განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2515-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით,პროკურორ – მ------ გ-------ის
ბრალდებულ – ნ-----–---- ე-----–---–ის
ადვოკატ – ი----ა ქ-----–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– ნ-----–---- გ------ის ძე ე-----–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის (შეწყალებულის), საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-----–---- ე-----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ფიზიკური ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ესე იგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა.
ნ-----–---- ე-----–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის მარტის თვის შუა რიცხვებიდან - 19 აპრილამდე, ნ-----–---- ე-----–---–ი სისტემატურად მიდიოდა ქ-------–--–-------------------------ში, თავისი შვილის - თ---- ე-----–---–ის დროებით საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და ქონების განადგურების მუქარით აიძულებდა დაბრუნებულიყო ნ-----–---- ე-----–---–თან საცხოვრებლად.
2019 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, ხსენებულ მისამართზე მისვლისას, ნ-----–---- ე-----–---–მა თ---- ე-----–---–ს თავის არეში დაარტყა ხელი, რითაც დაზარალებულს მიაყენა ფიზიკური ტკივილი. მამის მხრიდან განხორციელებული სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად, თ---- ე-----–---–ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და მას შემდეგ, რაც უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ნ-----–---- ე-----–---–მა მის მიმართ იძულების მიზნით რამდენჯერმე განახორციელა ქონების განადგურების მუქარა, თ---- ე-----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში და განცხადებით მიმართა პოლიციას.
ე.ი. ნ-----–---- ე-----–---–მა ჩაიდინა დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ნ-----–---- ე-----–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა უტყუარად იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ:
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ნ-----–---- ე-----–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ ცნო და განმარტა, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მეუღლესთან - ნ---- ნ-----–---–თან მოუვიდა უთანხმოება, რის შემდეგაც მეუღლე და შვილები - თ---- და გ---–- ე-----–---–ები საცხოვრებლად გადავიდნენ მეუღლის მშობლებთან - ს------ და ნ-----–- ნ-----–---–ებთან. მოგვიანებით შეიტყო, რომ მეუღლე საზღვარგარეთ წავიდა, რის გამოც შვილებს მოსთხოვა სახლში დაბრუნება, კერძოდ, იგი თითქმის ყოველდღე, ხან კი დღეში რამდენჯერმე, მიდიოდა მეუღლის მშობლების სახლში და შვილებისგან მოითხოვდა სახლში დაბრუნებას, უარის მიღების შემდეგ კი თ---- ე-----–---–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, ასევე ემუქრებოდა, რომ თუ სახლში არ დაბრუნდებოდა, გადაწვავდა როგორც მათ სახლს, ასევე ბებია-პაპის სახლს, თუმცა აღნიშნულს ეუბნებოდა მხოლოდ შესაშინებლად, სინამდვილეში კი ამის გაკეთებას არ აპირებდა. ასევე, ერთ-ერთი უთანხმოების დროს - 2019 წლის 8 აპრილს, თ---- ე-----–---–ს თავზე „წამოარტყა“ ხელი, რასაც ძალიან ნანობს.
დაზარალებულმა თ---- ე-----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მამამისი - ნ-----–---- ე-----–---–ი მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რა დროსაც ხდებოდა აგრესიული. აღნიშნულის გამო იგი თავის დასთან - გ---–- ე-----–---–თან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ბებიასთან და პაპასთან - ნ-----–- და ს------ ნ-----–---–ებთან, ქ-------–--–-------------------------ში, ხოლო დედა წავიდა საზღვარგარეთ. მამამისი ნ-----–---- ე-----–---–ი ხშირად, თითქმის ყოველდღე, ხან კი დღეში რამდენჯერმე, მიდიოდა ბებია-პაპის სახლში და აიძულებდა მას და მის დას - გ---–- ე-----–---–ს სახლში დაბრუნებას, თუმცა მამამისის ნარკოდამოკიდებულების გამო შეუძლებელი და გაუსაძლისი იყო მასთან ერთად ცხოვრება, რის გამოც იგი მამას ეუბნებოდა უარს. უარის მიღებისას ნ-----–---- ე-----–---–ი ხდებოდა აგრესიული და აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და ემუქრებოდა როგორც მათი სახლის, ასევე ბებია-პაპის სახლის დაწვით, თუ არ დაბრუნდებოდნენ სახლში. აღნიშნული მუქარა მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში, ხოლო სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის შედეგად განიცადა ფსიქიკური ტანჯვა. თ---- ე-----–---–მა ასევე განმარტა, რომ ერთ-ერთი კონფლიქტის დროს - 2019 წლის 8 აპრილს, ნ-----–---- ე-----–---–მა ერთხელ დაარტყა ხელი თავის არეში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფიზიკურ ძალადობას შეესწრო ბებია - ნ-----–- ნ-----–---–ი, რომელიც ჩადგა მათ შუაში და შეძლო მათი გაშველება.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 ნოემბრის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების, გასაუბრებისას თ---- ე-----–---–ის მიერ გადმოცემული შინაარსის და სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, ნ-----–---- ე-----–---–ის ქმედების შედეგად თ---- ე-----–---–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა თ------- კ----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
მოწმე გ---–- ე-----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან მამის - ნ-----–---- ე-----–---–ის გათავისუფლების შემდეგ, მშობლებს შორის არსებული უთანხმოების გამო, დედა - ნ---- ნ-----–---–ი წავიდა საზღვარგარეთ. ამის შემდეგ, მამას - ნ-----–---- ე-----–---–ს, რომელიც იყო ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი, მასთან და მის დასთან - თ---- ე-----–---–თან ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა, რის გამოც იგი დასთან - თ---- ე-----–---–თან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ბებიასთან და პაპასთან - ნ-----–- და ს------ ნ-----–---–ებთან. მათი სახლიდან წამოსვლის შემდეგ, მამამისი ხშირად მიდიოდა მათთან ბებია-პაპის სახლში და მოითხოვდა მათ დაბრუნებას უკან, ხოლო უარის მიღების დროს აგინებდა მათ და ემუქრებოდა, რომ თუ არ დაბრუნდებოდნენ სახლში, გადაწვავდა როგორც მათ სახლს, ასევე ბებია-პაპის სახლს. მისთვის ბებიასგან - ნ-----–- ნ-----–---–ისგან ასევე ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის 8 აპრილს, ერთ-ერთი კონფლიქტის დროს, ნ-----–---- ე-----–---–ს თავის არეში ერთხელ დაურტყამს მისი დისთვის - თ---- ე-----–---–ისთვის ხელი, რასაც თავად ბებია - ნ-----–- ნ-----–---–ი შესწრებია.
მოწმე ნ-----–- ნ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მისი შვილი - ნ---- ნ-----–---–ი და ბრალდებული ნ-----–---- ე-----–---–ი 21 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ ერთად. ნ-----–---- ე-----–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო მეუღლეებს ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი, რის გამოც მისი შვილი იძულებული გახდა ჯერ საცხოვრებლად გადასულიყო მეგობართან, ხოლო შემდეგ წასულიყო საზღვარგარეთ. ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნ-----–---- ე-----–---–ი შვილებს - თ---- და გ---–- ე-----–---–ებს ცუდად ექცეოდა, რის გამოც ბავშვები საცხოვრებლად გადავიდნენ მასთან, თუმცა ნ-----–---- ე-----–---–ი ხშირად მიდიოდა მათთან და თ---- ე-----–---–ს სახლების გადაწვის მუქარით აიძულებდა უკან დაბრუნებას, უარის მიღების შემდეგ კი აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს, 2019 წლის 8 აპრილს, როდესაც თ---- ე-----–---–მა უარი უთხრა მამას სახლში დაბრუნებაზე, ნ-----–---- ე-----–---–მა, მისი თანდასწრებით, თ---- ე-----–---–ს ერთხელ დაარტყა ხელი თავის არეში.
მოწმე ს------ ნ-----–---–ის ჩვენებით, ბრალდებული ნ-----–---- ე-----–---–ი არის მისი შვილის - ნ---- ნ-----–---–ის მეუღლე. ნ-----–---- ე-----–---–ის შვილებს - თ---- და გ---–- ე-----–---–ებს, მამის ნარკოდამოკიდებულების გამო, მამასთან ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა, რის გამოც თ---- და გ---–- ე-----–---–ები საცხოვრებლად გადავიდნენ მასთან. აღნიშნულის შემდეგ, ნ-----–---- ე-----–---–ი სისტემატურად მიდიოდა მათთან და შვილებს პაპა-ბებიის სახლისა და თავად ბავშვების სახლის გადაწვის მუქარით აიძულებდა სახლში დაბრუნებას, თუმცა ბავშვებს სურდათ რა მშვიდი ცხოვრება, უარს ეუბნებოდნენ მამას აღნიშნულ მოთხოვნაზე. ამის გამო ნ-----–---- ე-----–---–ი ხდებოდა აგრესიული და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მათ. ასევე, მეუღლისგან - ნ-----–- ნ-----–---–ისაგან იცის, რომ მისი თანდასწრებით, 2019 წლის 8 აპრილს, ერთ-ერთი კონფლიქტის დროს, ნ-----–---- ე-----–---–ს თ---- ე-----–---–ისთვის ერთხელ დაურტყამს ხელი თავის არეში. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ნ-----–---- ე-----–---–ის მხრიდან გინებას და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი.
მოწმე ი---ა ნ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მის დისშვილებს - თ---- და გ---–- ე-----–---–ებს მამასთან - ნ-----–---- ე-----–---–თან, ამ უკანასკნელის ნარკოდამოკიდებულების გამო, ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა, რის გამოც მისი დისშვილები საცხოვრებლად გადავიდნენ მათთან - ბებია-პაპასთან და დეიდასთან. აღნიშნულის შემდეგ, როგორც მისთვის არის ცნობილი, ნ-----–---- ე-----–---–ი ხშირად მიდიოდა მათთან და მუქარით და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით აიძულებდა თ---- და გ---–- ე-----–---–ებს სახლში დაბრუნებას, რაზეც თ---- ე-----–---–ი ეუბნებოდა უარს, რადგან მამა არ აძლევდა თავის შვილებს ნორმალური და მშვიდი ცხოვრების შესაძლებლობას. ასევე, დედისგან - ნ-----–- ნ-----–---–ისგან იცის, რომ 2019 წლის 8 აპრილს, ნ-----–---- ე-----–---–მა თ---- ე-----–---–ს თავის არეში ერთხელ დაარტყა ხელი.
ნ-----–---–ების მეზობელმა - მოწმე ხ------- ფ---------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის მარტის თვიდან თ---- ე-----–---–ი და გ---–- ე-----–---–ი ცხოვრობდნენ ბებიასთან და პაპასთან - ნ-----–- და ს------ ნ-----–---–ებთან. როგორც მისთვის ნ-----–- ნ-----–---–ისგან არის ცნობილი, ისინი მამასთან უთანხმოების გამო იყვნენ სახლიდან წამოსულები. მოწმის განმარტებით, ნ-----–---- ე-----–---–ი ხშირად მიდიოდა ხოლმე ნ-----–- და ს------ ნ-----–---–ების სახლში, რა დროსაც მათი სახლიდან გამოდიოდა ნ-----–---- ე-----–---–ის ყვირილისა და გინების ხმა.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლები - გ------ი ოგ----ე და ა----- დ------–---–ი, რომელთაც განმარტეს, რომ 2019 წლის 20 აპრილს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში - ქ-------–--–-------------------------ში, საპროცესო ნორმების დაცვით, მათ მიერ დაკავებულ იქნა ნ-----–---- ე-----–---–ი. მათ დაადასტურეს დაკავების ოქმის სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ასევე გამომძიებლები - ე---------- ჩ------ი და ლ---- კ-----–---–--, რომელთაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
ზემოთ ჩამოთვლილ მტკიცებულებათა ერთობლიობა აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სტანდარტს და სასამართლოს უქმნის საფუძველს დასკვნისათვის, რომ ნ-----–---- ე-----–---–მა ნამდვილად ჩაიდინა ოჯახში ძალადობა და ოჯახის წევრის მიმართ იძულება, კერძოდ:
გამოკვლეული მტკიცებულებებით აშკარად დადასტურდა, რომ ნ-----–---- ე-----–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა თ---- ე-----–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს, კერძოდ, 2019 წლის 8 აპრილს ნ-----–---- ე-----–---–ის მიერ თ---- ე-----–---–ისათვის თავის არეში ხელის დარტყმის ფაქტი დაადასტურა დაზარალებულმა თ---- ე-----–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნული დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა ასევე თავად ბრალდებულმა ნ-----–---- ე-----–---–მა და თვითმხილველმა პი---ა ნ-----–- ნ-----–---–მა.
სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია ნ-----–---- ე-----–---–ის მხრიდან თ---- ე-----–---–ის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და იძულების ფაქტები, რასაც არც ბრალდებული უარყოფს და აღნიშნავს, რომ ეს გამოწვეული იყო მისი სურვილით, - თავისი შვილები დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სახლში, რაც მისი შვილებისთვის მიუღებელი იყო, თუმცა თავის მხრივ, თ---- და გ---–- ე-----–---–ები განმარტავენ, რომ გაუსაძლისი იყო ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამის გვერდით ნორმალური ცხოვრება, რის გამოც ისინი გაერიდნენ მას და საცხოვრებლად გადავიდნენ ბებია-პაპასთან, თუმცა არც იქ მისცა მამამ მათ მშვიდი ცხოვრების შესაძლებლობა და ყოველდღიურად ხდებოდნენ მამის მხრიდან იძულების მსხვერპლი. მამა მოითხოვდა მათგან საცხოვრებლად უკან დაბრუნებას, ხოლო უარის მიღების შემდეგ იმუქრებოდა როგორც მათი სახლის, ასევე ბებია-პაპის საცხოვრებელი სახლის გადაწვით, ასევე მათ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას - აგინებდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. თავად ბრალდებული აღნიშნავს, რომ ვინაიდან სურდა მის შვილებს მასთან ერთად ეცხოვრათ, იგი სახლების გადაწვის მუქარით მოითხოვდა შვილების დაბრუნებას სახლში, თუმცა რეალურად იგი არ აპირებდა სახლების დაწვას, იგი შვილებს ემუქრებოდა მხოლოდ შესაშინებლად, რათა სახლში დაბრუნებულიყვნენ. გარდა დაზარალებულისა და ბრალდებულის ჩვენებებისა, ნ-----–---- ე-----–---–ის მიერ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და იძულების ფაქტები დაადასტურეს აგრეთვე შემსწრე პირებმა: დაზარალებულის ბებიამ - ნ-----–- ნ-----–---–მა, პაპამ - ს------ ნ-----–---–მა, დეიდამ - ი---ა ნ-----–---–მა და დამ - გ---–- ე-----–---–მა, ხოლო სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის შედეგად დაზარალებულში ფსიქიკური ტანჯვის გამოწვევა დასტურდება როგორც თავად დაზარალებულის ჩვენებით, ასევე სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, ნ-----–---- ე-----–---–ის ქმედების შედეგად თ---- ე-----–---–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
რაც შეეხება იძულებას, იგი გამოიხატა იმაში, რომ ნ-----–---- ე-----–---–ი აგრესიულად მოითხოვდა შვილებისაგან სახლში დაბრუნებას, სადაც უნდა ეცხოვრათ ერთად, თუმცა შვილებს არ სურდათ მამასთან ერთად ცხოვრება, რადგან მამა ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი იყო და მოხმარების შედეგად ხდებოდა იმდენად აგრესიული, რომ მასთან ერთად ცხოვრება გაუსაძლისი იყო. ამის გამო თ---- და გ---–- ე-----–---–ები უარს აცხადებდნენ მამის მოთხოვნის შესრულებაზე, რაც მათ ნებას წარმოადგენდა, ხოლო იმის გაკეთების მოთხოვნა, რისი შესრულება ან არშესრულება პირის თავისუფალი არჩევანის სფეროა, წარმოადგენს იძულებას, ესე იგი ადამიანის ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა.
ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ-----–---- ე-----–---–მა ნამდვილად ჩაიდინა ოჯახში ძალადობა და ოჯახის წევრის მიმართ იძულება, ესე იგი დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ: ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ამასთან, იგი პრეზიდენტის მიერ არის შეწყალებული და არის ნასამართლობის არმქონე. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას - ენუკლირებული აქვს მარცხენა თვალი, დაავადებულია ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობით - ფსიქიკური და ქცევითი აშლილობით, რაც გამოწვეულია რამდენიმე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების ერთდროული მოხმარებით, ასევე, დაავადებულია ქრონიკული “C” ჰეპატიტით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, რამდენადაც საპატიმრო სასჯელის მოხდის მიუხედავად, ვერ მოხდა მისი რესოციალიზაცია და რამდენიმე თვეში ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაულები, ხოლო იმის გამო, რომ მის მიმართ განხორციელებული ისეთი ჰუმანური აქტის მიუხედავად, როგორიც არის პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალება (რის საფუძველზეც იგი 2019 წლის 19 თებერვალს გათავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან), ვერ მოხდა მისი გამოსწორება და დანაშაულებრივი საქმიანობის შეწყვეტა, სასჯელის მიზნების მისაღწევად საჭიროა ეფექტური სასჯელის გამოყენება.
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ძალადობის მკვეთრად გამოხატულ მძაფრ სახეს, საუბარია მხოლოდ ერთხელ ხელის დარტყმაზე, ასევე, ბრალდებულის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია სისტემატური ხასიათი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული ნ-----–---- ე-----–---–ი ნარკოტიკული საშუალებებისადმი დამოკიდებული პირია (რასაც ადასტურებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა), და ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ხდება აგრესიული, ზრდის მისი მხრიდან მომავალში ძალადობრივი ქმედებების გაგრძელების საფრთხეს, რის გამოც მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ნ-----–---- ე-----–---–ის მიერ იძულება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება და იძულების ნაწილში სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესი.
რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობას, ჩადენილი დანაშაულების ხასიათის, ბრალდებულის დამოკიდებულების და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ნ-----–---- ე-----–---–ს უნდა განესაზღვროს ისეთი სასჯელი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----–---- ე-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. ნ-----–---- ე-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ნ-----–---- ე-----–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, მოსახდელად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ ნ-----–---- ე-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 20 აპრილიდან.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი