განაჩენი

სისხლის სამართლის 09.01.2020
საქმის ნომერი
060100119003304943
დავის ტიპი
353 , 187
თარიღი
09.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

სამტრედიის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე #1/188-19

№067211019001

 

09 იანვარი, 2020 წელი ქ.სამტრედია

სამტრედიის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - დავით სვანაძე

სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - იგ------------–-ილი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ვა-–--------------------–--–ავა (დაბადებული 19---–-–----------------- პირადი პ--------------- მცხოვრები ხო--------------------–-------–----

 

ადვოკატი: თე------–---ია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ვა-–----------–--–-ვამ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით,აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 21 ოქტომბერს შსს ხო--- რაიონულ სამმართველოში მიღებულ იქნა შეტყობინება, ხონი, სოფელ კ----------–- გამავალ საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაახლოებით 21 საათზე, შემთხვევის ადგილზე გავიდნენ შსს ხო--- რაიონული სამმართველოს თანამშრომლები - მი–------------ძე, აკ-----------ძე, და----------–---–ავა, ნე--------------------ანი და გა-–---------------–---–ი, რომლებსაც სიტყვიერი შეურავხყოფა მიაყენა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე, მთვრალმა ვა-–----------–--–-ვამ, რის შემდგომაც ეს უკანასკნელი არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით და მი–------------ძეს ხელი რამდენიმეჯერ დაარტყა სახისა და კისრის არეში, ასევე გა-–----------------–---–ს უკბინა მარჯვენა მკლავის არეში.

 

ვა-–----------–--–-ვამ ასევე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 21 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30 საათზე ხონი, სოფელ კ----------–- მდებარე ბენზოგასამართი სადგური ,,გალფი’’-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთვრალმა ვა-–----------–--–-ვამ ფეხის დარტყმით ჩაამსხვრია იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის ხო--- რაიონული სამმართველოს ბალანსზე რიცხული T--------------ის მოდელის სახელმწიფო ნომრს C-------- ავტომობილის უკანა მარჯვენა კარის საქარე მინა. აღნიშნულის შედეგად შს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დეპარტამენტის ხო--- რაიონული სამმართველოს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, 245 ლარის ოდენობით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1.სასამართლოს დასკვნა ვა-–----------–--–-ვას მიერ აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:

 

დაზარალებულების მი–------------ძისა და გა-–----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს; მოწეების მუ---------–-----–--ლის, ნე--------------------ანის, გი-----------–------ძის, ვა---–----–-----–--ლის, აკ-----------ძის, რე------------ას, დ------------–---–---სა და თა-----------–---–-ს გამოკითხვის ოქმებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სასაქონლო ექსპერტის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ვა-–----------–--–-ვას მიერ ინკრიმინირებულ დანაშაულთა ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ვა-–----------–--–-ვას ჰქონდა განზრახვა, ჩაედინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ძალადობით;

 

აგრეთვე, მასვე ჰქონდა განზრახვა, რომ ჩაედინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ვა-–----------–--–-ვამ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ძალადობით,ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

ასევე საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ვა-–----------–--–-ვამ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ასევე ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ვა-–----------–--–-ვას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღო---ძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებ-–- გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ვა-–----------–--–-ვას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვა-–----------–--–-ვა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

ვა-–----------–--–-ვა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ ვა-–----------–--–-ვას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ვა-–----------–--–-ვას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, პატიმრობ-–- ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი, ჯარიმა, და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ვა-–----------–--–-ვას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღო---ძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თა------------–---–ის (პ/ნ 6----------) საკუთრებ-–- არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე სამტრედია, სოფელი ბ-–- (ზონა - სამტრედია - 3------------------–-----------------–---------------- - 2--, საკადასტრო კოდი - №---------2--) - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას ხო--- მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით დადებული ყადაღა;

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება ,,T-----------------------–----------–-–----------------------- ავტომობილი, რაც ხელწერილის საფუძველზე ჩაბარებული აქვს დაზარალებულის წარმომადგენელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მინის ნამსხვრევები, რაც დალუქულ მდგომარეობ-–- ინახება შსს ხო--- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით

 

მოსამართლე დავით სვანაძე