განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#1/256-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 თებერვალი 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი:-------–- მ---–----–--ა
ადვოკატი: მ------- ღ----–----, გ------- ლ-–----ე
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: შ------- მ-------
მამის სახელი: ო-–--------
დაბადებული: 0---------–-
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ს------------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–--------------------------–-----------------------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 1---------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო
ბრალდებული: მ--- ი-----ე
მამის სახელი: ო------
დაბადებული: 1---------–-
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------–--–---------------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 0---------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულების შ------- მ-------ს და მ--- ი-----ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 17 თებერვალს სასამართლო სხდომაზე ს----------–------------–------------------------------------------- პროკურორის ი-----–- მ---–----–--ას შუამდგომლობა განრიდების მიზნით საქმის პროკურორისათვის დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა. სისხლის სამართლის საქმე №0----------- (სასამართლო წარმოების №1/256-20) ბრალდებულების ბ----- ჭ------ის და ე----- გ--–-–---–ის მიმართ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით განრიდების მიზნით დაუბრუნდა პროკურორს.
ბრალდების არსი:
შ------- მ-------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
მ--- ი-----ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შ------- მ-------მ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, შ------- მ------- 2014 წლის 09 აპრილიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდში, სხვადასხვა პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას შ------- მ------- ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. შ------- მ-------ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 90 000 აშშ დოლარი და 67 000 ლარი, რაზედაც 2014 წლის 09 მაისიდან 2019 წლის 30 სექტემბრის პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 53953.94 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, შ------- მ-------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 9 937.57 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
მ--- ი-----ემ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ--- ი-----ე 2016 წლის 07 ივნისიდან 2018 წლის 07 ივლისის ჩათვლით პერიოდში, სხვადასხვა პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას მ--- ი-----ე ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. მ--- ი-----ეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 46 600 აშშ დოლარი და 127 648 ლარი, რაზედაც 2016 წლის 07 ივნისიდან 2019 წლის 03 სექტემბრის პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 62 491.71 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, მ--- ი-----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 11 093.91 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები წინასასამართლო სხდომაზე არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ს-------------------------------–------------- მომართვის წერილებით, შ--------–----------------- მომართვის წერილით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით, სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის თემატური რევიზიის აქტით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ შ------- მ-------მ ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით 06 თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას 01-დან 03 წლამდე ვადით. სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ მ--- ი-----ემ ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით 06 თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას 01-დან 03 წლამდე ვადით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულების პიროვნებას, მათ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.
სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულების პიროვნების გათვალისწინებით, შ------- მ-------ს ძირითადი სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოს ჯარიმა 3.000(სამიათასი) ლარის ოდენობით, ხოლო მ--- ი-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოს ჯარიმა 3.000(სამიათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ------- მ------- (პ№5----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.000(სამიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
შ------- მ-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.
შ------- მ-------ს სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
მ--- ი-----ე (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.000(სამიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მ--- ი-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.
მ--- ი-----ეს სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე