განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2020
საქმის ნომერი
080100119003235359
დავის ტიპი
126 (1) 1 , 150 1
თარიღი
17.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/908-19 (№041150819006)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 იანვარი 2020 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - რ----- თ----------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ზ------ ხ------–---

მამის სახელი: ა-------

დაბადებული: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: მქონე

მცხოვრები (რეგისტრირებული): ჭიათურა, სოფელი რ----

მცხოვრები (ფაქტობრივად): ქობულეთი, ჯ-----–---–-----------

 

ადვოკატი - თ-- მ------–-–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2019 წლის აგვისტოს პირველ რიცხვებში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ზ------ ხ------–---მ სარკის მინის ნატეხის ყელზე დადებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მეუღლე თ----- პ-----, რომელსაც სურდა მისი საცხოვრებელი სახლიდან მდებარე: ქუთაისი, ს-------------------------–--–----------- გასვლა, აიძულა საცხოვრებელი სახლი არ დაეტოვებინა.

 

2019 წლის 15 თებერვლის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განაჩენით ოჯახში სისტემატური ფიზიკური ძალადობისა და ოჯახში სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობისათვის ნასამართლევმა ზ------ ხ------–---მ 2019 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ----- პ-----ს. კერძოდ, უმიზეზოდ დაუწყო გინება დედის მისამართით და ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რა დროსაც თ----- პ-----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება ზ------ ხ------–---- მიერ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენამ, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ------ ხ------–---- ბრალეულობას.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულმა თ----- პ-----მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე.

 

საქმეში წარმოდგენილი მოწმე ნ----- ხ-------- ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 14 აგვისტოს საღამოს საათებში იმყოფებოდა საცხოვრებელს სახლში და გააღვიძა ხმაურმა, კერძოდ ყვირილის ხმამ. გავიდა გარეთ და გამოარკვია, რომ აღნიშნული ხმა გამოდიოდა მისი მეზობლის თ----- პ------ საცხოვრებელი სახლიდან, რომელსაც სახლიდან რაღაცას უყვიროდა მეუღლე ზ------ ხ------–---, თავად თ----- პ----- ეზოში იჯდა და სახლში არ შედიოდა. ხმაურით შეწუხებულმა ნ----- ხ-------- მოუწოდა ზ------ ხ------–---ს შეეწყვიტა ხმაური. სხვა ინფორმაციას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოწმე არ ფლობს.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით - 2019 წლის 15 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში გამოძიება დაიწყო მასზედ, რომ 2019 წლის 14 აგვისტოს თ----- პ------ მიმართ ოჯახური ძალადობა განახორციელა მეუღლემ ზ------ ხ------–---მ.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად - 2019 წლის 15 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებას განცხადებით მიმართა თ----- პ-----მ და ითხოვა დახმარება, ვინაიდან თითქმის ერთი თვეა მის მიმართ კვლავ აგრესიული გახდა მისი მეუღლე, ემუქრება სიციცხლის მოსპობით. 2019 წლის 14 აგვისტოს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფა.

 

შემაკავებელი ორდერის N0----- თანახმად - ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბ----- გ--–------–----- მიერ მსხვერპლის თ----- პ------ განცხადების საფუძველზე გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით მოძალადე ზ------ ხ------–---- მიმართ.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - 16.08.2019 წელს 04:24 – 04:35 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. თ----- პ-----ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ დ----------------- მიერ 2019 წლის 20 სექტემბერს 22:45 საათზე ქობულეთში, ჯ-----–---–------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე ზ------ ხ------–--- დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი, მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია იძულებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რაც გულისხმობს ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მისი ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება და რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ განხორციელდეს პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება რაიმე მოქმედების შესრულების ან შეუსრულებლობისკენ, მაშინ როდესაც, ამ მოქმედების როგორც განხორციელება, ისე განუხორციელებლობა მისი უფლებაა. ესე იგი, საკუთარი ნების შესაბამისად გარკვეული მოქმედების შესრულება ან შეუსრულებლობა დანაშაულის ობიექტს შეზღუდული უნდა ჰქონდეს ამ დანაშაულის სუბიექტის მიერ.

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლს, იგი მიუთითებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ზ------ ხ------–---- მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, იმის დასადასტურებლად, რომ 2019 წლის აგვისტოს პირველ რიცხვებში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ზ------ ხ------–---მ სარკის მინის ნატეხის ყელზე დადებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მეუღლე თ----- პ-----, რომელსაც სურდა მისი საცხოვრებელი სახლიდან მდებარე: ქუთაისი, ს-------------------------–--–----------- გასვლა, აიძულა საცხოვრებელი სახლი არ დაეტოვებინა და ზ------ ხ------–---მ 2019 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 20:30 საათზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ----- პ-----ს. კერძოდ, უმიზეზოდ დაუწყო გინება დედის მისამართით და ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რა დროსაც თ----- პ-----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა ზ------ ხ------–---- ბრალდების დასადასტურებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს, რომ დაზარალებულმა თ----- პ-----მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ მოწმე ნ----- ხ-------- ჩვენებას, აღნიშნული პირი არ არის ფაქტის თვითმხილველი და ადასტურებს მხოლოდ სიტყვიერი კონფლიქტის ფაქტს.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად - 16.08.2019 წელს 04:24 – 04:35 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. თ----- პ-----ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ზ------ ხ------–---- ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებში. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ზ------ ხ------–---- საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც ზ------ ხ------–--- წარდგენილ ბრალდებებში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ------ ხ------–--- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზ------ ხ------–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ზ------ ხ------–---- მიმართ შეფარდებული გირაოს 5000 (ხუთი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, დადებული ყადაღა მოეხსნას ზ------ დ---–-- (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ჭიათურა, სოფელი რ---- (საკადასტრო კოდი 3-----------).

 

გამართლებულ ზ------ ხ------–---ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური