განაჩენი

სისხლის სამართლის 18.02.2020
საქმის ნომერი
140100119003120845
თარიღი
18.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140-00-19003120845

N1/348-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

14.0-.20-0 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე

სხდომის მდივანი გ------ი მოწონელიძე

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ია მეფარიშვილი

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - ზაზა გიგაური

 

ბრალდებული - ქ------- ტ--------ის ასული კ-----–---, დაბადებული 1--- წლის 2- ს----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5---------3, დაოჯახებული, ტექნიკური განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------–-------–---------------------.

 

კვალიფიკაცია

 

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12--ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

ბრალდებული - მ-------სა გ------ის ასული გ-----–---–ი, დაბადებული 1--- წლის 3--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5---------7, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გორი, მ–---------------------------------.

 

კვალიფიკაცია

 

სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12--ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

20-9 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ------- კ-----–--- და მ-------სა გ-----–---–ი მივიდნენ ქალაქ გორში, სავაჭრო ცენტრ ,,გ--–-----–ი“, სადაც ქ------- კ-----–---მ და მ-------სა გ-----–---–მა ე-----ა ქ---–---–ს, ეჭვიანობის ნიადაგზე, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ქ------- კ-----–---მ რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახისა და მხარის არეში და ესროლა წებოვანი ლენტის გორგალი, რომელიც ე-----ა ქ---–---–ს მოხვდა გულმკერდის არეში. ქ------- კ-----–--ის ქმედებით ე-----ა ქ---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად მხარის არეში, ხოლო მ-------სა გ-----–---–მა ე-----ა ქ---–---–ს ესროლა კალათბურთის ბურთი, რომელიც მას მოხვდა სახის არეში და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ზემოაღნიშნული ქმედებებით ქ------- კ-----–---მ ჩაიდინა ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12--ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო მ-------სა გ-----–---–მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12--ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

ქ------- კ-----–---მ და მ-------სა გ-----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნეს დამნაშავედ, გულწრფელად აღიარეს და მოინანიეს დანაშაული. ბრალდებულებმა აგრეთვე სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან - ნებაყოფლობით მიიღეს მონაწილეობა ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო მოქმედებაში, რითაც ხელი შეუწყეს დანაშაულის გახსნას.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ქ------- კ-----–--ის და მ-------სა გ-----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12--ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ------- კ-----–--ის და მ-------სა გ-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, მოწმეების - ე-----ა ქ---–---–ის, თ----- ქ-–---–---–-----–----------–---–--------------–-–---–-ს, ქ------- კ-----–--ის და მ-------სა გ-----–---–ის გამოკითხვის ოქმები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება. ამასთან, სასამართლოს აზრით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ზემოთ დასახელებული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ქ------- კ-----–--ის და მ-------სა გ-----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ------- კ-----–---მ და მ-------სა გ-----–---–მა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12--ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (ქ------- კ-----–---მ - ცემა, მ-------სა გ-----–---–მა - სხვაგვარი ძალადობა) და მათ სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოთ მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასამართლო ქ------- კ-----–--ის და მ-------სა გ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს როგორც მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გულწრფელად აღიარებისა და მოინანიების ფაქტს, აგრეთვე გამოძიებასთან თანამშრომლობას, რითაც ბრალდებულებმა ხელი შუწყეს დანაშაულის გახსნას და მართლმსაჯულების დროულ/ეფექტიან განხორციელებას.

 

რაც შეეხება ქ------- კ-----–--ის და მ-------სა გ-----–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავეთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავეთა წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მათ მისწრაფებას, აანაზღაურონ ზიანი და შეურიგდნენ დაზარალებულს.

 

თავდაპირველად სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ------- კ-----–--ის და მ-------სა გ-----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ, ძალადობრივი ხასიათის, ნაკლებად მძიმე კატეგორიის, განზრახ დანაშაულთა რიგს, რომელიც არღვევს ადამიანის ჯანმრთელობისა და პირადი ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ უფლებას. ამასთან, ორივე ბრალდებული არის ნასამართლობის არმქონე და დაოჯახებულნი, გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის წინაპირობებს, სახელდობრ, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენისას ბრალდებულ ქ------- კ-----–---ს ამოძრავებდა ეჭვიანობის მოტივი, რომელიც გამოწვეული იყო დაზარალებულის მხრიდან ქ------- კ-----–--ის მეუღლესთან არსებული ურთიერთობით. რაც შეეხება მ-------სა გ-----–---–ს, მისი ქმედების მოტივს ქ------- კ-----–--ის დახმარება და ამ მოტივით სწორედ ე-----ა ქ---–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელება წარმოადგენდა.

 

სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, სასამართლო ითვალისწინებს ქ------- კ-----–--ის და მ-------სა გ-----–---–ის ქმედებებს დანაშაულის ჩადენის შემდეგ. სახელდობრ, მათ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნეს დამნაშავედ, ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღეს ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო მოქმედებაში, რითაც ხელი შეუწყეს დანაშაულის გახსნას, მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას. ბრალდებულები სისტემატურად ცხადდებოდნენ საგამოძიებო ორგანოსა თუ სასამართლოში, მათი მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. ბრალდებულებმა თავიანთი ქცევით დაარწმუნეს სასამართლო, რომ ნათლად აცნობიერებენ ბრალად შერაცხული დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს და მოწოდებულნი არიან აიღონ პასუხისმგებლობა ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის.

 

ზემოთ დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიაჩნევს, რომ ქ------- კ-----–--ის და მ-------სა გ-----–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას, მათ მიმართ უნდა შერჩეულ იქნეს ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულთა ქცევის, მათი წარსული ცხოვრების და სხვა დადებითი პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, ქ------- კ-----–--ის და მ-------სა გ-----–---–ის მიმართ უნდა გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელი, მინიმალური ჯარიმის სახით, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სასამართლო აზრით, სასჯელის პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, სასჯელის ზემოაღნიშნული სახე და ზომა შექმნის მათი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს, რაც, საბოლოო ჯამში, შეამცირებს მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, უზრუნველყოფს მათ გამოსწორებას და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 42-ე და 53-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 258-ე-2-0-ე, 2-7-ე, 2-9-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლებით და

 

დაადგინა

 

1. ქ------- კ-----–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12--ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2. მ-------სა გ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12--ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

3. ქ------- კ-----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს - ქ------- კ-----–---ს (პ/ნ 5---------3) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).

 

4. მ-------სა გ-----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ უძრავ ქონებას, კერძოდ, ქ------- კ-----–--ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თ---–---------------------------, საკადასტრო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა თბილისი №0-, სექტორი საბურთალო №10, კვარტალი №13, ნაკვეთი №0-2/0-9, კოდი №0-/096, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებელი ფართობი: 1243. კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი №12/27;0-.10.13.0-2.0-7; შენობა-ნაგებობები: №1, №2; საკუთრების ტიპი: საკუთრება, ფართი №96, სართული №6, 20.კვ.მ. მესაკუთრე: ქ------- კ-----–--- (პირადი №5---------3). გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება.

 

5. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული წებოვანი ლენტის გორგალი და ბურთი დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს, სპორტული ტანსაცმლის მაღაზიის მფლობელს - დ----- ც-–--–---–ს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე