება, ხოლო ზემოთმოყვანილი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ ბრალდებულმა განმარტა, რომ სალანძღავ სიტყვებს იყენებდა არა მეუღლის მიმართ, არამედ მაშინ როცა ის ბრაზდებოდა საყოფაცხოვრებო სკითხებზე.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრ---უმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტის, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.

 

სასამართლო თვლის რომ, გამოკვლეული მტკიცებულებები რ-------------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (სისტემატური შურაცხყოფა და დამცირება) წარდგენილ ბრალდებაში ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს და ის უნდა იქნეს გამართლებული.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2----–-–------------ის და 2----–-–------------–ის ეპიზოდები);

 

საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო, ასევე თვლის, რომ რ-------------------ე უნდა გამართლდეს მის მიმართ სსკ-ის 111,151-ე მუხლი 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში (2----–-–-----------რისა და იმავე წლის 23 აპრილის ეპიზოდები).

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დასჯადია არა ზოგადად რაიმე იდეის გამჟღავნება, არამედ დაკონკრეტებულია, რომ ის უნდა გამოიხატებოდეს ჯანმრთელობის დაზიანების, სიცოცხლის მოსპობის ან ქონების განადგურებაში. ამასთან, დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ მას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ეთ----------ძემ არ მისცა ჩვენება სასამართლოს, ხოლო როგორც მოწმეთა ჩვენებებში, ასევე წერილობით მტკიცებულებებში, მათ შორის შემაკავებელ ორდერებში არაფერია გადმოცემული როგორც მუქარის შინაარსზე, ასევე დაზარალებულის მიერ მუქარის რეალუარად აღქმასთან მიმართებით, რჩება მხოლოდ ეჭვი, რომლიც უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხივნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა;

 

ამასთან, შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის წარდგენილ ბრალდებას სასამართლო მიიჩნევს დადასტურებულად და თვლის, რომ ბრალდებულის აღიარება თავსებადია შემაკავებელი ორდერითა და მოწმეთა, ვა---------–------–---–ისა და ფ---------–------–---–ის მიერ გადმოცემულ ინფომაცისათან. კერძოდ, ორივე მოწმე მიუთითებს, რომ რ-------------------ე 2019 წლის იანვრიდან - იმავე წლის აპრილის თვის პერიოდში ცხოვრობდა და იმყოფებოდა სახლში. სასამართლოსთვის სარწმუნოა მოწმეთა მიერ გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული ინფორმაციები, რადგან რ-------------------ე ცხოვრობს იმავე კორპუსში სადაც ცხოვრობენ მოწმეები და აქვთ ახლომეზობლური ურთიერთობა.

 

სასამართლოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ რ-------------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111, 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი/დამამძიმებელი გარემოებები და სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, რომ დაზარალებული, რომელიც არასრულწლოვანია, ბრალდებულის ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი; ასევე, ითვალისწინებს დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, რომ არ ყოფილა ნასამართლევი, სასამართლო მხედველობაში იღებს დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობასაც.

 

რ-------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული; ბრალდებულს პასუხიმგებლობას უმძიმებს ის ფაქტი, რომ დანაშაული ჩაიდინა ნასვამმა, პირობითი მსჯავრის დროს და ოჯახის წევრის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ-------------------ე გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2----–-–------------ისა და 2----–-–------------–ის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში.

 

რ-------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–--------–--ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4(ოთხი) თვე და 14(თოთხმეტი) დღე და საბოლოოდ, რ-------------------ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

რ-------------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2----–-–------------–იდან.

 

რ-------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/