გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2019
საქმის ნომერი
060210118002718184
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N2/964-2018წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ნოემბერი, 2019 წელი ქ. სამტრედია

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი გიორგი ბარაბაძე

მოსარჩელე - ს---------------ე;

მოსარჩელე - თ----------–------ე;

წარმომადგენელი - ხ-------------–--–--ა;

მოპასუხე - ა-–--------------------–----------–-;

წარმომადგენელი - ზ-------–----–--ე;

მოპასუხე - შპს ,,ფ----------’’;

წარმომადგენელი - შ-------------ე;

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

11.ყადაღისაგან გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2----–-–------------------- აქტით აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი ნივთები: 1) ქ------------–----–-------------- - 2 ცალი, 2) ქ-----------–-------------- - 2ც 3) რუსული წარმოების დაახლოებით სამტონიანი ტ--–- - 1 ცალი.

მოსარჩელეების განმარტებით, მოვალის ქონების დაყადაღების შესახებ 2----–-–------------------- აქტში მითითებული ნივთები ქ------------–----–-------------- - 2 ცალი, ქ-----------–-------------- - 2ც არის ს---------------ის საკუთრება, რუსული წარმოების დაახლოებით სამტონიანი ტ--–- - 1 ცალი წარმოადგენს თ----------–------ის საკუთრებას და აღნიშნული მოძრავი ნივთები დროებით სარგებლობაში გადასცეს შპს ,,ფ----------’’-ს დირექტორს შ-------------ეს.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა-–--------------------–----------–-ს წარმომადგენლმა, როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებდნენ, რომ მოძრავი ნივთები წარმოადგენს მათ საკუთრებას.

 

2.2. მოპასუხე შპს ,,ფ----------’’-ს დირექტორმა შ-------------ემ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ დაყადაღებული ნივთები არ წარმოადგენს საზოგადოების საკუთრებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „ფ----------“ ხონის რაიონული სასამართლოს მიერ რეგისტრირებულია 2----–-–---------–--ს. მისი იურიდიული და ფაქტობრივი მისამართია ქ. ხ-----------–-----------------–------------. საქმიანობის მიზანია: მოსაპირკეთებელი ქვისა და მასალების შესყიდვა, დამუშავება-რეალიზაცია; სამშენებლო - მოსაპირკეთებელი სამუშაოს წარმოება; სამრეწველო-გადამამუშავებელი სამუშაოების წარმოება. საქმიანობა, რომელიც აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 39 )

-შპს „ფ----------“-ს წესდება (ს.ფ. 152-157 )

-მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის სხდომიოს ოქმი)

 

3.1.2 შპს „ფ----------“ 2005 წლიდან დღემდე ახორციელებს სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში მითითებულ საქმიანობას მის იურიდიულ მისამართზე.

 

3.1.3. მოსარჩელე ს---------------ე შპს“ფ----------“-ს დაფუძნების დღიდან წარმოადგენს საზოგადოების 100%-ანი წილის მესაკუთრეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს „ფ----------“-ს წესდება (ს.ფ. 152-157 )

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 39 )

 

3.1.3. შპს ,,ა-----------------’’-ს 2004 წლის 30 ივნისის N0---- აუდიტორული დასკვნის თანახმად დამკვეთის ს. ჩ--------ის მომართვისა და წარდგენილი ქონების საფუძველზე მოახდინა, შპს ,,ფ----------’’-ს საწესდებო კაპიტალში ჩასადები ქონების შეფასება: 1).ქ------------------------------. გამოშვების წელი 1979, ღირებულება შედგენს 400 ლარს. 2). ქ-----------------------, გამოშვების წელი 1972, ღირებულება შედგენს 200 ლარს. 3).ქ---------------------–--------------–-------------- დამზადებული 1983 წელს, ღირებულება შედგენს 150 ლარს. 4). ქ---------------------–--------------–-------------- დამზადებული 1983 წელს, ღირებულება შედგენს 150 ლარს. 5). ტ--–------ (კომპლექტი) ექსპლუატაციაში შესვლის წელი 1980 ღირებულება შეადგენს 400 ლარს. 6). წ--–----------- გამოშვების წელი 1983 ღირებულება შეადგენს 200 ლარს. 7). წ--–------------------ ესპლუატაციაში 1983 წლიდან, ღირებულება შეადგენს 200 ლარს. 8).შ-------–-----–----–-----, ს----------–--------, ი---------------- ექსპლოატაციაში 1979 წლიდან, ღირებულება შეადგენს 500 ლარს.

სულ შპს ,,ფ----------’’-ს საწესდებო კაპიტალში ჩასადები ქონების ღირებულება საბაზრო კონიუქტურის გათვალისწინებით 2004 წლის 1 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 2200 (ორი ათას ორასი) ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2004 წლის 30 ივნისის N0---- აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 150 )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ 2018 წლის 19 სექტემბრის აქტით დაყადაღდა შპს „ფ----------ს“ მფლობელობაში არსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: ქ------------–----–-------------- 2 ცალი, ქ-----------–-------------- (სხვადასხვა მოდელის) 3 ცალი და რუსული წარმოების დაახლოებით სამ ტონიანი ტ--–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 19 სექტემბერს შედგენილი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი. ( ს.ფ 26)

 

3.2.2 სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო ნივთები ქ------------–----–-------------- 2 ცალი, ქ-----------–-------------- (სხვადასხვა მოდელის) 2 ცალი და რუსული წარმოების დაახლოებით 3 ტონიანი ტ--–- ( ა-–--------------) არ წარმოადგენს ს---------------ის და თ----------–------ის საკუთრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

მოსარჩელეები აცხადებენ, რომ დაყადაღებული ქონება წარმოადგენს მათ საკუთრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.(მაგალითად, პირის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, კანონის თანახმად, შეიძლება დადგინდეს მხოლოდ სათანადო მტკიცებულებით-საჯარო რეესტრის ამონაწერით). მოძრავ ნივთებთან მიმართებით პირის უფლების დადგენა მხოლოდ რაიმე კონკრეტული სახის მტკიცებულებით კანონით დადგენილი არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე თავის სარჩელში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად შემოიფარგლა სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით, რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სანოტარო წესით დამოწმებულ შ---------------–---–ის განცხადებას იგი არ წარმოადგენს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული მოძრავი ნივთების მოსარჩელეების საკუთრებად მიჩნევისათვის ვარგის მტკიცებულებას, ვინაიდან განცხადებაში განვითარებული მსჯელობით მის მიერ მეორადი მასალისაგან დამზადებული სამი ცალი ქ-----------–--------------ს შემკვეთს 2005 წელს წარმოადგენდა ს---------------ე, რომელიც იმავდროულად არის შპს „ფ----------ს“ 100%-იანი წილის მფლობელი და რომელთანაც მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს. შ---------------–---–ი მოპასუხის შუამდგომლობით სხდომაზე დაკითხულ იქნა მოწმის სახით, რომლის განმარტებით საქმიანობას, რასაც ეწევა შპს „ფ----------“, იმავე საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ახორციელებდა ს---------------ე და ამ მიზნით უკვეთავდა დანადგარების აწყობას და სთხოვდა მათ პერიოდულ შეკეთებას. მისივე განმარტებით 2014 წელს ს---------------ის შეკვეთით 1 წლის ვადაში, ს---------------ის მიერ მიცემული როგორც ახალი ისე მეორადი მასალით ააწყო შპს “ფ----------“-ს მფლობელობაში არსებული დანადგარები, მათ შორის 3 ტონიანი ტ--–-, რომლის ტვირთამწეობა გაიზარდა დაახლოებით 12 ტონამდე.

 

მოპასუხე შპს „ფ----------ს“ წარმომადგენელი შ.კაკაბაძე თავის შესაგებელში დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ გარემოებებს და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2010 წელს შპს „ფ----------“-ს ტერიტორიიდან გატანილი იქნა საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში მითითებული დანადგარები და ს---------------ის მიერ შეძენილი იქნა (მათ შორის აწყობილი მეორადი ნაწილებით) დღეის მდგომარეობით შპს „ფ----------“-ს მფლობელობაში არსებული და დაყადაღებული ნივთები, თუმცა აღნიშნული ნივთების შპს „ფ----------“-ს ბალანსიდან ჩამოწერის საბუღალტრო დოკუმენტაცია და შპს „ფ----------“-ს ტერიტორიაზე განთავსებული დაყადაღებული ნივთების მოსარჩელეების საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

მოსარჩელეების შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების შ---------------–---–ის და თ--------------------ის მიერ მათთვის პირადად ცნობილი გარემოებების შესახებ მიცემული ჩვენებებით სასამართლომ ვერ გამოიტანა დასკვნა საქმისათვის ისეთი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაზე, რაც უდავოდ დადასტურებდა მოსარჩელეების საკუთრებას სადავო ნივთებზე, რაც შეიძლება გამხდარიყო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობით შეფასების შემდეგ სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაყადაღებული ქონება არ წარმოადგენს მოსარჩელეთა საკუთრებას, ვინაიდან მოსარჩელეების მიერ დასახლებულ ნივთებზე საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოდგენილა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ს---------------ის და თ----------–------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

 

6.2 ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

6.3. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის (ყადაღის საგანი) პირველი პუნქტის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მიღებული იქნას იგი, როგორც ნივთის მესაკუთრე.

 

განსახილველ შემთხვევაში ყადაღადადებული ნივთები განთავსებულია ქ.ხ------------------–------ , იმ მისამართზე, რომელიც წარმოადგენს შპს „ფ----------“-ს რეგისტრაციის და საქმიანობის ადგილს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

დასახელებული მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაციის სუბიექტს წარმოადგენს ნივთის მესაკუთრე, განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორის სასარგებლოდ ცალკეული ნივთების დაყადაღებით, არ დასტურდება ის გარემოება , რომ მოსარჩელეებს წაერთვათ თავისი საკუთრებით (მისი კუთვნილი მოძრავი ნივთებით) ფლობისა და სარგებლობის უფლება. მოსარჩელეებმა ვერ წარმოუდგინეს სასამართლოს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შპს „ფ----------“-ს მფლობელობაში არსებული ქვის სახერხი 2ც, ქვის მოსაპირკეთებელი დანადგარი 2ც და 3 ტონიანი ტ--–------ (ტ--–-) 1ც წარმოადგენს მათ საკუთრებას. შესაბამისად, ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო. დასახელებულ ნივთებთან მიმართებაში მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს მტკიცების ტვირთის რეალიზება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეების მიერ განსახილველ საქმეზე, გადახდილია სახელმწიფო ბაჟი.

 

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 13 ნოემბერს მიღებული, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, კერძოდ: 1) ქ------------–----–-------------- - 2ც, 2) ქ-----------–-------------- - 3ც (ქ-----------–- არის სხვადასხვა მოდელის), 3) რუსული წარმოების დაახლოებით 3 ტონიანი ა-–--- (ფ---------) – 1 ცალი რეალიზაციის შეჩერების თაობაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

1. ს---------------ის და თ----------–------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს:

 

2. გაუქმდეს სამტრედიის სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 13 ნოემბერს მიღებული, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა: 1) ქ------------–----–-------------- - 2ც, 2) ქ-----------–-------------- - 3ც (ქ-----------–- არის სხვადასხვა მოდელის), 3) რუსული წარმოების დაახლოებით 3 ტონიანი ა-–--- (ფ---------) – 1 ცალი, რეალიზაცია.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა #32) სამტრედიის რაიონული სასამართლოს (მდებარე: სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა #1) მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნონა ზარქუა