გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3301-56-3/240-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1- თებერვალი 20-0წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - ნ---- გ-----ე
მოსარჩელის წარმომადგენელი - ამირან იმერლიშვილი
მოპასუხე -ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი-მაკა კიკაბიძე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, აქტის გამოცემის დავალებულება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 21 აგვისტოს N4 ოქმის 26 ნაწილი და 2019 წლის 2- აგვისტოს N10 გაკარგულების 1.18 ნაწილი.
1.2.დაევალოს ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი აქტი ნ---- გ-----ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2019 წლის 8 მაისმადე ნ---- გ-----ეს და მ------–----------–---–ის საერთო საკუთრებაში ირიცხებოდა 400 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნკავეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. 2019 წლის 8 მაისს ნ---- გ-----ემ და მ------–----------–---– ა მოახდინეს საერთო საკუთრების გამიჯვნა და ცალ-ცალკე დაარეგისტრირეს მათი საკუთრება საჯარო რეესტრში.
2019 წლის 13 მაისს ნ---- გ-----ემ განცხადებით მიმართა საჯარო ეესრტის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მის მფლობელობაში არსებულ 45 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის 2019 წლის 24 მაისის N179759 მიმართვით განცხადება განსახილველად გადაეგზავნა ბ---------ის მუნიციპალიტეტუის მერიის აღიარების კომისიას. 2019 წლის 12 აგვისტოს კომისიის N9 განკარგულებით დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება. კომისიის 2019 წლის 21 აგვისტოს N4 ოქმით და 2- აგვისტოს N10 განკარგულებით ნ---- გ-----ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2019 წლის 13 მაისს ნ---- გ-----ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ბ---------ი, გ-------–--ის ქ. N1--ის მიმდებარედ, 45 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნ---- გ-----ის 13.05.2019წ. განცხადება.
3.2. 2019 წლის 24 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის აღიარების კომისიას, ,,სახელმწიფო პროქეტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ნ---- გ-----ის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ.ბ---------ი გ-------–--ის ქ. N1--ის მიმდებარედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 24 მაისის მიმართვა ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის აღიარების კომისიას.
3.3. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე აღიარების კომისიის 2019 წლის 12 აგვისტოს განკარგულებით დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება ბ---------ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, კომისიის მიერ საკუთრების უფლების არიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- კომისიის 12.08.2019წ. N9 განკარგულება.
3.4. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარეგბლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე აღიარების კომისიამ 2019 წლის 21 აგვისტოს განიხილა ნ---- გ-----ის განცხადება და დაადგინა, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება ერთზე მეტი მესაკუთრე, მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი და არ დასტურდება მიწის ფართის თვითნებურად დაკავების ფაქტი. მიწის ნაკვეთი ხასიათდება მაღალი დახხრილობის (ფეროდბის) აგებულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე აღიარების კომისიის 21.08.2019წ. სხდომის ოქმი N4.
3.5. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე აღიარების კომისიის 2019 წლის 2- აგვისტოს განკარგულებით ნ---- გ-----ეს უარის ეთქვა ქ. ბ---------ში, გ-------–--ის ქ. N1--ის მიმდებარედ მდებარე არასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე აღიარების კომისიის 2-.08.2019წ. განკარგულება N10.
3.6. ნ---- გ-----ეს და მ------–----------–---–ს თანასაკუთრების უფლებით გააჩნდათ უძრავი ქონება, მდებარე ბ---------ი, გ-------–--ის ქ. N1-, ს/კ 6-.2-.0-.851. 2019 წლის 8 მაისს ნ---- გ-----ემ და მ-----------------–---–მა მოახდინეს საერთო საკუთრების გამიჯვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
- მხარის ახსნა-განმარტება;
3.7. 2019 წლის 10 მაისის მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ქ. ბ---------ში, გ-------–--ის ქ. N1--ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 6-.2-.0-.9--) საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ---- გ-----ის (პ/ნ 0----------) სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.8. 2019 წლის 10 მაისის მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ქ. ბ---------ში, გ-------–--ის ქ. N1--ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 6-.2-.0-.9--) საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ-----------------–---–ის (პ/ნ 0----------) სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.9. ქ. ბ---------ში, გ-------–--ის ქ. N1- მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელზეც ნ---- გ-----ე ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას, მდებარეობს ნ---- გ-----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ორთოფოტო;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---- გ-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 21 აგვისტოს სხდომის ოქმი და 2019 წლის 2- აგვისტოს განკარგულება ნ---- გ-----ის ნაწილში და კომისიას უნდა დაევალოს ნ---- გ-----ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი; ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 28 ივლისის დადგენილება;
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 21 აგვსიტოს სხდომის ოქმი და 2019 წლის 2- აგვისტოს განკარგულება, რომლითაც ნ---- გ-----ეს საკუთრების უფლების აღიარებაზე ეთქვა უარი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლის შესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
ამავე კანონის მე-3 მუხლის I ნაწილის თანახმად ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს.
ამავე კანონის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.
ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტით თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებულია, როგორც „ -თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა" საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში.
ამავე კოდექსის 1-0-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე. დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.
საქართველოს მთავრობის 28.07.2016წ. N376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ წესის მე-13 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაინტერესებულიპირი უფლებამოსილია, დაესწროს კომისიის სხდომებს და მისცეს ახსნა-განმარტება, განსახილველ საკითხთან დაკავშრებით. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, კომისია ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათ გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანო აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს, რომ ,,უფლებასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება ერთზე მეტი მესაკუთრე, არ არის შემოღობილი და არ დასტურდება მიწის ფართი თვითნებურად დაკავების ფაქტი, ნაკვეთი ხასიათდება მაღალი დახრილობის აგებულებით.’’
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ---- გ-----ეს და მ------–----------–---–ს თანასაკუთრების უფლებით ჰქონდათ უძრავი ქონება მდებარე ქ. ბ---------ი, გ-------–--ის ქ. N1-. 2018 წლის 8 მაისს ნ---- გ-----ემ და მ------–----------–---–მა მოახდინეს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამიჯვნა და აღნიშნული უფლების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია. მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდა ცალ-ცალკე და მიენიჭათ სხვადასხვა საკადასტრო კოდი. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება ერთზე მეტი მესაკუთრე უსაფუძვლოა. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე შესაძლოა პრეტენზია ჰქონოდა მ-----------------–---–ოს, მათთვის უცნობი იყო მ-----------------–---–ის პოზიცია სადავო საკითხთან დაკავშირებით. მისი პოზიციის დაფიქსირების გარეშე ვერ მოხდებოდა საკითხის გადაწყვეტა. სასამართლო განმარტავს, რომ თუკი აღიარების კომისია თვლიდა, რომ აღნიშნული საკითხი ეხებოდა მესამე პირის ინტერესებსაც, ვალდებული იყო მისთვის ეცნობებინა განცხადების განხილვის დრო და ადგილი კანონით გათალისწინებული წესით და მიეწვია კომიისის სხდომაზე, რათა მოესმინა მისი პოზიცია სადავო საკითხთან დაკავშირებით.
კომისია საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად უთითებს, იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი, არ არის ფიქსირებული და შესაბამისად არ დასტურდება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი აღმოსავლეთის მხრიდან შემოღობილია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ სამხრეთის მხრიდან ჩასხმული მასიური ბეტონით მოწყობილი ღობით, რომელიც ესაზღვრება ტროტუარს , რაც თავისთავად ქმნის მიჯნას, ხოლო ჩრდილოეთის მხრიდან გააჩია ღობე. ფაქტის დასადატურებლად მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ფოტოსურათები. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აღიარების კომისიის წარმომადგენლები საკითხის გამოკვლევის მიზნით ადგილზე არ გასულა და არ შეუსწავლიათ არსებული მდგომარეობა. ამდენად, ამ პირობებში იმ ფაქტის მტკიცება, რომ მიწის ნაკვეთი არ არის შემოღობილი და შესაბამისად არ დასტურდება მისი თვითნებურად დაკავების ფაქტი, არასწორია.
ამდენად, ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ნ---- გ-----ის განცხადების განხილვისას, ადმინისტრაციული წარმოებისას არ დაუდგენია საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ის რომ განცხადების წარდგენის დროისათვის ნ---- გ-----ის და მ-----------------–---–ის თანასაკუთრებაში არსებული ქონება იყო გამიჯნული, არ დაუდგენია გარემოება, რამდენად წარმოადგენდა დაინტერესებულ პირს მ-----------------–---–ი და საჭიროების შემთხვევაში გამოეკვლია მისი პოზიცია, არ გამოუკველვია უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვეთის გარშემო სასაზღვრო მიჯნის არსებობა/არარსებობის ფაქტი. ამდენად, აღიარების კომისიამ ისე გამოსცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ არ გამოუკველვია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათი გამოკვლევის გარეშე დაინტერესებულ პირს უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6-ე მუხლის თანახმად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს დაუსაბუთებლად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე ეთქვა უარი საკუთრების უფლების აღიარებაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 21 აგვისტოს სხდომის ოქმი და 2019 წკლის 2- აგვისტოს განკარგულება გამოცემულია საქმის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მოსარჩელე მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი საკითხის სრულყოფილად შესწავლის შემთხვევაში მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას, ამიტომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 21 აგვისტოს სხდომის ოქმი და 2019 წლის 2- აგვისტოს განკარგულება ნ---- გ-----ის ნაწილში და ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაევალოს ნ---- გ-----ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც”.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოსარჩელე ვინაიდან გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გაადხდისაგან, სარჩელის აღძვრისას არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟი. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია მოპასუხე მხარეც.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-10. მე-12, მე-13, 24-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ---- გ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 21 აგვისტოს N4 სხდომის ოქმი, ნ---- გ-----ის ნაწილში.
სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 2- აგვისტოს N10 განკარგულება ნ---- გ-----ის ნაწილში.
1.2. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს ნ---- გ-----ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. N 7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. N 62) მეშვეობით.|
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი