განაჩენი

სისხლის სამართლის 14.02.2020
საქმის ნომერი
210100120003400922
თარიღი
14.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100120003400922

saqme #1/1-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი, 2020 წელი ქ . სიღნაღი

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ _ გ------- ნ----------,ბრალდებულ _ მ----- მ------–---–--,ადვოკატ - დ----- მ------–---–--

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №033221119002

 

ბრალდებულ მ----- მ------–---–-- მიმართ

 

პირადი ნომერი - 3----------

დაბადებული - 0-.1-.1--- წელი

მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე

განათლება - ს-–----–-- გ------–---- მქონე

ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული

ნასამართლობა - ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ქ. ს----------, ქ--------– ი---------- ქუჩა №1--

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ს----------, ქ--------– ი---------- ქუჩა №1--

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ბრალდების ორი ეპიზოდი)

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ მ----- მ------–---–-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

- 2014 წლიდან 2019 წლამდე დროის პერიოდში, თანაცხოვრების დროს, ქ. ს----------ში, ქ--------– ი---------- ქუჩა №---ში მდებარე მ------–---–---- საცხოვრებელ სახლსა და ეზოში მდებარე დამხმარ შენობაში, მ----- მ------–---–- სისტემატიურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას -ლ--–- მ------–---–-, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას, ხოლო, 2019 წლის 22 ნოემბერს, საღამოს საათებში, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. ს----------ში, ქ--------– ი---------- ქუჩა №---ში მ------–---–---- საცხოვრებელ სახლსა და ეზოში მდებარე დამხმარ შენობაში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ----- მ------–---–-- სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თავში, სახესა და მარცხენა ყურის არეში ძალადობა განახორციელა დედის - ლ--–- მ------–---–-- მიმართ, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა ფიზიკური ტკივილი.

 

ესე იგი, მ----- მ------–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

- 2014 წლიდან 2019 წლამდე დროის პერიოდში, თანაცხოვრების დროს, ქ. ს----------ში, ქ--------– ი---------- ქუჩა №---ში მდებარე მ------–---–---- საცხოვრებელ სახლში, მ----- მ------–---–- სისტემატიურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - თ----- ხ-------–---–-, ხოლო, 2019 წლის 22 ნოემბერს, საღამოს საათებში, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. ს----------ში, ქ--------– ი---------- ქუჩა №---ში მ------–---–---- საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ----- მ------–---–-- სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ----- ხ-------–---–-, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ტანჯვა.

 

ესე იგი, მ----- მ------–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - მ----- მ------–---–-- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა მ----- მ------–---–-- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ ითხოვა მის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.

 

2019 წლის 5 მარტს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ საქმის არსებით განხილვის სხდომაზე, ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ მ----- მ------–---–-- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ----- მ------–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ბრალდების ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ----- მ------–---–-- ბრალეულობა, კერძოდ:

 

შეტყობინებები №3138664 და №3139013 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; დადგენილებები ლ--–- მ------–---–-- და თ----- ხ-------–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ; დაზარალებულების - ლ--–- მ------–---–-- და თ----- ხ-------–---–-- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - ნ-----–-- ო-----–---–--, მ----- თ------–---–-- და დ------- ქ--------–-- გამოკითხვის ოქმები; ლ--–- მ------–---–-- ავადმყოფობის ისტორია; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2019 წლის 4 დეკემბრის №008429919 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; მ----- მ------–---–-- დაკავების ოქმი; მ----- მ------–---–-- მოწმისა და ბრალდებულის სახით გამოკითხვისას მიცემული ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ მ----- მ------–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ მ----- მ------–---–-- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ მ----- მ------–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მ----- მ------–---–- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, შერიგებულია დაზარალებულებთან, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და ითხოვენ ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას. გასათვალისწინებელი არის ის გარემოებაც, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრების ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს თითოეული მათგანისათვის ჯანმრთელობისა და ასაკის გათვალისწინებული დანიშნული პენსია და სახელმწიფ შემწეობა და ამდენად, მხოლოდ ბრალდებულის მიერ განხორციელებული სამუშაოები, წარმოადგენს მისი ოჯახის სატანადო მატაერიალური უზრუნველყოფის ძირითად წყაროს, რასაც ასევე უთითებენ დაზარალებულები. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ბრალდებულს ტრაგიკულ ვითარებაში გარდაეცვალა ახალგაზრდა ვაჟი, რამაც გარკვეული ზეგავლენა იქონია მის ფსიქოლოგიურ მდგომჯარეობაზე და სწორედ, ამ ფაქტს უკავშირდება მის მიერ ალკოჰოლური ზემოქმედების დროს განხორცილებული დანაშაულებრვი ქმედებანი, რაც მართალია, არ გამორიცხავს მისი პასუხისმგებლობას, მაგრამ მიუთითებს იმ ფაქტზე, არა კანონის მოთხოვნებისა და ოჯახის წევრებისადმი გულგრილი დამოკიდებულება, არამედ განცდილი სტრესი არის მისი დანაშაულებრვი ქმედებების მაპროვოცირებელი.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----- მ------–---–-- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ----- მ------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ლ--–- მ------–---–-- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 (ორი) წელი.

 

2. მ----- მ------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ თ----- ხ-------–---–-- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (დაზრალებულ ლ--–- მ------–---–-- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ თ----- ხ-------–---–-- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ----- მ------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 2 (ორი) წელი.

 

4. გაუქმდეს მ----- მ------–---–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

 

5. მ----- მ------–---–- დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

6. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მ----- მ------–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 23 ნოემბრიდან 2020 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც, მსჯავრდებულ მ----- მ------–---–- აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

 

8. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა - მ----- მ------–---–-- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გაორგი ბუხრაშვილი