განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#1/4417-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 თებერვალი 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი:-----------
ადვოკატები: კ------------- ხ---------–ი, ბ--–- ხ----–---ი
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: გ------- კ-----–-–---–ი
მამის სახელი: ლ-----
დაბადებული: 2----------–--–-
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ყ-----–--------------------–--–--–---
ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------–--–------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 1----------–--–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლი
დაკავების დრო: 2019 წლის 12 მაისი, 1840 საათი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ გ------- კ-----–-–---–ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: ბრალდებულ გ------- კ-----–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 მაისს, დაახლოებით 0900 საათზე გ------- კ-----–-–---–ი მისი მეუღლის ნ---- ბ--------–---–ის და ვ--–---- ბ-–-–-–---–ის ურთიერთობის გარკვევის მიზნით, მივიდა ამ უკანასკნელთან საცხოვრებელ ბინაში, მდებარე - თ---–-----------–---–----------ში. საუბრისას, ეჭვიანობის ნიადაგზე, გ------- კ-----–-–---–მა შურისძიების მოტივით, ვ--–---- ბ-–-–-–---–ის მოკვლა განიზრახა, რა დროსაც სამზარეულოში არსებული ხის ტარიანი დანა აიღო და მოკვლის მიზნით ზურგის არეში ჩაარტყა ორჯერ. ვ--–---- ბ-–-–-–---–ი შემოტრიალდა და სცადა დანის წართმევა, მაგრამ გ------- კ-----–-–---–მა მოკვლის მიზნით კვლავ რამდენჯერმე მოუქნია დანა და ვ--–---- ბ-–-–-–---–ს სახის, ყელის და გულ-მკერდის არეში, არაერთი დაზიანება მიაყენა. კერძოდ: ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა მტევნის და მარჯვენა მტევნის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე თითების არეში, მეოთხე თითის არასრული ამპუტაცია DIP სახსრის დონეზე. სისხლის მიმოქცევის დეკომპენსაციით, მესამე თითის საკუთარი მედიალური ნერვის და მომხრელი მყესის დაზიანებით, ნიკაპის ჭრილობა, პირის ღრუს ჭრილობა, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები გულ-მკერდის ორივე ნახევარში, წინა და უკანა ზედაპირზე. ვ--–---- ბ-–-–-–---–ი ცდილობდა გ------- კ-----–-–---–ისათვის წინააღმდეგობა გაეწია და ხელებით დაიჭირა დანის პირი, რა დროსაც დანა გადატყდა. გ------- კ------–-–---–მა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2019 წლის 12 მაისს, დილის საათებში, გ------- კ-----–-–---–ი მივიდა ვ--–---- ბ-–-–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე - თ---–-----------–---–----------ში. საუბრისას წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე გ------- კ-----–-–---–სა და ვ--–---- ბ-–-–-–---–ს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც გ------- კ-----–-–---–მა ვ--–---- ბ-–-–-–---–ს რამდენჯერმე მოუქნია დანა და მიაყენა არაერთი დაზიანება. კერძოდ: ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა მტევნისა და მარჯვენა მტევნის მე-2, მე-3, მე-4 თითების არეში, ნაკვეთი ჭრილობები გულ-მკერდის ორივე ნახევარში, წინა და უკანა ზედაპირებზე, ნიკაპის ჭრილობა, პირის ღრუს ჭრილობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ--–---- ბ-–-–-–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 12 მაისს, დილის საათებში მასთან მივიდა მეგობარი გ------- კ-----–-–---–ი, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე იცნობდა. სამზარეულოში ყოფნისას, მოულოდნელად ზურგის მხრიდან იგრძნო ჩხვლეტა, მოტრიალებისას გ------- კ-----–-–---–ს ხელში დაუნახა დანა. მომხდარს მოჰყვა მათ შორის „ძიძგილაობა“, უშუალოდ დარტყმები არ ახსოვს. მის კითხვაზე, თუ რას აკეთებდა, ბრალდებული წავიდა სახლიდან, თუმცა მოტრიალდა და ჰკითხა ხომ არ სჭირდებოდა დახმარება. მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა დატოვა მისი სახლი, მოწმემ ჩაიცვა და თავისი ფეხით მივიდა ,-----–--, საიდანაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია. მოწმემ განმარტა, რომ ყველაფერი მოხდა წამებში. არ იცის წინააღმდეგობის გაწევის დროს თავის მხრივ რაიმე დაზიანება მიაყენა თუ არა ბრალდებულს. გ------- კ-----–-–---–ი არ გამოირჩევა აგრესიული ხასიათით, მათ არ ჰქონდათ კონფლიქტი, ან თუნდაც ელემენტარული შეკამათება, შესაბამისად, არ იცის რა დაემართა გ------- კ-----–-–---–ს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ----- ბ-–-–-–---–მა განმარტა, რომ ვ--–---- ბ-–-–-–---–ი არის მისი შვილი. დაზარალებული და ბრალდებული წლების განმავლობაში ერთმანეთს იცნობენ, ერთად მუშაობდნენ, ჰქონდათ ძალიან კარგი ურთიერთობა და ოჯახებში ხშირი მიმოსვლა. 2019 წლის 12 მაისს, 0830 საათზე სახლიდან გასულისას, შვილი დატოვა საწოლში, დაახლოებით 1000 საათზე დაბრუნებულს კი დიასახლისმა უთხრა, რომ ვ--–---- ბ-–-–-–---–მა გაიჭრა ხელი და წავიდა საავადმყოფოში. სამზარეულოში ჭურჭელი იყო დამტვრეული. ასევე, ნახა სისხლის კვალი. მალევე მივიდნენ გამომძიებლები და დაიწყეს შემთხვევის ადგილის დათვალიერება. შემდეგ საავადმყოფოში მიაკითხა შვილს. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევა მოხდა კვირა დღეს, ვ--–---- ბ-–-–-–---–ი საავადმყოფოდან სახლში გაწერეს ოთხშაბათს და სახლში გააგრძელა მკურნალობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------ კ------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 12 მაისს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე მხილებული გ------- კ-----–-–---–ი, იმყოფებოდა ყ-----–------------------–-–--–---–- და აპირებდა მიმალვას. მიღებული ინფორმაცია პატაკის სახით დაუყოვნებლივ აცნობა ხელმძღვანელობას.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ--–----ან გ-----–-–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 12 მაისს ყ------––----------–-–--–---–-, თანამშრომელთან ერთად ჩავიდა და დააკავა გ------- კ-----–-–---–ი, რომელსაც ადგილზე ჩაუტარდა ჩხრეკა. ბრალდებულს ხელში ეჭირა პოლიეთილენის პაკეტი, მასში მოთავსებული ტანსაცმლით, რომელიც ეცვა უშუალოდ დანაშაულის ჩადენის დროს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ბ-----ემ განმარტა, რომ მოცემული საქმის ფარგლებში გ------ კ-–--ის პატაკის საფუძველზე, საღამოს საათებში, ს------–-–--–---–- ვ--–----ან გ-----–-–---–თან ერთად დააკავა ბრალდებული, ასევე დაკავების შესახებ შეატყობინა ოჯახის წევრს და დანიშნა ექსპერტიზა. დაკავების შემდეგ ბრალდებული გადაიყვანეს ჯერ ყ-----–-- სამმართველოში, შემდეგ კი თ---–-------------------------- განყოფილებაში. მოწმემ განმარტა, რომ დაკავებულს განუმარტა დაკავების მიზეზი, ამასთან, ის თავადაც აღიარებდა დანაშაულს და წინააღმდეგობა არ გაუწევია.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ--–---- გ-----–---–მა განმარტა, რომ მოცემული საქმის ფარგლებში ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, გამოკითხა მოწმეები და დანიშნა შესაბამისი ექსპერტიზები, ასევე გ------- კ-----–-–---–ს გააცნო ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილება. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, ადგილზე დახვდათ ვ--–---- ბ-–-–-–---–ის დედა. შემთხვევის ადგილიდან ექსპერტებმა აიღეს ანაწმენდები, ამოიღეს დანა დაზიანებულ მდგომარეობაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ------- ქ--------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 22 ივლისს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: სეროლოგიური, გენეტიკური და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: პაკეტში, წარწერით: ,,დანა და დანის პირი ამოღებული სამზარეულოდან“, მოთავსებულ დანის პირზე არსებული არსებული მოყავისფრო-მონარინჯისფრო დანაშრევები (ობ. N1) შეიცავს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ--–---- ბ-–-–-–---–ს (ობ. N36); პაკეტი, წარწერით: ,,ვ--–---- ბ-–-–-–---–ის სისხლის ნიმუში სს N0-----------“). დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ვ--–---- ბ-–-–-–---–ს (ობ. N36), ხოლო მინორული წილი - გ------- კ-----–-–---–ს (ობ. N35; პაკეტი, წარწერით: ,,ნერწყვის ნიმუში ბრალდებულ გ------- ლ-----ს ძე კ-----–-–---–ისგან“).
პაკეტი, წარწერით: ,,მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები ჩხირებზე“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N3-23) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ--–---- ბ-–-–-–---–ს (ობ. N36).
პაკეტში, წარწერით: ,,გ------- კ-----–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ტანსაცმელი და ტუფლები“, მოთავსებულ:
მონაცისფრო, სპორტული ტიპის შარვალზე, წინა მარჯვენა ჯიბეზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები (ობ. N24) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ--–---- ბ-–-–-–---–ს (ობ. N36). შარვლის მარცხენა ჯიბის მიმდებარედ არსებული ღია მოყავისფრო ლაქა (ობ. N25) სისხლი არ აღმოჩნდა.
მოლურჯო ფერის, გრძელსახელოებიან მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები (ობ. N26-28) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ--–---- ბ-–-–-–---–ს (ობ. N36).
წყვილი, მოყავისფრო, ზამშისმაგვარი მასალის, ღია ფეხსაცმელი, ე.წ სანდალი ბიოლოგიური კვლევისთვის უვარგისია;
პაკეტში, წარწერით: ,,ვ. ბ-–-–-–---–ის ტანსაცმელი, 12.05.2019 სს 0-----------“, მოთავსებულ მოშავო ფერის, სპორტული ტიპის შარვალზე (ობ. N29-32) და მოშავო ფერის, რეზინოვანი მასალის, ღია ფეხსაცმელზე, ე.წ ჩუსტზე (ობ. N33,34), არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ--–---- ბ-–-–-–---–ს (ობ. N36).
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ საკვლევ ობიექტზე არსებობდა ორი პირის ბიოლოგიური მასა, მათ შორის ერთ-ერთის უფრო მეტი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-------–--–---–მა დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 11 აგვისტოს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: შპს ,-------–-----------–---------–----–----------- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-------- და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობიდან, ვ--–---- ბ-–-–-–---–ი კლინიკაში შესულა 2019 წლის 12 მაისს, სადაც დაესვა დიაგნოზი: ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა მტევნისა და მარჯვენა მტევნის მე-2, მე-3, მე-4 თითების არეში. მე-4 თითის არასრული ამპუტაცია DOP სახსრის დონეზე სისხლის მიმოქცევის დეკომპენსაციით. მე-3 თითი საკუთარი მედიალური ნერვის და მომხრელი მყესის დაზიანებით. ნაკვეთი ჭრილობები გულ-მკერდის ორივე ნახევარში, წინა და უკანა ზედაპირებზე, ნიკაპის ჭრილობა, პირის ღრუს ჭრილობა.
სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია: ,,ჭრილობები გულ-მკერდის ორივე არეში, მხრის სარტყელთან მარცხნივ უკანა ზედაპირზე ჭრილობა 2,5X0,5 სმ. სწორკიდეებიანი, მცირედ სისხლმდენი, მარცხენა ბეჭის ქვედა კიდეებთან ჭრილობა 1,5X0,3 სმ. მცირედ სისხლმდენი, მარცხენა წინა აქსილარულ ხაზზე მე-3 ნეკნის დონეზე 0,5X0,1 სმ, ჭრილობა მცირედ სისხლმდენი, მარცხენა აქსილარულ ხაზზე მე-4 ნეკნის დონეზე 0,2X0,1 სმ. სისხლმდენი, მარჯვენა ბეჭის შუა მესამედში ჭრილობა 1X0,1 სმ. ზომის, მცირედ სისხლმდენი. გულმკერდის მარჯვენა წინა ზედაპირზე, მკერდის ძვალთან, ლავიწშუა ხაზამდე ზედა არეში აღენიშნება ხაზოვანი ჭრილობა 8 სანტიმეტრამდე.
დაზიანებები განვითარებულია მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით.
დაზიანებები - ნაკვეთი ჭრილობების სახით მარცხენა მტევნისა და მარჯვენა მტევნის მე-2,3,4 თითების არეში, მე-4 თითის არასრული ამპუტაცია DIP სახსრის დონეზე სისხლის მიმოქცევის დეკომპენსაციით. მე-3 თითის საკუთარი მედიალური ნერვის და მომხრელი მყესის დაზიანებით - მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
დაზიანებები ნაკვეთი ჭრილობების სახით - მარცხენა წინა აქსელარულ ხაზზე მე-3 ნეკნის დონეზე 0,5X0,1 სმ. ჭრილობა მცირედ სისხლმდენი, მარცხენა აქსელარულ ხაზზე მე-4 ნეკნის დონეზე 0,2 X0,1 სმ. სისხლმდენი, მარჯვენა ბეჭის შუა მესამედში ჭრილობა 1X0,1 სმ. ზომის, მცირედ სისხლმდენი - ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
დაზიანებები ნაკვეთი ჭრილობის სახით - მხრის სარტყელთან მარცხნივ უკანა ზედაპირზე ჭრილობა 2,5X0,5 სმ. სწორკიდეებიანი, მცირედ სისხლმდენი, მარცხენა ბეჭის ქვედა კიდესთან ჭრილობა 1,5X0,3 სმ. მცირედ სისხლმდენი, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
დაზიანება ნაკვეთი ჭრილობების სახით - გულმკერდის მარჯვენა წინა ზედაპირზე, მკერდის ძვალთან, ლავიწშუა ხაზამდე ზედა არეში ხაზოვანი ჭრილობა 8 სმ-მდე მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლით თუ მოუშლელად, აღნიშნულის განსაზღვრა შეუძლებელია, სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო.
დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ტ-------ემ დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 18 ივნისს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, შეთხვევის ადგილიდან, კერძოდ: თ---–--–---------–---–----------ში სამზარეულოს ჩასასვლელში იატაკის ზედაპირიდან ამოღებულ სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ გ------- კ-----–-–---–ისაგან აღებული სუნის ნიმუშის.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- შ-------–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 12 მაისს კლინიკაში შეყვანილ კონკრეტულ პაციენტს აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის იყო მტევნის ჭრილობა, გულ-მკერდის ჭრილობა, ნიკაპის ჭრილობა. პაციენტს დაზიანებული ჰქონდა სისხლძარღვები, მყესები, ნერვები, თუმცა აღდგა ყველაფერი. ოპერაციის დროს პაციენტი იმყოფებოდა ნარკოზის ქვეშ. მოწმემ განმარტა, რომ მან მისი პროფილით გააკეთა მძიმე დასამუშავებელი ოპერაცია.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ--–- გ---–--–მა განმარტა, რომ 2019 წლის 12 მაისის შპს ,-------–-----------–--- მიმღებში მუშაობდა ექთნად, რა დროსაც გამომძიებელთან ერთად დაათვალიერა და შემდეგ გამომძიებელს გადასცა ვ--–---- ბ-–-–-–---–ის ნივთები - სპორტული შარვალი და ჩუსტები. მანვე განმარტა, რომ კლინიკაში პაციენტი მიიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე პ----- გ------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 12 მაისს შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა თ---–--–---------–---–-------------–-, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე - სამზარეულოში და ოთახში იყო არეულობის კვალი, შერჩეული ადგილიდან - სამზარეულოს იატაკის ზედაპირიდან აიღო სუნის კვალის ნიმუში, იატაკზე მოაბნიეს ნახშირი და აიღეს სისხლის კვალი. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას სახლში არავინ იმყოფებოდა, ქალბატონი, გამომძიებელი და 1-2 პოლიციის თანამშრომელი იდგნენ ეზოში. გარდა ამისა მოწმემ განმარტა, რომ დახურულ სივრცეში ადამიანის სუნი შეიძლება რამდენიმე დღეც დარჩეს, თუ ის არ ნიავდება.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–- ი----ემ განმარტა, რომ 2019 წლის 12 მაისის მ------ წ------–---–თან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობის მისაღებად. ამოიღეს დანა, დაზიანებულ მდგომარეობაში, ასევე ბიოლოგიურ ჩხირის საშუალებით მოწითალო ფერის ლაქები. შემთხვევის ადგილი იყო ერთსართულიანი სახლი, ეზოთი.
სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----- გ--–---მა განმარტა, რომ 2019 წლის 13 მაისს, საღამოს საათებში გ------- კ-----–-–---–ს ორი სტერილური ჩხირით აუღო ნერწყვის ნიმუში და გადასცა გამომძიებელს. ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია და ოქმს მოაწერა ხელი. ნიმუშის აღებას დაესწრო გამომძიებელი, ადვოკატი არ იმყოფებოდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ი----- მ-------–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურში. მოცემული საქმის ფარგლებში 2019 წლის 13 მაისს ბრალდებულისაგან აიღო სუნის ნიმუში. პროცედურულად პირი, რომლის სუნის ნიმუშიც უნდა იქნეს აღებული, ხელის დაბანის შემდეგ 15-20 წუთით იჭერს სტერილურ სახვევს, რომელიც საბოლოოდ ილუქება, ასევე სტერილურ ქილაში.
სასამართლო სხდომაზე გ------- კ-----–-–---–მა განმარტა, რომ ის და ვ--–---- ბ-–-–-–---–ი დაახლოებით 11-12 წლის მანძილზე იყვნენ ძალიან კარგი მეგობრები, ხშირად ატარებდნენ ერთად დროს. უშუალოდ შემთხვევის დღეს ბრალდებული დილით წავიდა ეკლესიაში, შემდეგ კი ესტუმრა ვ--–---- ბ-–-–-–---–ს. სამზარეულოში საუბრისას მის ნათქვამზე, რომ საზღვარგარეთ წასული მეუღლე ენატრებოდა, მასზე ნერვიულობდა და არ იცოდა რა ექნა, დაზარალებულმა უთხრა - ,,შენ რა კაცი ხარ, რა კაცობაზე გელაპარაკოო“. აღნიშნულმა ისედაც განერვიულებული ბრალდებული გამოიყვანა მდგომარეობიდან და დაზარალებულს დაუწყო ჩხუბი, არ იცის რა ნივთი მოხვდა ხელში, თავის მხრივ ვ--–----მ იყვირა: ,,ბიჭო რას შვები“. ბრალდებულმა ვ--–----ს სისხლიანი ხელების დანახვაზე შეწყვიტა მოქმედება და უთხრა: „ეს რა გავაკეთე ბიჭო, დახმარება ხომ არ გინდა“, აღნიშნულის შემდეგ მოუხადა ბოდიში. ვ--–----მ მოსთხოვა, წასულიყო მისი სახლიდან და თავს თვითონ მიხედავდა. გ------- კ-----–-–---–მა დატოვა შემთხვევის ადგილი. გზაში ფიქრობდა პოლიციაში მისვლაზე, ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე, თუმცა გადაწყვიტა არასრულწლოვანი შვილის სანახავად სოფელში წასვლა, რათა მისთვის მოეყოლა მომხდარის შესახებ. მართლაც, ჩავიდა სოფელში, ნახა შვილი. სახლიდან დაახლოებით 10-11 მეტრში, ცნობებმა უთხრეს, რომ ეძებდნენ გ------- კ-----–-–---–ს, რაზეც ბრალდებულმა უთხრა, რომ თავად იყო და ჩაჯდა მათ ავტომანქანაში. საუბრისას პოლიციელებს უთხრა, რომ პოლიციაში აპირებდა წასვლას. კითხვაზე უპასუხა, რომ ტანსაცმელი, რომელიც ეცვა დანაშაულის ჩადენის დროს, ჰქონდა სახლში, შესაბამისად პოლიციის თანამშრომლებს სახლიდან გამოუტანა და ჩააბარა ტანსაცმელი. ბრალდებულმა განმარტა, რომ მისი მეუღლე 5 დღის წასული იყო საზღვარგარეთ, რის გამოც ძალიან ნერვიულობდა. თავის მხრივ ვ--–----მ თავისი კომენტარით უფრო მეტად გაანერვიულა, რასაც მოჰყვა მისი მხრიდან აგრესია, თუმცა ვ--–---- ბ-–-–-–---–ის განზრახ მძიმე დაზიანება, მითუფრო მკვლელობა არ უფიქრია, არც ამ მიზნით მივიდა მასთან.
ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ მას ავტომანქანაში განუმარტეს უფლებები, თუმცა დაკავების შემდეგ ყ-----–-- განყოფილებაში არ მიუყვანიათ, მიიყვანეს სადღაც რესტორანში, სადაც დაკითხეს და შეადგინეს დაკავების ოქმი. შემდეგ კი წაიყვანეს ა-------- დასახლებაში მდებარე პოლიციის განყოფილებაში, დაახლოებით 1800 საათზე. გამოკითხვის ოქმს ხელი ისე მოაწერა, რომ მის შინაარს არ გაცნობია. მეორე დღეს, გამომძიებელმა ხელი მოაწერინა ფურცელზე, რომლის შინაარსსაც ასევე არ გაცნობია, თუმცა ვინმეს მხრიდან რაიმე იძულებას ადგილი არ ჰქონია. ბრალდებულმა განმარტა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს იმ ნაწილში, რომ დაზარალებულს მიაყენა კონკრეტული დაზიანებები.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--- შ-–---–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 11 მაისის საღამოს დარჩა ნ---------- (გ------- კ-----–-–---–ის ქალიშვილი), სადაც ასევე იმყოფებოდა გ------- კ-----–-–---–ის მეგობარი ვ--–---- ბ-–-–-–---–ი, თუმცა ის მალევე წავიდა. 12 მაისს დილით, დაახლოებით 0800-1000 საათების შუალედში, კვლავ ნახა გ------- კ-----–-–---–ი, რომელიც მისალმების შემდეგ წავიდა სახლიდან. მისთვის დაძაბულობა ან ნერვიულობა არ შეუნიშნავს.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ:
- 2019 ლის 12 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს - თ---–--–---------–---–----------ში. კინოლოგის სამსახურის ექსპერტმა შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ სამზარეულოს ჩასასვლელში იატაკის ზედაპირიდან აიღეს სუნის საკვლევი ნიმუში, ასევე ეზოსა და სახლში არსებული მოწითალო ფერის ლაქებიდან ანაწმენდები, სამზარეულოში მდგარი ნიჟარიდან დანის გატეხილი პირი, ხოლო იატაკიდან დანის გატეხილი სახელურის დეტალი.
- 2019 წლის 12 მაისის ინსპექტორ-გამომძიებელ გ------ კ------ის პატაკის თანახმად, ვ--–---- ბ-–-–-–---–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე მხილებული გ------- კ-----–-–---–ი იმყოფება ყ-----–-- რაიონის ს------–-–--–---–- და შესაძლოა აპირებდეს მიმალვას.
- 2019 წლის 12 მაისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად გ------- კ-----–-–---–ი 2019 წლის 12 მაისის 1840 საათზე დაკავებული იქნა ყ-----–-- რაიონის ს------–-–--–---–-, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული შავი ფერის მაისური, ნაცრისფერი სპორტული შარვალი და ყავისფერი ფეხსაცმელი. ოქმი ხელმოწერილია ბრალდებულის და ყ-----–-- რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე შ----- მ------–-–---–ის მიერ.
- 2019 წლის 14 მაისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, დაზარალებულად იქნა ცნობილი ვ--–---- ბ-–-–-–---–ი, რომელსაც მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
- 2019 წლის 22 ივლისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: სეროლოგიური, გენეტიკური და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: პაკეტში, წარწერით: ,,დანა და დანის პირი ამოღებული სამზარეულოდან“, მოთავსებულ დანის პირზე არსებული არსებული მოყავისფრო-მონარინჯისფრო დანაშრევები (ობ. N1) შეიცავს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ--–---- ბ-–-–-–---–ს (ობ. N36); პაკეტი, წარწერით: ,,ვ--–---- ბ-–-–-–---–ის სისხლის ნიმუში სს N0-----------“). დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ვ--–---- ბ-–-–-–---–ს (ობ. N36), ხოლო მინორული წილი - გ------- კ-----–-–---–ს (ობ. N35; პაკეტი, წარწერით: ,,ნერწყვის ნიმუში ბრალდებულ გ------- ლ-----ს ძე კ-----–-–---–ისგან“).
პაკეტი, წარწერით: ,,მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები ჩხირებზე“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N3-23) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ--–---- ბ-–-–-–---–ს (ობ. N36).
პაკეტში, წარწერით: ,,გ------- კ-----–-–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ტანსაცმელი და ტუფლები“, მოთავსებულ:
მონაცისფრო, სპორტული ტიპის შარვალზე, წინა მარჯვენა ჯიბეზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები (ობ. N24) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ--–---- ბ-–-–-–---–ს (ობ. N36). შარვლის მარცხენა ჯიბის მიმდებარედ არსებული ღია მოყავისფრო ლაქა (ობ. N25) სისხლი არ აღმოჩნდა.
მოლურჯო ფერის, გრძელსახელოებიან მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები (ობ. N26-28) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ--–---- ბ-–-–-–---–ს (ობ. N36).
წყვილი, მოყავისფრო, ზამშისმაგვარი მასალის, ღია ფეხსაცმელი, ე.წ სანდალი ბიოლოგიური კვლევისთვის უვარგისია;
პაკეტში, წარწერით: ,,ვ. ბ-–-–-–---–ის ტანსაცმელი, 12.05.2019 სს 0-----------“, მოთავსებულ მოშავო ფერის, სპორტული ტიპის შარვალზე (ობ. N29-32) და მოშავო ფერის, რეზინოვანი მასალის, ღია ფეხსაცმელზე, ე.წ ჩუსტზე (ობ. N33,34), არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ--–---- ბ-–-–-–---–ს (ობ. N36).
- 2019 წლის 11 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: შპს ,-------–-----------–---------–----–----------- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-------- და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობიდან, ვ--–---- ბ-–-–-–---–ი კლინიკაში შესულა 2019 წლის 12 მაისს, სადაც დაესვა დიაგნოზი: ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა მტევნისა და მარჯვენა მტევნის მე-2, მე-3, მე-4 თითების არეში. მე-4 თითის არასრული ამპუტაცია DOP სახსრის დონეზე სისხლის მიმოქცევის დეკომპენსაციით. მე-3 თითი საკუთარი მედიალური ნერვის და მომხრელი მყესის დაზიანებით. ნაკვეთი ჭრილობები გულ-მკერდის ორივე ნახევარში, წინა და უკანა ზედაპირებზე, ნიკაპის ჭრილობა, პირის ღრუს ჭრილობა.
სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია: ,,ჭრილობები გულ-მკერდის ორივე არეში, მხრის სარტყელთან მარცხნივ უკანა ზედაპირზე ჭრილობა 2,5X0,5 სმ. სწორკიდეებიანი, მცირედ სისხლმდენი, მარცხენა ბეჭის ქვედა კიდეებთან ჭრილობა 1,5X0,3 სმ. მცირედ სისხლმდენი, მარცხენა წინა აქსილარულ ხაზზე მე-3 ნეკნის დონეზე 0,5X0,1 სმ, ჭრილობა მცირედ სისხლმდენი, მარცხენა აქსილარულ ხაზზე მე-4 ნეკნის დონეზე 0,2X0,1 სმ. სისხლმდენი, მარჯვენა ბეჭის შუა მესამედში ჭრილობა 1X0,1 სმ. ზომის, მცირედ სისხლმდენი. გულმკერდის მარჯვენა წინა ზედაპირზე, მკერდის ძვალთან, ლავიწშუა ხაზამდე ზედა არეში აღენიშნება ხაზოვანი ჭრილობა 8 სანტიმეტრამდე.
დაზიანებები განვითარებულია მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით.
დაზიანებები - ნაკვეთი ჭრილობების სახით მარცხენა მტევნისა და მარჯვენა მტევნის მე-2,3,4 თითების არეში, მე-4 თითის არასრული ამპუტაცია DIP სახსრის დონეზე სისხლის მიმოქცევის დეკომპენსაციით. მე-3 თითის საკუთარი მედიალური ნერვის და მომხრელი მყესის დაზიანებით - მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
დაზიანებები ნაკვეთი ჭრილობების სახით - მარცხენა წინა აქსელარულ ხაზზე მე-3 ნეკნის დონეზე 0,5X0,1 სმ. ჭრილობა მცირედ სისხლმდენი, მარცხენა აქსელარულ ხაზზე მე-4 ნეკნის დონეზე 0,2 X0,1 სმ. სისხლმდენი, მარჯვენა ბეჭის შუა მესამედში ჭრილობა 1X0,1 სმ. ზომის, მცირედ სისხლმდენი - ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
დაზიანებები ნაკვეთი ჭრილობის სახით - მხრის სარტყელთან მარცხნივ უკანა ზედაპირზე ჭრილობა 2,5X0,5 სმ. სწორკიდეებიანი, მცირედ სისხლმდენი, მარცხენა ბეჭის ქვედა კიდესთან ჭრილობა 1,5X0,3 სმ. მცირედ სისხლმდენი, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
დაზიანება ნაკვეთი ჭრილობების სახით - გულმკერდის მარჯვენა წინა ზედაპირზე, მკერდის ძვალთან, ლავიწშუა ხაზამდე ზედა არეში ხაზოვანი ჭრილობა 8 სმ-მდე მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლით თუ მოუშლელად, აღნიშნულის განსაზღვრა შეუძლებელია, სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო.
დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.
- 2019 წლის 18 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, შეთხვევის ადგილიდან, კერძოდ: თ---–--–---------–---–----------ში სამზარეულოს ჩასასვლელში იატაკის ზედაპირიდან ამოღებულ სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ გ------- კ-----–-–---–ისაგან აღებული სუნის ნიმუშის.
ზემოთაღნიშნული მტკიცებულებებისა ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- კ-----–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველ ნაწილით და ამ მუხლით უნდა მოხდეს ბრალდებულის მსჯავრდება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
პრაქტიკაში ყოველთვის პრობლემურია ქმედების სწორი კვალიფიკაცია, როდესაც ობიექტურად სახეზეა - სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მიყენებული ჭრილობა, მითუფრო როცა დაზარალებულს ინციდენტის შემდეგ უტარდება გარკვეული სამედიცნო მანიპულაცია, თუმცა ცხადია, მნიშვნელოვანია ჩარევის სახე და სირთულე. ასეთ შემთხვევაში, კვალიფიკაციის გამიჯვნის შესაძლებლობას იძლევა დამნაშავის რეალური განზრახვის დადგენა, თუ რისკენ იყო მიმართული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. განზრახვის მიმართულების დასადგენად დეტალურად შესწავლილი უნდა იქნას არა მხოლოდ ცალკე აღებული დანაშაულებრივი ფაქტი, არამედ დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება ზოგადად და დაზიანებების მიყენების მომენტში, დამნაშავის ქმედება და მისი შემდგომი ქცევა, ასევე, თვით დამნაშავის, მოწმეთა ჩვენებები და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი. სასამართლო განმარტავს, რომ არათუ ნაკლებად მძიმე ხარისხის, არამედ მძიმე ხარისხის დაზიანებებიც კი, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, თავისთავად და უპირობოდ არ გულისხმობს, რომ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით. ამ შემთხვევაში, სწორედაც რომ მნიშვნელოვანია, მოხდეს დამნაშავის რეალური განზრახვის დადგენა, რომ მას საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხისა და თავდაცვის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, განზრახული ჰქონდა სხვისი სიცოცხლის მოსპობა, თუ იგი საკუთარი წარმოდგენით, მოქმედებდა თავდაცვით პოზიციაში და მისთვის არსებითი იყო კონკრეტული სიტუაციიდან გარიდება, ისე რომ არ იყო არსებითი მიყენებული დაზიანების ხარისხი და მთავარი იყო აღნიშნულით უზრუნველეყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ არის შესაძლებელი მსჯელობა სწორ კვალიფიკაციაზე.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სამართლოს მიაჩნია, რომ ვერც სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ვერც სასამართლო გამოძიებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული, რომ ბრალდებულ გ------- კ-----–-–---–ის მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას.
სასამართლოLOგანმარტავს, რომ სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი ხელყოფისაკენ მიმართული დანაშაული განსაკუთრებულ პრევენციას და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, ამასთან სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული ვალდებულება, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნოს ობიექტური პირი დამნაშავის ბრალეულობაში. განზრახ მკვლელობა უნდა იქნას გამიჯნული სხვა დანაშაულისაგან. შელაპარაკებისა და ჩხუბის ნიადაგზე მკვლელობის ან მისი მცდელობის კვალიფიკაციის დროს ყურადღება უნდა მიექცეს კონფლიქტის წარმოშობის ყველა გარემოებას, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, კონფლიქტის სხვადასხვა მხარის ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან მის დამთავრებამდე და შემდგომ.
განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა არ უარყო დაზარალებულის კომენტარით გაღიზიანების გამო, მასთან ფიზიკური დაპირისპირება და მისთვის დაზიანების მიყენების ფაქტი. მანვე დაადასტურა, რომ მართალია არ ახსოვს კონკრეტული დეტალები და არ იცის, რა ნივთი აიღო ხელში, თუმცა ქმედება შეწყვიტა და დახმარება შესთავაზა დაზარალებულს, მას შემდეგ, რაც დაინახა ვ--–---- ბ-–-–-–---–ის სისხლიანი ხელები და გაიგონა მისი ნათქვამი: ,,ბიჭო რას შვები“.
თავის მხრივ, ვ--–---- ბ-–-–-–---–მა ასევე არ დაადასტურა შეთხვევამდე რაიმე კონფლიქტური ურთიერთობის არსებობა გ------- კ-----–-–---–თან და განმარტა, რომ ზურგით მდგარმა მოულოდნელად იგრძნო ჩხვლეტა, მიტრიალებულმა ბრალდებულს ხელში დაუნახა დანა. უშუალოდ დარტყმები არ ახსოვს, თუმცა დაზიანებები მიიღო მასთან ჩხუბისას. მნიშვნელოვანია დაზარალებულის განმარტება, რომ ბრალდებულს მასთან მისვლისას დანა თან არ ჰქონდა და გამოიყენა მისი ოჯახის დანა, ხოლო სახლიდან წასვლამდე ბრალდებულმა ჰკითხა, სჭირდებოდა თუ არა დახმარება.
გარდა ამისა, როგორც ბრალდებულმა, ისე დაზარალებულმა დაადასტურეს, წლების განმავლობაში მათი ახლო მეგობრული ურთიერთობა, მათ შორის კონფლიქტის არარსებობა. ასევე მოწმე ნ--- შ-–---–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის წინა საღამოს გ------- კ-----–-–---–ის სახლში სტუმრობისას, ნახა ამ უკანასკნელის მეგობარი ვ--–---- ბ-–-–-–---–ი. ბრალდებულისა და დაზარალებულისათვის აღელვება ან უთანხმოება არ შეუმჩნევია.
ვ--–---- ბ-–-–-–---–ის დედამ მ----- ბ-–-–-–---–მა დაადასტურა ბრალდებულის და დაზარალებულის ახლო მეგობრული ურთიერთობა.
აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით უდავოდ დასტურდება ის ფაქტი, რომ გ------- კ-----–-–---–სა და ვ--–---- ბ-–-–-–---–ს შორის შემთხვევის დღემდე არ არსებობდა კონფლიქტური ურთიერთობა, მათ შორის წინა საღამოს, რაც თავის მხრივ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მათ შორის უსიამოვნება მოხდა სპონტანურად, უშუალოდ შემთხვევისას.
შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ გ------- კ-----–-–---–ი ვ--–---- ბ-–-–-–---–თან სახლში მივიდა მისი მეუღლის ნ--- ბ--------–---–ისა და ვ--–---- ბ-–-–-–---–ის ურთიერთობის გარკვევის მიზნით, რა დროსაც შურისძიების მოტივით განიზრახა ამ უკანასკნელის განზრახ მკვლელობა. აღნიშნული არ დასტურდება არც დაკითხული მოწმეთა ჩვენებით და არც რაიმე სხვა მტკიცებულებით. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც გახდებოდა გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ ბრალდებულს გააჩნდა ხსენებული მოტივი. სასამართლო სხდომაზე მსგავსი ვარაუდი, არც ბრალდებულს ან/და დაზარალებულს არ გამოუთქვამთ.
საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზით, უტყუარად დგინდება, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ნამდვილად ჰქონდა ადგილი ფიზიკურ დაპირისპირებას, რა დროსაც ბრალდებულის ქმედებებმა გამოიწვიეს კონკრეტული დაზიანებები, თუმცა ბრალდების პოზიციისგან განსხვავებით ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დაზიანებები განეკუთვნება: დაზიანებები - ნაკვეთი ჭრილობების სახით მარცხენა მტევნისა და მარჯვენა მტევნის მე-2,3,4 თითების არეში, მე-4 თითის არასრული ამპუტაცია DIP სახსრის დონეზე სისხლის მიმოქცევის დეკომპენსაციით. მე-3 თითის საკუთარი მედიალური ნერვის და მომხრელი მყესის დაზიანებით - მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
დაზიანებები ნაკვეთი ჭრილობების სახით - მარცხენა წინა აქსელარულ ხაზზე მე-3 ნეკნის დონეზე 0,5X0,1 სმ. ჭრილობა მცირედ სისხლმდენი, მარცხენა აქსელარულ ხაზზე მე-4 ნეკნის დონეზე 0,2 X0,1 სმ. სისხლმდენი, მარჯვენა ბეჭის შუა მესამედში ჭრილობა 1X0,1 სმ. ზომის, მცირედ სისხლმდენი - ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ნაკვეთი ჭრილობის სახით - მხრის სარტყელთან მარცხნივ უკანა ზედაპირზე ჭრილობა 2,5X0,5 სმ. სწორკიდეებიანი, მცირედ სისხლმდენი, მარცხენა ბეჭის ქვედა კიდესთან ჭრილობა 1,5X0,3 სმ. მცირედ სისხლმდენი, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
დაზიანება ნაკვეთი ჭრილობების სახით - გულმკერდის მარჯვენა წინა ზედაპირზე, მკერდის ძვალთან, ლავიწშუა ხაზამდე ზედა არეში ხაზოვანი ჭრილობა 8 სმ-მდე მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლით თუ მოუშლელად, აღნიშნულის განსაზღვრა შეუძლებელია, სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო.
სასამართლო სხდომაზე ექსპერტმაც დაადასტურა, რომ ვ--–---- ბ-–-–-–---–ს ყველაზე მძიმე დაზიანება ჰქონდა - ხელის მტევნის ნაკვეთი ჭრილობა.
თავის მხრივ, ქირურგმა გ------- შ-------–---–მა განმარტა, რომ პაციენტს დაზიანებული ჰქონდა სისხლძარღვები, მყესები, ნერვები, თუმცა აღდგა ყველაფერი. ოპერაციის დროს პაციენტი იმყოფებოდა ნარკოზის ქვეშ. ამასთან, ვ--–---- ბ-–-–-–---–მა და მ----- ბ-–-–-–---–მა დაადასტურეს, რომ დაზარალებული მეოთხე დღეს გაეწერა საავადმყოფოდან და მკურნალობა გააგრძელა სახლში.
ამასთან ის ფაქტი, რომ საგანი რომლითაც გ------- კ-----–-–---–მა კონკრეტული დაზიანებები მიაყენა ვ--–---- ბ-–-–-–---–ს იყო დანა, დაადასტურა დაზარალებულმა. გარდა ამისა 2019 წლის 22 ივლისს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ დანის პირზე არსებული მოყავისფრო-მონარინჯისფრო დანაშრევები (ობ. N1) შეიცავს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ--–---- ბ-–-–-–---–ს, ხოლო დანის ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ვ--–---- ბ-–-–-–---–ს, ხოლო მინორული წილი - გ------- კ-----–-–---–ს.
შესაბამისად, აღნიშნული ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გ------- კ-----–-–---–მა ერთის მხრივ ვ--–---- ბ-–-–-–---–ს მიაყენა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით, ხოლო მეორეს მხრივ მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო კვლავ მიეყენებინა უფრო მძიმე ხარისხის დაზიანება, ისე რომ მისთვის ვერავინ მოახერხებდა ხელის შეშლას, რადგან სახლში იმყოფებოდნენ მარტო, შეწყვიტა დანაშაულებრივი ქმედება და მეტიც დაზარალებულს შესთავაზა დახმარება. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას თითქოს ბრალდებულმა იმიტომ ვერ შეძლო დანაშაულის - მკვლელობის ბოლომდე მიყვანა, რომ დაზარალებულმა ხელით დაიჭირა დანის პირი, რა დროსაც ის გატყდა, სხვა საშუალებით კი მცდელობა აღარ ჰქონია, ისე დატოვა შემთხვევის ადგილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიჩნია, რომ გ------- კ-----–-–---–სა და ვ--–---- ბ-–-–-–---–ს შორის შემთხვევის დროს ადგილი ჰქონდა უსიამოვნო დიალოგს, რასაც ბრალდებულის მხრიდან მოჰყვა გაღიზიანება და ვ--–---- ბ-–-–-–---–ისათვის სხეულზე დაზიანებების მიყენება.
სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება იმით განსხვავდება მძიმე დაზიანებისაგან, რომ იგი არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო და არც მხედველობის, სმენის, მეტყველების ან სხვა ორგანოების, ან მისი ფუნქციის დაკარგვას იწვევს. მისთვის დამახასიათებელია ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა, საერთო შრომისუნარიანობის მყარი ან 1/3-ზე ნაკლებად დაკარგვა.
ექსპერტის დასკვნის თანახმად კი დადგენილია, რომ ვ--–---- ბ-–-–-–---–ის სხეულზე განვითარებული ყველაზე რთული დაზიანება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შემდგომ დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ ვერ დაამტკიცა გ------- კ-----–-–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით ქმედების ჩადენა. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ ბრალდებულს ჰქონდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა, რადგან აღნიშნული არ დასტურდება მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს გ------- კ-----–-–---–ის მიერ ვ--–---- ბ-–-–-–---–ის განზრახ მკვლელობის მიზანსა და მოტივს. შესაბამისად სასამართლო ვერ იმსჯელებს, რომ ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით, მოეკლა დაზარალებული. როგორც აღინიშნა, ბრალდების მხარე ანვითარებს ერთგვარ ვარაუდს, რომ გ------- კ-----–-–---–ი შესაძლოა ეჭვიანობდა მეუღლისა და დაზარალებულის ურთიერთობაზე, რის გამოც შესაძლოა წარმოეშვა განზრახვა - ვ--–---- ბ-–-–-–---–ის მოკვლის, რა მიზნითაც მიაყენა დაზიანებები. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული არის მხოლოდ ეჭვი, ვინაიდან საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნულ ვარაუდს. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზიანებების მიყენებისას ბრალდებული ითვალისწინებდა დანაშაულებრივ შედეგს, მაგრამ არა სიცოცხლის მოსპობას, შედეგი მის ცნობიერებაში არ იყო კონკრეტიზირებული, აღნიშნული დაადასტურა, მანვე დაკითხვაში. სასამართლო იზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მან დაზარალებულს მიაყენა დაზიანებები, თუმცა მისი განზრახვა არ იყო ვ--–---- ბ-–-–-–---–ის მკვლელობა.
სასამართლოLOგანმარტავს, რომ სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი ხელყოფისაკენ მიმართული დანაშაული განსაკუთრებულ პრევენციას და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, ამასთან სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული ვალდებულება, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნოს ობიექტური პირი დამნაშავის ბრალეულობაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ გ------- კ-----–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რაც გულისხმობს - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგები, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს გამასწორებელი სამუშაოს ვადით თვრამეტ თვემდე, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-3 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ჩადენილი ქმედების ხასიათს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
გ------- კ-----–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ გ------- კ-----–-–---–ის გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე და შესაბამისად, მისი პიროვნებიდან და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, მის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- კ-----–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ------- კ-----–-–---–ი (პN4----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ------- კ-----–-–---–ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2019 წლის 12 მაისის, 1840 საათიდან.
გ------- კ-----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: ანაწმენდები 1 პაკეტად, დანა, დალუქული 1 პაკეტად, სუნის კვლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
გ------- კ-----–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
დაზარალებულ ვ--–---- ბ-–-–-–---–ის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
ბრალდებულ გ------- კ-----–-–---–ის ნერწყვის ნიმუში და სუნის კვლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 1 ცალი დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე