განაჩენი

სისხლის სამართლის 21.01.2020
საქმის ნომერი
180100119003482130
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
21.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N180100119003482130

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/390-19 21 იანვარი, 2020 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - ეკა გაბიდაური,ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-----–--–---;

 

დაცვის მხარე - მა--------------;

 

ბრალდებული - გ------ი რ---------ს ძე ჭ------ძე (დაბადებული 1--- წლის 24 ი---სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: მცხეთის რაიონის სოფელ ნ----------ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია:

1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ე-–--- ჭ------ძეს მისი მეუღლე გ------ი ჭ------ძე, რომელთან ერთადაც მუდმივად ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ ნ----------ში, სისტემატურად უმიზეზოდ უყვიროდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ე-–--- ჭ------ძე განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

2019 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ნ----------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ------ი ჭ------ძემ მეუღლეს ე-–--- ჭ------ძეს მათი შვილის ნ--–ი ჭ------ძის თანდასწრებით სრულიად უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ორივე ხელი მოკიდა მაისურში და მიაჯახა კედელზე ზურგით, ხოლო შემდეგ აიღო ფიცრის ნაჭერი და ჩაარტყა მარცხენა მკლავის არეში. გ------ი ჭ------ძის ძალადობრივი ქმედების შედეგად ე-–--- ჭ------ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. 2019 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ნ----------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ------ი ჭ------ძემ მეუღლეს ე-–--- ჭ------ძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და განახორციელა ფიზიკური ძალადობა. ამის შემდეგ, გ------ი ჭ------ძემ მეუღლეს ე-–--- ჭ------ძეს დაემუქრა მოკვლით, კერძოდ უთხრა, რომ მოკლავდა და ყელს გამოჭრიდა დანით, ვინაიდან გ------ი ჭ------ძე იყო აგრესიული, ე-–--- ჭ------ძეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა გ------ი ჭ------ძემ აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

2.2. დაზარალებულ ე-–--- ჭ------ძის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ იგი 27 წელია, რაც ქორწინებაში იმყოფება გ------ი ჭ------ძესთან, რომელიც არის აგრესიული პიროვნება და ხშირად იმყოფება მთვრალ მდგომარეობაში. მათ ჰყავთ ორი შვილი ნ--–ი და ო-–--- ჭ------ძეები. გ------ი ჭ------ძის მიერ ე-–--- ჭ------ძის მიმართ აგრესიის გამოხატვას სიტყვიერი შეურაცხყოფის სახით აქვს თითქმის ყოველდღიური, სისტემატური ხასიათი. 2019 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ნ----------ში არსებულ მისი საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარის წინ გ------ი ჭ------ძე იგინებოდა უმისამართოდ. ნ--–ი ჭ------ძემ უთხრა გაჩერებულიყო, რის გამო გ------ი ჭ------ძემ მას დაუწყო ყვირილი, ხელში აიღო იქვე აივანზე დაგდებული ფიცარი, მოიმარჯვა რათა დაერტყა ნ--–ი ჭ------ძისთვის. ე-–--- ჭ------ძე გადაეღობა გ------ი ჭ------ძეს და დაუკავა ხელი, რის გამოც გ------ი ჭ------ძე უარესად გაღიზიანდა, დაუწყო გინება, ორივე ხელი მოჰკიდა მაისურზე და მთელი ძალით მიანარცხა კედელზე ზურგით. ამის შემდეგ გ------ი ჭ------ძემ ისევ აიღო და მოუქნია ე-–--- ჭ------ძეს მის მიერ დაგდებული ფიცარი, რომელიც მოხვდა მარცხენა მკლავზე იდაყვს ზემოთ. ე-–--- ჭ------ძემ აღნიშნული ქმედებების გამო იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი ზურგისა და მკლავის არეში. გ------ი ჭ------ძემ შეაგინა და უთხრა, რომ მოკლავდა, ყელს გამოჭრიდა დანით. დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად, რადგან ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ მას შეეშინდა, რადგან გ------ი ჭ------ძე იყო ძალიან აგრესიული მის მიმართ.

2.3. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოქალაქე ე-–--- ჭ------ძეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით, დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

2.5. საქმის მასალებითა და გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ე-–--- ჭ------ძე არის ბრალდებულ გ------ი ჭ------ძის მეუღლე.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (ნ--–ი ჭ------ძის გამოკითხვის ოქმები; მოწმე ნ----- ჯ--------ას გამოკითხვის ოქმი; შემთხევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; ალკოტესტის შემოწმებთ შემოწმების ოქმი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, შემაკავებელი ორდერები, დახასიათებები, დაზარალებულის განცხადება პრეტენზიის არ ქონის შესახებ და ასევე საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------ი ჭ------ძემ 2019 წლის 28 სექტემბერს დაახლოებით 19:00 საათზე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ გ------ი ჭ------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის და მცხეთის რაიონის სოფელი ნ----------ის მაცხოვრებლების მიერ ხასიათდება დადებითად, შერიგებულია დაზარალებულთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.4. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

5.5. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------ი ჭ------ძეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვან--–ა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------ი ჭ------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

2. გ------ი ჭ------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ------ი ჭ------ძეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

4. გ------ი ჭ------ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში.

5. გ------ი ჭ------ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 28 სექტემბრიდან 2020 წლის 21 იანვრის ჩათვლით.

6. გ------ი ჭ------ძის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი